Home სხვადასხვა დაიჯესტი სტამბოლის საპატრიარქოს თამაშები

სტამბოლის საპატრიარქოს თამაშები

1134
სტამბოლის საპატრიარქოს თამაშები

როგორც იქნა, ყველა დარწმუნდა, რომ ბართოლომეოსმა უკრაინის მოსახლეობის ანტიმართლმადიდებელი ნაწილის სულიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უკრაინაში შექმნა თავისი მიტროპოლია. როგორც იქნა, მასმედიამ ისწავლა და უკვე ზუსტად მოიხსენიებს ბართოლომეოსს, ვითარცა სტამბოლის პატრიარქს.

მიტროპოლია არის.

მაგრამ მიტროპოლიაში მართლმადიდებლები არ არიან.

არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია (მათ შორს, ისეთებიც, რომელთაც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან რთული ურთიერთობა აქვს), არ ჩქარობს, მიიღოს და აღიაროს ბართოლომეოსის შეთავაზებული სიახლე და ამჯობინებს, დაელოდოს, რა შედეგს გამოიღებს მისი ჩანაფიქრი.

ბართოლომეოსმა იცოდა, რომ თითოეულ მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი პრობლემები აწუხებს და არ სურს, მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი ეკლესიის საქმეში ფენერის ჩარევას. გამორიცხული არ არის, რომ ტომოსი მოითხოვონ მისმა საკუთარმა “რასკოლნიკებმა”.

ცხადია, სტამბოლში იცოდნენ, რომ მათ ქმნილებას დაუყოვნებლივ მხარს არ დაუჭერდნენ და იმედოვნებდნენ, რომ პრობლემას ეტაპობრივად გადაჭრიდნენ თითოეულთან მოლაპარაკების მეშვეობით, ინდივიდუალურად, მაგრამ საამისოდ ფენერს და პირადად ბართოლომეოსს მინიმალური მხარდაჭერისთვის სერიოზული შედეგები უნდა მოეპოვებინა, რადგან გამარჯვებას ყოველთვის ბევრი მამა ჰყავს, დამარცხება კი ყოველთვის ობოლია. არავის სურს, წაგებულის გვერდით დადგეს.

რა შეეძლო მოეგო ბართოლომეოსს? რისი იმედი ჰქონდა?

ამაზე პასუხს ვიპოვით ბართოლომეოსსა და პოროშენკოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც წინ უსწრებდა “რასკოლნიკების” გამაერთიანებელ ყრილობასა და სტამბოლის ტომოსს. ბართოლომეოსს დაჰპირდნენ, რომ პირველ ჯერზე გადასცემდნენ 35 ყველაზე უფრო ცნობილ და თაყვანსაცემ მონასტერსა და ტაძარს (კიევ-პეჩორისა და პოჩაევის ლავრების ჩათვლით).

* ფენერს მაინცდამაინც ისტორიული სიწმინდეების ხელში ჩაგდება აინტერესებდა. იგი ვარაუდობდა, რომ ყველა მართლმადიდებელი უარს არ იტყვის ტრადიციული წმინდა ადგილების მოლოცვაზე მათი იურისდიქციის შეცვლის გამო. ე.ი., მომლოცველთა ნაკადი შეიძლება შემცირებულიყო, მაგრამ უმნიშვნელოდ. ყოველ შემთხვევაში, დაწრეტა არ დაემუქრება.

* ბართოლომეოსი მიიჩნევდა, რომ უკრაინაში ფენერის ქვეშევრდომი სტრუქტურის შექმნითა და უმნიშვნელოვანეს სიწმინდეებზე კონტროლის დაწესებით ხელთ იგდებდა უკრაინულ მართლმადიდებლობას. შემდეგ კი თანდათან, ადმინისტრაციული ღონისძიების ზემოქმედებით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შეერწყმოდა ახალშექმნილ მიტროპოლიას. წინამძღოლის ტიტულიც სრულად ჰქონდა გადმოღებულ-გამეორებული: “კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი”.

