Home რუბრიკები პოლიტიკა “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა” თუ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”?

“სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა” თუ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”?

თბილისი 1970-იან წლებში

ჩემი (უფროსი) თაობის ხალხს, მინდა, ის ბედნიერი პერიოდი (განსაკუთრებით ლეონიდ ბრეჟნევის .. ზასტოის პერიოდიდან მოყოლებული, სსრკის მუხანათურად დანგრევამდე) შევახსენო, როდესაც რუსეთის მიერდამონებულსაბჭოთა საქართველოში არავის შიოდა, არავის სწყუროდა, არავის სციოდა, არავინ იყო უსახლკარო, მიუსაფარი. ავადმყოფობის ერთნაირად ეშინია ფულიანსა თუ უფულოს, მაგრამ ღარიბღატაკებს საავადმყოფოში მოხვედრის პერსპექტივა ავადმყოფობაზე არანაკლებ აშინებთ, რადგან, სანამ ასტრონომიულ თანხას არ გადაიხდის, რომ კვდებოდეს, ექიმი სკალპელისთვისვერ გაიმეტებს”, როგორც რამდენიმე წლის წინათვერ გაიმეტათქვენი მონამორჩილი ჩაფიძის კლინიკის შეფმა, კაცობაზე პრეტენზიის მქონე ავთო ჯორბენაძემ. და რასაც ქვემოთ გიამბობთ, ვინმესგან გაგონილი კი არა, ჩემი თავგადასავალია

ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, ერთი მხრივ, მეუბნებოდა, ინფარქტის განვითარების დიდი ალბათობის გამო სასწრფოდ გულის შუნტირების ოპერაცია გაქვს გასაკეთებელიო და, მეორე მხრივ, სანამ კლინიკის არქივში “დამახსოვრებული” 2 წლისწინანდელი ვალი _ “ქეციანი” 200 ლარი, არ გადამახდევინა (ამას ერთი კვირა დასჭირდა), ესკულაპმა ზვიად ბახუტაშვილმა ჩემს დაფლეთილ გულს თავისი ჯადოსნური სკალპელე ვერ შეახო, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას, რადგან ბატონი ზვიადის ოსტატობამ წუთისოფელი ოდნავ გამიხანგრძლივა.

ახლა კი “საზიზღარი კომუნისტების” პერიოდს გაგახსენებთ:

ისევე, როგორც სრულიად სსრკში, საბჭოთა საქართველოშიც სამედიცინო მომსახურება უფასო იყო, მაგრამ, დღევანდელისგან განსხვავებით, რიგით მოქალაქეებს იმხანად მხოლოდ ავად გახდომის შიში ჰქონდათ და არა საავადმყოფოში მოხვედრის, სადაც ერთადერთი უსამართლობა იყო ის, რომ, ვისაც პატრონი ჰყავდა, რომ იტყვიან, “პო ბლატუ” 1-2-ადგილიან ლუქსპალატაში იწვა, ხოლო რიგითი მოქალაქეები _ ზოგჯერ დერეფანში. ეს იყო საბჭოთა უფასო სამედიცინო მომსახურების უსამართლობის პიკი, მაგრამ ყველა სტაციონარში დაცული იყო მთავარი სამართალი _ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულება. ანუ, ჩინიანსა თუ უჩინოს, პალატალუქსის ბინადართ თუ დერეფანში მწოლ უბრალო მოკვდავთ ერთნაირად ხარისხით უფასოდ მკურნალობდნენ. დიახ, უფასოდ, რადგანაც ექიმები ავადმყოფის პატრონებს “ხელებში არ უყურებდნენ” და ავადმყოფთა პატრონების კეთილი ნება იყო, თუ წარმატებული მკურნალობის შემდეგ, მადლიერების ნიშნად, ექიმებსა თუ ექთნებს თეთრი ხალათის ჯიბეში, ვისაც რამდენი შეეძლო, იმ რაოდენობის წითელ თუმნიანს ჩაუდებდნენ.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ სახელმწიფო ხალხს ბინებს უსასყიდლოდ გადასცემდა (საკავშირო მასშტაბით, ყოველ წელიწადს 2 მლნ კვ მ საცხოვრებელი შენდებოდა), ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე სიმბოლური ტარიფები იყო და ნათელი გახდება, რატომ არ ედარდებოდა იმ პერიოდის ქართველს ხვალინდელი დღის გათენება _ არიქა, ხვალ ცოლ-შვილს რა ვაჭამოო…

