Home რუბრიკები ისტორია სტალინური წრთობის კადრები: ვასილ მჟავანაძე _ შტრიხები პორტრეტისთვის

სტალინური წრთობის კადრები: ვასილ მჟავანაძე _ შტრიხები პორტრეტისთვის

1262
ვასილ მჟავანაძე

წიგნები აზრთა ხომალდებია, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემენ ძვირფას ტვირთს”, _ წავიკითხე ნინო მჟავანაძისა და მარიკა კახაძის არაჩვეულებრივ წიგნშიასეთი იყო ჩემი საქართველო”. ამავე წიგნში უკვდავი ფოლკნერის აზრიცაა მოყვანილი: “სტრიქონი მაშინაა დაწერის ღირსი, თუ იგი წაკითხვის ღირსიცაა”. აი, ამ სიმართლის მკაცრი დაცვით იწყებს მამაზე, ვასილ მჟავანაძეზე, წიგნის წერას უმშვენიერესი ქალბატონი ნინო მჟავანაძე. პოეტური, შერლოკჰოლმსური, ნათელმხილველური ხერხებით ამოაქვს ადამიანთა გულებიდან ის პატარპატარა ბრილიანტები, რომელთა შეგროვებით იქმნება შინაარსობრივად, სანახაობრივად თუ ფასეულობებით უძვირფასესი განძი, ხელოვნების ნიმუში, რომელსაც პირობითად შეიძლება ვასილ მჟავანაძის ფენომენი ვუწოდოთ.

ვასილ მჟავანაძე თავისი ცხოვრებით თითქოს პარტიასთან, მის იდეოლოგიასთან არის დაკავშირებული, ბევრისთვის უცნობია, რა დოზითა და პრინციპულობით ასრულებდა თავის პარტიულ და იდეოლოგიურ ვალდებულებებს, მაგრამ მისი ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდი, რომლებიც მისი თანამებრძოლებისგან შეიქნა ცნობილი, მიგვანიშნებს, რომ, სადაც უნდა ყოფილიყო და რა მოვალეობაც უნდა ჰქონოდა შესასრულებელი, ვასილ მჟავანაძის ძირითადი საზრუნავი ადამიანი იყო.

ჰყვარებოდა სამშობლო თავზე მეტად, ყველა ქართველი ძმად და მეგობრად ჩაეთვალა _ ეს შეეძლო ვასილ მჟავანაძეს. ქვეყნის ინტერესების დაცვა უყოყმანოდ, სამომავლო შედეგების გაუთვალისწინებლად ყველას არ შეუძლია, ვასილ მჟავანაძეს კი შეეძლო.

რა იყო ვასილ მჟავანაძის, როგორც კაცის, ნაკლი? _ არაფერი! რა იყო მისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, ნაკლი? _ არაფერი! მის ოჯახში ქვეყნის სიყვარულის, სიკეთისა და პატიოსნების კულტი იყო. როგორ მართავდა ის მისთვის მიბარებულ ქვეყანას _ კომუნისტურად თუ მამაშვილურად? პასუხი ერთმნიშვნელოვანია _ მამაშვილურად! მაშ, როტომ განერიდა საყვარელ ქვეყანას, თავისი ოფლით მორწყულ მიწას და სხვაგან ჰპოვა განსასვენებელი? თუმცა მისი შვილებისა და შვილიშვილების ძალისხმევით სამშობლოში იქნა გადმოსვენებული და რიგითი ადამიანების გვერდით მიწას მიბარებული

