Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

849
სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

მკითხველის წინაშე გულახდილი რომ ვიყო, ვიტყვი: არ მინდოდა, სტალინის სახელთან მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკის კატაკლიზმების დაკავშირება, მაგრამ მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა ჩემზე პირდაპირი შეტევა განახორციელა, რათა ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული საქმე და თემა დამემთავრებინა, ამიტომ გადავწყვიტე, ფურცლებზე გადამეტანა ყველას დარდი და ტკივილი, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო უთქმელი რჩება.

მაშინ, როდესაც პლანეტის დიდი სახელმწიფოები თითქოს ერთ მუშტად იკვრებიან, დიდი შვიდეულიდან დიდ ოცეულამდე ერთიანდებიან და კიდევ, ვინ იცის, რამდენი დაემატებათ, განა არ შეუძლიათ ყველა იმ სიმახინჯისა და ბოროტების აღკვეთა, რომლებიც აწუხებს დედამიწის მოსახლეობას? რა თქმა უნდა, შეუძლიათ და ეს შეუძლიათ თავისუფლად. რატომ ებრძვიან სტალინს და რატომ კრძალავენ კომუნისტურ სიმბოლიკას? თუნდაც ჩაქუჩსა და ნამგალს? _ მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამეგობრდნენ მუშა და გლეხი. ნუ გგონიათ, რომ ვინმეს ხალხთა მეგობრობა და ხალხში ერთი აზრისა და მიზნის გაჩენა აწუხებს. გახსოვთ, ალბათ, ბაბილონის გოდოლის ამბავი, რომელიც თითქმის ცის კიდემდე იყო აგებული. მისი მშენებლობა მაშინ შეწყდა, როცა მშენებელთა შორის ერთი ენა, ერთი განწყობა და ერთი მიზანი მოიშალა. კაპიტალისტური სისტემა, რომელიც მხოლოდ კერძო საკუთრებასა და კერძო კაპიტალზე დგას, არ შეიძლება ერთობის მომხრე იყოს, რომლის გაჩენაც მყისვე დაამხობს ერთეულების მიერ ხალხის მართვის უმარტივეს მექანიზმს. ნარკომაფიისა და ტერორისტული ჯგუფების მომრავლება-გაძლიერება ერთი მუჭა კაპიტალისტებისა და მათი მმართველი ძალის (მასონთა) ერთობლივი “ბრძნული” გადაწყვეტილებაა _ გაიხანგრძლივონ თავიანთი ერთმმართველობა პლანეტაზე.

ქრისტეს, მუჰამედის, ბუდას წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა მიმართულია ერთი მიზნისკენ _ შექმნან პლანეტის ღმერთი, რომელიც მასონთა ლოჟის ერთერთი წევრი იქნება და მათ ნებას დაემორჩილება. დანაშაულებრივი ორგანიზაციების შექმნა საშუალებაა, რომელიც რყვნის საზოგადოებას და არ ტოვებს ცარიელ ადგილს ადამიანური აზროვნებისთვის, სწორედ ეს არის ძირითადი ბერკეტი, რომლითაც ამუხრუჭებენ კაცობრიობას, სტალინსა და სტალინურ მოძღვრებას.

შეძლებს კი ერთი მუჭა კაპიტალისტებისა და მასონთა ერთობა, ყოველთვის მონობაში იყოლიონ მილიარდობით ადამიანი? შეუძლებელია.

