Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი ნატოს გაფართოების მომხრე არ არის

ტრამპი ნატოს გაფართოების მომხრე არ არის

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა

1966
ტრამპი

საქართველოს ყველა ხელისუფლება, წლებია, მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრის ნატოსა და ევროკავშირში შესვლასა და ამ ორგანიზაციების მეშვეობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკის აყვავებაზე ლაპარაკით. თავდაპირველად იყომაპი”, შემდეგ _ “მაპზე უკეთესი”, შემდეგ _ “მეტი ნატო საქართველოშიდა .., მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას დაადგა, არც ევროკავშირში გაერთიანებას (ნატოში შესვლა ან ევროკავშირში გაერთიანება რეალურად რისი მომტანია, ეს ცალკე საუბრის თემაა) და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროკავშირსა და ნატოს არ ანაღვლებს საქართველო და მისი პრობლემები, ჩვენი ქვეყანა მათ მხოლოდ პოლიგონად სჭირდებათ რუსეთთან დასაპირისპირებლად და სავაჭროდ.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზად არიან დიალოგის დასაწყებად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად. 2015 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე ასე უპასუხა:

“2008 წლის მოვლენების შემდეგ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი.… რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა”. რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს რუსეთთან დიალოგის დაწყების გზაზე. ეს იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთის გავლენისთვის ვერ დაუღწევია თავი, თუმცა ეს არც სურს, რადგან მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და არა ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების გატარებაზე. საქართველოს ნატოში შესვლა დასავლეთს მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განალაგოს სამხედრო ბაზები რუსეთთან კონფრონტაციისთვის და საქართველო ამ კონფრონტაციის პოლიგონად აქციოს. 2008 წლიდან, როდესაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ნატოს დელეგაცია 4-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში (უპრეცედენტო შემთხვევაა), ქართველი ჯარისკაცები კი სიცოცხლეს სწირავდნენ და სწირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ალიანსში შესასვლელი კარი საქართველოსთვის მაინც ჩარაზულია.

საქართველოს ხელისუფლება კი კვლავ განაგრძობს ილუზიებში ყოფნას და მოსახლეობის მოტყუებას. ამის დასტურია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატოს სამიტზე გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის შეფის დაპირება, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ნატოს წევრი(!) _ ეს იმ ფონზე, როცა თვით ნატოს არსებობა დადგა ეჭვქვეშ… ანალოგიურ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უპირველესი მიზანია; თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ “ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლა გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლი უნდა შეეგუოს”.

არადა, ორიოდე დღის წინათ, ელჩებსა და რუსეთის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგება ჩვენს საზღვრებთან წარმოადგენს პირდაპირ და უშუალო მუქარას ჩვენი უსაფრთხოებისათვის და რუსეთი ამას არ დაუშვებს. ისინი, ვინც ამის გაკეთებისკენ მიილტვიან, უნდა დაფიქრდნენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ უპასუხისმგებლო პოლიტიკას”.

“ჩვენი კოლეგები, რომლებიც თამაშობენ სიტუაციის გამწვავებაზე და ცდილობენ, ალიანსის სამხედრო ორბიტაში ჩართონ უკრაინა და საქართველო, კარგად უნდა დაფიქრდნენ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე”, _ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ასეთ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს რუსეთს, რეაგირება თანაზომიერი იქნება”. დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა პუტინმა რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც.

რით დასრულდა პუტინის ანალოგიური გაფრთხილება 2008 წლის თებერვალში უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებზე, როდესაც დასავლეთმა კოსოვო სერბეთს მოსწყვიტა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, საქართველომ და ქართველებმა იმავე წლის აგვისტოში საკუთარ თავზე ვიწვნიეთ…

როგორც ჩანს, არც დონალდ ტრამპია ნატოს გაფართოების მომხრე. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ახალმა წევრმა ჩერნოგორიამ ალიანსი შეიძლება მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიოს. მისი თქმით, ჩერნოგორია არის პატარა ქვეყანა ძალიან აგრესიული ხალხით. ამასთანავე, ამ ქვეყანას ნატოს ბიუჯეტში არაფერი არ შეაქვს, რაც უსამართლობაა”, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაიწყოს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამო, რომლის თანახმადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა გამოიწვევს დანარჩენი წევრი ქვეყნების კონფლიქტში ჩაბმას.

FoxNews -ის წამყვანის კითხვაზე _ რატომ უნდა დაიცვას მისმა ვაჟმა ნატოს ახალი წევრი ჩერნოგორია? _ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა, მიუხედავად თავისი მოკრძალებული ზომებისა, ძალიან ძლიერია: ჩერნოგორიელები ძლიერი და აგრესიული ხალხია. ისინი შეიძლება გაბრაზდნენ და გილოცავთ! _ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი”. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ჩერნოგორიაზე არის ამ ქვეყნის შეგნებული დაცინვა, რადგან ჩერნოგორიის ნატოში ყოფნის სარგებელი ძალიან საეჭვოა ისევე, როგორც თვით სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის არსებობა.