ნუთუ ქართველმა კაცმა თავში არ უნდა შემოირტყას ხელი და ქვეყანა გააყრუოს ყვირილით: ეს როგორ?! მაშ, რისთვის არის საქართველოში რჩეულთა სავანეები? რა უნდა საქართველოში რეიგანის ძეგლს, ბუშის ქუჩას, მაკეინის საზოგადოებას, სოროსის ასეულობით ორგანიზაციას, მაშინ, როდესაც ჩვენი დიდი წინაპრების წმინდა საფლავები და ძეგლები (დაწყებული არჩილისა და თეიმურაზის საფლავებით და დამთავრებული რუსთაველის უზარმაზარი ძეგლით მოსკოვში, ბოლშაია გრუზინსკაიაზე) რუსეთის ქალაქებსა და მონასტრებშია? თბილისი გაივსო გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელთა სახელობის ქუჩებით, თითქოს ქვეყანაში არ არიან ადამიანები, რომელთა პატივსაცემადაც ქუჩებს სახელი უნდა დავარქვათ. გაუგებარი პროფესიის ადამიანებს მილიონობით ღირებულების ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები ადგათ საფლავებზე. ცნობილი სკულპტორის მიერ თაბაშირში შესრულებული ვასილ მჟავანაძის ბიუსტი კი, წლებია, სპონსორს ელის, რომ ბრინჯაოში ჩამოისხას და საფლავზე დაიდგას. რა ისეთ თანხასთან არის დაკავშირებული ის, რომ თბილისში ერთ ქუჩას ვასილ მჟავანაძის სახელი ეწოდოს?!

ვიქტორია და ვასილ მჟავანაძეები
ვიქტორია და ვასილ მჟავანაძეები

ვასილ მჟავანაძე კომუნისტური ხერხებით არ მართავდა ქვეყანას. ის საქართველოს მამა იყო და საქართველო და ქართველი ხალხი სწორედ კომუნისტურ ხროვას გამოსტაცა კლანჭებიდან _ დღეს ჩვენ, ვასილ მჟავანაძის თანამედროვენი, რომლებიც ცოცხლები დავრჩით, ჩვენი შვილებითა და შვილიშვილებით შუა აზიის სტეპებში რომ არ დავეხეტებით და ერთმანეთს საქართველოზე ზღაპრებს არ ვუყვებით ზამთრის გრძელ ღამეებში, სწორედ ვასილ მჟავანაძის დამსახურებაა

დიდი ბრიტანეთის 64-ე პრემიერმინისტრმა ენტონი იდენმა დაწერა:

მე სტალინთან ბევრჯერ მისაუბრია და არასოდეს მიფიქრია, რომ ვესაუბრები კომუნისტების ლიდერს, საუბრისას არასოდეს ახსენებდა მარქსსა და ენგელსს და გამოირჩეოდა პრაგმატიზმით. მას ჰქონდა კარგი, ბუნებრივი, ეტყობა, ქართული წარმოშობის მანერები, ძალიან ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომლებთანაც შეხება ჰქონდა. წინდახედულებითა და ოპერატიულობით გამოირჩეოდა. ყოველივე ამის უკან ძალა იდგა”.

ჰენრი კისინჯერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წწ.:

სტალინი მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ (და არა ინტერნაციონალურ _ გრ. ონიანი) ინტერესებს, ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადი ინტერესების ტვირთით”.

კისინჯერის ამ ერთ წინადადებაში ყველაფერი დევს. საბჭოეთი თავისი წარმატებებითა და ნაკლით სტალინის შემოქმედებაა. კომუნისტები რომ არ ყოფილიყვნენ და ქვეყანა ერთპიროვნულად სტალინს ემართა, საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო განვითარდებოდა და მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა. სწორედ ამაზე მიანიშნებს კისინჯერი სტალინის მოღვაწეობაში, როცა ფარისევლური მოვალეობისგან შორს დგომას და პრაგმატიზმზე ლაპარაკობს.

ვასილ მჟავანაძე

როდესაც ვასილ მჟავანაძის ცხოვრების დეტალებს გაეცნობით (ეს მაგალითები სწორედ ამიტომ მოვიყვანე), შეამჩნევთ, რომ თავისი ქმედებებით ის სტალინური წრთობის ადამიანია. მუშისა და გლეხის სიყვარული, გულუხვობა, უბრალოება, იუმორი, სიმდიდრისაგან შორს დგომა, მოყვასის დახმარება და ყველაფერი ის, რაც ადამიანს კეთილშობილ პიროვნებად წარმოაჩენს, ვასილ მჟავანაძის პიროვნებაში ზომაზე მეტად არის წარმოდგენილი.

