Home რუბრიკები პოლიტიკა ტერიტორიების გასხვისებისა და მორიგი ნაღმის ჩადების პროცესი

ტერიტორიების გასხვისებისა და მორიგი ნაღმის ჩადების პროცესი

419
ტერიტორიების გასხვისებისა და მორიგი ნაღმის ჩადების პროცესი

არაერთი ქართველი პოლიტიკოსისგან გვსმენია, რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია. იმ პირობებში, როცა გერმანია დანარჩენ ევროპასთან მეგობრობს, ეს თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ გერმანელმა ხალხმა 1945 წლიდან უამრავჯერ მოიხადა ბოდიში, პრაქტიკულად, ყველა იმ ქვეყნის წინაშე, რომლებშიც ფაშისტების ჯარები შეიჭრნენ, და ლამის ყველა კანცლერმა დაიჩოქა ამა თუ იმ ქვეყანაში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

საქართველოში დაჩოქილი თურქი მაღალჩინოსანი ჯერ არ გვინახავს (ვერც უახლოეს მომავალში ვნახავთ) და არც სინანული მოგვისმენია თუნდაც “დიდი თურქობის” გამო. “დიდი თურქობა” _ ამ ტერმინითაა ცნობილი თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში. თურქ-სელჩუკების მიერ ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციების დაპყრობის შემდეგ საქართველო ერთადერთი დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფო დარჩა წინა აზიაში. ამიტომ 1070-იანი წლების ბოლოდან სელჩუკთა მთავარი დარტყმები მის წინააღმდეგ იქნა მიმართული. 1080 წელს თურქები მთელ საქართველოს მოედვნენ ქართლიდან ოდიშამდე და აჭარამდე. მათ ლამის უკანასკნელ სახლამდე გადაწვეს ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნოები, რბევა-აკლება დაზამთრებამდე არ შეწყვეტილა. ამის შემდეგ სელჩუკებმა წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში. გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ, არბევდნენ; რისი წაღებაც შეიძლებოდა, მიჰქონდათ, დანარჩენს ანადგურებდნენ. დიდი თურქობამხოლოდ ერთი ეპიზოდია ჩვენიმეგობრულიწარსულიდან.

ჰოდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ისტორიული მეგობრობის აღსანიშნავად, თურქულ მხარეს ნამოხვანჰესის მშენებლობის უფლება გადავეცით. თანაც, მხოლოდ კი არ გადავეცით, ხელშეკრულებით ისე ჩანს, ეს ტერიტორია ნახევარი საუკუნით ვაჩუქეთ და თანაც არაფრის უფლება არ დავიტოვეთ. ხელშეკრულების მიხედვით, თურქულ კომპანიაენკას” 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ. ფართობის არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ. ფართობის ტყე (!) წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. 49 წლის ვადით წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ. ფართობის არასასოფლოსამეურნეო ქონება და 445 245 კვ. ტყე. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის. ჩუქებასთან ერთად, სახელმწიფომ იმის ვალდებულებაც აიღო, რომ 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6,2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. არადა, დღევანდელი მდგომარეობით, საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია. საუბარი რუსეთზე გვაქვს, საიდანაც ენერგიის ძირითად წყაროს ვიღებთ, მაგრამ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით.

იმავე ხელშეკრულებით, მთავრობა ვალდებულია, თურქებს 1 ლარად გადასცეს სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”. მიწის “საჭიროებას”ადგენს კომპანია(!), მისი განსაზღვრებები კი ისე ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭალეჩხუმსა და იმერეთს. კომპანიას უფლება აქვს, გამოიყენოს არამხოლოდ რიონი და მისი შენაკადები, ასევე მდინარე ცხენისწყლის წყლის რესურსი. ხელშეკრულებით კომპანია თავისუფლდება კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. შესაბამისად, მას შეუძლია, მოიპოვოს ნებისმიერი წიაღისეული და ის, უბრალოდ, შიდა ბაზარზე სარფიანად გაყიდოს. შეგახსენებთ: საქართველოს მოქალაქეებს მდინარის სანაპიროდან კენჭის აღებისა და ტყიდან ფიჩხის გამოტანის უფლება არ აქვთ.