* გაერთიანებული “რასკოლნიკების” შემოერთებით ბართოლომეოსი თავისი საწმყსოების რაოდენობას სამჯერ გაზრდიდა. მას მიაჩნდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თანდათან, მაგრამ საკმაოდ სწრაფად დაამყარებდა კონტროლს და ბართოლომეოსის საპატრიარქო გაუტოლდებოდა მსოფლიოში უდიდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

იდეა ცუდი არ იყო, მაგრამ მხედველობაში უნდა ჰქონოდა, რომ მისი რეალიზაცია შესაძლებელი იქნებოდა უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ “რასკოლნიკებთან” კავშირში, რომლებსაც ბართოლომეოსზე მეტად არ სწამთ ღმერთი, ხოლო ფული მასზე მეტად უყვართ.

მას შემდეგ, რაც პოროშენკომ მიიღო თავისი ტომოსი და თავისიეკლესია”, ბართოლომეოსი ფეხებზე დაიკიდა, თუმცა უარი არ უთქვამს ეკლესიებისა და მონასტრების ფენერის კონტროლს დამორჩილებაზე, მაგრამ ეს საქმე ზედმეტი თავის ტკივილია.

ჯერ ერთი, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს სიწმინდეების საკუთარი ნებით გადაცემას, ხოლო დასავლეთი (ამერიკელებისა და ევროპელების სახით) მოითხოვს ცივილიზებული ნორმების დაცვას, რათა სისხლი არ დაიღვაროს და, ღმერთმა არ ქნას, არჩევნები ჩაიშალოს. პოროშენკო თითქოს უკვე მიხვდა, რომ არჩევნების ჩაშლა მისი უკანასკნელი შანსია, მაგრამ მისთვის დამახასიათებელ სტილში ბოლო წუთამდე ორჭოფობს. საშინელებაა ძალაუფლების დაკარგვა (თავისიანებს კარგად იცნობს _ მოკლავენ, ხელიც არ აუკანკალდებათ), მაგრამ დასავლეთის წინააღმდეგ გამოსვლაც საშიშია. როსტოვში არ მიიღებენ, კოლიმისკენ კი გზა ექნება გახსნილი და ყველაფერს, რაც მუხლჩაუხრელი შრომით დაუგროვებია, მომენტალურად წაართმევს დასავლეთი (რადგან ქონება დასავლეთის ბანკებში აქვს გადამალული). თანაც, შეძლებს თუ არა დასავლეთის ნების საწინააღმდეგოდ უკრაინის სათავეში დარჩენას, ალაჰმა უწყის. არ გაუჭირდება არც ახალი მაიდნის მოწყობა, არც სნაიპერის გამოგზავნა. გამოდის, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ხელში ჩაგდება ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ძალადობა და სისხლისღვრა გამოიწვევს სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას, არჩევნების ჩაშლას და დასავლეთის უკმაყოფილებას შესაბამისი დასკვნებითურთ. როგორღა შეძლებს ბართოლომეოსისთვის მიცემული დაპირების შესრულებას?! მოითმინოს!

მეორე. პოროშენკოს ზემოქმედებით გაერთიანებულ სქიზმატიკოსებსა და “რასკოლნიკებს” არა მხოლოდ უწინდებურად სძულთ ერთმანეთი (წინააღმდეგობანი დროებით დამალეს, მაგრამ არ დავიწყებიათ), ბართოლომეოსი კი მათი კონკურენტი გახდა, რომლის ყოფნა უკრაინაში არასასურველია. მისგან მათ მიიღეს ყველაფერი, რაც სურდათ. ანათემისგან გაათავისუფლეს და მათი კანონიკურობა აღიარეს. ეს კანონის დარღევით რომ მოხდა, სულაც არ აწუხებთ. მიუფურთხებიათ! ღმერთისა მათ მაინც არ სწამთ და თავიანთი “კონსტანტინოპოლური წარმოშობის” დამოწმებით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქონება წაჰგლიჯონ და თავგზა აუბნიონ ზოგიერთებს, რომლებიც მათ უწინ ერიდებოდნენ არაკანონიკურობის გამო, და ახლა შეიძლება წამოეგონ ტომოსის ანკესს.

და სულაც არ აპირებენ ყველაზე მომგებიანი მონასტრები და ეკლესიები ბართოლომეოსის ეპარქიას დაუმორჩილონ. მათ ამ ძროხის წველა თვითონ სურთ. და აქ ბართოლომეოსი, როგორც მესამე, ზედმეტია.

