Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი მიდის, ჯობამა მოდის

ტრამპი მიდის, ჯობამა მოდის

671
ჯენიფერ ფსაკი

წერილი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ორიგინალური არ არის, კომპილაციაა, გასულ კვირაში ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების კრებული ჩვენი დღეების აქტუალურ თემაზე _ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებზე. სხვების მიერ გაკეთებული დასკვნებია, ზოგჯერ მიმომხილველისეული განმარტებებით. ხოლოჯობამაუფრო ტერმინია, ვიდრე სახელი (სათაურში რომ წაიკითხეთ) ჯო ბაიდენისა და ტრამპამდელი პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას სახელების ნაჯვარი.

იგი მიგვანიშნებს ბარაკ ჰუსეინ ობამას მმართველობის პერიოდის სტრატეგიული მიზნების შემობრუნებაზე ტრამპის მიერ გზააბნეულ ამერიკაში. მარტივი სიმბოლოა. დაცინვის მსუყე დოზით შეზავებული. ვერ იტყვი, რომ ენამოსწრებულობის ნიმუშია, მაგრამ, ჩვენი ოპოზიციისა არ იყოს, რაც არის _ ეგაა.

ეგ კი “მემია”, დღევანდელი ინტერნეტის ჟარგონი. ცინიკური მინიშნება ვინმეზე თუ რამე მოვლენაზე, რომელსაც სოცქსელებში გამოიყენებენ, როგორც გასართობ კონტენტს.

ბაიდენის მოსვლის ხელშესახებ “მემად” წარმოგვიდგება ჯენიფერ ფსაკი, ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, წითელთმიანი ფურია, მრისხანე და შურისმაძიებელი მითოლოგიური ქალღმერთის გაცრეცილი ვარიაცია, რომელიც ბელარუსის ზღვის სანაპიროსთან ამერიკული ავიამზიდების გამოჩენით დაემუქრა მოწინააღმდეგეთა ბანაკს და იმის გასაგებად, რას ნიშნავდა საარჩევნო კარუსელი, კოლეგებთან კონსულტაციის გასავლელად დრო მოითხოვა.

მას შემდეგ კარგა ხანს ეძებდნენბელარუსის ზღვას”. ჯენიფერი კი არავის მოუკითხავს. დაითხოვეს. ამ დღეებში აღმოაჩინეს. “ბელარუსის ზღვაკი არა, ფსაკი, რომელიც ბაიდენმა პრესმდივნად დააბრუნა: ეტყობა, ცენტრალური ევროპის გეოგრაფიის შემსწავლელი კურსები გაატარეს და არჩევნების გაყალბების თეორიაც შეასწავლეს. პრაქტიკას კი აშშის პრეზიდენტის არჩევნების დროს გაივლიდა.

ფსაკიც “მემად” იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ (ამასაც ანალიტიკოსები აცხადებენ), ამერიკის იმდროინდელი დიპლომატია ასეთი “ორიგინალური თავისებურებით” იყო გამორჩეული. ხოლო თვითონ ამ ქალბატონმა ისეთი “პოპულარობა” მოიხვეჭა, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში გამოიტანეს მაისურები წარწერით “ნოუ ფსაკი”.

ერთხელაც ვახსენოთ: ეს შეუცვლელი მოხელე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის სამსახურში იდგა, რომელიც (კერი), ჩატარებული კვლევების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ქვეყნის ისტორიაში უცუდესი (უვარგისი) სახელმწიფო მდივანი იყო.

ასე მიიჩნევენ ამერიკელები.

თუმცა არც ბაიდენს განიხილავენ დიდ სახელმწიფო მოღვაწედ. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ვიცეპრეზიდენტობიდან მოყოლებული, მის საქმიანობას თვალს ადევნებდნენ.

და _ მანამდეც.