იმავე ხელშეკრულებით, გადასახადების ნებისმიერი ზრდა, რომელსაც სახელმწიფო მომავალში დაადგენს, თურქულ კომპანიას არ შეეხება, მაგრამ გადასახადების შემცირება აუცილებლად აისახება. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ანუ კომპანიას შეუძლია, მთელი შემადგენლობა თურქეთიდან ჩამოიყვანოს (თურქეთში საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული, რომ ნებისმიერ ინვესტორს მუშახელის 80% ადგილობრივი უნდა ჰყავდეს). მდინარე რიონის 32 კილომეტრი 49 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა. თუ მოსახლეობის პროტესტის შედეგად ან რაიმე სხვა მიზეზით, თურქული მხარე ვერ განახორცილებს ნამოხვანჰესის მშენებლობას, სახელმწიფოსგან მოითხოვს კომპენსაციას 400 მილიონ დოლარს, გარდა ამისა, მის მფლობელობაში დარჩება არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ამ მიწაზე წიაღისეულის მოსაპოვებლად ლიცენზიის აღება კვლავ არ დასჭირდება.

ახლა რუსულ თემას დავურბუნდეთ. ოპოზიცია იმასაც ამბობს, აღნიშნულ თურქულ კომპანიას რუსეთშიც აქვს ბიზნესი და ბრუნვა 2,6 მილიარდი დოლარიაო, ანუ ოპოზიცია რუსულ კვალზე მიანიშნებს, რაც დიდი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ 2016 წლიდან რამდენიმე რუსულმა კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა ჰესების მშენებლობა და თანაც არა ასეთი კაბალური პირობებით, მაგრამ უარი მიიღო. მიზეზი მარტივია _ რუსული კომპანიები საქართველოში დასავლეთმა არ შემოუშვა და მერე რა, რომ ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს სწორედ რუსეთისგან ვყიდულობთ, მათი აშენებული და გაკეთებული არ გინდოდეთ, მხოლოდ იყიდეთ, ასე უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ არა უშავსო, დაახლოებით ასეთია დასავლეთის პოზიცია. ჰოდა, როცა თურქეთი ისტორიული მეგობარია, ხოლო რუსეთი ისტორიული მტერი, მივიღეთ ის, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყანა 400 მილიონი დოლარის ზარალს მიიღებს; გრძელვადიანში, თუ მშენებლობა განხორციელდება, უფრო მეტს, რადგან ელექტროენერგიის ძვირად შესყიდვის ვალდებულება მძიმე ტვირთად დაგვაწვება, ხოლო ტყეებიდან და მდინარეებიდან გატანილი წიაღისეული ცალკე თანხაა.

პანდემიის გამო საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ფინანსური რესურსი ამოწურა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისთვის ფული არ აქვს, ბანკებიდან კრედიტის აღება ისე გართულდა, ფული რომ მოგცენ, მინისტრი თუ არა, პარლამენტის წევრი მაინც უნდა იყო. ჰოდა, წელს საქართველოში მიწის დამუშავების მასშტაბები რეკორდულად დაბალი იქნება. შედეგად, მწირი მოსავალი მაღალ ფასებს ნიშნავს და სახელმწიფო ამ სფეროს სუბსიდიაზე ხმას არ იღებს. სამაგიეროდ, ლევან დავითაშვილმა ამაყად გამოგვიცხადა: ხორბლის ძირითადი ნაწილი უკვე რუსეთიდან აღარ შემოგვაქვს, სხვა ქვეყნები ვნახეთ და რუსეთზე დამოკიდებული აღარ ვიქნებითო. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადების პარალელურად, რუსეთში შესაბამისმა უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხორბლის ყველაზე დიდი შემსყიდველი ქვეყნები რიგითობის მიხედვით ასე განლაგდნენ _ თურქეთი, ეგვიპტე, პაკისტანი, საქართველოანუ საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც რუსეთიდან ყველაზე მეტ ხორბალს ყიდულობს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თურქეთის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს, ეგვიპტის _ 100 მილიონს, პაკისტანის _ 200 მილიონს და საქართველომარტივი ლოგიკაა, ჩვენ მართლა მთლიანად რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული და ბატონი ლევანი, უბრალოდ, გვატყუებს.

