Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

1696
სტალინი

ჟუკოვი თავს უფლებას რომ აძლევს, სტალინი შეაფასოს და ამას საზოგადოება მნიშვნელობას ანიჭებს, ეს გამომხატველია არა მხოლოდ ჟუკოვის დაბალი განათლებისა, რომელიც არ სცილდება მეორე კლასის მოსწავლის ცოდნის დონეს, არამედ საზოგადოების დაბალი აზროვნების დონეზეც მიუთითებს. ასეთივე სურათს იძლევა ვოროშილოვის, კონევის, ბუდიონის, ზოგიერთი სამეურნეო ხელმძღვანელისა თუ პარტიული მუშაკის შეფასებები სტალინზე.

საბჭოთა თანამედროვეთაგან სტალინის მიახლოებით სურათს ხატავს ანდრეი გრომიკო, როგორც ნიჭიერი და თავშეკავებული დიპლომატი, სტალინზე მხოლოდ დიპლომატიურ ნაწილში გამოთქვამს თავის შეფასებას, რაც მის დაკვირვებულ თვალს და გონებას არ გამორჩენია.

გვაქვს სტალინის შეფასების ქართული ვარიანტებიც, რომლებსაც არაფერი ჰქვია, მაკულატურის გარდა. ისინი ერთხმად გაიძახიან, რომ სტალინი დიადი პიროვნებაა, მაგრამ ერთი მაგალითიც არ არის წარმოდგენილი მისი სიდიადის გამომხატველი. არც სტალინის მოძულეთა ფაქტებია დამაჯერებელი, თუ არ ჩავთვლით ლევან ბერძენიშვილის აღმოჩენას, რომ “სტალინი ფიზიკურად ჭამდა ბავშვებს”, რომ “წიგნის კითხვით არ შეიძლება გახდეს ადამიანი განათლებული” და სხვ.

სულ სხვაა ფრანგი ჟურნალისტის შეფასება (რომელსაც შარლ დე გოლს მივაწერთ იმიტომ, რომ ის პრეზიდენტი იყო და მის სიტყვას მეტი ფასი აქვს) _ “სტალინი წარსულში კი არ გადაბარგდა, ის მომავალში გაიბნა”.

ამ ერთ წინადადებაში მოაქცია ავტორმა კაცობრიობის ისტორია, ანუ, სტალინი წარსულის მატიანე კი არ არის, მომავალშია მოსაძებნი, რომელიც დედამიწაზე მარგალიტებადაა მიმოფანტული.

ანალოგი არ მოეპოვება უისტონ ჩერჩილის გამონათქვამს სტალინის შესახებ, რომელიც პლასტებად არის დაყოფილი და თითოეულ პლასტზე ცალ-ცალკე სქელტანიანი ტომების შექმნაა შესაძლებელი. ან თუნდაც მყისიერი პასუხის მიღება სტალინისაგან “ტორჩის” ოპერაციაზე, რომელმაც ჩერჩილს ათქმევინა:

ჩვენ ამ საიდუმლო ოპერაციაზე ექვს თვეს ვიმუშავეთ გენერალურ შტაბთან ერთად და მისი წამებში ახსნა და იმის დამატება, რაც ჩვენ ოპერაციის შედგენისას ვერ გავითვალისწინეთ დედამიწაზე მცხოვრებ არც ერთ არსებას არ შეეძლო, სტალინის გარდა”.

რას უნდა მივაწეროთ ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურის “ამომავალი ვარსკვლავის” _ ლაშა ბუღაძის მიერ 24 ნოემბერს ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული შეფასება: “სტალინი ნაძირალა იყო”.

ან თუნდაც აწ განსვენებული აკაკი ბაქრაძის სიტყვები: “სტალინი პამპულა ბელადი იყო”, ან რეზო ჭეიშვილისა და სხვათა გამონათქვამები. ეს ხომ არ ნიშნავს ქართული ინტელექტუალური ზედა ფენის დეგრადაციას და უზნეობის ჭაობში გადაჩეხვას?