საქმემან შენმა წარმოგაჩინოსო და აი _ ვასილ მჟავანაძის სახელთანაა დაკავშირებული:

1.ქართული სოფლის აყვავება, სოფლის მეურნეობის განვითარება. როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთო მოცულობამ ერთ მილიარდ მანეთს გადააჭარბა (დღეს? _ გრ. ონიანი);

2.საქართველოს სრული ელექტროფიკაცია. იგი ჩაერთო სსრკის საერთო ენერგოსისტემაში;

3.სრულ ციკლზე მომუშავე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ციტადელად აღიმართა ქართული ენის, კულტურისა და დემოგრაფიის დასაცავად. შეიქმნა იმის საფუძველი, რომ გადამწვარ სამგორის ველზე აშენებულიყო სოფლები: გამარჯვება და ახალი სამგორი, აგრეთვე, სამგორის მეფრინველეობის მეურნეობა, რუსთავის გარშემო დაიწყო სასოფლო განაშენიანება, მზით დამწვარ სამგორის ველზე გაშენდა ლეგენდარული ბაღები, რომლებიც, საუბედუროდ, დღეს აღარ არსებობს;

4.თბილისი მესამე ქალაქი იყო, რომელშიც აშენდა მეტროპოლიტენი _ მოსკოვის მეტროპოლიტენის შემდეგ ერთერთი დიდი პოსტსაბჭოთა სივრცეში;

5.იმხანად ოცნებაც არ შეიძლებოდა ისეთ სასპორტო ნაგებობაზე, როგორიც ვასილ მჟავანაძის თაოსნობით აშენდა _ თბილისის სპორტის სასახლე;

6.ვაკის სტუდქალაქის სტუდენტებს ფეხით გვიხდებოდა რამდენიმე ქედის გადავლა, ჩვენი ახლობელი და თანასოფლელი სტუდენტი რომ გვენახა, რომელიც, მაგალითად, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა და მედქალაქში ცხოვრობდა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო და დასრულდა კიდეც კლდის გაჭრა და ვაკე და საბურთალო ერთმანეთს დაუკავშირდა;

7.ბედნიერმა, ლაღმა და გამარჯვებულმა ქვეყანამ თბილისის 1500 წლისთავი ისე იზეიმა, რომ მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა საქართველოში და არ მგონია, მომავალშიც ჩატარდეს, ხალხმა გრანდიოზული ღონისძიებებით იზეიმა რუსთაველის 800 წლისთავი.

ისტორიული პიროვნებების შესახებ არსებობს ფაქტების მოძიების ორი საშუალება: პირველი _ საარქივო მასალებში შემონახული დოკუმენტების ამოღება; და მეორე _ თანამებრძოლთა გულწრფელი მონათხრობი.

ვასილ მჟავანაძე

ჩემი დაკვირვებითა და კომპეტენტური მკვლევარების მტკიცებით, XX საუკუნის ისტორიის უტყუარი დოკუმენტური მასალა არ არსებობს. ამ მოსაზრების მართებულობაში მარწმუნებს აღიარება (ყოველგვარი “დაკითხვისა” და წამების გარეშე) იმ “დამნაშავეებისა”, რომლებსაც მზის სინათლეზე გამოაქვთ სიმართლე, როგორ აყალბებდნენ ხრუშჩოვისა და შემდგომ გორბაჩოვის პერიოდში “კა-გე-ბეს” თანამშრომლების მკაცრი მეთვალყურეობით სტალინის არქივში დაცულ თითქმის ყველა დოცუმენტს. “ამბობენ”, რომ მასალების იმ 30%-ს, რომელსაც ხელი არ შეხებია, გრიფი “სრულიად საიდუმლოდ” არასდროს მოეხსნება, რადგან ცნობები ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და არა პიროვნებას. აქედან გამომდინარე, მასალა, რომელსაც ჩვენ დღეს გულში ვიხუტებთ, როგორც ახალ და ფასდაუდებელ დოკუმენტს, შეიძლება სულაც არ იყოს ორიგინალი.

