Home რუბრიკები საზოგადოება ტარიელ სუხიაშვილი: 30 წელიწადია, დაღუპვის გზაზე ვდგავართ. მინდა, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს,...

ტარიელ სუხიაშვილი: 30 წელიწადია, დაღუპვის გზაზე ვდგავართ. მინდა, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც ამას ბოლოს მოუღებს

877
ტარიელ სუხიაშვილი

რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების, ტურისტული სეზონის ჩავარდნის, ლარის კატასტროფულად გაუფასურების, უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანა უპატრონოდაა მიტოვებული, ამიტომ ისეთი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელის, რომელიც გამოსავალს, რეალურ და მოსაწონ გამოსავალს შესთავაზებს. საპარლამენტო არჩევნები ერთი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს, საარჩევნო ბატალიები კი მალე დაიწყებაგაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთგული მკითხველი, თბილისელი ტარიელ სუხიაშვილი  თავის თვალსაზრისს გვიზიარებს, თუ როგორი ძალის ხილვა სურს ხელისუფლების სათავეში.

_ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ცდილობდა, საზოგადოება დაექსაქსა და ერთიანი აზრი არ ჩამოყალიბებულიყო ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად. გამოფხიზლება თითქოს ეტყობა ხალხს, მაგრამ არავინ არ ამბობს, რა დაგვმართეს, რა გვჭირს, რატომ ვართ ასე დადუმებულები და რა გვჭირდება.

_ თქვენ თქვით, რა გვჭირდება?

_ ქართველმა ხალხმა, უწინარესად, უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ხელისუფლება დაკომპლექტებულია ერთი ძალის მიერ და ჩამოყალიბებულია ერთ ძალად, რომელსაც სხვადასხვა სახელი ჰქვია, ამასთანავე, ქვეყანაში ფასადური დემოკრატიაა.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური არეალი მონოპოლიზებული აქვთ ე.წ. პროდასავლურ-ევროატლანტიკური ძალის მიმდევრებსა და წარმომადგენლებს. პარლამენტი დაკომპლექტებულია ერთი ძალით და წარმოდგენილია ორი სხვადასხვა გუნდით და მათი სატელიტებით, სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შინაარსი ერთნაირია. ისინი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან, მაგრამ ეს დაპირისპირება ქვეყნის გადარჩენის გამო კი არა, სკამების გამოა, სკამებისა, რომლებიც პირადი კეთილდღეობისთვის სჭირდებათ.

ყველა პარტია, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, მუშაობს იმაზე, რომ არ გამოჩნდეს ალტერნატიული მეორე ძალა, რომელიც იქნება ეროვნული, ქვეყანაზე შეყვარებული.

_ როგორი უნდა იყოს ეს მეორე ძალა, რომელზეც თქვენ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ოცნებობს?

_ მეორე ძალა, თუკი ასეთი გამოჩნდა, ეროვნული უნდა იყოს, იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ეროვნული, სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს და შენებაზე ფიქრობდეს.

_ ეროვნულობაზე პრეტენზიაქართულ ოცნებასაცაქვს

_ “ქართულ ოცნებას” დეკლარირებული პროგრამით არ ვაფასებ, ამის გაკეთება ყველას შეუძლია, გადაიწერენ, გადმოიწერენ და პროგრამაც მზად არის. თუკი ივანიშვილს ქვეყნის შველა უნდოდა, მათხოვარი არ უნდა გაეღვიძებინა ქართველში. ფინანსური დახმარება საჩუქრის სახით არავის სჭირდება, რადგან ღირსების მქონე ადამიანისთვის ეს დამამცირებელია. ჩვენი ქვეყნის ე.წ. ინტელიგენცია, რომელიც ივანიშვილისგან პენსიას იღებს, ღირსებადაკარგულია. ივანიშვილმა გადაარჩინა ინტელიგენციაო. რას ჰქვია, გადაარჩინა?! უშრომელი შემოსავალი აქვთ, შინ სხედან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში არ ერევიან, ჩუმად არიან მაშინაც, როდესაც ქვეყანა იქცევა. ნებისმიერი ადამიანისთვის ღირსებაა მთავარი. ადამიანს თუ უჭირს, შესაძლოა, ფული ასესხო.

