Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპი ობამას “ობამაგეიტით” ემუქრება

ტრამპი ობამას “ობამაგეიტით” ემუქრება

ტრამპი ობამას “ობამაგეიტით” ემუქრება

ბარაკ ობამა რუსეთთან კავშირში ტრამპის დასადანაშაულებლად სპეცსამსახურებით მანიპულირებდა

21 მაისს აშშის სენატმა ეროვნული დაზვერვის (DNI) დირექტორად ჯონ რეტკლიფის დანიშვნას დაუჭირა მხარი. რეტკლიფი _ რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასიდან _ პრეზიდენტ ტრამპის საიმედო მოკავშირედ ითვლება. როგორც ჩანს, ეროვნული დაზვერვის პოსტის გარშემო კრიზისი, რომელიც ამ პოსტზე გერმანიაში აშშის ელჩ რიჩარდ გრენელის დანიშვნით დაიწყო, დაძლეულია.

დემოკრატები რიჩარდ გრენელს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ტრამპის თავგადაკლული მომხრეა და ბრალს სდებდნენ იმაში, რომ დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობების შესრულებისას პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა. ტრამპისთვის დაზვერვის მთავარი შეფის პოსტი არა “ტექნიკური”, არამედ “შიდაპოლიტიკურია”. მუშაობის სამი თვის განმავლობაში გრენელმა მოასწრო, ნაწილობრივ გარკვეულიყო ამერიკის სპეცსამსახურების ანტიტრამპული მოღვაწეობის “სამზარეულოში”. გრენელმა “დიდი ნაბიჯები გადადგა დაზვერვის დეპოლიტიზაციისა და დაზვერვისადმი ამერიკელი ხალხის ნდობის აღსადგენად”.

27 მაისს ცნობილი შეიქნა, რომ ეროვნული დაზვერვის “მმართველი დირექტორის” პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე რიჩარდ გრენელმა გრიფი “საიდუმლო” მოხსნა კიდევ რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც დევს 2016 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირის გამოძიების საქმეში. ახლახან დანიშნული ჯონ რეტკლიფი გადაწყვეტს, გამოაქვეყნოს თუ არა ეს დოკუმენტები, რომლებსაც გრიფი “საიდუმლო” აღარ ადევს.

ამ განსაიდუმლოებულ დოკუმენტებშია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩევლის, მაიკლ ფლინისა, და 2016-17 წლებში აშშ-ში რუსეთის ელჩის, სერგეი კისლიაკის, სატელეფონო საუბრების სტენოგრაფიული ჩანაწერები.

ტელეარხ Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაზვერვის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებიათ, განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტებით მტკიცდება, რომ 2016 წლიდან დაზვერვა მანიპულირებდა მონაცემებით, რათა ცრუ ბრალდება წარედგინათ ტრამპის თანამშრომლებისთვის, რომ ისინი ხელს უწყობდნენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას.

“დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღსაქმელად, როგორ მანიპულირებდნენ დაზვერვით, რათა დაწყებულიყო გამოძიება რუსეთის ჩარევის თაობაზე”.

2020 წლის მაისში გრენელმა გრიფი “საიდუმლო” მოხსნა დოკუმენტების 6 ათას გვერდს, შემდეგ კი გამოაქვეყნა ისინი. ამ დოკუმენტებს შორის იყო წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატ ადამ შიფის სატელეფონო საუბრების სტენოგრაფიული ჩანაწერები. გაირკვა, რომ აშშ-ის ყოფილი მთავრობისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო, რომ “არ არსებობდა არანაირი პრაქტიკული მტკიცებულება” სავარაუდო გარიგების შესახებ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბსა და მოსკოვს შორის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას”.

ბრენვილმა, აგრეთვე, გამოაქვეყნა სია ობამას ადმინისტრაციის თანამშრომლებისა, რომლებიც მოითხოვდნენ, გამოემჟღავნებინათ ფლინის კონტაქტები რუსეთის ელჩთან არჩევნების შემდგომ პერიოდში და პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციამდე. სიაში სხვებთან ერთად დასახელებული არიან ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გამოძიების ფედერალური ბუიროს იმჟამინდელი დირექტორი ჯეიმს კომი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმჟამინდელი დირექტორი ჯონ ბრენანი, ეროვნული დაზვერვის იმჟამინდელი დირექტორი ჯეიმს კლეპერი, აგრეთვე, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დენის მაკდონი და სხვ.

გრენელმა, აგრეთვე, გამოამზეურა წერილი, რომელიც მას პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის დღეს გაუგზავნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა სუზან რაისმა. ელექტრონული წერილი არის დოკუმენტირებული პროტოკოლი მთავრობის მაღალჩინოსნებთან ბარაკ ობამას შეხვედრისა, რომელიც 2017 წლის 5 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაიმართა. ამ შეხვედრაზე ბარაკ ობამამ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ბოლო დღეებს ითვლიდა, გასცა მითითება, რომ გამოეძიებინათ რუსეთის თითქოსდა ჩარევა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტი ტრამპი 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში ცდილობს, ერთი მხრივ, გაანეიტრალოს თავისი მოწინააღმდეგეების მოღვაწეობა ამერიკის სპეცსამსახურების მეშვეობით; მეორე მხრივ კი, მიისწრაფვის დემოკრატების, კონკრეტულად ჯო ბაიდენის, დისკრედიტაციისკენ, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ტრამპის გარემოცვისა და რუსეთის თითქოსდა გარიგების შესახებ გამოძიებაში. რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშაა ბარაკ ობამაც, რომელსაც ტრამპი ემუქრება “ობამაგეიტით” _ მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებითა და სისხლის სამართლებრივი დევნით.

ealaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here