რაც შეეხება თანამებრძოლთა გულწრფელ მონათხრობს, სამწუხაროდ, სანდო წყაროდ რიგ შემთხვევაში არც ის ჩაითვლება. ომის შემდგომი პირველი მემუარი, რომელიც გიორგი ჟუკოვმა გამოაქვეყნა (პირველი გამოცემა), ფაბრიკაციაა, რომელიც ხრუშჩოვის კარნახით დაიწერა. ჟუკოვმა სინდისის ქენჯნას ვეღარ გაუძლო და მეორე გამოცემაში (ხრუშჩოვის შემდეგ) ოდნავ შეასწორა ზღვარგადასული სიცრუე, მაგრამ ცენზურას მაინც ვერ გაექცა.

როცა ჟუკოვი, როგორი წნეხის ქვეშაც უნდა ყოფილიყო, დაწერს: სტალინმა სამხედრო რუკა არ იცოდაო, მისი მონათხრობი როგორ შეიძლება წყაროდ ჩაითვალოს?!

მარშალი როკოსოვსკი ხუთი წლის განმავლობაში ელოდებოდა წიგნის გამოცემას, რადგან მისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ წიგნში სტალინის სამხედრო სტრატეგიისა და პირადი დადებითი შტრიხების ამოღებას. მარშალმა ეს არ გააკეთა, მაგრამ წიგნის რამდენიმე თავი არ დაიბეჭდა.

სვეტლანა ალილუევამ გამოსცა “ოცი წერილი მეგობარს”, რომელშიც შეურაცხყოფილი იყო მამა. მან წიგნის მეორე გამოცემაში დაწერა, რომ, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმ ოთახში შევიდა, რომელშიც მისი წიგნი მუშავდებოდა, ორიგინალის ფურცლები თითქმის მთლიანად დაჭმუჭნილი და საქაღალდეში იყო გადაყრილი, წიგნი კი ხელახლა იწერებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.

საქართველოში, თუ ჩავთვლით, რომ სტალინზე საარქივო მასალები არ გვაქვს, გვრჩება მეორე გზა _ თანამებრძოლთა და მეგობართა მოგონებები (მემუარები).

სტალინის პიროვნებაზე, მასთან 14-წლიან ურთიერთობაზე ძირითადი მასალა კანდიდ ჩარკვიანის მემუარებია, როჰმელიც მან ორ ტომად გამოსცა ბრეჟნევის პერიოდში. ამ მემუარების პირველი გამოცემა სიმართლესთან ახლოს იყო, მაგრამ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. შემდეგ კანდიდის შვილმა გელა ჩარკვიანმა გამოსცა მამის მოგონებები სტალინზე ერთ ტომად, რომელშიც შეინიშნება გელა ჩარკვიანის შესწორებები. მან, აგრეთვე, გადაიღო ფილმი და ცალკე წიგნად გამოსცა სტალინისა და კანდიდ ჩარკვიანის შეხვედრები. ვფიქრობ, რომ ყველა მასალაში ბატონ გელას ხელი “ურევია”.

არის მეორე მასალა, აკაკი მგელაძის, რომელმაც დაწერა წიგნი “ასე ვიცნობდი სტალინს”. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ბატონი აკაკის ქალიშვილმა გამოსცა, აკაკის ერთი წინადადებაც კი არ არის შეცვლილი. თუ ამ ორ წყაროს ერთმანეთს შევადარებთ და კრიტიკული თვალით შევხედავთ, დავინახვთ, რომ ზოგიერთი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რატომ?

ვასილ მჟავანაძე

კანდიდ ჩარკვიანი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ (მოვიყვან ერთს, თუმცა ფაქტი ბევრია. _ გრ. ონიანი) აკაკი მგელაძე სტალინს მან გააცნო 1948 წელს და სულ ორჯერ მიიყვანა მასთან. აკაკი მგელაძე კი თავის წიგნში წერს, რომ კომკავშირის ყრილობაზე 1936 წელს ვოროშილოვმა ის სტალინს გააცნო, როგორც საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მას შემდეგ მას სტალინთან ინტენსიური შეხვედრები და სატელეფონო საუბრები ჰქონდა.

გამოდის, რომ ის ორი წყარო, რომლებიც ჩვენ სანდოდ მიგვაჩნია, ნაკლებად სანდოა.

