Home სხვადასხვა დაიჯესტი სტოლტენბერგი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება

სტოლტენბერგი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება

4307
სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, რადგან ძალიან დიდია უთანხმოება აშშისა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის.

ამ ფონზე გამაოგნებელია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, მაგალითად, პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის განცხადებები, რომსაქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ნატოსა და ევროკავშირთან”.

ნატოს არსებობაში ეჭვი თვით მის გენერალურ მდივანს შეაქვს; ნატო იშლება და საქართველო ამ ორგანიზაციისკენ მიისწრაფვის? მამუკა ბახტაძე ჯერ არ დაუმტკიცებიათ საქართველოს პრემიერად და მსგავსად თავისი წინამორბედებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ატყუებდნენ საქართველოს მოსახლეობას ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის შესვლის შესახებ, უკვე ცდილობს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებული არ არის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გადარჩება. მისი დაშლის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკასა და ევროკავშირს შორის უთანხმოება, რომელიც, არათუ ნელდება, სულ უფრო ღრმავდება.

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგანგაშო მოწოდებით მიმართა ნატოს წევრებს. ნატოს სამიტის წინ გამოცემა “გარდიანში” გამოქვეყნებულ წერილში სტოლტენბერგი ეჭვს გამოთქვამს ალიანსის ერთიანობისა და სიმტკიცის მიმართ და ყველა წევრს მოუწოდებს, დაუღალავად იშრომონ დასავლური ერთობის შესანარჩუნებლად.

სტოლტენბერგი ლონდონში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან, თავდაცვის მინისტრ გევინ უილიამსონსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან შესახვედრად.

სტოლტენბერგი წერსრეალური უთანხმოებისარსებობის შესახებ აშშსა და ნატოს დანარჩენ წევრებს შორის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ვაჭრობა, კლიმატური ცვლილებები და .. ბირთვული გარიგება ირანთან.

“ეს უთანხმოებები რეალურია და ისინი თავისით და სწრაფად არ გაქრება, _ მიაჩნია ალიანსის გენმდივანს, _ არავის არასოდეს მიუცია გარანტია, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი ყოველთვის მტკიცე იქნებოდა”.

სტოლტენბერგის წერილი, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება ნატოს არსებობის შესახებ, ამ ორგანიზაციისთვის რთულ პერიოდში გამოჩნდა, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს შორის მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეპლიკა ევროკავშირისა და გერმანიის ლიდერ ანგელა მერკელისადმი, რომლებიც მას, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს.

იცავდა რა თავისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე უკანონოდ გადასული მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევის შესახებ, ტრამპმა ევროპა მიგრანტების ბანაკს შეადარა და განაცხადა, რომ გერმანელი ხალხი აუმხედრდა თავის ლიდერს, რომელიც ქვეყანაში ღია კარის პოლიტიკას ატარებს.

ვაშინგტონსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებს შორის უთანხმოება საკმარისზე მეტია. ეს არის შეთანხმებები კლიმატის, აგრეთვე, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რომლებიდანაც აშშ ცალმხრივად გამოვიდა. დონალდ ტრამპი სავაჭრო ომით ემუქრება ევროპას, მკვეთრად აკრიტიკებს გერმანიასა და ალიანსის სხვა წევრებს იმისთვის, რომ ძალიან ცოტა თანხას გამოყოფენ თავდაცვისთვის და ალიანსის სამხედრო ხარჯები ამერიკას აწვება მხრებზე.

შეგახსენებთ: ნატოს 29 წევრიდან მხოლოდ 8, მათ შორის, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ასრულებენ მოთხოვნას თავდაცვისთვის მშპ 2%-ის გამოყოფის შესახებ.

ბრიუსელში 11-12 ივლისს გასამართ სამიტზე სწორედ ხარჯების სამართლიანად განაწილებაზე იქნება მსჯელობა და ეჭვი არავის ეპარება, რომ დონალდ ტრამპი შეეცდება, წნეხში მოაქციოს მოკავშირეები, რომლებიც, მისი აზრით, ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავდაცვაზე.

წერილში იენს სტოლტენბერგი არაფერს ამბობს მოკავშირეებისთვის ხელების გადაგრეხვის პოლიტიკაზე, რომელსაც ამერიკელები ეწევიან, პირიქით _ აქებს დონალდ ტრამპს. ალბათ, იმიტომ, რომ მან მრისხანება მოწყალებით შეცვალოს და აშშმა არ დატოვოს ალიანსი, თუმცა ერთი წლის წინათ აშშის პრეზიდენტი ლანძღავდა ნატოს და მას მოძველებულ ორგანიზაციას უწოდებდა.

ექსპერტთა აზრით, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა შეიძლება სრული კატასტროფით დასრულდეს და მოვლენათა ასეთი განვითარება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალი იქნება.

მომავალ სამიტზე შეიძლება საფრთხის წინაშე ამოჩნდეს 70-წლიანი ისტორიის მქონე ალიანსის ეფექტიანობის საფუძველი _ მისი პოლიტიკური ერთობა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here