თუმცა იმედს ის მიჩენს, რომ “ქრისტე მრევლს ისე არ განუდიდებია, როგორც მისმა უარმყოფელებმა განადიდეს”.

თქვე მართლა ნაძირალებო, როგორ უნდა იცხოვროთ დედამიწაზე თქვენ და თქვენმა შთამომავლობამ, როდესაც თქვენი სალანძღავი სტალინიზმი მალე მსოფლიო რელიგიად გადაიქცევა?

მკითხველს მინდა შევახსენო ჩემ მიერ ბევრჯერ მოხსენიებული და ციტირებული იმანო მეიმეს ფილოსოფიური შეფასებები სტალინის შესახებ, რომელიც დიდხანს დაგრჩებათ მეხსიერებაში:

“დღეს თქვენ, თანამედროვე ადამიანს, შეუძლებელია, არ წაგეკითხათ ან რამე არ მოგესმინათ სტალინის შესახებ. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და ყველაფერს ჩასწვდა მის პიროვნებასა და ბიოგრაფიაში. იცით, რომ სტალინი ერთადერთი რაინდია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთელი სიცოცხლე ეთამაშებოდა სიკვდილს, არაერთგზის გაიქცა ციხიდან თუ გადასახლებიდან….. ებრძოდა თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის მანამადე უძლეველ მტრებს, ებრძოდა ფაშიზმს და კაცობრიობა დამონებისგან იხსნა. მოკლედ, გგონიათ ყველაფერი იცით მის შესახებ… ამის საფუძველიც გაქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, ცდებით…

თქვენ ნამდვილად ვერ გრძნობთ იმ კეთილისმყოფელ კვალს, რომელიც მან დაამჩნია კაცობრიობას; ვერ გრძნობთ მის რეალურ პიროვნულ სიდიადეს, როლსა და ადგილს მსოფლიო ისტორიაში. ჰოდა, გაემზადეთ განსაცვიფრებლად!

რა ხდება სამყაროში… რატომ და რისთვის ხდება… მოდი ჩემთან ერთად თქვენც იფიქრეთ ამაზე.

ამას რას მოვესწარი… ჩემი თვალით ვნახე ადამიანთა გასაცოდავება, გადაგვარება, გაუბედურება. ვნახე და თავადაც ვიწვნიე… მათ შორის უდავოდ მეც ვარ.

მე შევიძელი თავდავიწყება, თუმცა ვერასოდეს შევიძლებ სხვათა დავიწყებას, რადგან დანაშაულში მოწმე ვერასოდეს ვიქნები… დანაშაულში მე ან დაზარალებული უნდა ვიყო, ან მსხვერპლი… ვარ კიდეც!

ეს წიგნი ჩემი სულიერი წამების ქრონიკაა.

უზნეო გარემოში მტყუანი ხარ, დიდსულოვნად მოგიტევებენ,

მართალი ხარ, ელოდე ჯვარცმას!

ი. მ.

საყოველთაო სამართლიანობის ვითარებაში, თუ ხდება ცალკეული უსამართლობა, ეს ვერ იქნება უბედურება.

საყოველთაო უსამართლობის ვითარებაში, თუ ადგილი აქვს ცალკეულ სამართლიანობას, ეს ვერ იქნება კეთილდღეობა.

ი. მ.

აღუწყველია სამყარო თავისი ცხადითა და იდუმალებით… სამყაროში ცალკე სამყარო შენ ხარ, ადამიანო, შენი ცხადითა და იდუმალებით!

შენ ძალგიძს, დასახო, შექმნა და შეცვალო – ეს შენი სიძლიერეა!

გვაქვს სისუსტეებიც, შეიძლება მოტყუვდე ან წარიწყმიდო!

მოტყუებული სიკეთის სახელით ბოროტებას ჩაიდენ!…

წარწყმედილი ბოროტებას სიკეთეს დაარქმევ!…

შენ შენი ერი ხარ! შენ კაცობრიობა ხარ!

გახსოვდეს, შენი თანამოძმე-ადამიანი ვითარებისა და გარემოს მსხვერპლია, ე.ი., მისი ერთ-ერთი წარმომქმნელიც შენ ხარ.…კეთილი ინებე და გაინაწილე მისი ცოდვა-ბრალი!

