ტრამპმა იაპონიას მოსთხოვა, ოთხჯერ გაზარდოს ხარჯები ამომავალი მზის ქვეყანაში ამერიკის შეიარაღებული ძალების განლაგების საფასურად, რაც, დაახლოებით, 8 მილიარდ დოლარს უდრის, _ იუწყება Foreing Policy.
იაპონიამ უარით უპასუხა.
ამჟამად ტოკიო 1,8 მლრდ-ს იხდის თავის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნისთვის.
Foreing Policy-ის ინფორმაციით, იაპონიას აშშ-ის 54 ათასი ჯარისკაცის “სტუმრობა” 8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ჯარისთვის გაღებული ხარჯი ტრამპის სტრატეგიის თანმდევი შედეგია, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს.
ტრამპის მოთხოვნის გასაჯაროებისთანავე იაპონიაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ქვეყნის საზოგადოებრიობა უკიდურესად აღაშფოთა კაბალური ვალდებულების მოცულობის გაზრდამ. პროტესტანტები მოითხოვენ ამერიკული ჯარის გაყვანას იაპონიიდან.