მინდა, პოლიტიკურ ასპარეზზე დავინახო ძალა, რომელიც კი არ იწუწუნებს, საქმეს გააკეთებს, პრობლემებს თვალს გაუსწორებს, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ქვეყნის გადარჩენაზე იზრუნებს.

მინდა ისეთი მეორე ძალა, რომელიც, რაც გვქონდა, იმას თუ ვერ დააბრუნებს, მიუახლოვდეს მაინც.

იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელსაც კავშირისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი პრინციპი ჰქონდა, ისევე, როგორც ევროკავშირს, საზღვრები იყო სიმბოლური. 15-ვე რესპუბლიკაში ერთიანი ეკონომიკური სივრცე და საერთო ვალუტა იყო. ამ კავშირს ჰქონდა ერთიანი თავდაცვის სისტემა, რასაც ევროპამ ვერ მიაღწია. ევროკავშირის ქვეყნებს სურთ, ჰქონდეთ ერთიანი თავდაცვის სისტემა, მაგრამ ამის საშუალებას ამერიკა არ აძლევთ. რომ ამბობენ: საბჭოთა კავშირის პერიოდში მონები ვიყავითო, მაშინ დღეს ნებისმიერი ევროპელი მონა ყოფილა. საბჭოთა კავშირის მოქალაქე თავისუფალი იყო. თუკი რომელიმე რესპუბლიკას სურვილი ჰქონდა, თავის ქვეყანაში რამე გაეკეთებინა, წარადგენდა გეგმას საკავშირო დონეზე და აუცილებლად დადებით პასუხს მიიღებდა. გვეხმარებოდნენ ყველაფრით, მათ შორის, კვალიფიციური მუშახელით, ადგილებზე იხსნებოდა შესაბამისი სასწავლებლები კადრების გამოსაზრდელად. დღეს ამის გამკეთებელი არავინაა.

100 ქარხანას აგიშენებთო, _ გვეუბნებიან და ჩვენც გვჯერა. არავინ სვამს კითხვას: გვაქვს კი ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქციის გასაღების ბაზარი ან გვჭირდება ის ქარხანა, რომელსაც ვითომ გვიშენებენ? გვაქვს ნედლეული, რომლითაც ქარხანა უნდა ვამუშაოთ?.. უამრავი შეკითხვაა და პასუხი არ არის. ამ ცნობიერების ხალხთან რა უნდა გააკეთო?!

ქვეყანა, ერი უკან მიექანება. არადა, ამბობენ, დემოკრატიააო. როგორ შეიძლება, დემოკრატია იყოს ქვეყანაში, სადაც, კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ ერთი ძალა დომინირებს თავისი სატელიტებით. 30 წელიწადია, მივყავართ რაღაც ოაზისისკენ, რომელიც მხოლოდ მირაჟია, და დაღუპვის გზაზე ვდგავართ. მინდა, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც ამას ხმამაღლა იტყვის. შედეგი ოცდაათწლიანი პერიოდისა ვიცით, შედეგთან ბრძოლა უშედეგოა, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ უბედურების გამომწვევ მიზეზს.

_ რა არის მიზეზი იმისა, რაც გვჭირს?

_ საქართველოს ხელისუფლებამ საღად უნდა იაზროვნოს, ხელისუფლების უპირველესი საფიქრალი ძლიერი ეკონომიკის შექმნაა, მაგრამ ძლიერ ეკონომიკას დილეტანტები ვერ შექმნიან.

საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველოს სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგი განვითარებული ჰქონდა. ჩვენ მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების რიგში ვიყავით, რომელთა სახალხო მეურნეობასაც შეეძლო ავტონომიურად ემუშავა, ჩვენ დამოუკიდებლად არსებობა შეგვეძლო, რადგან სახლხო მეურნეობის ყველა სტრატეგიული დარგი განვითარებული გვქონდა. უმაღლეს დონეზე იყო განათლება, მეცნიერება, გვქონდა სამეცნიერო სკოლები თითქმის ყველა დარგში. ჩვენი მეცნიერები მოწინავეები იყვნენ არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში. ახლა ერთი პატარა ხიდის აშენება რომ უნდათ, ტენდერს აცხადებენ და ჩინელებს ამარჯვებინებენ. საბჭოთა კავშირში კი არა, ეგვიპტეშიც ჰესებს ქართველები აშენებდნენ.

_ შესაძლებელია, რომ წარსული დიდება დავიბრუნოთ?

_ შესაძლებელი და აუცილებელია, მაგრამ ეს არავის სურს.

ყველა პოლიტიკოსი, რომელთა საუბარსაც ვუსმენ, ასე ამბობს: ბიძინამ რომ მომისმინოს, ბიძინამ მე რომ დამიჯეროს… ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გადარჩენაზე კი არ ფიქრობენ, ბიძინას ნავში ადგილის დაკავება სურთ, ნავში, რომელსაც ქვეყანა დასაღუპავად მიჰყავს.

ახლა სოფელში ვარ და ვუყურებ საშინელებას… ყველაფერს აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ გლეხი ქვეყნიდან გაიქცეს. ოცდაათი წელიწადია, ხელისუფლებაში ისეთი ხალხი გვყავს, სამშობლო და საკუთარი ხალხი რომ არ უყვარს. ჩვენი ხელისუფლება ფულის გამო იმპერიალისტების ვიწრო წრეს ემსახურება, მათ საქართველოს გაქრობა და დაკნინება სურთ.

წინა ხელისუფლების სტრატეგია დაშინება იყო, მაგრამ შეშინებულ ადამიანს პროტესტი უჩნდება, როგორც კი დროს იხელთებს. სააკაშვილის შემთხვევაშიც ასე იყო. როცა პროტესტი აზვირთდა, სააკაშვილი ივანიშვილით ჩაანაცვლეს, მაგრამ ამ გუნდს სხვა სტრატეგია აქვს _ ეკონომიკური ბერკეტები. ეს უფრო მეტად თრგუნავს ხალხს. შიმშილი საცოდაობაა, მშიერს ბრძოლის ძალა არ აქვს, სულიერად ტყდება მშიერი კაცი და მერე ყველაფერს კადრულობს, ყველაფერზე თანხმდება. ეს რომ ასეა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ხალხის პროტესტი აღარ არის ისეთი, როგორიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო, უფრო ზუსტად, პროტესტი საერთოდ არ არის.

სამწუხაროდ, არ ჩანს ძალა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში არსებული ძალის ალტერნატივა იქნება. უნდა ჩამოყალიბდეს მეორე ძალა, რათა ქვეყანაში დემოკრატიის ელემენტები გაჩნდეს. მინდა, პოლიტიკური ხედვა ჰქონდეთ ჩვენს პოლიტიკოსებს და ეს ხედვა საღი უნდა იყოს, თუკი დემოკრატია გვაქვს, თანაც აყვავებული, რატომ ვიღუპებით? ამაზე ვინმე საუბრობს?

დასასრულ, მინდა, გთხოვოთ თქვენ _”საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას, ერთი დღე დათქვათ ისეთი, რომ ხალხმა შეკრება მოახერხოს, გინდათ, “მკითხველის დღე” დაარქვით, ოღონდ გააკეთეთ. ჩვენ მოვალთ, წერილების შინაარსს განვიხილავთ, სათქმელს ვიტყვით, პრობლემის მიზეზებზე ვისაუბრებთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ბნელ ოთახში ვეძებთ კატას, რომელიც იქ არ არის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here