Home რუბრიკები საზოგადოება ტარიელ სუხიაშვილი: ყველა უბედურება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და კარგია, თუ...

ტარიელ სუხიაშვილი: ყველა უბედურება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და კარგია, თუ საქართველოს პრემიერი ამას ხვდება

პრემიერმინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში მერობის კანდიდატის წარდგენისას ასეთი რამ თქვა: “ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით, რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში _ ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები _ ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რომელიც ქვეყანაში სუფევდა, ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავიზღვიოთ თავი, დავაზღვიოთ ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანაჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოშიშედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს ნიჰილისტური, დეპრესიული დამოკიდებულება შეცვალა, დაიწყო დოვლათის შექმნა, დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს. ტურისტების მძლავრი ნაკადებიც შემოვიდა საქართველოში _ ტურისტული ადგილები სავსეა ჩამოსულებით, რომ იტყვიან, სავსეა სასტუმროები. ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს”. იმის დასტურად, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი რამ დაკარგა, და პრემიერის განცხადების პასუხად გთავაზობთ მცირე ამონარიდს პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას დაახლოებით 15 წლის წინანდელი ინტერვიუდან:

“90-იანი წლების შუა ხნიდან ვთავაზობდი ეკონომიკური განვითარების მოდერნიზაციულ მოდელს, ანუ ეროვნული ეკონომიკის მოდელს, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირობებში უნდა განვითარდეს. მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა სერიოზული პოტენციალი, მაგრამ შევარდნაძემ მისი საფუძვლამდე დანგრევა მოახერხა. რაც დარჩა, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაყიდა, ამიტომ შემდგომ ხელისუფლებას, თუ იგი ეროვნულად ორიენტირებული იქნება, უკვე ეკონომიკის სამობილიზაციო მოდელის რეალიზება მოუწევს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იმ დროისთვის საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცევა კოლონიად, რომელსაც საკუთარი ეკონომიკა არ სჭირდება.

ტურიზმი და ტრანზიტი საქართველოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად ვერ აქცევს. ეს ედუარდ ბაბუს ზღაპრებია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავუწევთ კონკურენციას დიდ ქვეყნებს ბევრ საწარმოო დარგში: ამისთვის შესაბამისი ბუნებრივი, ადამიანური და ფინანსური რესურსები არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი რამ: საბჭოთა დროიდან დარჩენილი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალი. ჯერ კიდევ გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიეროტექნიკური კადრები, ფუნდამენტური მეცნიერების დიდი ტრადიციები და საკადრო ბაზა. ეს პოტენციალი საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სამრეწველო წარმოების ორისამი მეცნიერებატევადი, მაღალტექნოლოგიური დარგი. ამ ამოცანის გადაჭრისთვის 10-15 წლის წინათ რომ მოეკიდებინათ ხელი, დღეს საქართველო ღირსეული სახელმწიფო იქნებოდა, თუმცა ჯერაც არ არის გვიან.

