Home რუბრიკები საზოგადოება “ტატუნაშვილის საქმე” _ ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც ხელისუფლების უსუსურობა გამოამჟღავნა

“ტატუნაშვილის საქმე” _ ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც ხელისუფლების უსუსურობა გამოამჟღავნა

1220
ტატუნაშვილი

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს მოქალაქეები _ არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი _ . სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის გამშვები პუნქტიდან ორიოდე კილომეტრში მდებარე სოფელ მოსაბრუნთან სადაზვერვოდივერსიული მოქმედების ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სუსის ცნობით, ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სასიკვდილოდ სცემეს ტატუნაშვილს, რომელიც მეორე დღეს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. . სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორია დაკავებიდან რამდენიმე დღეში დატოვეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცების მიუხედავად, რომ არჩილ ტატუნაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მოკლეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს 22-23 თებერვალს ჩატარებული გამოკვლევისას შინაგან ორგანოებზე, აგრეთვე, თავის ქალაზე ტრავმებისა და სისხლჩაქცევების კვალი არ აღენიშნებოდა, სისხლჩაქცევები იყო ხელებზე, ფეხებსა და ზურგზე, აგრეთვე, ნიშნები გულის უკმარისობის.

“ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო ატეხილი ისტერიკისა და სპეკულაციების ერთ-ერთი მიზეზი მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ”, _ განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

“დღეს საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებითა და აქციებით ცდილობენ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჩვენი მეზობლების შემთხვევაში ქულების დაგროვება ყველაზე ადვილია ნაციონალიზმის თემით, რევანშისტული მოწოდებებით, ერებს შორის სიძულვილის გაღვივებით”, _ აღნიშნა ბიბილოვმა და დასძინა, რომ ისტერიკის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენენ საქართველოს დასავლელი კურატორები, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა სამხრეთ ოსეთიწარმოადგინონ, როგორცოკუპირებული ტერიტორია, როემლზეც რეგულარულად ირღვევა ადამიანის უფლებები. მათ არ აინტერესებთ არანაირი ძირითადი უფლებები, სხვაგვარად, ხმას აღიმაღლებდნენ იმ შემთხვევებშიც, როცა საქართველოს პოლიციის მიერ დაკავებული ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვანები, დაიკარგნენ, და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გვაქვს. დასავლურ მედიასაშუალებებს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს არც ერთხელ არ დაუწყიათ კამპანია ოსების მკვლელობების შესახებ”. ბიბილოვის აზრით, საინფორმაციო შეტევის მთავარი მიზანი არის რუსეთი, რომლის აგრესორად წარმოჩენას ცდილობენ დასავლელი პოლიტიკოსები.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის _ მურატ ჯიოევის, განცხადებით, ეუთოს დამოუკიდებელ ექსპერტს, დუშან იგნიატოვიჩს, აქვს ინფორმაცია, რომ 2008 წელს ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს სამი ახალგაზრდა, მათგან უმცროსი 16 წლის. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ ახალგაზრდების შესახებ არაფერია ცნობილი. “2010 წელს ევროკავშირის იმჟამინდელი კომისრის, თომას ჰამარბერგის, მიერ საქმეში ჩართულმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს ახალგაზრდები (სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები) _ ალან ხუგაევი, ალან ხაჩიროვი და სოლტან ფლიევი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მათი ბედი დღესაც უცნობია”.

2 მარტს განცხადება გაავრცელა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ: “ბოლო ხანს საქართველოში აქტიურად ძაბავენ სიტუაციას ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გამო, რომელიც სადაზვერვო-დივერსიულ მოქმედებებსა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და 2018 წლის 22 თებერვალს ლენინგორში დააკავეს. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი გარემოება: საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანისას დაკავებული თავს დაესხა ბადრაგის წევრებს და, ხელთ ჩაიგდო რა ერთ-ერთი მათგანის სატაბელო იარაღი, შეეცადა, გაესროლა. ეს მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით”.

6 მარტს კი ცხინვალში გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებმა _ ქართულოსურ კონფლიქტში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ნათესავებმა გააპროტესტესგენოციდის პოლიტიკა”, რომელსაც, მათი თქმით, “საქართველო აწარმოებს”.

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ საერთაშორისო დონეზე წამოწიეს თავიანთი მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, ისმის მკაცრი მოთხოვნები მისი ცხედრის გადაცემის შესახებ, მაგრამ ვინ აგებს პასუხს ჩვენი ბიჭების დაღუპვაზე, რომლებიც საქართველოში მოკლეს? დღეს აქ შეიკრიბნენ დედები და ქვრივები ოსებისა, დედები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ისინი მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, აგრეთვე, ევროკავშირსა და გაეროს, მხარი აღარ დაუჭირონ ტერორს საქართველოს მხრიდან”, _ განაცხადა რეჟისორმა ტამერლან ძუდცევმა მიტინგზე. ანალოგიური განცხადებებით გამოვიდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც, მოსწავლეებმა კი გამოიტანეს პლაკატები წარწერებით: “საქართველომ პასუხი უნდა აგოს უგზო-უკვლოდ დაკარგული 145 ოსის გამო”.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ და .. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უარმასიღრმისეული ექსპერტიზისჩატარებამდე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე, ისე დაძაბა ვითარება, რომ საქმეში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ და ერგნეთში ოსურ მხარესთან მოლაპარაკება გამართეს, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ, 2 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემაში დახმარების თხოვნით მიმართა. რუსეთის საპატრიარქოსგან მიღებულ წერილში ნათქვამია: დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა საჭირო ზომა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით იგეგმება”.

