სტაჟიანო კახპებო, გათენდა, გათენდა!

    8 მარტს რუსეთისა და აშშის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართა. ამ ფაქტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული.

    ამ საქმეში ის კი არ არის მთავარი,  რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები, არამედ ის, რომ გამოიკვეთა სახელმწიფოები, რომლებიც გლობალურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებენ. ცხადია, არც ის არის უმნიშვნელო, რაზე შეთანხმდებიან ეს სახელმწიფოები და რაზე ვერა; საერთოდ, რომელი მიმართულებით წაიყვანენ მსოფლიოს, მაგრამ ეს ყველაფერი, ერთად აღებული, ცალკე თემაა. ვიდრე ამ თემებამდე მივალთ, იქამდე ის უნდა დავინახოთ, რომ აშშ-მა, კერძოდ კი პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, უკვე აღიარეს ის რეალობა, რომ მსოფლიოს ბედს ისინი ერთპიროვნულად ვეღარ განაგებენ, რომ ამიერიდან გლობალური საკითხების გადაჭრა სხვა დიდ მოთამაშეებთან (პირველ რიგში, რუსეთთან) ერთად მოუწევთ. ტრამპს, შესაძლებელია, არ მოსწონს და არც სიამოვნებს ეს ვითარება, მაგრამ პოლიტიკური ალღო კარნახობს, რომ ამ რეალობის გაუთვალისწინებლობა აშშ-ს უფრო დააზიანებს, ვიდრე მისი აღიარება და შესაბამისად მოქმედება. აი, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის  ფაქტი და არა იმ კონკრეტულ საკითხთა გადაწყვეტა, რომლებსაც პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას  შეეხნენ.

    პლანეტა შეიცვალა, მსოფლიო უკვე მრავალპოლუსიანია.

    ეს კარგია, მაგრამ ამ სიკეთეს სირთულეები და სიძნელეები ახლავს. პირველ რიგში, ეს მსოფლიოს ახალ გადანაწილებას ნიშნავს. ეს გავლენის სფეროების ახლებურ მოწყობას და ახლებურად გადალაგებას მოასწავებს, ომელი უაღრესად მტკივნეული პროცესია.

    საქართველოს უახლესი ისტორიის მაგალითზე ვიმსჯელოთ:

    მეოცე საუკუნეში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს თითქოს გაუჩნდა რუსეთის ორბიტიდან მოწყვეტისა და დასავლეთში ინტეგრირების შესაძლებლობა. სინამდვილეში ეს, შესაძლებლობა კი არა, ილუზია იყო – სპეციალურად შექმნილი ილუზია, რომელიც დასავლეთის სპეცსამსახურებმა საბჭოთა კავშირის დასაშლელად შექმნეს. დასავლეთის ამოცანა, რესპუბლიკების გათავისუფლება კი არა, საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. დასავლეთის პროპაგანდისტულ მანქანას ამ მიზნის მისაღწევად ის უნდა ექადაგა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რესპუბლიკებს არა მხოლოდ თავისუფლების, არამედ დასავლეთში (მათი დახასიათებით ცივილიზებულ სამყაროში) ინტეგრაციის შანსიც უჩნდებოდათ – კონკრეტულად ნატოსა და ევროკავშირში. ეს იყო სატყუარა, რომლითაც ქვეყანა დაიბევეს, ანუ მას განზე გახედვისა და ალტერნატივის ძებნის საშუალება მოუსპეს; შექმნეს ვითარებასაქართველოში მათი ყველა ინტერესი დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ თვითონ საქართველოს გამო არანაირი პასუხისმგებლობა (არც უსაფრთხოების, არც ტერიტორიული მთლიანობის, არც ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით) არ ეკისრებოდათ. მიუხედავად ამ დისკრიმინაციული მდგომარეობისა, ჩვენ სწორება დასავლეთზე ავიღეთ. დაწყებული იდეოლოგიით და დამთავრებული კანონმდებლობით –  ყველაფერი დასავლურ თარგს მოვარგეთ. ახლა კი ვითარება ძირფესვიანად იცვლება:

    * ერთპოლუსიანი მსოფლიო მრავალპოლუსიანმა ჩაანაცვლა;

    * აშშ და რუსეთი დაპირისპირების რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმზე გადადიან;

    გაფართოების ნაცვლად ნატოსა და ევროკავშირის  დაშლის საკითხი დგება;

    * მსოფლიოში დაწყებული ახალი გადანაწილების ვითარებაში საქართველო რუსეთის ორბიტაში ექცევა.

    ეს შეცვლილი ვითარებაა! ეს ახალი რეალობაა!

    გვსურს თუ არა, გვსიამოვნებს თუ არ გვსიამოვნებს, მოგვიწევს გადართვა, გადაწყობა, მორგება ამ ახალ რეალობაზე. მართალია, ამასაც წლები დასჭირდება, მაგრამ როგორმე გავივლით ამ გზასაც.