ყურადღება მიაქციეთ: ჩვეულებრივ, ახალწარმოქმნილი ქვეყნები, რომლებიც სახელმწიფოებრივ მშენებლობას იწყებენ, პირველ ეტაპზე ტურიზმსა და ტრანზიტს ავითარებენ, სასარგებლო წიაღისეულს ყიდიან, რათა თანხები დააგროვონ და ჩადონ მეცნიერებასა და განათლებაში, ჩამოაყალიბონ ეროვნული სამეცნიეროტექნიკური კადრები, ხოლო შემდეგ საკუთარი სამრეწველო პოტენციალი შექმნან. ვისაც ეს გამოსდის, იგი დამოუკიდებელი, ეკონომიკურად განვითარებადი სახელმწიფო ხდება. ვინც ვერ ახერხებს, იგი სამარადისოდ ჩამორჩენილ კოლონიად იქცევა. ჩვენ რას ვაკეთებთ? საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის საქართველო განვითარებული აგრარულინდუსტრიული სახელმწიფო იყო მძლავრი სამეცნიეროსაგანმანათლებლო ბაზით და სამეცნიერო, საინჟინროტექნიკური კადრების კოლოსალური კორპუსით. დამოუკიდებელი (!) სახელმწიფოს ხელისუფლებამ, შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ჯერ გააჩერა სამრეწველო წარმოება, გაყიდა ქარხნებისა და ფაბრიკების აღჭურვილობა, ქუჩაში გაყარა სამეცნიეროტექნიკური კადრები, შემდეგ გადაკეტა სასოფლოსამეურნეო პროდუქციის გასაღების ბაზარი და ამ სფეროს დაფინანსება შეწყვიტა, გააკოტრა მსხვილი სასოფლოსამეურნეო საწარმოები და ამით ეკონომიკის აგრარული სექტორი მოსპო. შემდეგ, პარალიზებული ეკონომიკისა და სპეციალისტებზე მოთხოვნის არარსებობის პირობებში კომერციული უმაღლესი სასწავლებლების სისტემა შემოიღო, რომლითაც უმაღლესი განათლება გააუფასურა და პარალელურად ტრადიციული უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიეროპედაგოგიური კადრების დაქსაქსვა გამოიწვია, რითაც კოლექტიური სამეცნიერო შრომა მოკლა”.

რა თამაშს თამაშობს ირაკლი ღარიბაშვილი _ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, როდესაც საქართველოს 30-წლიან წარუმატებლობაზე “ტირის”, თუ დასავლეთის ჯიბრით მოქმედებს? მართლა აღორძინდა ეკონომიკა და გაქრა ქვეყანაში ნიჰილიზმი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამოქალაქო აქტივისტი, ინჟინერი ტარიელ სუხიაშვილი გვესაუბრება:

_ ძალიან დიდი შეცდომა იყო ისეთი უნიკალური ქვეყნის დაშლა, როგორიც საბჭოთა კავშირი გახლდათ. ყოფით დონეზეც კი ჩანს, რომ საბჭოთა კავშირი უფრო იყო დემოკრატიული გაერთიანება, ვიდრე ევროკავშირია. საბჭოთა პერიოდში ყველა რესპუბლიკას თავისი კანონმდებლობა ჰქონდა და კონსტიტუცია, რომელიც მორგებული იყო ერზე, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირზე, რადგან, რასაც ბრიუსელი იტყვის, ის უნდა გაკეთდეს ყველგან…

საბჭოთა პერიოდში საქართველო მსოფლიოში, უპირველესი თუ არა, ერთერთი წამყვანი ქვეყანა იყო მეცნიერების მხრივ. თავაწეული და ამაყი იყო ქართველი მუდამ, სანამ არ მოვიდნენ ლიბერალები და განვითარებადი ქვეყნების სიაში არ შეგვიყვანეს. ყველა უდებურება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და კარგია, თუ საქართველოს პრემიერი ამას ხვდება.

ქვეყანა, რომელსაც უამრავი დიპლომიანი ადამიანი ჰყავდა და ეს დიპლომები მათ ღირსეულად ჰქონდათ აღებული, ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა უმაღლეს დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ავიამშენებლობა, ჩარხმშენებლობა, ელმავალმშენებლობა, ოქროს მოპოვება, განადგურდა, მიწასთან გასწორდა. ჩვენ შეგვეძლო გვეარსება ისე, რომ სხვაზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებულნი, მაგრამ ერთი ხელის მოსმით დაგვაკარგვინეს ყველაფერი. ახლა ბედნიერი ვართ, რომ მათხოვრების სიაში აღმოვჩნდით და ხელგაშვერილი ველოდებით ორი კაპიკის გადმოგდებას.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველ საზოგადოებაში მათხოვრის სინდრომი დანერგონ. “სოციალი” კარგიაო, _ გვეუბნებიან, არადა, თავმოყვარე კაცი “სოციალი” როგორ უნდა იყოს?! ქვეყანაში ისეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს, სულერთია, რა სტატუსით და ვინ მისცემს ფულს.