იაპონიაში კომერციული საქმიანობის მოუგვარებლობით გამოწვეული ნერვული სტრესით ყოველწლიურად ათიათასობით წვრილი ბურჟუა იღუპება, მიუხედავად ამ ტრაგედიისა და მათი მესაკუთრული ტენდენციებისა, ქვეყნის ეკონომიკურ დასაყრდენს მაინც ეს დასაღუპავად განწირული ხალხის ფენა წარმოადგენს. განა იაპონიაში წასვლა გვჭირდება მაგალითების მოსაყვანად? როდესაც აქ, თბილისში, ვაკის რაიონში, ერთ-ერთი სახელოვანი ოჯახი თავისი კულტურითა და განათლებით წვრილ ბურჟუათა ნაკადში გაეხვია, სახლიდან ყველაფერი რომ გაყიდა ვალების დასაფარავად, ბოლოს აღმასრულებელმა სახლის დაცლა რომ დაიწყო, რათა სახლი გაეყიდათ. და ქვრივ დიასახლისს უკანასკნელი ვენური სკამი ოჯახიდან გაჰქონდა, შუა ოთახში სკამზე ჩამოჯდა და… სულიც განუტევა. ეს ადამიანი არ იყო ავადმყოფობის მსხვერპლი ან უბედური შემთხვევით გარდაცვლილი, ეს იმ სათაგურში მოჰყვა, რომლის გამართვაშიც თვითონ მონაწილეობდა.

არსებული წეს-წყობილების შეცვლა ეროვნული მენტალიტეტის გადასხვაფერება, პატრიოტული გრძნობების მასხრად აგდება და სამშობლო _ ჩვენი საფიცარი სიწმინდე _ სიბილწით შეიცვალა. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი ქმედებებია, რომლებიც ოკენის გაღმა დაიგეგმა და რომელსაც მოჰყვა უამრავი ცრუ ეროვნული, ცრუ პატრიოტული, ცრუ რელიგიური სექტების, პარტიებისა და ვითომდა ეროვნული გვარდიების შექმნა, მათ ჩამოაყალიბეს ცრუ იდეოლოგიაზე აღმოცენებული ფუყე სახელმწიფო, სხვაზე დამოკიდებელი, დამონებული, გაღარიბებული, გარყვნილი და უძლური ადამიანების ერთობა.

ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა” წერდა: რამდენი სუსტიც უნდა გაერთიანდეს, ის ძლიერ ძალად ვერასოდეს იქცევა”. გათითოკაცებული, თავმოყვარეობადაკარგული მამაკაცები, რომლებიც სოფლისა და ქალაქის ბირჟებზე არიან ჩამომჯდარნი და საშოვარზე გასული ქალების უძველესი პროფესიით ნაშოვნ ფულს ელოდებიან, რომ საღამოს ან თვის ბოლოს ასი გრამი არაყი გადაკრან. ასეთი ხალხი დამოუკიდებელი ვერასოდეს იქნება და დამოუკიდებელ ქვეყანას ვერ ააშენებს.

რამ შექმნა ასეთი კატასტროფა, როდესაც ჩვენი ქობულეთელი მეჩაიე თუ მეციტრუსე ოჯახი ორჯერ უფრო კარგად ცხოვრობდა, ვიდრე თურქეთში ვილაიეთის მფლობელი თურქი მოხელე?

ქობულეთი, მახარაძე (ოზურგეთი), ზუგდიდი _ ეს ხომ დასავლეთ საქართველოს ოქროს კუნძულები იყო, სადაც ცხოვრების დონე ნებისმიერი ქვეყნის საშუალო ფენის ცხოვრების დონეს ორჯერ მაინც აღემატებოდა. უნდა დავიმოწმო ჩემგან ხშირად ნახსენები უცნობი ავტორი იმანო მეიმე, რომელიც წერს:

“ამჯერად, განვმარტოთ, რატომ არ არის სტალინიზმი, იგივე სოციალიზმი “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ხალხების ინტერესებში. მართებული იქნება, ეს საკითხი რევოლუციამდელ რუსეთში მოსახლე ებრაელების მაგალითზე განვიხილოთ. თუმცა არც იმით შეიცვლება არაფერი, თუ, მაგალითად, ამ საკითხს ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლე ებრაელების მაგალითზე განვიხილავთ დღეის მდგომარეობით. მოკლედ, ქვეყანაში არსებული ტრადიციული სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ უსამართლობას, 95-99%-ით ებრაელის ინტერესების მქონეა, ხოლო სოციალური უსამართლობის დამამკვიდრებელი სახელმწიფო არ არის მხოლოდ 1-5% “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელებისა. ზედმეტად კი მიმაჩნია, მაგრამ მაინც განვმარტავ: 95% “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელებისა სოციალური უსამართლობის დამამკვიდრებელი სახელმწიფოების წყალობით უდავოდ მაღალ სოციალურ და, მე ვიტყოდი, პრივილეგიურ მდგომარეობაშიც კი იმყოფება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შედარებით დაჩაგრული 1-5% “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელებისა წინააღმდეგია იმ სახელმწიფოსი, რომელიც ამკვიდრებს სოციალურ უსამართლობას? ნურას უკაცრავად, განსაკუთრებული აღზრდის გამო, საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს ამ 1-5% ებრაელებისა არამც და არამც არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც კაპიტალისტური საზოგადოების მოწინააღმდეგე. ამ მცირე ექსკურსის შედეგად, ალბათ, ბევრი მიხვდით, რომ ქვეყნებში, სადაც დამკვიდრებულია სოციალური უსამართლობის პრინციპები, “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ებრაელების იდეოლოგია ემთხვევა მკვიდრი ერის გაბატონებული ნაწილის იდეოლოგიას, მათი ფსიქიკური წყობაც, ეროვნული საკითხების გარდა, თითქმის ერთი და იგივეა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორი დამოკიდებულებაა დღეს მსოფლიოში სტალინიზმის, გნებავთ, სოციალიზმის იდეალების მიმართ? ვიტყოდი, ძალზე სავალალოა, რომ სოციალიზმის იდეალები ისევ და ისევ არის კაცობრიობის უმრავლესობის ინტერესებში, მაგრამ ეს იდეალები უკვე აღარ არის კაცობრიობის უმცირესი ნაწილის ნებაც კი.

ასეთი ალოგიკური ვითარების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კაცობრიობა მოტყუებულია, ვფიქრობ, გადაგვარებულიც და სამყაროში აღარ არსებობს რეალური ძალა, რომელიც შეძლებდა ხალხთა მასების გამოფხიზლებას, განათლებასა და გადარწმუნებას. დღეს ეს უძნელესი ამოცანაა, რადგან გვაქვს “სოციალისტური ექსპერიმენტით” დანგრეულ-განადგურებული საბჭოთა კავშირი, კაპიტალიზმისკენ შებრუნებული ჩინეთი და სხვ. გვაქვს სოციალისტური იდეალებისადმი რწმენადაკარგული კაცობრიობა, კერძო საკუთრების მონოპოლიის გამარჯვება და, აბა, ვინღა მიაქცევს ყურადღებას იმას, რა ხერხებითა და საშუალებებით იქნა მიღწეული ეს მართლაც უსახელო გამარჯვება. დღეს დედამიწაზე უამრავია წვრილი მესაკუთრე, ვაჭარი, მეწარმე. ისინი მეწვრილმანეები არიან, მაგრამ მათი ფსიქიკა სრულფასოვანი ბურჟუაზიული ფსიქიკაა. როგორც აღვნიშნე, ბურჟუის მენტალიტეტი სოციალური სამართლიანობის საკითხებში მთლიანად ემთხვევა “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლეთა მენტალიტეტს, არამკვიდრი ერების ფსიქიკურ წყობას. სწორედ ბურჟუაზიული ფსიქიკის გადანერგვა დაიწყო საბჭოთა ხალხში გორბაჩოვმა თავისი გარდაქმნებით, როდესაც ქვეყანაში შექმნა უამრავი კოოპერატივი. როგორც გახსოვთ, ამ კოოპერატივებს მნიშვნელოვანი უპირატესობები მიენიჭა სახელმწიფო საწარმოებთან თუ დაწესებულებებთან შედარებით საფინანსო ოპერაციებში და მალე სახელმწიფო სექტორის ფინანსებმა კოოპერატივის ანგარიშზე გადაინაცვლა. ამ თავისი თუ სხვისი ავი ქმედებით გორბაჩოვმა შექმნა ბურჟუაზიის ფსიქიკის მქონე ადამიანები, რომლებიც შემდგომ გამოყენებულ იქნა სოციალური სამართლიანობის იდეალების წინააღმდეგ.