მოსახლეობას ვუმალავთ იმას, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის მთავარი ბაზარი რუსეთია, რუსეთიდან შემოგვაქვს ყველაზე მეტი პროდუქტი, ელექტროენერგიის უმთავრესი მომწოდებელი რუსეთის ფედერაციაა და ხორბალზეც ასი პროცენტით რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი. ამის ხმამაღლა თქმა კი არ “ტეხავს”, მაგრამ ეს რომ თქვა, მერე, შესაძლოა, მოსახლეობას რაღაცებში ეჭვი შეეპაროს, დასავლეთზე გული აუცრუვდეს, ამიტომ რუსეთი ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში უნდა მოიხსენიონ. სასაცილო მდგომარეობაში ვართ _ ვცდილობთ, დავმალოთ ის, რაც რეალობაა, და ხმამაღლა ვიყვიროთ ის, რაც, ქვეყანას კი არა, დასავლეთს აძლევს ხელს. ახლაც, ნამოხვანჰესზე ხელისუფლება იმას კი არ ამბობს, ვიზარალებთ და ხალხი მართალიაო, არამედ იმას, რომ ეს თურმე გამოსავალია. მწარე სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკას სასიცოცხლოდ სჭირდება უცხოური ინვესტიცია, რუსული მხარე დასავლეთმა ჩაკეტა, თურქეთმა კი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი მდგომარეობა, შემოგვთავაზა კაბალური პირობები. ეს ინვესტიცია ქართულ ეკონომიკას სულს მოათქმევინებს, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიანში კი თურქეთი, პრაქტიკულად, ერთი ქალაქის სამყოფ ტერიტორიას ისაკუთრებს და საშვილიშვილოდიპრავებს”. აი, ის ჰექტრობით მიწები, რომლებიც “ისტორიულ მეგობარს” გადავეცით, მავთულხლართებით რომ შემოსაზღვრონ, ჩვენს ტერიტორიას ვიცავთო, ხომ ვერავინ გააპროტესტებს? ჰოდა, გვექნება პატარა თურქული ავტონომია საქართველოს შუაგულში და 50 წლის შემდეგ იმავე ტეროტორიიდან მათი შინ გაშვება ურთულესი რომ იქნება, ფაქტია. დღეს რომ 10 წლის არის ბავშვი და მომდევნო 50 წელი რომ ეცოდინება, ეს ტერიტორია თურქეთისაა, 60 წლისა თურქებს რამეს გაუპროტესტებს? არ და ვერ!

და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: თუ ასე მომგებიანია ეს ჰესი, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობა დაიწყოს და პირობებიც სახელმწფოს მოარგოს და არა თურქულ კომპანიას. ხალხსაც ადგილობრივს დაასაქმებს და მოგება რაც იქნება, 49 წლით თუ უფრო მეტიც, ისევ სახელმწიფოს ბიუჯეტში წავა. ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული, სახელმწიფო არ ახორციელებს ამ პროექტს და… ტენდერი მაინც გამოგეცხადებინათ, იქნებ ადგილობრივ ბიზნესმენს გაეკეთებინა ეს ყველაფერი? ახლა არ თქვათ, აქ მაგ ოდენობის თანხები არავის აქვსო. რა ვიცი, ანაკლიის პორტისთვის ქართველებმა ლამის დახოცეს ერთმანეთი და ერთი პატარა ჰესი რას მიქვიან?! უბრალოდ, ტერიტორიების გასხვისებისა და მორიგი ნაღმის ჩადების პროცესს ჰგავს ეს ყველაფერი.

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. ბ-ნო ბესო, მე თქვენს მშვენიერ სტატიაში მხოლოდ არაზუსტ სიტყვას ვეძებდი და აი, ისიც: „მდინარე რიონის 32 კილომეტრი 49 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა“. 49-ზე კი არა, მგონი, 99 წელზეა საუბარი! დანარჩენში, ცხადია, გეთანხმებით.

  2. სამშობლოს ღალატის მუხლით პასუხისგებაშია მისაცემი გიორგი გახარია, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here