_ ამბობთ, რომ ეკონომიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ პრემიერმისტრის განცხადებით, საქართველოში დუღს ეკონომიკა

_ პრემიერი იმას ამბობს და აკეთებს, რასაც კარნახობენ. ერთი ადამიანიც კი არ მეგულება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს და დამოუკიდებლად საუბრობს.

პრემიერის კონტექსტიდან ამოვარდნილი გამოსვლები, კონტექსტიდან ამოვარდნილი ქმედებები გასაკვირი არ არის, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, რას გულისხმობს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, როდესაც ამბობს, რომ “ეკონომიკა დუღს”? თუ ის თვლის, რომ “ეკონომიკის დუღილი” ფულის ბრუნვაა, ანუ 100 მილიონი თუ იყო სავაჭრო ბრუნვა და დღეს 200 მილიონია, ეს წინსვლა არ არის. ეს პროდუქტის გაძვირებით არის გამოწვეული. ქვეყნის წინსვლაა, როცა ქვეყანაში იქმნება მატერიალური დოვლათი. ქვეყანაში, სადაც არ იქმნება დოვლათი, ვერ იქნებაეკონომიკის დუღილი”. ფული შემოდის, იყიდება შემოტანილი პროდუქტი, ფული ვითომ ტრილებს, მაგრამ ისევ საზღვარგარეთ გადის, რადგან პროდუქტი ისევ საყიდელია.

ქვეყანა წარმოებით, დოვლათის შექმნით ვითარდება. საქართველოში არ არსებობს ეკონომიკა, ქვეყანას არ აქვს ქვეყნის მოწყობის გეგმა, წარმონაქმნად ვიქეცით, უცხო ქვეყნების დოტაციაზე ვსხედვართ და როდის მოგვთხოვენ იმ ფულს, რომელსაც ვმათხოვრობთ, არავინ იცის. ერი და ქვეყანა გადარჩენის უმწვავესი პრობლემის წინაშე დგას.

_ პრემიერი ღარიბაშვილი ბოლო პერიოდში არ გამოდის ცუდი განცხადებებით. შესაძლოა, ის რამდენიმე ფრონტზე თამაშობს, მაგრამ

იმედის ნაპერწკალი ჩნდება, როდესაც ამბობს, 30 წელიწადია, ქვეყანა ნადგურდება და რაღაც უნდა შეიცვალოსო. როგორც ჩანს, მან იცის უახლესი ისტორიის დეტალები და პოლიტიკოსთა სიმუხთლე

_ ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს, იმედის ნაპერწკალიც არ მიჩნდება, რადგან ვერ ვამჩნევ ამ ხელისუფლებას სახელმწიფოებრივ, ეროვნულ, პროფესიონალურ აზროვნებას. ყველგან არაპროფესიონალები სხედან, არავინ არ იცის საქმის კეთება, აზროვნების უნარიც არ აქვთ და სხვისი ნაკარნახევის იმედად არიან.

_ ვერ დააბრუნებს ღარიბაშვილი 30 წლის წინანდელ საქართველოს?

_ სასაცილოა… 30 წლისწინანდელი საქართველოს დაბრუნებას უმაღლესი დონის კადრები და უდიდესი პატრიოტები სჭირდებამედროვე ადამიანები ქვეყანას ვერ ააშენებენ. საქართველოში რადიკალური ცვლილებებია საჭირო. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მატერიალური დოვლათის შექმნაზე იფიქრებენ, რომლებიც მიხვდებიან, რომ რუსეთის ბაზარი გვაცხოვრებს და ეს სიმართლეა. დღეს რუსეთში უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენები, ყაზახები, რაღაცას რომ ყიდიან, მყიდველს ეუბნებიან, რომ ქართული პროდუქტია

ქართველი პოლიტიკოსები ვერცხლის ჩხრიალის ხმაზე დადიან, ახლა რომ რუსეთიდან შემოესმათ ვერცხლის ჩხრიალი, გგონიათ, ეს პოლიტიკოსები არ გაიქცევიან რუსეთისკენ?!

გაიქცევიან და მერე როგორ?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here