ამ დროისთვის “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლე ხალხების მიერ არამკვიდრთა იდეოლოგიით, აგიტაცია-პროპაგანდით განადგურდა მკვიდრი ერების ეროვნული ღირსება და თავმოყვარეობა. განმეორებით აღვნიშნავ: ბურჟუის ფსიქიკა, “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლეთა გაბატონებული იდეოლოგიის წყალობით, ემთხვევა არამკვიდრი ერების ფსიქიკას და ისინი სოციალური უსამართლობის, ანტიეროვნული სახელმწიფოს დასაყრდენ ფენას წარმოადგენენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში ორი უმთავრესი პროცესი მიმდინარეობს: წვრილი ბურჟუაზიის რაოდენობის გაზრდა და მიგრაციული პროცესების მეშვეობით ამა თუ იმ ქვეყანაში მკვიდრ და არამკვიდრ მოსახლეობას შორის რიცხოვნული თანაფარდობის შეცვლა არამკვიდრთა სასარგებლოდ. ეს დღევანდელი ანტიპატრიოტული, ანტიეროვნული სახელმწიფოების უმთავრესი პოლიტიკაა.

საქართველოში სოციალიზმის რღვევა, ეროვნული მენტალიტეტის შეცვლა მოხდა ათასი უზნეობისა და უსამართლობის პროპაგანდის პრესის ქვეშ. სოციალისტური იდეალების პატივისცემის, ეროვნული თვითშეგნებისა და, საერთოდ, პატრიოტიზმის განელების მიზნით შექმნეს . . ეროვნულდემოკრატიული პარტიები და მიუსიეს ისინი თავგზააბნეულ ქართველ ერს. მერწმუნეთ, უცნაური ამბავი ხდებოდა საქართველოში: ხალხი არათუ ყოველწლიურად და ყოველთვიურად, არამედ ყოველღიურად იცვლებოდა. დღეს ერთ პოზიციაზე იდგა, ხვალ _ მეორეზე, მოკლედ, ერთობ ძნელი შესაცნობი შეიქნა ერი. არც გაემტყუნება, ის ხომ უზნეობის წნეხის ქვეშ მოიყოლეს.

ე.წ. ეროვნულ-დემოკრატულმა თუ დემოკრატიულ-ეროვნულმა პარტიებმა, რომლებსაც ბატონები ქვეყნის გარეთ, კერძო კაპიტალის სამყაროში ჰყავდათ, წარმოუდგენლად უზნეო საქმეები გააკეთეს. ამ არამზადებისაგან შეკოწიწებული პარტიების მეშვეობით საქართველოში სოციალური უსამართლობის იმპორტის მამამთავრებმა მალე ქართველ კაცს თავისი ერი შეაზიზღეს. პარტიების წამოწყებული თავისი ერის შეზიზღების საქმე, მალე ე.წ. ეროვნულმა პარლამენტებმა განაგრძეს, პარლამენტებმა, რომლებიც უზნეობის ტონის მიმცემი შეიქნა ქვეყანაში. მართალია, პირველი განდევნეს, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. მომდევნო პარლამენტს უკეთესობის საშუალება არ მისცეს და… პატრიოტებს სიცოცხლის უსაშინლესი დღეები დაგვიდგა, სამარცხვინო და გამანადგურებელი. მაშინ, როცა საქართველოს გახლეჩვის საკითხი წყდებოდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საქართველოს პარლამენტი მისთვის ვერასდროს იცლიდა და გულისამრევად ურცხვად გაურბოდა ომის თემაზე ათასში ერთხელ წამოჭრილ საკითხებს. არც ეცალა, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში წყვეტდნენ თავისიანების თბილ ადგილებზე დანიშვნის საკითხებს; სერიოზულად დავობდნენ არაფრის მაქნის დოკუმენტებში წერტილ-მძიმეების დასმის გამო. როგორც ამბობდნენ, მსოფლიოს საზოგადოებრიობის ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი. შეიძლება ეს მართლაც ასე იყო _ ისინი ხომ ქვეყანაში “სოციალური უსამართლობის” დამფუძნებელ კანონმდებლობას ქმნიდნენ. ეტყობა, კარგად იცოდნენ, რა საშინელებასაც სჩადიოდნენ და ყურადღების გადასატანად ერთმანეთთან ურთიერთობაში ისეთ უზნეო ატმოსფეროს ქმნიდნენ, რომ ხალხი პარლამენტართა არამზადობით უფრო იყო აღშფოთებული, ვიდრე თანასწორობის თუ სოციალური სამართლიანობის იდეალების დაკარგვით.