მე რომ მკითხოთ, რომელი უფრო სანდო წყაროა _ კანდიდ ჩარკვიანის თუ აკაკი მგელაძის მემუარები, უნდა ვაღიარო, რომ უფრო სანდო წყაროდ აკაკი მგელაძის მოგონებები მიმაჩნია. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია მგელაძეს ცუდად მოექცა, ის ბერიას ცუდად მაინც არ მოიხსენიებს.

სტალინი, ჩარკვიანი, მგელაძე იმიტომ ვახსენე ამ წერილში, რომ, როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ომის შემდგომ წლებს საქართველოში უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. სტალინს აწვდიდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რომელთა გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა არც ისე კმაყოფილი იყო.

1951 წელს ლიკანში მყოფმა სტალინმა თავისი სემინარიის მეგობარი _ კორნელი კეკელიძეც კი არ მიიღო დასალაპარაკებლად და კეკელიძის ახლადგამოცემული წიგნი, რომელიც ავტორს საჩუქრად უნდა მიერთმია სტალინისთვის, დაცვას გადასცა. აკადემიკოსი ძალზე უკმაყოფილო გაბრუნდა თბილისში.

როგორც ჩანს, ომისშემდგომი პერიოდი საქართველო პირველკაცობისთვის გაჩაღებული ბრძოლის არენა იყო, რასაც კარგად ხედავდა სტალინი, ამიტომ ყველა მებრძოლ ავანტიურისტს გზა გადაუკეტა და საქართველოში აკაკი მგელაძე დასვა პირველ კაცად.

იყო თუ არა სწორი აკაკი მგელაძისგან კანდიდ ჩარკვიანის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანიის გამართვა? _ რა თქმა უნდა, არა! სწორედ მან შექმნა იმის წინაპირობა, რომ თავისი ხანმოკლე პირველკაცობის პერიოდში ბევრი შეცდომა მიაწერეს უპატიოსნეს აკაკი მგელაძეს, თუმცა არა ხალხმა, არამედ ზოგიერთმა ავანტიურისტმა.

დავუბრუნდეთ ვასილ მჟავანაძეს, რომელმაც მძიმე ვითარებაში ჩაიბარა რესპუბლიკა: აქეთ _ მეგრელთა საქმე, იქით _ ჯერ დაუსახლებელი ქლუხორი და ახალხევი, აწყვეტილი გიჟი ხრუშჩოვი, რომელმაც უკვე დაამარცხა მისთვის ყველაზე საძულველი ორი პიროვნება _ სტალინი და ბერია, გასანადგურებლი ჰყავს ქართველი ხალხი და ტირანთა სამშობლო _ საქართველო. აი ამ ვითარებაში ქვეყანას სათავეში ჩაუდგა გულჩვილი, კაცთმოყვარე, ბეჯითი, უღალატო, მაგრამ მტკიცე, ვით ფოლადი, პრინციპული დაუშიში ვითარცა უხორცო”, ზნეკეთილი და ყველას დამხმარე ვასილ მჟავანაძე.

ვასილ მჟავანაძე, ერთი მხრივ, ებრძოდა სუსლოვს, არ ცეკვავდა ხრუშჩოვის დაკრულზე; მეორე მხრივ, პოლიტბიუროს ყველა წევრს სთხოვდა, საქართველოსთვის დაებრუნებინათ ორი მოამაგე და ვალმოხდილი ადამიანი, თავისი წინამორბედები _ კანდიდ ჩარკვიანი და აკაკი მგელაძე, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდათ.