წინამდებარე წერილის სამედიცინო პასაჟით (თუ ასე თქმა შეიძლება) იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ საბჭოთა საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ცუდად იყო საქმე, როგორც ამის წარმოჩენას დღევანდელი “თავისუფალი საქართველოს” მმართველი ლიბერასტი ქოც-ნაცები, ასეთივე მრწამსის მასმედია და ე.წ. არასამთავრობო (ასო) მესამე სექტორი ცდილობენ. თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, საქართველო გაცილებით თავისუფალი ზემოთ ხსენებული უდარდელობის პერიოდის სსრკის შემადგენლობაში უფრო იყო, ვიდრე დღესმეგობარიდასავლეთის (წაიკითხე, აშშ) ხელშია

უფროსი თაობის ხალხს კიდევ ერთი ბედნიერი პერიოდი მინდა შევახსენო, როდესაც არანაირი “ისტები” (თქვენ წარმოიდგინეთ, ზვიადისტებიც კი) არ არსებობდნენ, რადგან იმ პერიოდის საქართველოს ობივატელისთვის ფეხბურთი იყო დიდი პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, ბასა, მიშა, სლავა, სიომა, ჟორა, მოგვიანებით _ ყიფო, გუციკა, ვიტალა და ა.შ. (აი, ასე, დიდი მწერლებივით, მხოლოდ სახელებით ვიხსენიებდით ფეხბურთის ჯადოქრებს) ყოველ შაბათ-კვირას ათიათასობით ადამიანს კრებდნენ “დინამოს” სტადიონზე, რათა მოსკოვის, შემდგომ უკრაინის გუნდების ძლევით, ეროვნული გენის, თვითმყოფადობის დემონსტრირების ზეიმით გაგვეხარა ქართველებს.

აქედან გამომდინარე, ქართველი ობივატელის მთავარი საკამათო თემაც დიდი ფეხბურთი იყო. კამათი, რომელიც ხშირად ისეთ მწვავე ხასიათს იძენდა, რომ ქართული ქეიფის ჩაშლის მიზეზიც კი გამხდარა, ამიტომაც ქეიფის დაწყებამდე სუფრის მონაწილენი პირობას ვდებდით, რომ ფეხბურთზე არ ვისაუბრებდით.

და აი, როგორც იქნა, დადგა წინამდებარე წერილის მთავარი კვანძის გახსნის დრო.

სამწუხაროდ, ისეთ ავბედით დროში ვცხოვრობთ, 2-3 კაცის შეკრებისთანავე პოლიტიკაზე კამათის დაწყება ერთია და ახლა, ფეხბურთისა არ იყოს, ქეიფის დაწყებამდე იმის პირობას ვდებთ თანამეინახენი, რომ სუფრაზე პოლიტიკაზე საუბარი არ იქნება. ამას წინათ რუსოფობიით მოწამლულ ახალგაზრდებთან მომივიდა კამათი და ერთერთმა ურაპატრიოტულადდაახეთქა” _ როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ბოლოს და ბოლოს, “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, წავიდეთ და ვეომოთ რუსებს, ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთო.

რომ იტყვიან, ყურებს არ დავუჯერე და ჩავეკითხე, _ მართალს ამბობ, რუსეთს უნდა ვეომოთ, რომლის სამხედრო ძლიერებით მთელი ნატო შეშინებული თუ არა, შეშფოთებულია-მეთქი? ვეებერთელა ყირიმის გამო ვერანაირ ქმედით ნაბიჯს ვერ დგამენ უკრაინის დასავლელი “მეგობრები” _ ნაბიჯს კი არა, რუსეთთან ყირიმის თემაზე საუბარსაც ვერ ბედავენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის თემა დახურულად გამოაცხადა. დასავლეთს ისღა დარჩენია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია-განცხადებები “აცხოს”.

