ნიუ იორკში, მანჰეტენზე მძღოლმა ავტომობილით ველობილიკზე ადამიანებს გადაუარა, შემდეგ კი სკოლის ავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა – 20-მდე.
დაღუპულთა შორის 5 არგენტინელი და 1 ბელგიელია.
სამართალდამცველება თავდამსხმელი დააკავეს – 29 წლის უზბეკი საიფულო საიპოვი.
ნიუ იორკის მერმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.