სიკეთე, რომელიც შენ ყოველთვის თან უნდა გქონდეს, ეს სამართლიანობაა!

სამართლიანობა უდიდესი სიკეთეა!

გახსოვდეს, თუ უსამართლობას სჩადიხარ ათასი მართალის წინააღმდეგ ერთი მტყუანის სასარგებლოდ, ან ათასი მტყუანის სასარგებლოდ ერთი მართალის წინააღმდეგ, ერთნაირად ბოროტი და არაკაცი ხარ. უსამართლობას გთხოვენარაკაცად გთვლიან!

თუ სუსტს მოწიწებით ექცევი და მისი თხოვნის შემსრულებელიც ხარ, ძლიერისადმი მოწიწება და მისი ბრძანების შესრულება ვერასოდეს შეგარცხვენს.

თუ ძლიერთა წინააღმდეგ ამხედრებას ვერ ბედავ, არ გაგემტყუნება,… შიში გაბედული ადამიანის გონივრული განცდაა. შიში სიყვარულმა იცის,… შიში თავმოყვარეობამ და პატიოსნებამაც იცის.

შენ კაცობრიობის ნების მომხრე ან უარმყოფი უნდა იყო.…

უმთავრესი სიკეთე შენ საკუთარ სულში უნდა გადაარჩინო; თუ ვერ გადაარჩენ, გაგემტყუნება, რადგან თავისუფლებას, თანასწორობასა და სამართლიანობას ალტერნატივა არ გააჩნია.

ადამიანო, შეურიგდი ბედს, ეს შეიძლება შენს სიცოცხლეში არ აღსრულდეს!

იცოცხლე იმედით!

ი. მ.

ზნეობრივ გარემოში, ადამიანო, შენ ყველა ადამიანურ სიკეთეზე გაქვს უფლება და საწყალობლად არ გაქვს საქმე!

“დრო მოვიდა”… ეს წინათ იყო, XX საუკუნის დასაწყისში, ეპოქალური და განუმეორებელი. ავანგარდული მეცნიერული თეორიებისა და პრაქტიკული მოქმედებების ისტორია. დრო დაუდეგარი და იმდენად ტევადი, ასეულობით მნიშვნელოვან თარიღშიაც ვერავინ დაატევს. მოვიდა და მოიტანა ცისფერი იმედის სამყარო, უცნაური და სანატრელი, თან მეცნიერული, თან დაუჯერებელი.

ასე ვთქვათ, მეცნიერულ-თეორიული ფანტასტიკა! “ზღაპრები” სოციალურ სამართლიანობაზე…. საყოველთაო თანასწორობასა და ათას სხვა ძნელად სარწმუნოსა და ძნელად დასაჯერებელზე.

დედამიწაზე ათასმა წყალმა ჩაიარა, ათასმეერთემ ოცნების ეპოქა შემოაცურა. საუბრები სამართლიანობასა და თანასწორობაზე კაცობრიობის ყველაზე მოდური გატაცება შეიქმნა. სჯეროდათ თუ არ სჯეროდათ!.. მოსწონდათ თუ სძაგდათ.

მარქსიზმ-სტალინიზმის ტოლფას გატაცებას არ იცნობს სამყარო, ასეთი წარმოდგენაშიც შეუძლებელია. კაცობრიობის ამ უპირველეს ეპოქაში ცალკე ეპოქა… იოსებ სტალინი გახლდათ სამყაროს #2 საოცრება…

სასიამოვნო გამონაკლისი… პრეცედენტის პრეცედენტი… მიმზიდველი ბიოგრაფიით, რომელიც ზეაღსვლის მწვერვალებით, ისტორიული კვალით კაცობრიობის ისტორიაში აღემატება ყველა დროისა და ხალხების ათეულობით უდიდეს პიროვნებას, ერთმანეთს მიმატებულს. ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა და ვერ შეთხზავდა ერთობლივად მხატვრული პროზის ათეულობით გენიალური შემოქმედი….