საქართველოს პატრიარქის მიმართვაზე რუსეთის პატრიარქის გამოხმაურებისა და დახმარების აღთქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ბოლო წლებში წარმოებული არასწორი პოლიტიკის გამო, ოსების განაწყენება და უარყოფითი განწყობა ისე დიდია, რომ თხოვნას რუსეთის პატრიარქისა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ანგარიში ვერ გაუწიეს. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მედიით რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

“მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენ წინაშე არის არჩევანი _ აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე, ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობის გამოსაყვანად.

ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზადყოფნა. მზად ვართ, ასევე, პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებსა და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინათ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის _ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად”, _ აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერის მიმართვა საკმაოდ გაწონასწორებული იყო და ასახავდა, როგორი პოზიცია უნდა ჰქონოდა საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტური რეგიონების მიმართ, ალბათ, სჯობდა, რომ პრემიერს ჯერ დიპლომატიური არხებით მოესინჯა ნიადაგი და მხოლოდ ამის შემდეგ ოფიციალურად და არა მოსაკითხი მიმართვით მოეწოდებინა რუსეთის ხელისუფლებისთვის, რათა აჟიოტაჟი არ გამოეწვია ოპოზიციური პარტიებისა და მათი პატრონების მხრიდან.

12 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყების თაობაზე:

მოსკოვში ყურადღებით გაეცვნენ საქართველოს პრემიერმინისტრის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ პროცესის ორმხრივი ნორმალიზების გაღრმავების განწყობას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი ისევე, როგორც ადრე, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში”.

რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც უამრავი ბერკეტი აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე, ვერ ჩაერია კონფლიქტში, რადგან ნიშნავდა, რომ ეს ქართული პროამერიკული პარტიებისა და დასავლური მედიის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის და დასავლეთიდან ზეწოლის გამო გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილს მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი განცხადებით გამოეხმაურა 11 ოპოზიციური პარტია. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. “ქართული ოცნებისწარმომადგენელთა აზრით კი, პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ამ განცხადებას აწერენ ხელს, “ნაციონალური მოძრაობისსატელიტი პარტიები არიან.

“გასაკვირი არ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი ორგანიზაციები არ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააუმჯობესოს ის უაღრესად მძიმე ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნისას ჩამოყალიბდა, ვინაიდან სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებული უპასუხისმგებლო და ირაციონალური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს შეუსუსტდა ყოველგვარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბერკეტი მოწინააღმდეგეებთან…

პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა დროს ემიჯნებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, სინამდვილეში მათ სატელიტ, ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე არსებულ გაერთიანებას წარმოადგენენ. იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც თავს განიხილავენ “პროდასავლურებად”, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მთავრობის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დამოკიდებულებისგან, მხედველობაში გვაქვს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება “საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად”. ამ პათოსის გამომხატველია აშშ-ის ელჩის _ იან კელისა და სხვათა განცხადებები. დარწმუნებული ვართ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, საზოგადოება, ყურადღებას არ აქცევს “ნაციონალური მოძრაობის”, მისი სატელიტების პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს და სრულად მხარს უჭერს პრემიერმინისტრის ინიციატივას მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზით კონფლიქტების მოგვარების თაობაზე”, _ წერია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება რუსეთთან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დიალოგის დაწყების თაობაზე დადებითად შეაფასა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში _ იანოშ ჰერმანმა, აგრეთვე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თვით აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რომელმაც განაცხადა, რომ “თქვენ უნდა დაელაპარაკოთ რუსეთს” (სხვა საკითხია, იყვნენ თუ არა გულწრფელნი თავიანთ განცხადებებში ეს ადამიანები), და რომლის გარეშეც საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ დგამს, ქართულმა ოცნებამმხარი დაუჭირანაციონალური მოძრაობისგანაყოფი პარტიაევროპული საქართველოსინიციატივას, შეიქმნას ოთხოზორიატატუნაშვილის სია, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულნი. ოთხოზორიატატუნაშვილის სია .. მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს სჩადიან, მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხება.

ისე, საკითხავია, ვინ უშლიდა ხელსნაციონალურ მოძრაობასდა მათ სატელიტებს, ესსანქციები” (სასაცილოა, სანქციები უწოდო ამ გაუგებარ გადაწყვეტილებას) წლების წინათ დაეწესებინათ, როცა ხელისუფლების სათავეში იყვნენ?! ახლა კი, როცა პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგისა, ყველაფერს აკეთებენ ამ დიალოგის ჩასაშლელად. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში ქმნის კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს, რომელსაც ხელისუფლება დიალოგის დაწყების მოწოდებით შეეწინააღმდეგა, მაგრამ დასავლეთისგან მართული ე.წ. ოპოზიციური პარტიები რუსეთთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

მოამზადა დავით ბერიძემ

ცნობისთვის: 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში. 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდა საქართველოში ავღანეთიდან, თუმცა მისი სამხედრო კარიერა არ გაგრძელებულა. სახლობდა ახალგორში, სოფელ ყანჩაეთში, 2008 წლის შემდეგ კი დევნილად იქცა და წეროვანთან ახლოს მდებარე წილკანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ახალგორის სოფელ ყანჩაეთში მას ბებია ჰყავს, წილკანში კი _ მშობლები და ძმის ოჯახი.

P.S. 20 მარტს, საღამოს, .. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს გადმოსცა. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. საინტერესოა, დადასტურდება თუ არა ოსური მხარის განცხადება, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here