მჟავანაძის ავტორიტეტმა სიცხეში სინდიყის სვეტივით დაიწყო მაღლა აწევა, მას უამრავი მხარდამჭერი და დავალების პატიოსნად შემსრულებელი პარტიული თუ სამეურნეო მუშაკი ამოუდგა მხარში. რესპუბლიკაში შეიქმნა მეგობრობისა და აღმშენებლობის ატმოსფერო. ხელისუფლება მკაცრი ადმინისტრირებული მმართველობიდან ურთიერთგაგებისა და პატივისცემის რეჟიმში გადავიდა. ვასილ მჟავანაძემ პირადად გაიცნო თითქმის ყველა პარტიული და სამეურნეო მუშაკი, იცოდა ყველას გვარი და სახელი. იცნობდა მეურნეობის დირექტორებსა და კოლმეურნეობების თავმჯდომარეებს, მოწინავე მუშებსა და კოლმეურნეებს, მიდიოდა მათთან სახლში ლხინსა თუ ჭირში. მას აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა, რა უჭირდა და რა ულხინდა მისი ქვეყნის მოქალაქეს. მჟავანაძისთვის პატიოსანი ადამიანი იყო ყველაზე საყვარელი და ძვირფასი, მისთვის ემეტებოდა სახლი, ავეჯი, ავტომანქანა, თანამდებობა და ყველაფერი კარგი, რაც მისი კარგი კაცობიდან და მოვალეობიდან გამომდინარეობდა.

მჟავანაძის კეთილგანწობას ზოგიერთი ბოღმიანი კარიერისტი, ჩასაფრებული და ქვეშქვეშა ბოროტად იყენებდა და ჭორებს ავრცელებდა შესაბამისი ქვედანაყოფების მეშვეობით, რათა სახელი გაეტეხათ, როგორც რესპუბლიკისთვის, ისე მისი ღირსეული მეთაურისთვის. ერთგული ადამიანები შეფარვით თუ ღია ტექსტით ეუბნებოდნენ მოარულ ჭორებს, მაგრამ ვასილ მჟავანაძე თვლიდა და ასეც იყო, რომ ის მათზე მაღლა იდგა და ყურადღებასაც არ აქცევდა გავრცელებულ ჭორებს.. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ვასილ მჟავანაძის ქალიშვილის ქმრის, აკადემიკოს ხარატიშვილის მონაყოლი:

“მე მას (ვ. მჟავანაძეს) სადილის შემდეგ განმარტოებულად ვუთხარი ზოგიერთი რამ, რაც საზოგადოებაში მესმოდა, და ვურჩიე, ზოგიერთის შესახებ გაემახვილებინა ყურადღება. მან ირონიულად შემომხედა და მითხრა:

_ დროა, გამოხვიდე დიასახლისების სამზარეულოს პოლიტიკის სფეროდან. ქვეყანაში გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ვიდრე შენ გგონია. მეტი სიტყვაც არ უთქვამს, ისე გავიდა საუბრიდან, _ მითხრა ერთხელ ხარატიშვილმა კერძო საუბრისას.

დაბადებიდან 70 წლისთავზე ვასილ მჟავანაძის მოულოდნელი ჩამოცილება რესპუბლიკის პირველკაცობიდან, იყო მრავალწლიანი ფარული შეთქმულების შედეგი, რომელსაც ზოგიერთი ქართველი ავანტიურისტი ედგა სათავეში (შევარდნაძე არ მყავს მხედველობაში. _ გრ. ონიანი). სწორედ მათი მცდელობითა და მეცადინეობით, რასაც არ აკლდა ფინანსური უზრუნველყოფა, მოხდა მოსყიდვა “მეფის კარზე” დაახლოებული პირებისა, რომლებმაც დაარწმუნეს გონება და მეტყველებადაკარგული “მეფე” ვასილ მჟავანაძის პენსიაზე გასვლის აუცილებლობაში და იქვე დაუსახელეს საქართველოს მხსნელის კანდიდატურაც.

ჯერ კიდევ არ გასულა საკმარისი დრო, მაგრამ ისტორია თავის კონტურებს ხაზავს პიროვნებებზე, ვინ რა კვალი დატოვა ხალხის გულში და შემდგომ _ ქვეყნის ისტორიაში.

ცნობისათვის: ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე დაიბადა 1902 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში (გარდაიცვალა 1988 წლის 31 აგვისტოს მოსკოვში). ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). 1924 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედროპოლიტიკური აკადემია. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953 წლებში _ ხარკოვის, კიევისა სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში _ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მის დროს აშენდა სპორტის სასახლე, საფუძველი ჩაეყარა მეტროპოლიტენის მშენებლობას და დაარსდა სტალინის მუზეუმი.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here