Home ახალი ამბები მსოფლიო ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულიში 163 მოქალაქე მოკლეს

ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულიში 163 მოქალაქე მოკლეს

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ჟენევაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს.


“გუშინ ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა 163 ადამიანი მოკლეს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომელთა გვამები ჯერ კიდევ ეშ-შირის კვარტლის ქუჩებშია”, _ განაცხადა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა.

ეს ტრაგედია, სავარაუდოდ, 1 ივნისს მოხდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here