Home ახალი ამბები მსოფლიო ტერორისტებმა ვენაში 7 ადამიანი მოკლეს

ტერორისტებმა ვენაში 7 ადამიანი მოკლეს

3147
ტერორისტებმა ვენაში 7 ადამიანი მოკლეს

2 ნოემბერს, ღამით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეებს, რასაც კიდევ 5 სხვადასხვა ადგილას მოჰყვა სროლა, _ იუწყება ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung.

შეტევები განხორციელდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, პირველი კი _ ვენის სინაგოგასთან. პოლიციის განცხადებით, თავდასხმელი რამდენიმე იყო. სროლის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის _ ერთი პოლიციელი, დაჭრილია 10-ზე მეტი. სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი მოკლეს, დანარჩენები მიიმალნენ.

ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ავსტრიის შს მინისტრმა კარლ ნეჰამერმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია ახალი თავდასხმები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაიკისრეს ჯიჰადისტებმა, რომლებმაც მომხდარს ავსტრიის სასჯელი უწოდეს

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში მონაწილეობის გამო. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მომხდარს “საშინელი ტერაქტი” უწოდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იზიარებს ავსტრიელთა მწუხარებას და დასძინა: “ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ჩვენ მათ არაფერს დავუთმობთ”.

ინტერტენში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. ავსტრიულ გაზეთკურიერისმიერ გავრცელებული ინფორმაციით 29 ოქტომბერს ვენის ერთერთი რაიონის წმინდა ანტონის სახელობის კათოლიკურ ეკლესიას თურქული წარმოშობის 50-მდე ახალგაზრდა დაესხა თავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here