ერთი სიტყვით, ზემოხსენებულ არგუმენტებს “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისასა” დავუმატე და ასე დავუდე ახალგაზრდა ოპონენტს და წინამდებარე წერილის სათაურიც აქედან იშვა. სათაური, რომელიც ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია, მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდებით, წინააღმდეგობრივი კი არა, ბრძენი რუსთაველის აფორიზმით (“სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი”) სათაურის დაწყება და ბრძენი ქართველი ერის ანდაზით (“საცა არა სჯობს გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისასა”) დასრულება, თამამად შეიძლება ითქვას, მრავალტანჯული საქართველოს მოკლე ისტორიაა, რადგან საქართველოს ორივე შემთხვევასთან ჰქონია საქმე და მათმა საჭირო დროსა და ადგილზე გამოყენებამ, ავად თუ კარგად, საქართველო დღემდე მოიყვანა.

სანამ იმის გარკვევას შევეცდებით, დღევანდელი მოცემულობით, შოთას აფორიზმთან გვაქვს საქმე თუ ხალხურ ანდაზასთან, მანამდე მინდა, მკითხველს შევთავაზო ამონარიდი ცნობილი პოლიტოლოგის, ალექსანდრე ჭაჭიას, ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “საქართველო და მსოფლიოს” გულდამწვარმა მამულიშვილმა (ალექსანდრე ჭაჭიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზე უარი განაცხადა საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტმა და ეს იმ ფონზე, რომ საქართველო წალეკეს ათასი ჯურის მიგრანტებმა) და რომელიც დღესაც აქტუალურია:

როდესაც ისინი (“ქართული ოცნება” _ რედ.) ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ 2 წელიწადში მიაღწევდნენ მნიშვნელოვან პროგრესს. ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი? ალბათ, ეს 2 წელი საკრალური ვადაა, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის, ასევე ამჟამინდელი მთავრობისთვისაც. ყველანი გვპირდებოდნენ და გვპირდებიან აფხაზეთის საკითხის 2 წელიწადში გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ამერიკულ პიარინსტრუქციაში უწერიათ: “დავპირდეთ, რომ 2 წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ”. ინსტრუქცია შესაცვლელია. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იძახო”.

შეუძლებელია, ვინმე არ დაეთანხმოს ბატონ ალექსანდრეს.

5 წელიწადი გეოპოლიტიკაში დიდი დროა და ამიტომ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას იმჟამინდელ მოსაზრებებში დრომ გარკვეული კორექტივები შეიტანა: პირველი ის, რომ ხელისუფლებაში დარჩენისა თუ მოსვლის პრეტენზიის მქონე ქოც-ნაცები საკრალურ 2 წელიწადზე აღარ საუბრობენ და სოხუმ-ცხინვალის პრობლემის გადაჭრა მთლიანად მიანდეს ე.წ. საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვეული მეთოდებით _ განცხადებებისა და რეზოლუციების მიღება-ბეჭდვით შეუდგნენ, რაც რუსეთს აქამდეც “ეკიდა” და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად “დაიკიდებს”…

საზოგადოებას შევახსენებ, რომ უკრაინაში დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მიერ რუსეთისთვის პრობლემების შექმნა მას შემდეგ დაიწყო, როცა 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთში გეი-ქორწინებების კატეგორიულად მიუღებლობის შესახებ. ამან უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია ლიბერასტულ დასავლეთში და დაიწყო… იანუკოვიჩის გაძევების, ყირიმის, დონბასლუგანსკის დაკარგვის შემდეგ პირველი, რაც დასავლეთზე (წაიკითხე, აშშ) დამოკიდებულმა უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა, კიევის მთავარ პროსპექტ ხრეშჩატიკზე გრანდიოზული გეიაღლუმის გამართვა იყო

