Home რუბრიკები საზოგადოება სხვის იმედზე მყოფი და მხოლოდ სხვისი ხელების შემყურე ქვეყანა ვერასოდეს გახდება ძლიერი...

სხვის იმედზე მყოფი და მხოლოდ სხვისი ხელების შემყურე ქვეყანა ვერასოდეს გახდება ძლიერი სახელმწიფო

287

სხვის იმედზე მყოფი და მხოლოდ სხვისი ხელების შემყურე ქვეყანა ვერასოდეს გახდება ძლიერი სახელმწიფო, მეტიც _ ყოველთვის დაბალ ღობედ იქნება მიჩნეული ძლიერთა თვალში. ამჯერადაც ეს ბედი გვარგუნა განგებამ, თუმცა რას ვერჩით განგებას, ჩვენ თვითონ ჩვენივე უმოქმედობით, სიზარმაცითა თუ დაუდევრობით შევქმენით ეს რეალობა და არამხოლოდ პოლიტიკურად, ეკონომიურადაც ჩამოვეკიდეთ სხვა სახელმწიფოებს _ უარი ვთქვით მიწის დამუშავებაზე, ხვნათესვაზე და ეს წინაპართა ოფლით მორწყული მიწა ლანგრით მივართვით უცხოელებს გროშების სანაცვლოდ: აჰა, ახლა თქვენ ღვარეთ ოფლი და თავიც იმტვრიეთ, ჩვენ ხელი დაგვიბანიაოდა ამდაბანილი ხელებითსხვა პროდუქტებთან ერთად სხვის მიწაზე მოწეულ პურს დღემდე უდარდელად მივირთმევთარადა, ქართული ხორბლის ხარისხზე ბევრს საუბრობდა ილია ჭავჭავაძეც და თავის თანამედროვეებს დასაბუთებულად უხსნიდა სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარების აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ სასიკეთო ნაბიჯები არც ჩვენს თანამედროვე ხელისუფლებებს გადაუდგამთ, რომლებიც იჩემებდნენ ილიას გზის ერთგულებას. და გვაქვს კიდეც არასახარბიელო რეალობა: მთლიანად სხვაზე ვართ დამოკიდებულნი და ნაკლებად ვფიქრობთ: ერთხელაც იმ სხვამ უარი რომ გვითხრას, მერე რასა ვიქმთ?

სხვის იმედსა და დახმარებაზე ქვეყნის მომავლის დამყარება მხოლოდ ფუჭი ოცნება და იმედების გაცრუება რომაა, ეს არა ერთხელ იწვნია ჩვენმა ქვეყანამ. ქართულევროპული ურთიერთობის ისტორიამ ამ მხრივ ბევრი საყურადღებო ფაქტი შემოგვინახა და ცხადად დაგვანახვა, რომ ყველა ქვეყანა, რომლებსაც კი მივადექით დახმარების სათხოვნელად, უპირველესად იმაზე ფიქრობდა, თვითონ რა სარგებელს ნახავდა ჩვენგან. ამის საუკეთესო მაგალითია სულხანსაბას მოგზაურობა ევროპაში.

ისტორიკოსი ილია ტაბაღუა წლების განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის არქივებში. მის ნაშრომში “ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები” მოთხრობილია დიდი ქართველი მამულიშვილის მღელვარე ევროპული ოდისეა. ნაშრომი შეიცავს ძალზე საყურადღებო ინფორმაციებს XVIII საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რომელიც მკითხველს კიდევ ერთხელ თვალნათლიც დაანახვებს იმ დიდ იმედგაცრუებას, რომელსაც ევროპის მოიმედე საქართველო განიცდიდა.

ცნობილია, რომ საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ სულხან-საბა ორჯერ მიიღო. როგორც ილია ტაბაღუა წერს, მეორე მიღების დროს სულხან-საბა ორბელიანს ჰქონია რომის პაპისა სარეკომენდაციო წერილი. ამ დროს ვერსალში უკვე ჰქონდათ: სულხან-საბას მიერ წარდგენილი მემორანდუმი საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ; ასევე ვრცელი მემორანდუმი საქართველო-საფრანგეთს შორის შესაძლებელი ეკონომიკური, პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობის შესახებ; საქართველოს რუკა და საქართველოს მეფეების გენეალოგია. ყოველივე ეს მიუთითებს სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის საფუძვლიანად მომზადებაზე.

საფრანგეთის სამეფო კარზე საქართველოს ელჩის მოლაპარაკების დროს იხილებოდა შემდეგი საკითხები:

* ირანის ტყვეობიდან ვახტანგის განთავისუფლება და მისი თბილისში ქრისტიან მეფედ დაბრუნება;

* მისიონერების გაგზავნა საქართველოში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში), რასაც უნდა მოჰყოლოდა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება არა მარტო საქართველოში, არამედ მის მეზობელ მხარეებშიც;

* საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო გზად და თბილისის საქონლის საწყობებად გამოყენება;

* საქართველოსა და საფრანგეთს შორის ვაჭრობის დამყარება და გაფართოება;

* საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის დამყარება;

* საქართველოში (თბილისში) საფრანგეთის საკონსულოს შექმნა და სხვ.