ზღაპრული მოვლენა, პიროვნება-ფანტასტიკა, რომელსაც ვერავინ დაიჯერებდა, ფაქტი რომ არა.

სტალინი, მისი ცხოვრება და შემოქმედება რევოლუციამდე, რევოლუციაში და რევოლუციის შემდეგ ეს ცალ-ცალკე ადამიანური სასწაულებია. იგი უდავოდ წარმოადგენს ზეადამიანს, გნებავთ, ღმერთკაცს, რომლის გარდაცვალებასაც აქვს თავისი “სიცოცხლე”. ამდენად, სტალინის ბიოგრაფია ორ ეპოქად უნდა იყოს განხილული _ სიცოცხლისა და სიკვდილის ბიოგრაფიად.

სიცოცხლის _ როცა სტალინის, როგორც რევოლუციონერის, სიცოცხლეს ახლდა სიკვდილის, დატყვევების, დაპატიმრებისა და გადასახლების ხიფათი, როდესაც იგი თავისი ზეადამიანური ინტელექტით მრავალს ეჭიდებოდა და იმკვიდრებდა ლიდერის ადგილს პარტიაში თუ სახელმწიფოში, როდესაც განსაზღვრავდა სამყაროს გადანაწილებისა და განვითარების საზღვრებსა და მიმართულებებს, როდესაც ამკვიდრებდა დედამიწაზე ეროვნული თუ პიროვნული თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის იდეალებს.

სიკვდილის ბიოგრაფია _ როდესაც ე. წ. ხალხის მტრები ყველა ხერხითა და საშუალებით ებრძოდნენ მის სახელსა და ავტორიტეტს, ებრძოდნენ კაცობრიობის უდიადეს მონაპოვარს თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის იდეალებს. ებრძოდნენ და კიდეც გაიმარჯვეს, გაიმარჯვეს და… სასურველი რეალობად გაასაღეს… გაუვიდათ.

ვიდრე სტალინის უკვდავების ქრონიკების ეპიზოდებზე მსჯელობას დავიწყებ, უნდა მოგიბოდიშოთ, ვინაიდან მოხდენა “სასწაულებისა”, რასაც თქვენთვის ვაპირებ, სულაც არ არის ჩემი მოწოდება. დიახ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ “მოვცდებოდი” ისტორიულ გმირზე წიგნის დასაწერად, თუნდაც ის უპირველესი ვინმე ყოფილიყო. ჩემი ახირების პრინციპზე უარის თქმას, ბუნებრივია, აქვს საფუძველი, კერძოდ ის, რომ სტალინზე აზვირთებული ცილისმწამებლური ბუმის ეპოქაში შემექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მასზე ისტორიული სიმართლის გასაღებს მხოლოდ მე ერთი ვფლობ. აქ ჩემმა ეროვნულმა თავმოყვარეობამაც ითამაშა როლი და… როგორც ხედავთ, უჩვეულო საქმეს შევეჭიდე, რასაც აღარ ვნანობ, რა თქმა უნდა, თუ არ მანანეს!

სტალინი… იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, დედითა და მამით უტყუარად ქართველი, ქართველი თავისი სულიერებით, გნებავთ, ფსიქიკური წყობითა თუ გარეგნობით. სულაც არ ვაჭარბებ, არც სურვილი მაბრმავებს. სტალინმა კრემლში ოფიციალურ მიღება-შეხვედრებში ქართული წეს-ჩვეულებების ელემენტები შეიტანა. შთამბეჭდავი იყო გორბაჩოვის მიღება პეკინში უმაღლეს დონეზე, სადაც იგი სტალინის წესითა და რიგით მიიღეს. აქ ასეც კი ითქვა, წმინდა ქართულად: ეს ბოკალი ბოლომდე უნდა დაიცალოს.

…და ეს ღრმადქართველი ბიჭი, ნანატრი გაზაფხულივით მოაწყდა დიდთოვლობით დაზაფრულ სამყაროს, მოევლინა, როგორც ფავორიტე, ოცნებებით აბორგებულ კაცობრიობას და იქვე იქცა ჯერ პროლეტარების, შემდეგ კი მთელი სამყაროს ერთადერთ იმედად.