ეს უფრო ერის სიძულვილი იყო, ვიდრე უბრალო თავის მართლება… დეპუტატები მართლაც რომ ზიზღს ანთხევდნენ. თავად განსაჯეთ მათი სიტყვები, შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტი ზუსტად ის არის, _ ამბობდბებ ისინი, რაც, _ თავად ქართველი ერი.

მაინც, რას არ მოვესწარით ქვეყანაში სოციალური უსამართლობის დამკვიდრების პერიოდშისაშინელ სანახაობას ხომ თვლა არ ჰქონდა და უნდა ვიფიქროთ, რომ დამკვეთთა მიზანი მიღწეულ იქნაქართველებს, უმეტეს ნაწილს მაინც, საბოლოოდ გაუნადგურდათ ეროვნული სიამაყისა და ღირსების განცდა, თავმოყვარეობაც დავკარგეთ.

საქართველოს ტელევიზია ქართულ ენაზე ქართველ ახალგაზრდებს საოცარი სიმსუბუქით და არხეინობით ერთდროულად მოუწოდებდა საქართველოს მთლიანობისთვის აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ საბრძოლველად და, ამასთანავე, სავაჭროდ ტურისტული ჯგუფების შესაქმნელად. ტელევიზია ერთიმეორის მიყოლებით გვაწვდიდა სარეკლამო ცნობებს და ცნობებს ომში დაღუპულთა შესახებ. მარიონეტ, მოღალატე პოლიტიკოსთა მეშვეობით ქართველი ერი გაიყო სამ ნაწილად: მისი საუკეთესო პატრიოტული ნაწილი, მეტწილად ახალგაზრდები, განწირული საზარბაზნე ხორცად; მისი უმრავლესობა, განწირული სიღატაკისათვის და მისი უმცირესობა, გაფაციცებული ფულის მოსახვეჭად.

უარესი თურმე წინ გვქონდა… ჩემი აზრით, ეს არის ახალი ქართველების ახლებური აზროვნება, როცა ქართველმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წარმოებული ომები გადაჭრით მიიჩნიეს ფულის მოსახვეჭ სტრატეგიად… ომი, ხალხის ჟლეტა ბიზნესმენების გასამდიდრებლად. ჩემთვის ეს ახალი ამბავი არ ყოფილა, რადგან ვიცოდი, რომ კერძო კაპიტალის სამყაროში წარმოებულ ომებს ბიზნესგეგმაც მართავს და ეს სოციალური უსამართლობის სამყაროს სტრატეგიაა. მე, უბრალოდ, ამის მოსმენა იმ ხალხისგან გამიკვირდა, რომელიც სტალინიზმს უაზრო ექსპერიმენტად მიიჩნევს, ხოლო თვითონ სტალინს _ სასტიკ პიროვნებად. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება სისასტიკე გაემტყუნოს პიროვნებას, თუ იგი შეეცდება, ქვეყანას, კაცობრიობას ააცდინოს ის წარმოუდგენელი საშინელებები, რომლებიც საქართველოში სოციალური უსამართლობის დამკვიდრებას მოჰყვა და მოჰყვება.

