Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპის თანაშემწემ “ვაშინგტონ პოსტის” სტატიას სიცრუე უწოდა

ტრამპის თანაშემწემ “ვაშინგტონ პოსტის” სტატიას სიცრუე უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში: ჰერბერტ მაკმასტერი

თეთრი სახლი “ვაშინგტონ პოსტის” სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა.


“დღევანდელი ისტორია, როგორც არის ის გადმოცემული, სიცრუეა”, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჰერბერტ მაკმასტერმა, რომელიც ტრამპისა და ლავროვის შეხვედრას ესწრებოდა.

“პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთო საფრთხეები განიხილეს, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციებისგან მოდის. პრეზიდენტს არ განუხილავს დაზვერვის წყაროები ან მეთოდები, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ”, _ აღნიშნა მაკმასტერმა.

ამერიკული გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

გაზეთის ინფორმაციით, “ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხე შეუქმნა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here