Home ახალი ამბები სუსხიანი ზამთარი და ვირუსები – ალერგოლოგი გირჩევთ

სუსხიანი ზამთარი და ვირუსები – ალერგოლოგი გირჩევთ

2747
წელიწადის ცივ დროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავცელებაც ყველაზე ხშირია, ისინი კი, თავის მხრივ, ბრონქოსპაზმს, ასთმის გამწვავებას ან თავად ვირუს-ინდუცირებულ ასთმას იწვევენ. თუ ალერგიული ხარ, გაეცანით ალერგოლოგის მადონა დევიძის რჩევებს.

1. სიცივე და ბრონქოსპაზმი.

ალერგოლოგის რჩევა:

– ცივ ამინდში გარეთ გასვლისას კარგად შეიფუთეთ შარფით, რაც შესუნთქული ჰაერის გათბობასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ.

– ლორწოს გასათხიერებლად მეტი სითხე მიიღეთ.

– ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე 5-10 წუთი გახურებას დაუთმეთ და აქტივობაც ეტაპობრივად დაასრულეთ.

– ხშირად დაიბანეთ ხელები, გრიპის ეპიდემიის დროს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდეთ, შეგიძლიათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციებიც ჩაიტაროთ.

სიცივე და ალერგენები

ცივი სეზონი განსაკუთრებით პრობლემურია პაციენტებისთვის, რომლებსაც კარშიდა ალერგენებზე ალერგია აღენიშნებათ: ცხადია, სიცივეში მეტ დროს შენობაში ვატარებთ, შესაბამისად ისეთი ალერგენების ზემოქმედების ქვეშ ვხდებით, როგორებიცაა ოთახის მტვერი, ნესტის სოკოები და ცხოველის ბეწვი.

ალერგოლოგის რჩევა:

ინტერიერიდან მოაშორეთ ხალიჩები, დეკორატიული ნივთები და ფუმფულა სათამაშოები.

დაალაგეთ ოთახები სველი წესით, გამოიყენეთ მტვერსასრუტი HEPA- ფილტრით

გაანიავეთ საცხვორებელი ხშირად

გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები საშუალებები და ალერგენების გამანეიტრალებელი შესასხმელები.

სიცივე და კანის სიმშრალე

ცივი და მშრალი ჰაერი, დაბალ ტენიანობასთან ერთად კანის გამოშრობას და ქავილს იწვევს. სიცივეში ცენტრალური გათბობის მოხმარება იმატებს, რაც თავის მხრივ ჰაერის გამოშრობის მიზეზი ხდება.

ალერგოლოგის რჩევა:

– რეგულარულად გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი საშუალებები

– მოერიდეთ ხანგრძლივი აბაზანების მიღებას

– კარგად შეიფუთეთ გარეთ გასვლილას – ატარეთ ხელთათმანები, შარფები, ქუდი.

– შენობებში ჰაერის დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენეთ

წყარო:trend

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here