შედეგად, ფენერელ მოხუცს ამერიკული ვალუტით სავსე ორი ჩემოდნისა (პოროშენკოს მადლიერების ნიშნად ტომოსის მიცემის გამო) და კიევის მუდმივად შეკეთებაში მყოფი ანდრიას ეკლესიის მეტი არაფერი მიუღია. დამატებით რაიმეს მიღება ძნელი წარმოსადგენია.

მსოფლიო მართლმადიდებლურ სივრცეში, მართალია, ყველას მკვეთრად არ გაუკრიტიკებია ფენერი, მაგრამ ტომოსთან დაკავშირებული პერიპეტიების განვითარების პროცესში არც ერთმა კანონიკურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გარდა მისი საკუთარისა, ბართოლომეოსს მხარი არ დაუჭირა. კათოლიკებმაც კი, რომის პაპის სახით, მხარი დაუჭირეს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და გაგებით მოეკიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას.

მეტიც, უკრაინაში გააქტიურდნენ უნიატები. მათი ამბიციები, დიდი ხანია, რომსაც კი აწუხებს. ამის გამო იყო, რომ რომის პაპმა და პატრიარქმა კირილემ ერთობლივად დაგმეს უნიათობა კუბაში გამართული შეხვედრის დროს. უნიატებმა, ფაქტობრივად, მოინდომეს დამოუკიდებელ კონფესიად გარდაქმნა, რომელსაც საკუთარი პატრიარქი ჩაუდგებოდა სათავეში.

უკრაინის “რასკოლნიკებს” სჭირდებათ საპატიო საბაბი ბართოლომეოსის მეურვეობიდან თავის დასაღწევად. პოროშენკოს სჭირდება ახალი გამარჯვებები საეკლესიო ფრონტზე თემის აქტუალურობის შესანარჩუნებლად.

ახალი საეკლესიო გაერთიანება ორივე ამ ამოცანას გადაწყვეტს. მესამე ძალის გამოჩენა ართულებს კომპრომისის მიღწევას, მაგრამ უნიატებმა იციან მოცდა და შეუძლიათ დროებით დათმობაზე დათანხმება. ამას გარდა, თამაშიდან გაჰყავთ ბართოლომეოსი. პოროშენკოს შეუძლია თავი მოუქონოს ელექტორატს და დააჯეროს, რომ მან შეუძლებელი შეძლო და არა მხოლოდ “გააერთიანა” მართლმადიდებლები, არამედ უნიატებსაც მოელაპარაკა “ერთიანი ეკლესიის” შესახებაც. ახალ “გაერთიანებაზე” აქცენტირებით ტაძრების გადაცემის საკითხი შეიძლება სამომავლოდ გადაიდოს და ამით დასავლეთთან დაპირისპირებაც თავიდან აირიდოს.

აშკარაა, რომ “გაერთიანებით” უნიატები, ფაქტობრივად, შთანთქავენ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. სხვა თუ არაფერი, უნიატები ლეგალურები არიან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კი გაუგებარია, რას წარმოადგენს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში დენისენკოს (ფილარეტს) აქვს გავლენა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს და მაქსიმალურად ლეგალური გახადოს პატრიარქის მითვისებული წოდება, ხოლო ბერძენი-კათოლიკენი, დიდი ხანია, ოცნებობენ, დაიწესონ საპატრიარქო, შეთანხმების მიღწევა უსაფუძვლო არ უნდა იყოს.

უნიატები, რომლებიც, კარგა ხანია, რომის ოპონენტები არიან, განუცხადებენ პაპს, რომ ხელიდან არ გაუშვებენ უკრაინის მართლმადიდებლურ რეგიონებში თავიანთი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას, რომ ფილარეტი მალე გარდაიცვლება და, საერთოდ, რომი არ უნდა ჩაერიოს მართლმადიდებლობის პრობლემებში, მით უფრო, რომ კონსტანტინოპოლმა აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურობა. საეჭვოა, რომ რომი ასეთ ვითარებაში გარისკავს უნიატებთან საჯარო დაპირისპირებას. სავარაუდოა, რომ განზე გადგება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უნიაში, ფაქტობრივი, გადასვლის სანაცვლოდ გაერთიანებული ეკლესიის მეთაურად ფილარეტის არჩევით ბერძენი კათოლიკები მიიღებენ დე ფაქტო პატრიარქს (რაზეც, დიდი ხანია, ოცნებობენ), ასევე _ სრულიად უკრაინის სტატუსს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ეკლესიისთვის, რომელიც ებრძვის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. ფილარეტი სადაცაა 90-ის გახდება და მის ადგილზე შესაძლებელი იქნება სხვაპატრიარქისარჩევა.