ამთავითვე უნდა გამოგიტყდეთ, მე არ ვაპირებ სტალინის ბიოგრაფიის ქრონოლოგიურ აღწერას, ეს სხვების საქმეა…. ჩემი ჩანაფიქრი სხვა რამეს ისახავს მიზნად, რაც წამიკითხავს და დამამახსოვრდა, აქედანაც არა ყველა, არამედ ზოგიერთი ფრაგმენტის მოშველიებით, შევქმნა სტალინის პორტრეტი. გნებავთ, ხატი მისი უწმინდესობისა და უძლეველობის შესახებ. ჩემი ღრმა რწმენით, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვრო ის ძირითადი კანონზომიერებანი, რომელთა გამო შედგა სტალინის ერთობ მართალი, პრინციპული და შეუვალი პიროვნების მოსვლა პარტიისა და სახელმწიფოს, ჯერ რუსეთის, შემდეგ სსრ კავშირის სათავეში.

გავიხსენოთ… სოციალ-დემოკრატიული ბოლშევიკური პარტიის შიგნით ძირითადი ბრძოლა გაჩაღდა მას შემდეგ, რაც ტროცკი და მისი გუნდი ლენინიდან სტალინზე გადმოერთნენ. დღეს ტროცკისა და სტალინის პოლიტიკურ ორთაბრძოლას თანამედროვე ხელისუფლებისათვის ბრძოლას ვუწოდებ. Uუნდა ითქვას, რომ ეს ბრძოლა, ყოველ შემთხვევაში, თავის პირველ სტადიაზე არ იყო ორმხრივი, ვინაიდან ტროცკი და მისი “ძლევამოსილი” გუნდი ბრძოლას ცალმხრივად აწარმოებდა პარტიის ლიდერის მიმართ. ტროცკის გუნდს ძლევამოსილი ვუწოდე, რადგან ამ გუნდმა მანამდე ყოფა უტირა დიად ლენინს და, ასე ვთქვათ, ლიდერებთან ბრძოლის დიდი გამოცდილებაც მიიღო.

ჩემი ღრმა რწმენით, ტროცკის ბრძოლა სტალინის წინააღმდეგ მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლა ნამდვილად არ იყო. Eეს იყო ბრძოლა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური თეორიიდან ერთ-ერთის დასამკვიდრებლად. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ტროცკის მხრიდან წამოწყებულ იქნა ყველა ხერხითა და საშუალებით.

ვიდრე მე ე. წ. ხელისუფლებისათვის ბრძოლის საკითხებს საბოლოოდ შევაჯამებდე, მოთმინებისაკენ მინდა მოგიწოდოთ, ვინაიდან ვფიქრობ, ამისათვის მევალება ერთი-ორი ზედმეტი სიტყვის თქმა, მცირე ექსკურსის გაკეთება, ჩემთვის უდავოდ პატივსაცემი ებრაელი ერის მიმართ, როგორც მოგეხსენებათ, ტროცკი და მისი გუნდი მთლიანად დაკომპლექტებული იყო ებრაელი ეროვნების რევოლუციონერებისაგან. გულწრფელად ვაცხადებ, შემიძლია ხატზეც დავიფიცო, რომ მე დიდად დამფასებელი ვარ ებრაელთა გენიალობის, მიზანსწრაფულობის, რომლის წყალობითაც დედამიწაზე მათ სასწაული არაერთხელ მოახდინეს და, რა თქმა უნდა, დღესაც განაგრძობენ სასწაულების მოხდენას. ეროვნებით ებრაელი ჩარლი ჩაპლინი ჩემი უსაყვარლესი მსახიობი გახლავთ. როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, მე სტალინი სამყაროს მეორე საოცრებად მივიჩნიე. ალბად, ბუნებრივია, ყველას მაშინვე გაგიჩნდათ ინტერესი, ვინ ან რა იქნებოდა სამყაროს პირველი საოცრება. უდავოა და უეჭველი, რომ ეს ეგვიპტის პირამიდები არ არის, ეს ებრაელი ერია. ებრაელებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მტკიცებას, ალბათ, მიმიხვდით, მწადია, სხვა სიმართლეც მოვაყოლო.

