Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპი ძირს უთხრის ევროპას

ტრამპი ძირს უთხრის ევროპას

1178
ტრამპი

ვაშინგტონ პოსტისინფორმაციით, ტრამპი მაკრონს ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას სთავაზობდა

ვაშინგტონ პოსტისმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს მომგებიანი პირობებით სავაჭრო ურთიერთობა შესთავაზა საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვების სანაცვლოდ. გაზეთის ცნობით, ეს მოხდა ამა წლის 24 აპრილს თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრისას. ეს საკითხი ტრამპმა მოულოდნელად წამოჭრა ვაჭრობაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას.

შეთავაზებული წინადადების აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ აშშ-სა და საფრანგეთს შორის ამ სავაჭრო გარიგების დადების შემთხვევაში სავაჭრო პირობები ორივე ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირს შორის.

თეთრმა სახლმა ეს ცნობა უკომენტაროდ დატოვა, მაგრამ, ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმავე შეხვედრაზე ტრამპმა უთხრა მაკრონს, რომ ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირი “ჩინეთზე უარესია”.

ჩრდილოეთ დაკოტაში ცოტა ხნის წინათ გამართულ მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიქმნა აშშის უპირატესობების გამოსაყენებლად, რათაშეუტიოს ჩვენს ხაზინას”.

“ტრამპი ევროპის დესტაბილიზაციას ცდილობს”, _ ასკვნის “ვაშინგტონ პოსტი”. მანამდე, G7-ის სამიტზე, ტრამპმა კალამბურივით განაცხადა, რომ “ნატო ცუდია, ისევე, როგორც NAFTA. ტრამპს მხედველობაში ჰქონდა ჩრდილოამერიკული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ჰაერში გამოეკიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა პირობების რადიკალური გადახედვა მოითხოვა. უკეთესი არ არის ნატოს მიმართ დამოკიდებულებაც. მეორე ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მ მკითხველებს გაუზიარა ალიანსის წევრი ქვეყნების შიში 11-12 ივლისს ბრიუსელში გასამართი სამიტის წინ. გამოცემა წერს, რომ ტრამპმა უკვე შეძლო შვიდეულის შეხვედრის გაფუჭება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციით, რომელშიც თეთრი სახლის მეთაურმა დიდი ქვეყნების კლუბში რუსეთის დაბრუნება და G8-ის აღდგენა მოითხოვა. ამჯერად, სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების ნაცვლად, ტრამპმა წერილები გაგზავნა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას ნატოს ბიუჯეტში ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის გადარიცხვის შესახებ, მიიღეს გაღიზიანებული ტრამპის წერილი, რომელშიც ის პირდაპირ ამბობს: “ამერიკის მოქალაქეებისთვის სულ უფრო ძნელი ასახსნელია, რატომ არ იზიარებს ზოგიერთი ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს. გამოცემა წერს, რომ ტრამპის ყველაზე მწვავე კრიტიკა დაიმსახურა გერმანიამ.

ევროპელი მაღალჩინოსნების შეშფოთებას იწვევს კიდევ ერთი პიკანტური დეტალი: ბრიუსელში ნატოს სამიტის დასრულებიდან 3 დღის შემდეგ, 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სრულფორმატიანი მოლაპარაკებები. ტრამპის განცხადებით, ის მოუთმენლად ელის პუტინთან შეხვედრას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here