“ჩერნოგორია ბოლო ქვეყანაა, რომელიც ნატოში შევიდა. ეს ერთი წლის წინათ მოხდა. და, თუ ის კონფლიქტში აღმოჩნდება, მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებში ჩაითრევს ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც. ტრამპი ეუბნება გერმანელებს: “თქვენ ჩემთან გაიძახით, რომ არსებობს რუსული საფრთხე, მაგრამ, ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ფული არ გვაქვსო და ამერიკისგან ითხოვთ; რუსული გაზის საყიდლად კი მილიარდებს არ იშურებთ. თუ ასეა, რატომ ყიდულობთ მათგან ბუნებრივ აირს? კარგად გაერკვიეთ: თუ საფრთხეა, შეწყვიტეთ რუსეთის ბუნებრივი აირის შესყიდვა. ანალოგიური დამოკიდებულებაა ჩერნოგორიის მიმართაც. ნებრასკაში ზის ფერმერი და ვერ გაუგია, რატომ უნდა დაიცვას ჩერნოგორია. ვისგან იცავს თავს ეს ქვეყანა? ტრამპიც ზუსტად ასეთ კითხვებს სვამს”, _ ამბობს მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კათედრის გამგე, ყოფილი დიპლომატი აშშ-ში _ ნიკოლაი პლატოშკინი, რომელიც ვარაუდობს, რომ ტრამპი, უბრალოდ, დასცინის ჩერნოგორიელებს.

აი ისინი შედიან ნატოში, მაგრამ რისთვის? თანაც ფულს არ იხდიან თავდაცვისთვის. ჩერნოგორიელების გამო შეიძლება ომი დაიწყოს. ტრამპს ვერ გაუგია, რატომ არის ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ამიტომაც დასცინის მას. საზოგადოდ კი, ტრამპს არ ესმის, რისთვის არის საჭირო ნატო, რომელშიც ამერიკელები უზარმაზარ თანხებს დებენ, და ამას ტრამპს ვერავინ უხსნის. ის კი პასუხს ითხოვს”.

ანალოგიური ვითარებაა ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზეც: ნატოს ერთი წევრი ქვეყანაც რომ იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი, ამ ორგანიზაციაში არავინ მიგვიღებს. არადა, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, წინააღმდეგი არიან. აი, რა განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა ემერი დე მონტესკიუმ თავის დროზე: “საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგნი არიან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატოში შესვლის. ეს აბსოლუტური პროვოკაცია იქნება”. ასეთივე თვალსაზრისი აქვს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსაც.

ნატოში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობაზე ლაპარაკობდნენ მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც:

აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა: “რაც შეეხება იმ ქვეყნების განაცხადებს, რომლებმაც გამოხატეს ნატოს წევრობის სურვილი, უარყოფილი უნდა იქნას, რადგან, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს”.

მხოლოდ ეს ფრაზებია საკმარისი, რათა შევიგნოთ: დასავლეთს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ნატოში საქართველოს მიღებით კიდევ უფრო არ აიტკივებს თავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ჯიუტად ადგას ლიბერალების მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპნილ გზას. ამის დასტურია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის _ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში შესვლაა”:

თავის დროზე საქართველოს ნატოში შეყვანის საკითხი აშშ-მ თავს მოგვახვია ჩვენთან ნატოს სამხედრო ბაზების განსალაგებლად. მაშინ ეს იყო რუსეთის სამხედრო ბაზებით გარშემორტყმის და მისი სამხედრო-პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მოქცევის (სულ მცირე) პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ამერიკელებს თავისუფლად შეეძლოთ, აქ თავისი _ ამერიკული (არა ნატოს) სამხედრო ბაზა განელაგებინათ, მაგრამ აქ ორი ნიუანსია გასათვალისწინებელი _ ეს იქნებოდა თვითონ ამერიკის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური პასუხისმგებლობითა და კონკრნეტულად მათთვის სამხედრო-პოლიტიკური შედეგებით (მაგ. რუსეთის სამხედრო ბაზა კუბაზე ან სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთის რომელიმე ქვეყანაში) და კიდევ ფინანსური საკითხი: ამერიკას ჩენთვის დიდძალი ფული უნდა ეხადა ბაზის ტერიტორიისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და ა.შ. ნატო-ში შესვლა კი ფორმალურად ჩვენი ინიციატივაა, მის წევრად მიღება _ კოლექტიური გადაწყვეტილება და მაშასადამე _ პასუხისმგებლობაც _ კოლექტიური, ნატოს წევრობაში უზარმაზარი თანხა ჩვენ უნდა ვიხადოთ და არა პირიქით.

საქართველოს ხელისუფლება, გინდაც ყოფილი და გინდაც ახლანდელი, ალბათ, ვერ აცნობიერებს, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევისა და 16 ივლისის ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა. აშშ-ც და ნატო-ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნებიც, უპირველესად, გერმანია და საფრანგეთი რუსეთთან თანამშრომლობის გზას დაადგნენ შეუქცევადად და ეს პროცესი სულ უფრო თვალსაჩინო გახდება.

ასეთ პირობებში ისევ რუსეთთან კონფრონტაციის მსურველ მარგინალ ლიბერალთა ფარვატერში ყოფნა და ისევ ნატოში შესვლის ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების ძახილი პოლიტიკური სიბეცეც აღარაა. ეს უკვე ფსიქიატრიის სფეროს პროფილია.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here