Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპის მორიგი გამარჯვება _ სენატმა დაამტკიცა კავანოს კანდიდატურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის...

ტრამპის მორიგი გამარჯვება _ სენატმა დაამტკიცა კავანოს კანდიდატურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე

ბრეტ კავანო

აშშის სენატმა მოიწონა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ბრეტ კავანოს კანდიდატურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის პოსტზე. დონალდ ტრამპა კი განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კავანოს დანიშვნას უზენაეს სასამართლოში.

“მივესალმები და ვულოცავ ჩვენი კანდიდატის, ბრეტ კავანოს, დამტკიცებას მოსამართლედ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. მოგვიანებით ხელს მოვაწერ მის დანიშვნას და ის ოფიციალურად დადებს ფიცს. ძალიან ამაღელვებელია!” _ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მოსამართლეების არჩევა აშშ-ში პოლიტიკური სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა. აბორტისა და იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამყარების მომხრეები აქციას აქციაზე აწყობდნენ. თუმცა ტრამპის რჩეულ კანდიდატზე მთავარი დარტყმა იყო ბრალდება სექსუალურ ძალადობაში, რომელიც თითქოს 36 წლის წინათ მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, აგრეთვე, რესპუბლიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ უნივერსიტეტის მასწავლებლის, კრისტინ ბლეიზი ფორდის, ბრალდება _ ეს არის დემოკრატების მცდელობა, მოსამართლე კავანოს რეპუტაცია შეულახონ.

ტრამპის განცხადებით, სენატში და კაპიტოლიუმთან გამართული საპროტესტო აქციების მონაწილე ქალები არიან პროფესიონალი პროვოკატორები, რომლებიც დაიქირავა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა.

“ესენი არიან უხეში და უტიფარი ადამიანები, რომლებიც ყვირიან ლიფტებში; დაფინანსებული პროფესიონალები, რომლებიც ცდილობენ, შეუბღალონ სენატორებს სახელი. არ წამოეგოთ ამაზე! შეხედეთ მათ, ყველას ერთნაირი, თითქოს ფაბრიკაში დაამზადესო, პლაკატები აქვთ. ამაში ფული გადაიხადეს სოროსმა და მისნაირებმა”, _ დაწერა ტრამპმა “ტვიტერში”.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლის პოსტზე კავანოს დამტკიცება ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის დიდი გამარჯვებაა.

მსგავსი პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე მოსამართლის დანიშვნა ნებისმიერი პრეზიდენტისთვის გამარჯვებაა და ეს აუცილებლად აისახება 2018 წლის კონგრესის შუალედური არჩევნების კენჭისყრის შედეგებზე.

კონსერვატიულად განწყობილი ბრეტ კავანო დაიკავებს ენტონი კენედის ადგილს, იმ მოსამართლის ადგილს, რომელიც მოსამართლეობაზე უფრო ლგბტ თემის და ყოველივე ლიბერალურის ქომაგად წარმოაჩენდა თავს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. Fox News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრეტ კავანომ ფიცი დადო და ახლა ის აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 114-ე წევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here