რთული სამუშაოა შესასრულებელი, კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს. მარტისთვის ბართოლომეოსმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ბევრს ეცადა თავისთვის და გამოუვიდა სხვისთვის. უკრაინაში მან, ფაქტობრივად, ვერაფერი მიიღო და შეიძლება დაკარგოს ისიც კი, რაც გარანტირებული ეგონა.

მაგრამ ფენერისთვის სიტუაციის დრამატიზმი ისაა, რომ უკრაინაში საწადელს ვერ მიაღწია, დანაკარგები ეზრდება სხვაგანაც. 1990-იანი წლებიდან რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველად განაცხადა ორი საეგზარქოსოს შექმნის შესახებ: დასავლეთ ევროპაში (ცენტრით პარიზში) და სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში (ცენტრით სინგაპურში). ამას გარდა, ყალიბდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, რომელიც მოიცავს ესპანეთსა და პორტუგალიას, ცენტრი მადრიდში იქნება განთავსებული.

აქამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფორმალურად არ აღიარებდა დიასპორებთან მუშაობას ფენერის მიერ მითვისებულ ექსკლუზიურ უფლებას იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ეკლესიები, და ცდილობდა არ გაემწვავებინა ვითარება (1990 წლისთვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა საეგზარქოსო უცხოეთში გაუქმებული იყო). დღეს მათ აღადგენენ. ადვილად მისახვედრია, რომ დასავლეთევროპულ საეგზარქოსოში შევა, მაგალითად, ფენერის ანალოგიური საეგზარქოსო, რომელიც ბართოლომეოსმა შარშან, შემოდგომაზე გააუქმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში მისი პოზიციის გაკრიტიკების გამო. სხვა ადგილებშიც უფრო ძლიერი და უფრო ადეკვატური რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განდევნის ვერცხლის მოყვარულ სტამბოლელ ქვეშქვეშებს. ყოველ შემთხვევაში, მიტროპოლიტი ილარიონი დაგვპირდა, რომ ამიერიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იმოქმედებს ისე, თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საერთოდ არ არსებობს.

უკრაინაში ცარიელზე დარჩენილი სტამბოლელი გაიძვერები კარგავენ არცთუ მრავალრიცხოვან, მაგრამ გავლენიან და შეძლებულ სამრევლოებს დასავლეთ ევროპაში. ეს პროცესი პერსპექტივაში სრულიად მსოფლიოში გავრცელდება. ამასთანავე, თუ დაკარგავენ სამრევლოების მნიშვნელოვან ოდენობას თურქეთის საზღვრებს მიღმა, გამორიცხული არ არის, ბართოლომეოსი გადაიქცეს “ერთი კვარტლის პატრიარქად”, ასეთი პატრიარქი თურქეთსაც არ სჭირდება. ანკარა დაინტერესებულია მსოფლიო მართლმადიდებლობაზე გავლენის მქონე ძალით და არა არაფრისმქნელი სტრუქტურით, რომელიც თურქეთის ბიუჯეტზე პარაზიტობს.

პოროშენკომ შეიძლება მხარი დაუჭიროს ფენერის ინტერესების დამკვიდრების ძალისმიერ ვარიანტსაც, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს კარგი იქნეს ბართოლომეოსისთვის. მსოფლიო მართლმადიდებლობის თვალში იგი უკრაინაში მართლმადიდებლობის დევნის მთავარი დამნაშავეა, ხოლო დაპირისპირება ბართოლომეოსსა და ფილარეტს შორის არსად გაქრება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო, ჩანს, ფილარეტს დაუჭერს მხარს.

უკრაინა ფენერისთვის შეიძლება გადასაყლაპად ძალიან ძნელ და რთულ ლუკმად იქცეს. ყელში გაჩხერილისგან გათავისუფლება კი ბართოლომეოსს თავისი სიხარბის გამო გაუჭირდება.

მომზადდა ვებგვერდ უკრაინა.რუ-ზე გამოქვეყნებული

მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here