აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტრამპის მიერ საზღვრის დაცვის გამკაცრებაზე გამოცემული ბრძანებიდან დღემდე 27%-ით უფრო მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს ქვეყნიდან, ვიდრე 2016 წლის იმავე პერიოდში.
თუ იმავე პერიოდში განხორციელებული დეპორტაციების რაოდენობასაც გავითვალისწინებთ, მაშინ, ჯამში, 2017 წლის ამ მონაკვეთში ქვეყნიდან გაძევებულთა და დეპორტირებულთა რაოდენობა 30%-ით მეტი გამოდის, ვიდრე 2016 წლის იმავე პერიოდში.