Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი დაინტერესებულია ევროკავშირის დაშლით და იზამს კიდეც ამას

ტრამპი დაინტერესებულია ევროკავშირის დაშლით და იზამს კიდეც ამას

5637
ტრამპი დაინტერესებულია ევროკავშირის დაშლით და იზამს კიდეც ამას

პოლიტიკის ანალიტიკოსმა იაკობ კედმიმ საინფორმაციო სააგენტოავრორასმიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყვანით ცხადყო, რომ იგი დაარტყამს გერმანიის ეკონომიკას.

კედმიმ განმარტა, რომ ევროკავშირის უძლიერესი მწარმოებლური ეკონომიკა არის გერმანიის ეკონომიკა. ამას ეფუძნება ევროკავშირის ძლიერება. გერმანიის დასუსტების შემდეგ აშშ-ს საფრანგეთის საკმაოდ სუსტ ეკონომიკასთან ანგარიშის გასწორებაღა დარჩება. საფრანგეთი კი დღეს ევროზონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.

“განმტკიცდება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა, შემდეგ კი ორივე ევროპის დანაწევრებას შეუდგება. ერთიანი ევროპა მათი კონკურენტია. მათთვის მომგებიანია, იმუშაონ უშუალოდ საფრანგეთთან, იტალიასთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. ბრიუსელი რისთვის სჭირდებათ?”

იაკობ კედმიმ აღნიშნა, რომ ევროპის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა თავისთავად არის ძლიერი და ევროზონის მიღმა შეუძლიათ არსებობა, მაგრამ არ ძალუძთ ევროკავშირის საბაზო ეკონომიკის შექმნა. დიდი ბრიტანეთის ჩამოცილების შემდეგ ტრამპი გაუსწორდება გერმანიას, შემდეგ _ საფრანგეთს.

ეს არის პრინციპ “გათიშე და იბატონეს” აშკარა გამოვლინება. ტრამპს არ სჭირდება ძლიერი ევროპა, არც ნატო სჭირდება. ევროკავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ს შეეძლება, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უფრო ეფექტიანად მოახდინოს გავლენა ცალკეულ ქვეყნებზე, ვიდრე ერთიან ევროკავშირზე, მათ შორის, სანქციების გამოყენებითაც.

“რისთვის იბრძოლებენ ახლა დიდი ბრიტანეთი და აშშ? დიდი ბრიტანეთი იბრძოლებს, ლონდონში დაიტოვოს საფინანსო ცენტრი, ხელი შეუშალოს მის გადატანას ფრანკფურტსა თუ პარიზში. აშშ იბრძოლებს იმისთვის, რომ საფინანსო ცენტრის უმეტესი ნაწილი ლონდონიდან ნიუ იორკში გადავიდეს და არა ევროპაში”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here