თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ანატოლი ბერძენიშვილისთვის, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
ბრალდებულის უფლებადამცველები კი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და ალტერნატივის სახით, გირაოს 10 000 ლარის ოდენობით შეეთავაზებას აპირებდა.
ანატოლი ბერძენიშვილს გამოძიება ახმეტ ჩატაევის დახმარებას ედავება.
წინასასამართლო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა.
ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს დააკავეს, გამოძიების განცხადებით, დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში აჰმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.
დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.