ესესაა ბაიდენმა მრავალმნიშვნელოვანი და უკიდურესი ამბიციურობით გაჟღენთილი განცხადება გააკეთა: “მსოფლიო თვითორგანიზაციის უნარს არის მოკლებული. ამერიკა მაგიდის თავში უნდა დაჯდეს” (ლეიბორისტების ფანჩატურში გრძელ მაგიდასთან ჩამომჯდარი ჩვენი ოპოზიციონერები გაგახსენდებათ უნებურად).

ობამას “გუგულმა გადაუფრინა” ამერიკის განსაკუთრებულობით შეპყრობილთა სამკურნალო დაწესებულებას. ეს შედარება უთუოდ დაიბადებოდა უცხოეთის პრესის წიაღში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა სამხედრო აკადემიის _ ვესტ პოინტის მსმენელებთან საზეიმო შეხვედრისას წარმოთქვამდა სიტყვას შეერთებული შტატების ბედისმიერი მისიის შესახებ კაცობრიობის ისტორიაში.

არ დაბადებულა.

მით უკეთესი _ პლაგიატორობას ვერავინ დაგვწამებს.

იდგა აღგზნებული პრეზიდენტი უნიფორმაში გამოწყობილი კურსანტების ამფითეატრის წინ და განაცხადებდა (თარგმანი არაოფიციალურია):

“ამერიკა, როგორც ყოველთვის, უძლიერესია მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ცალმხრივად გამოიყენოს სამხედრო ძალა… საქმე ის კი არ არის, იყოს თუ არა ამერიკა ლიდერი, არამედ ის, რისთვის, რომელი მიზნის განსახორციელებლად უნდა ილიდეროს _ მხოლოდ ჩვენი სიმშვიდისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის, თუ მსოფლიოში სიმშვიდისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. ამერიკა ვალდებულია, იყოს ლიდერი მთელ მსოფლიოში, ამას სხვა ვერავინ შეძლებს. გულწრფელად მჯერა ამერიკის განსაკუთრებულობის. განსაკუთრებულობას გვიქმნის არა ჩვენ მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, არამედ მის გასამყარებლად ჩვენი საქმიანი მზადყოფნა”.

გავიხსენეთ!

ჩანს, რომ აშშ ბაიდენის ხელში ამ ლოზუნგებით შეუტევს მსოფლიოს თავისი განსაკუთრებული უპირატესობის დასამტკიცებლად.

ის, რაც ამერიკას სჭირს, ფსიქიატრიაში პარაფრენიად იწოდება. პარაფრენული სინდრომით დაავადებული საკუთარ თავს მსოფლიოს პატრონად და თვითმპყრობელად მიიჩნევს. აცხადებს, რომ კაცობრიობის ბედი მის ხელშია, ომი თუ მშვიდობა მისი გადასაწყვეტია.

ფსიქიატრიის ცნობარში მითითებულია, რომ თავიანთ ძლიერებაზე საუბრისას პაციენტები იყენებენ გრანდიოზულ შედარებებსა და მეტაფორებს, არ ცდილობენ თავიანთ მტკიცებულებათა არგუმენტირებულ დადასტურებას.

მძიმე შემთხვევაა…

ტრამპს თავისი მმართველობის ოთხწლიან ვადაში არცერთი ომი არ წამოუწყია. ექსპერტები მარჩიელობენ, ახალი ადმინისტრაცია სად დაანთებს ახალი კონფლიქტების ცეცხლს _ ეთიოპიაში, ლიბიაში თუ სადმე სხვაგან. საქმე აქეთკენ რომ მიდის, ერთსულოვანნი არიან.

თუმცა მანამდე გასარკვევია, შეძლებს კი ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას, იმის დამტკიცებას, რომ მის მხარდასაჭერად მიცემული 80 მილიონი “აბსურდული ხმა” ნაყალბევი არ არის და სავსებით კანონიერია.

ამერიკა ელოდება 14 დეკემბერს _ აირჩევენ თუ არა ხმოსნები ბაიდენს პრეზიდენტად.

