Home ახალი ამბები ტრამპი: ძალიან ჭკვიანი ვარ, კარგი სტუდენტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი.

ტრამპი: ძალიან ჭკვიანი ვარ, კარგი სტუდენტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი.

898

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თუმცა მედია მას უკულტუროდ წარმოადგენს. 

„ვფიქრობ, მედია უფრო უკულტუროდ წარმომადგენს, ვიდრე ვარ. ხალხს არ ესმის, რომ მე „აივის ლიგის“ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე კარგი სტუდენტი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი. მე ძალიან ჭკვიანი ვარ. მედია დონალდ ტრამპის სულ სხვა სურათს ქმნის“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპი პერიოდულად კონფლიქტში შედის წამყვან ამერიკულ მედია საშუალებებთან, რომელთა უმეტესობა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here