თავზარდამცემი იყო ის, რომ:

საქართველოში პატრიოტული გრძნობების განელების თანამიმდევრულად ქართველ ერს თავს მოახვიესმშობლიურ უცხოეთშიმოსახლეთა იდეოლოგია. სწორედ ამ იდეოლოგიის ზეწოლის ქვეშ მოხდა ქართველთა გონებაში უცხო ტვინების გადმონერგვა, .., მოხდა ჩვენი ფსიქიკის შეცვლა. ამ უბედურების საწყის დროის მონაკვეთში, როდესაც მოხდა ნაციონალიზებული საკუთრების მონოპოლიის კერძო საკუთრების მონოპოლიით შეცვლა, ახალი ქართველები ახალი წარმოდგენებით ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ ფასიანი სწავლება და სხვა მომსახურება უკეთესია უფასოზე. ამასთანავე, რაზეც უნდა ჩამოეგდოთ სიტყვა, ყველა საკითხს თუ ამბავს აუცილებლად მოაყოლებდნენ ქართველი ერის ლანძღვაგინებას და საკმაოდ მოკლე დროში მშობელი ხალხის ცნობა მართლაც შეუძლებელი შეიქნა.

დღევანდელ მსოფლიოში კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე სოციალური სამართლიანობის იდეალებისადმი, სტალინიზმისადმი ადამიანთა ინტერესის განელება გამოწვეულია არაერთი დივერსიული ფაქტორით. არაერთხელ დავფიქრებულვარ კაპიტალისტურ ქვეყნებში ნარკომაფიისა და ტერორისტთა ჯგუფების მომრავლება-მომძლავრებაზე. ასევე, ქრისტიანული აღსარების ქვეყნებში გარყვნილებისა და კაცთა კვლის დამკვიდრებაზე. ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებს საკმარისად გააჩნიათ ძალები, აღკვეთონ თავიანთ ქვეყნებში ეს უმსგავსოება, ჯგუფები თუ კლანები. მით უმეტეს, რომ ხალხი, კეთილი ნების ადამიანები ყოველთვის დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მომხრენი არიან. მოკლედ, კაპიტალისტურ სახელმწიფოებს ყველა შესაძლებლობა აქვთ, აღკვეთონ ქვეყანაში ადამიანთა შეურაცხმყოფელი, უფრო კი ხალხის გარყვნის, მოშხამვისა თუ მკვლელობის დანაშაულებრივი გაერთიანებები, თუმცა ასეთი რამ ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ხდება, პირიქით… ეს დანაშაულებრივი ძალები შემცირების მაგივრად მრავლდებიან და ძლიერდებიან. მახსოვს, ოდესღაც გაკვირვებულიც კი ვიყავი, თუმცა კარგა ხანია, ვხვდები, რაშიც მდგომარეობს ამ ანტიადამიანური მოვლენის საიდუმლო. უდავოა, რომ “დანაშაულებრივი გაერთიანებების” არსებობა მთლიანად არის კერძო საკუთრების მონოპოლიის სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებში. ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან ერთად ეს ანტიადამიანური მოვლენაც კერძო საკუთრების მონოპოლიის საზოგადოების გადარჩენის უმთავრესი საფუძველია. ამასთანავე, დანაშაულებრივი გაერთიანებები წარმოადგენს კერძო საკუთრების მონოპოლიის იდეოლოგებისა და მხედართმთავრების (მასონების) საიმედო დასაყრდენს. დიახ, ეს დანაშაულებრივი ძალები თავიანთი “მისიებით” უარყოფითად მოქმედებენ, უფრო ზუსტად კი, რყვნიან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის ინტერესებშია სოციალური და სამართლიანობის იდეალები ანუ სტალინიზმი.

ვფიქრობ, ძნელად გასაგებს არაფერს ვამბობ. დიახ, გარყვნილი საზოგადოებისთვის თუ პირებისთვის არ არსებობს იდეალები, მათთვის არათუ უცხოა სოციალური სამართლიანობის იდეოლოგია, არამედ მოუთმენელიც. და ისინიც დაუფარავად ებრძვიან სტალინიზმს თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა.