ტრამპი მიიჩნევს, რომ 20 იანვრამდე (პრეზიდენტის ინაუგურაციამდე) ბევრი რამ შეიძლება მოხდეს: “პროგრამა, რომელიც არჩევნების პერიოდში მოქმედებდა, ბევრჯერ ცდებოდა, მაგრამ ყოველთვის ბაიდენის სასარგებლოდ”, _ აცხადებს დამარცხებულად შერაცხული ტრამპი.

დემოკრატები კი მოითხოვენ, რომ, როცა პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, მის წინააღმდეგ გაგრძელდეს დღეისთვის შეწყვეტილი გამოძიება.

ორივე მხარე თავისი სამრეკლოდან რეკავს.

ბაიდენი კი უკვე ადგენს გუნდს, იწვევს თავის ძველ ნაცნობებს, რომლებთან ერთადაც უმუშავია, იმათ, რომლებიც მზად არიან, “მიუსხდნენ მმართველობის მაგიდას, მართონ მსოფლიო და დაუპირისპირდნენ მოწინააღმდეგეებს, დაიცვან ამერიკის გლობალური პრინციპები და მორალური ლიდერობა”.

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

სახელმწიფო დეპარტამენტს, როგორც ჩანს, ჩააბარებს ობამას დროს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე ენტონი ბლინკენს, რომლის ბაბუა მორის ბლინკენი რუსეთიდან ამერიკაში გახიზნული ებრაელი იყო, მამინაცვალი _ ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკიდან ამერიკელების მიერ გათავისუფლებული ტუსაღი, რომელიც, ტანკისტი აფროამერიკელი რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და სრულად დახარჯა ინგლისური ენის თავისი სამსიტყვიანი მარაგი: “ღმერთო, დაიფარე ამერიკა!” _ ახალ ლეგენდას ყვება ბლინკენი და ასკვნის: “აი, რა არის ამერიკა მთელი მსოფლიოსთვის!”

ასეთებს იკრებს თავის გარშემო ბაიდენი და, რაც მთავარია, დღევანდელი მოდის პარამეტრებიდან რომ არ ამოვარდეს, სამუშაოდ იწვევს გეებსაც და ლესბოსელებსაც.

ტრამპმა, ტრადიციისამებრ, შეიწყალა მადლიერების დღის აღსანიშნავი სუფრის მთავარ კერძად შესაწირი ორი თეთრი ინდაური: აპირებს ჯულიან ასანჟისა და ედუარდ სნოუდენის _ სახელმწიფო “საიდუმლოებათა გამცემთა” შეწყალებასაც.

ამას ამერიკის მმართველი ელიტა ვერ შეეგუება!

სამაგიეროდ შეეგუა (ან არ სურს, აღიაროს) საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებულ სიყალბეებს, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, არჩევნების ძირითადი ინდიკატორია. როცა ამ მანიპულაციების საჯაროდ გამომტან სპეციალისტს შეეკითხნენ, შეუძლია თუ არა დაასახელოს, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენი ხმა მიიღო ტრამპმა და რამდენი ბაიდენმა, პასუხად მიიღეს: დაახლოებით 570 ათასი ბაიდენმა და სამი ათასით მეტი ტრამპმა.

პენსილვანიის შტატის სენატში განიხილეს ადგილობრივი რესპუბლიკელებისა და ტრამპის ადვოკატების მიერ ინიცირებული გაყალბებების საკითხი. მოწმეებმა აჩვენეს, რომ ხმის მისაცემად ფოსტით გააგზავნეს ერთი მილიონ 800 ათასი ბიულეტენი, უკან კი მეტობით დაუბრუნდათ ორმილიონ-ნახევარი(!).

ქაოსია.

ერთი რამაა გარკვეული: ამერიკელების 50 პროცენტი მხარს უჭერს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კანდიდატურის წამოყენებას.

ვინც დაინტერესებულია, დაელოდოს…

* * *

მადლიერების აღნიშვნის წინა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებული 2100 ადამიანი გარდაიცვალა.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here