აშშ-ში მიმდინარე პროცესები, სოროსის მიერ დაფინანსებული “ფერადი რევოლუციის” მცდელობაა და, თუ მომავალ არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდება, ეს იქნება ლიბერასტული ევროპის ტოტალური ლგბტ-ზაციის დასაწყისი. მაგრამ ჰომოსექსუალების გამარჯვება ვერ იქნება ტრიუმფალური, სანამ მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმული რუსეთის იმპერიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება, რომელმაც ამას წინათ კიდევ ერთხელ განუცხადა მსოფლიო ლგბტ საზოგადოებას, რომ, სანამ ის არის პრეზიდენტი რუსეთში, ქვეყანაში არ იქნება “მშობელი #1” და “მშობელი #2”, ანუ გეიქორწინებები; და ეს კანონი კონსტიტუციაშიც არის შეტანილი.

სოროსის მიერ დაფინანსებული ძალები დემოკრატიის ნიღბით მოქმედებენ ბელარუსშიც, სადაცბატკაშეუბრალებლად ახშობსმოლოტოვის კოქტეილებითშეიარაღებულმშვიდობიანაქციებს, რადგან უცხოეთიდან მართულ ნეოლიბერალებს, უხეში ძალის ენის გარდა, სხვა ენა არ ესმით. და ყველაზე მთავარი _ ზოგიერთ ავტორიტეტულ ანალიტიკოსთა დასკვნით, მინსკის მოვლენები მოსკოვში დაგეგმილი აქციების რეპეტიციაა, თანაც მსგავსი სცენარის განხორციელების მცდელობა არც თბილისშია გამორიცხული.

ყოველივე ზემოთქმულიდან თუ საღ აზრს გამოვიტანთ, ახლა სათაურში მოყვანილი არც ერთი სიბრძნის დრო არ არის, რადგან სოხუმ-ცხინვალში დაბრუნება, სამწუხაროდ, უკვე ზღაპარია, რაზეც პოლიტიკოსი ქოც-ნაცები დუმან…

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. გაპიდარასტებისგან პუტინი გადაგვარჩენს საბჭოთა კავშირი რუსეთი კარგია ამერიკა პიდარასტებია ამის გარდა რამეს წერა არ შეუძლია.

  2. ისეთი, როგორ არ არსებობდა მთელი ქვეყანა ისტი იყო კომუნისტების ქვეყანა იყო მთავარ გაზეთსაც ისტი ერქვა კომუნისტი. მედიცინა ფასიანი იყო ოღონდ ჩვენგან აკრეფილი ფულით სახელმწიფო ხელფასს. პლიუს როგორც თქვენ თქვით წითელ თუმნიანებსაც ისრიალებდნენ ჯიბეში სიამოვნებით. რაც შეეხება მაშინდელ მედიცინას ექიმი განაჩენი იყო,. დღეს რომც უეჭველი დაფლეთილი გქონდეს ყველა ორგანო მაინც გიმტკიცებენ მოგარჩეთო, ბოლომდე რომ კარგად გაიყვლიფო კაცი, მაშინ კი მარტივად რაც ქონდათ ხელთ იმით ხელმძღვანელობდნენ და განაჩენი მარტივად გამოქონდათ. კარგი ექიმები მაშინაც მდიდარ ფუნქციონირებს ყავდათ საკუთრებაში. ასევე თუ ბლანტი გქონდა გაგიყოფდნენ. ბლანტი კი მაყუთის პირდაპირპროპორციულია იყო.
    თან იმასაც ნო დავივიწყებთ რომ მთელი ქვეყანა ვიდრე არსებობდა აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთის ძარცვა გლეჯვით იყო დაკავებული და ამ ქურდული ოფშიაკიდან ჩვენს მსუყე წილს ვიღებდით. როგორც კი გამოფხიზლდა მსოფლიო და შეუწყვიტეს დახმარება საბჭოეთში იმ წუთასვე დედა ეტირა, გარბაჩოვის პერესტროიკამაც ვეღარაფერი უშველა, ისე იყო საფუძვლიანად მოშლილი ყველაფერი, სოფლის მეურნეობისა დაწყებული ქარხნებით დამთავრებული. ყველა ძარცვაზე იყო გადასული. თუ რამ ბოროტება არსებობს ჩვენში ყველაფერი იმ დროის დამხახურებითაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here