…მაგრამ საფრანგეთში არსებობდა ორი ჯგუფი: ერთ ჯგუფს შესაძლებლად მიაჩნდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობისათვის ზემოხსენებული საკითხების დადებითად გადაჭრა; ხოლო მეორე ჯგუფი აჭიანურებდა საქართველოს მიმართ რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას და ყოველივე ამას უკავშირებდა ირანის ელჩის ჩამოსვლას.

ირანის ელჩის მოლოდინმა (რომლის ირანიდან წამოსვლის შესახებ უკვე იცოდნენ ვერსალში) შეაჩერა საქართველოს საქმეები საფრანგეთში. სულხანსაბა ორბელიანის დიპლომატიურ მისიას დიდად შეუშალა ხელი ირანის ელჩის, მუჰამედ რეზა ბეგის, ჩასვლამ საფრანგეთში 1714 წლის ოქტომბერში. ამ ელჩობის წარმომადგენლები უფრო ადრე (იმავე წლის ივლისში) ჩავიდნენ მარსელში და უკვე მოქმედებდნენ სულხანსაბას მისიის საწინააღმდეგოდ.

ისფაჰანის სამეფო კარმა, შესაძლოა, ამიტომაც დააჩქარა ელჩის გაგზავნა საფრანგეთში.

1535 წელს თურქეთთან პირველი საკაპიტულაციო ხელშეკრულების დადების შედეგად საფრანგეთმა მჭიდრო კავშირი დაამყარა ამ ქვეყანასთან. ამ დროიდან საფრანგეთში იქმნება აზრი იმის შესახებ, რომ თურქეთისა და საქართველოს გავლით, . . სახმელეთო გზით დაამყარონ სავაჭროპოლიტიკური ურთიერთობა ირანთან. ეს აზრი განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში საფრანგეთი შეძლებდა, გვერდი აევლო საზღვაო გზებისთვის, სადაც ინგლისი და ჰოლანდია იყვნენ გაბატონებულნი. სწორედ სახმელეთო გზის შესწავლა წარმოადგენდა ფრანგი მოგზაურების ერთ-ერთ ამოცანას.

1708 წლის სექტემბერში ხელმოწერილ იქნა საფრანგეთ-ირანის ხელშეკრულება. ამიერიდან საფრანგეთი აქტიურად მოქმედებდა ირანში ინგლისისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.

1715 წლის აგვისტოში ვერსალში ხელი მოაწერეს საფრანგეთ-ირანის მეორე ხელშეკრულებას მეგობრობისა და ვაჭრობის შესახებ. ეს იყო ფრანგების ახალი წარმატება ირანში საკუთარი პოზიციების განმტკიცების საქმეში.

ამასთანავე, ვერსალში არსებობდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა საფრანგეთის გაბატონებას სპარსეთის ყურეში: საკითხი ეხებოდა მარკატის დაპყრობას, რომელიც კონტროლს უწევდა ირანის ორ ნავსადგურს; საფრანგეთი მისი დაკავებით ჩაკეტავდა ირანს სამხრეთიდან, ხოლო მის ჩრდილოეთით მდებარე საქართველო საფრანგეთის მოკავშირე იქნებოდა. საფრანგეთი დაეხმარებოდა საქართველოს, თუ სპარსეთი შეეცდებოდა, ხელი შეეშალა მისი დამოუკიდებელი განვითარებისთვის”, _ ნათქვამია ამ პროექტში. ასე რომ, ირანი გახდებოდა დამოკიდებულიფრანგებსა და ქართველებზე”.

ასეთ პირობებში კათოლიკური სარწმუნოება მიიღებდა თავისუფალი მოქმედების საშუალებას… გათვალისწინებული იყო, აგრეთვე, ამიერკავკასიაში დიდი კათოლიკური სახელმწიფოს შექმნა, მათ შორის სომხებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების გაკათოლიკებაც.

საფრანგეთში ესმოდათ, რომ დასავლეთ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი დაკავშირებული იყო თურქეთთან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსი _ ირანთან.

ფრანგ მესვეურთა იმ ჯგუფს, რომელსაც რეალურ საკითხად მიაჩნდა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, თავისებურად ჰქონდა ეს წარმოდგენილი: საფრანგეთი საქართველოს გამო კი არ გაამწვავებდა ურთიერთობას თურქეთთან და ირანთან, არამედ ორივე ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობის პირობებში განახორციელებდა თავის სავაჭროპოლიტიკურ კავშირს ქრისტიანულ საქართველოსთან, რომელიც მისი ერთერთი საიმედო პლაცდარმი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთში; საქართველოში უნდა შექმნილიყო საფრანგეთის ოსტინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელიც დაუკავშირდებოდა ირანში არსებულ საფრანგეთის სავაჭრო კომპანიას, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ოსტინდოეთის სავაჭრო კომპანიას. ამრიგად, უნდა შექმნილიყო სავაჭრო გზა _ შავი ზღვასაქართველოირანი.