ვიწყებ… ისრაელის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ებრაელების ფსიქიკის ერთ-ერთი მახასიათებელი მათი გამორჩეული თვითმყოფადი მსოფლმხედველობაა. მათ შექმნეს და გაითავისეს სხვა ქვეყნებში, ასე ვთქვათ, “მშობლიურ უცხოეთში” ცხოვრების მობილური კანონები, რომლებიც არასოდეს ემთხვევა იმავე საზღვრებში მოსახლე მკვიდრი ერის ცხოვრების ნორმებს, რაც კიდეც განსაზღვრავს “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელთა დამოკიდებულებას ქვეყნის სახელმწიფო თუ ნაციონალური ინტერესების, აგრეთვე, აბორიგენი მოსახლეობის მიმართ. ასევე განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას ზოგადსაკაცობრიო იდეალებთან და საერთოდ, სამყაროსთან. ამდენად, უდავოა, რომ “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელი სხვებზე მეტი სულიერი სიღრმის პიროვნებაა, იგი გაორებულია და ყოველთვის მობილიზებულია ამ გაორების დასამალავად. მისი იდეოლოგია “თავისიანებთან”, ებრაელებთან სხვაა, არაებრაელებთან _ სხვა, რაც ჩემთვის უდავო და უეჭველია. მეტსაც ვიტყვი, “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელები, ასე ვთქვათ, “გასამხედროებული” სულის ადამიანები არიან, რომლებიც მზად არიან, დამალონ საკუთარი სახე და არ თქვან ის, რასაც ფიქრობენ.

ებრაელთა სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მათ “მშობლიურ უცხოეთში” გადაბირებულ პირთა თუ სხვა ეროვნებად მონათლული მზვერავ-ებრაელ-პოლიტიკოსთა მეშვეობით შეძლეს მთელი კაცობრიობის მოტყუება, უფრო კი დაყოლიება. მათ შეძლეს, დაებრმავებინათ ხალხები. მათ უფრო უარესიც შეძლეს… ასე ვთქვათ, “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე უდავოდ გენიალურმა ებრაელებმა თავიანთი უნიკალური ტალანტით შექმნეს და განახორციელეს “მსოფლიოს ათვისების” დივერსიული პროგრამა, თავს მოახვიეს დანარჩენ კაცობრიობას ასიმილაციის, ნაციონალურ-პატრიოტული სულისკვეთების განელების თეორიულ-პრაქტიკული მოდელი, რომელიც ებრაელთა ინტერესების მქონეა და რომელიც აკანონებს მათ ეკონომიკურ ძლევამოსილებას, შეუზღუდავ თავისუფლებას და განამტკიცებს “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელთა ჰეგემონიას მსოფლიოში.

ეს მაშინ, როცა “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელებმა, სწორედ რომ ეროვნული რელიგიისა თუ იდეოლოგიის წყალობით, თავისი ერის შიგნით გაიძლიერეს ნაციონალურ-პატრიოტული თვითშეგნება, შექმნეს გაებრაელების ყველა საჭირო პირობა და ნორმა.

ყოფილ საბჭოთა კავშირში, ებრაული წარმოშობის ვინმე ცვეტოვმა საკავშირო ტელევიზიით შერისხა ქართველი დედა, რომელიც თავისი ვაჟიშვილის რუს ქალზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო. ამით შეურაცხყოფილი საქართველოს ინტელიგენციის ერთი ნაწილი ამავე ტელევიზიით გამოვიდა თავის მართლებით. სამწუხაროა, რომ მათ ყველას დაავიწყდათ, ეკითხათ ცვეტოვისთვის: რა სასწაულით შეინარჩუნა მან, “ათასი წლის” წინათ რუსეთში ჩამოსახლებული ებრაელი წინაპრების შთამომავალმა, ასე აშკარა ებრაული ფიზიონომია?

“მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელებს, განსხვავებით დანარჩენი მოსახლეობისაგან, ყოფა-ცხოვრების თუ სულიერი განვითარების სხვა მიმართულებები აქვთ. ამდენად, ებრაელებს არასდროს ეშინიათ ქვეყანაში ამორალური ატმოსფეროს გაძლიერებისა, რადგან ეს მოვლენა მათზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს და მე ვიტყოდი, პირიქით, არ იქნება გასაკვირი, თუ ვინმე არსებით განსხვავებას დაინახავს ისრაელისა და მის გარეთ მცხოვრებ ებრაელებს შორის.

ერთხელაც, კარგად მახსოვს, მოსკოვში მცხოვრებმა სომეხმა ამაყად მითხრა, რომ ის მტკიცე ინტერნაციონალისტია. თავი ვერ შევიკავე და, ალბათ, ვაწყენინე, როცა ვუპასუხე: შენთვის, “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ადამიანისათვის, ინტერნაციონალიზმი პირადი კეთილდღეობის პოლიტიკაა-მეთქი.

მე უკვე მოვიხსენიე ებრაელი ერი ძლევამოსილ ერად, სიტყვა ჰეგემონიაც ვახსენე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: აშინებთ თუ არა ებრაელებს დღეს რაიმე? დღეს, რა თქმა უნდა, მათ აღარაფერი აშინებთ, გარდა “წარსულის გახსენებისა”. ეს სტალინიზმის გახსენებაა, სოციალ-ეკონომიკური წყობილება აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ მკვიდრი ერის ინტერესებში.

სტალინიზმი სახელმწიფოს თუ საზოგადოების მოწყობის ის მექანიზმია, რომლის იდეოლოგიაზე აღზრდილ ადამიანებს ერთსულოვნად სწადიათ, საკუთარ სამშობლოში დამკვიდრდეს თავისუფლება, სამართლიანობა და თანასწორობა. აქ, ალბათ, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას. კერძოდ, იმას, რომ მკვიდრ ერებში ვგულისხმობ, როგორც ისტორიულ, ისე ახალ ერებს, ანუ ვგულისხმობ კაცობრიობის უმრავლესობას, რის წინააღმდეგაც დღესაც წარმოებს “ბრძოლა”. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ის მიგრაციული პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში, თავიდან ბოლომდე მიმართულია ერთი მიზნისაკენ _ დაირღვეს თანაფარდობა მკვიდრ ერსა და “ჩამოსახლებულთა” შორის, ჩამოსახლებულთა სასარგებლოდ.

კერძო კაპიტალით საქართველოს დაპყრობის დღიდან მოყოლებული ჩვენი პოლიტიკოსები ამაყად გაიძახიან, რომ საქართველოდან “გასულია” უკვე მილიონზე მეტი ქართველი, რაც პატრიოტებისათვის უდიდეს ეროვნულ უბედურებას წარმოადგენს. როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ბედის უკუღმართობით დემოგრაფიულ უკიდურესობაში ჩავარდნილი მცირერიცხოვანი ერია, აქ კიდევ ერთბაშად ერთ მილიონზე მეტი დაკარგული ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქართველები უკვე უმცირესობაში ვართ.

XX საუკუნეში ებრაელთა ჰეგემონიზმის წინააღმდეგ ორი ისტორიული პიროვნება გამოვიდა: სტალინი და ჰიტლერი. გამოვიდნენ ურთიერთგანსხვავებულად, სხვადასხვა ისტორიული მისიით. ჰიტლერმა ჩაიფიქრა და ნაწილობრივ განახორციელა ებრაელი ერის სრული ამოჟლეტა. სტალინმა ჩაიფიქრა და განახორციელა ებრაელთა სულიერი გაკეთილშობილება. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირში მოსახლე ებრაელების უდიდესმა ნაწილმა იშრომა და იცხოვრა თანასწორობისა და სოციალური სამრთლიანობის პრინციპებით და ამ პრინციპების ერთგული გახდა.