    სანამ ვითარება შეიცვლებოდა და ახალი რეალობა ჩამოყალიბდებოდა, ურთულესი და უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთსიცრუის, თაღლითობისა და ფარისევლობის პერიოდი;  რაც მთავარია, უზარმაზარი დანაკარგების პერიოდი. ეს დანაკარგები ასე გამოიყურება:

    * დრო (ოცდათხუთმეტი წელიწადი);

    * ტერიტორია (ოცდაორი პროცენტი);

    * მოსახლეობა (ორმოცი პროცენტი);

    ეს ერის განადგურების ტოლფასია; ეს ეროვნული სიამაყის, იმედის, რწმენის მკვლელობის ტოლფასია.

    მთავარი მაინც სხვა რამეა: ამ უზარმაზარი დროის დაკარგვისა და კოლოსალური მსხვერპლის გაღების შემდეგ გვეუბნებიან, რომ თურმე ნატოში არ გვიღებენ. ამას გვეუბნება არა სხვა ვინმე, არამედ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აი, მისი სიტყვები: „უკრაინის ნატოში გაწევრება მიზანშეწონილი არ არის”. უკრაინას უთხრეს უარი და ჩვენ ვის რა შავ ქვად ვჭირდებით ნატოში?! ჩვენი საკითხი არც დამდგარა ჯერ (მეორეხარისხოვანი ქვეყანა ვართ), მაგრამ, როცა დადგება, რა თქმა უნდა, იმავეს გვეტყვიან, რაც უკრაინასა და უკრაინელებს უთხრეს. უკრაინა გაცილებით მნიშვნელოვანია მათთვის, მაგრამ გაყიდეს ორ შაურად. რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას შესწირეს მილიონობით მკვდარი და ათეულობით მილიონი ჯერ კიდევ ცოცხალი უკრაინელი. ტრამპი მხოლოდ ფულის დაბრუნებაზე ფიქრობს და, ალბათ, მართალიც არის. საკუთარ ქვეყანასა და ეკონომიკაზე ზრუნავს ის კაცი, აბა, იმ გადარეულ უკრაინელებზე ხომ არ იფიქრებს და იზრუნებს, რომლებიც ვერც დღეს ხვდებიან და, ალბათ, ვერც მომავალში მიხვდებიან, რას შესწირეს ოდესღაც აყვავებული და პერსპექტიული სახელმწიფო, სამშობლო მათი – ნატოს? ამერიკას? ევროპას? დასავლეთის მიერვე გამოგონილ აბსურდულ დასავლურ მირაჟს? რას? რას?! ზელენსკი საქმის კურსშიც კი არ ჩააყენეს, რა და როგორ გადაწყვიტეს უკრაინის თაობაზე. აი, რა ბრძანა ბანდერასა და შუხევიჩის ამ კარიკატურამ: იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან გვექნება საუბარი და დეტალებს გავიგებთ“.  უკრაინის ბედს მისი მონაწილეობის გარეშე წყვეტენ სხვა სახელმწიფოები და უკრაინის ლიდერი იმაშიც კი არ არის დარწმუნებული, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვინმე მას საქმის კურსში ჩააყენებს თუ არა.

    მოგწონთ ეს ამბავი, ქართველებო, დასავლეთისა და ნატოს მეტაშე-მეგუნდრუკეებო?! თქვენი თავი თუ მოგწონთ, სხვადასხვა თაობის პოლიტიკოსებო და ჟურნალისტებო, .. ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, ნატონატოს ძახილით რომ გადაიტყავეთ ენა?! თუმცა რატომ არ მოგეწონებათ, სარგებელს ხომ იღებდით ამ სიცრუის პროპაგანდა-ტირაჟირებაში?! – ჩვენ უნდა ვიკითხოთ, იმ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც ანათემას გადაგვცემდით და ჯვარს გვაცვამდით ხალხისთვის სიმართლის თქმისა და თვალების ახელის გამო. ახლა ჩვენ გაგვასწრებთ დასავლეთისა და ნატოს კრიტიკაში. გაგვასწრებთ, რას ჰქვია, ზოგიერთმა გაგვასწარით უკვე, მაგრამ ამ უსინდისობის, ამ ყვარყვარეობის გამო ლოყებიც არ შეგფაკვლიათ და შუბლის ძარღვი არ შეგტოკებიათ. შუბლის ძარღვის ამბავი გასაგებია, არ დაგყოლიათ დედის მუცლიდან და როგორ შეგიტოკდებათ, მაგრამ ლოყები მაინც ხომ გაქვთ? ააა, ის ნერვიც არ გაქვთ, მტყუან ადამიანს სიწითლის ალმურად რომ მოედება ლოყებზე? სხვათა შორის, სახეც არ გაქვთ, მახინჯები ხართ – საზოგადოებრივი და პოლიტიკური მახინჯები.