ასე რომ, ისინი აუცილებლად არ თვლიდნენ, საფრანგეთს დაეთმო თავისი სავაჭროპოლიტიკური ინტერესები ირანსა და თურქეთში საქართველოსთან ურთიერთობის გამო. ამასთანავე, საფრანგეთს სჭირდებოდა თურქეთი და ირანი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროს უკვე ენერგიულად მიიწევდა სამხრეთისკენ.

ცხადია, ფრანგი მესვეურები ყოველივე ამას აკეთებდნენ ან გეგმავდნენ, პირველ რიგში, საკუთარი კოლონიური ინტერესების განხორციელებისთვის _ ახლო და შუა აღმოსავლეთში წაერთმიათ გავლენის სფეროები ინგლისისა და ჰოლანდიისთვის, შეეჩერებინათ რუსეთის წინსვლა სამხრეთისკენ, შეექმნათ დასაყრდენი საფრანგეთის ვაჭრობისა და კათოლიკური სარწმუნოებისთვის აღმოსავლეთში, რომლის ცენტრში იქნებოდა ქრისტიანული (შემდგომში გაკათოლიკებული) საქართველო.

…1715 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა ლუი XIV. ვერსალში ხელმძღვანელობას ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობაში ზემოხსენებული გეგმის განხორციელების მომხრენი იყვნენ, ხოლო საფრანგეთის ახალ ხელმძღვანელებს სხვა გეგმები და ინტერესები ჰქონდათ.

ვახტანგ VI დარწმუნდა, რომ საფრანგეთიდან დახმარებას ვერ მიიღებდა. დასავლეთ ევროპასთან კავშირის მისმა გეგმამ კრახი განიცადა. იგი იძულებული გახდა, ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა, რათა დაბრუნებულიყო საქართველოში და კვლავ დაეკავებინა ქართლის მეფობა; კვლავ გაურთულდა ურთიერთობა ირანის შაჰთან _ არ დაეხმარა შაჰს ავღანელების წინააღმდეგ და არც თავისი შვილი, ბაქარი, გაუშვა მის დასახმარებლად.

ახლა ვახტანგის მთელი ყურადღება რუსეთისკენ იყო მიპყრობილი. რუსეთის იმპერატორის არმია წინ მიიწევდა სამხრეთისკენ და უახლოვდებოდა ირანის საზღვრებს. ვახტანგს რუსეთის ჯარების დახმარების იმედი მიეცა. იგი შეეცადა, დაემყარებინა კონტაქტი პეტრე I-თან და მისი ჯარების დახმარებით გადაერჩინა საქართველო განსაცდელისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვახტანგს აქაც არ გაუმართლა.

საქართველოს ერთდროულად ორი მხრიდან, თურქეთიდან და ირანიდან, ემუქრებოდა დაუძინებელი მტერი. ასეთ მძიმე პირობებში ვახტანგ VI-მ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთ ევროპას დახმარებისთვის: მან წერილები მისწერა რომის პაპსა და ავსტრიის იმპერატორს; მათ შესთავაზა კავშირი, რათა ამ გზით გადაერჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ვახტანგის ეს ნაბიჯიც უშედეგოდ დარჩა.

თუმცა ლაშქარი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისისკენ მიიწევდა. შაჰ თამაზის წაქეზებითა და დაღესტნელი ტომების მხარდაჭერით თბილისს უტევდა კახეთის გამაჰმადიანებული მეფე კონსტანტინეც. მათ თბილისი აიღეს და გაძარცვეს. მალე თბილისი თურქებმაც აიღეს და ხელახლა გაძარცვეს იგი.

ამ მეტად მძიმე პირობებში საქართველო მარტო აღმოჩნდა. ვახტანგ VI, სულხანსაბა ორბელიანი და საქართველოს სხვა პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ადრე დასავლეთ ევროპის ორიენტაციისა იყვნენ, ახლა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველო ვერ შეინარჩუნებდა თავის დამოუკიდებლობას დასავლეთ ევროპის იმედით. საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მათ რეალურ საშუალებად ესახებოდათ რუსეთთან კავშირი; მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთს შეეძლო რეალური დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის. ვახტანგ VI-ის მთელი იმედი ახლა ერთმორწმუნე რუსეთსა და მის იმპერატორ პეტრეს ემყარებოდა. მხოლოდ მისგან მოელოდა სამხედრო დახმარებას, რათა საქართველოდან განედევნა თურქები და ირანელები, აღედგინა საქართველოს საზღვრები.

1724 წლის ივლისში ვახტანგ VI თავისი მრავალრიცხოვანი ამალით გაემგზავრა რუსეთში, რათა იმპერატორ პეტრე I-ისგან მიეღო სამხედრო-პოლიტიკური დახმარება. ცხადია, იმ ვარაუდით, რომ ის მალე დაბრუნდებოდა საქართველოში, რუსეთის მხარდაჭერით განდევნიდა იქიდან უცხოელ დამპყრობლებს და აღადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, მისი არც ეს ვარაუდი გამართლდა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here