ნურავის მოეჩვენება უცნაურად, თუ სტალინის მიერ დედამიწაზე თავისუფლების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების მცდელობა, რომლითაც სამყაროს გარკვეულ ნაწილზე დროებით შეწყდა ებრაელთა ჰეგემონიზმი, ებრაელთა მსოფლიო “ანტისაზოგადოებამ” არანაკლებ სახიფათოდ მიიჩნია, ვიდრე ჰიტლერისეული გეგმა მათი სრული ამოწყვეტის შესახებ.

ასეთი განცხადების შემდეგ ჩნდება კითხვა: თუ ებრაელები მართლაც მოწინააღმდეგეები არიან თავისუფლების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეალების, მაშ, რამ გამოიწვია რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, როგორც მენშევიკურ, ასევე ბოლშევიკურ ნაწილში, ებრაელი ეროვნების რევოლუციონერების იმ რაოდენობით მოსვლა, რომელიც ამეტებდა სასურველს ქვეყანაში, რომელსაც რუსეთი ერქვა.

განვმარტავ: უდავოა, რომ, უწინარესად, კომუნიზმის იდეალების მომხიბვლელობამამასთანავე, მაშინდელი რუსეთი არ ქმნიდა ყველა იმ პირობას, რაც მისაღები იქნებოდა უკვე პრეტენზიაგაჩენილი ებრაელებისათვის. ამ ისტორიულ პერიოდში ებრაელები ეძებდნენ გზას თანასწორობისაკენ. ამისათვის აუცილებელი იყო რუსეთში თავადურარისტოკრატიული პრივილეგიების გაუქმება და ისეთი რუსეთის შექმნა, რომელშიც იბატონებდა მხოლოდ ფულადი რეჟიმი. დიახ, ფულით სამყაროს მართვა, სწორედ ის ბერკეტია, რომელსაც უთუოდ მივყავართ ებრაელთა ჰეგემონიზმისკენ.

ბუნებრივია, ასეთი ვერსიების პირობებში არ გამოვრიცხავ ებრაელი მენშევიკებისა და ებრაელი ბოლშევიკების პოზიციურ ერთიანობას. რადგან არ გამოვრიცხავ, ბუნებრივია, იმასაც ვფიქრობ, რომ სოციალ-დემოკრატული… პარტიის გახლეჩა და ებრაელ რევოლუციონერთა გადანაწილება ბოლშევიკებად და მენშევიკებად ერთი პოზიციის არსებობის შემთხვევაში უდავოა, რომ ეს იყო სადაზღვევო, შორსმჭვრეტელური პოლიტიკა სახელმწიფოს სათავეში უცილობლად ებრაელი მოღვაწის გაყვანისა რუსეთის ტახტიდან მეფის ჩამოგდების შემთხვევაში.

ჩემი ეს მოსაზრება მართლდება იმითაც, რომ სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი ებრაელი რევოლუციონერი წინ აღუდგა სტალინის ბოლშევიკურ იდეოლოგიას, საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნას აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებში, წინ აღუდგა და თავი დაიღუპა.

დიახ, ჩემთვის ეს უდავოა და უეჭველი, რომ სტალინიზმი, იგივე სოციალიზმი _ ეს არის ქვეყნის თუ დედამიწის მოწყობის კეთილშობილური პატრიოტული ვერსია დაფუძნებული თანასწორობის, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის ამაღლებულ პრინციპებზე.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. მადლობა, ბატონო გრიშა, იმანო მეიმეს (დენიზა სუმბაძის) ეპოქალური ნააზრევის გაცნობისათვის. თქვენ ადრეც გამოგიქვეყნებიათ იგი, მაგრამ წაკითხული არ მქონდა. ქალბატონ დენიზაზე ყოველთვის დიდი წარმოდგენის ვიყავი, მაგრამ თუ ასე ყოვლისმომცველად აზროვნებდა, არ ვიცოდი. დიდება მას და დიდება თქვენ, მსოფლიო სიცრუით დაბნელებულ ადამიანებს გონებას რომ უნათებთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here