    უკრაინას უარესი დამართეს იქაურმა მახინჯებმა და თქვენნაირმა ზნეობრივმა ინვალიდებმა. განადგურება არ აკმარეს, საქმე ისე წაიყვანეს, რომ, ტერიტორიული დანაკარგის ანაზღაურებაზე არც იფიქროთო, ეუბნებიან. ა, ბატონო, ტრამპის კიდევ ერთი ნათქვამი: ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ შეძლოს დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება”.

    როგორ ფიქრობთ, ჩვენ რას გვეტყვიან, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თხოვნით მივადგებით ამერიკელებს? იმავეს არ გვიპასუხებენ? – რა თქმა უნდა, სხვა რა ვარიანტი არსებობს? ადგება ტრამპი, დაურეკავს პუტინს და ასე ეტყვის: ჩემო ვლადიმერ, ჩემო ძმავ და მეგობარო, კარგია, რომ საერთო ენა გამოვნახეთ, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემების დაძლევაში ვთანამშრომლობთ, არქტიკის გაყოფაზე ჩამოვყალიბდით, დანარჩენ გლობალურ საკითხებშიც საერთო ენას ვპოულობთ, მაგრამ აქეთ სოხუმს და გაგრას, იქით კი ცხინვალს და ჯავას საქართველოს თუ არ დაუბრუნებ, ბირთვულ ომზე წამსვლელი ვარო? ეს გჯერათ, ქართველებო?! დავუშვათ, ეს გჯერათ, მაგრამ ისიც გჯერათ, რომ ტრამპის ამ ნათქვამზე პუტინი დაფრთხება და ასე უპასუხებს: ო, დიდო მბრძანებელო, შენ ოღონდ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს ნუ გამოუშვებ და, ცხინვალ-აფხაზეთს კი არა, მათთვის ასე სანუკვარ სოჭსაც ზედ დავამატებ და ისე მივართმევ ქართველებსო? ესეც გჯერათ?! ვინ ხართ, სად გადაირიეთ ასე ერთიანად? რა შეგნებითა და მსოფლმხედველობით, რა ცოდნითა და განათლებით წყვეტთ, რომ ამ ურთულეს პრობლემებს თავს იმ არამზადების წინამძღოლობით გაართმევთ,  ქუჩებში პატრიოტული ნიღბებით რომ დარბიან, მაგრამ დასავლეთის გაშიფრულ აგენტურას წარმოადგენენსულწარწყმედილებსა და ეშმაკს მიყიდულებს?!  არაფერი გესმით, ვერაფერს ხედავთ და ვერაფერს გრძნობთ? იქნებ დათვერით, მაგრამ ფიქრობთ, რომ ფხიზლები ხართ? იქნებ ნარკოტიკებით ხართ გაბრუებული, მაგრამ გგონიათ, რომ ნორმალურად აზროვნებთ? იქნებ გძინავთ, მაგრამ გგონიათ, რომ გაიღვიძეთ? იქნებ მოკვდით კიდეც, მაგრამ რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ გეჩვენებათ, რომ ცოცხლები ხართ? არ ვიცი, რა ვიფიქრო და რით ავხსნა ის უბედურება, რომელიც საქართველოს თავს ტრიალებს.

    რუსეთი მარცხდებაო, – ახლაც გაჰკივიან ქართული ტელეჯიხურებიდან პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის სტაჟიანი კახპები. ეს იმ დროს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რუსეთის სიძულვილით გაჟღენთილმა ანდრეი კოზირევმა, რომელიც სამი ათეული წელიწადი ამერიკაში ცხოვრობს, პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ასეთი აზრი გამოთქვა: „პუტინისთვის ეს დიდი წარმატებაა. მთავარია, რომ პუტინმა საკუთარ მიზნებს ყოველგვარი დათმობის გარეშე მიაღწია”.

    იგივე, ოღონდ უფრო მძაფრად თქვა უკრაინელმა პოლიტოლოგმა, მსოფლიო პოლიტიკის კიევის ინსტიტუტის დირექტორმა ევგენი მახდამ: „ლიდერთა ამ საუბარმა ბოლომდე დაამსხვრია მითი – არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე!”

    მართალს ამბობს ეს კაცი. პუტინმა ტრამპს უკრაინა და მისი თვითმარქვია ლიდერი საერთოდ გამოათიშინა პროცესებიდან. აქ კი გაიძახიან, რუსეთი მარცხდებაო. რას იზამ, ეს ის კატეგორიაა, რუსეთის ჟანგიან ტანკებსა და უვარგის სამხედრო ხომალდებზე რომ ლაპარაკობდა სერიოზული სახეებით; ეს ის კატეგორიაა,   რომელიც  მთელი ცხოვრება გაჰკივიან, გერმანული ფაშიზმი, საბჭოთა კავშირმა კი არა, ბრიტანეთმა და ამერიკამ დაამარცხესო, და ამის გამო არც სირცხვილი აწუხებთ და არც სინდისის ქენჯნას განიცდიან.

    გამოფხიზლდით, გამოდით ბურანიდან, გაიღვიძეთ,  გათენდა, გათენდა!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here