ამასთანავე, უდავოა, რომ სასამართლო პროცესის წარმოება სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ აშკარად წამგებიანი საქმეა. ასეთი სასამართლო პროცესი ყველაზე თახსირ საზოგადოებაშიც წამგებიანია, რადგან ის წამიერად მაინც დააფიქრებს ადამიანებს თავისუფლების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეალებზე… გამოიწვევს თანაგრძნობას იმ პირთა მიმართ, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის. ალბათ, მიხვდით, დიახ, სწორედ ამიტომ მოედო დედამიწას ტერორისტული გაერთიანებები, რომლებიც თითქმის ხელშეუხებლი არიან. ეს რეალური საშიშროებაა, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც კერძო საკუთრების მონოპოლიის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს მათი განადგურების საიმედო მექანიზმია. ამასთან, თუ საზღვარგარეთული ფილმების მიხედვით ვიმსჯელებთ, კერძო საკუთრების მონოპოლიის სახელმწიფოების სპეცსამსახურებიც არ ერიდებიან მკვლელობებს და ტერორისტულ აქციებს, “სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი” ინტერესებიდან გამომდინარე.

მოხდა ისე, რომ დღეს საზღვარგარეთის კომპარტიებში კერძო საკუთრების იდეოლოგიის მსახური უფრო მეტია, ვიდრე თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის იდეალების მოტრფიალე. ე.ი. პარტიებში ბევრია შეპარული “შპიონი” და ეს პარტიები, ფაქტობრივად, უკვე ფიქციას წარმოადგენს.

სტალინიზმის იდეალებისათვის ბრძოლის გასაჩაღებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ზნეობრივი გარემო, კაცობრიობის გაკეთილშობილება. დღეს მართლა სასაცილოდ გამოიყურება სტალინიზმის იდეალების დასამკვიდრებლად ბრძოლის წარმოებაიატაკქვეშეთიდან”. სადღა არიან ადამიანთა ისეთი ჯგუფები, რომლებიც თავს გაწირავენ საკაცობრიო იდეალებისადმი. ასეთი ერთეულების პოვნაც კი გაჭირდება. ამდენად, დღეს იდეალებისთვის ბრძოლა, უპირველესად, კაცობრიობის გაკეთილშობილებით უნდა დაიწყოს. ეს არის ერთადერთი გზა სტალინიზმისკენ. სტალინი თავის მმართველობის ხანაში მთელი არსებით იბრძოდა ხალხთა მასების განათლებისთვის, იბრძოდა სახელმწიფო პროგრამით, იბრძოდა მორალურად გამძლე საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ვინაიდან თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის მოტრფიალედ მრავალმხრივად განათლებულ და ზნეობრივად მტკიცე ადამიანებსა და ხალხს მიიჩნევდა.

სტალინი, რა თქმა უნდა, თავისი ამ თვალსაზრისით ცამდე მართალი იყო. კერძო საკუთრების მონოპოლიის იდეოლოგები სოციალური უსამართლობის საზოგადოების გადარჩენას, უზნეობის დამკვიდრების თანაბრად, მასების გაუნათლებლობაში ხედავენ. გასაგებია, თანამედროვე ამერიკელთა უმრავლესობამ არაფერი რომ არ იცის მეორე მსოფლიო ომზე… წარმოდგენა რომ არ აქვთ სტალინიზმზე, ე.ი. თანასწორობის, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის იდეალების შესახებ.

უდავოა, რომ კაპიტალიზმის, ანუ კერძო საკუთრების მონოპოლიის საზოგადოების დამკვიდრება-გადარჩენას დღევანდელ მსოფლიოში სამი უმთავრესი საფუძველი აქვს: ბურჟუაზიული, ანუ “მშობლიურ უცხოეთში” მოსახლეთა იდეოლოგია, საყოველთაო უზნეობა და საყოველთაო გაუნათლებლობა.

განვაგრძოთ მსჯელობა. ახალ საქართველოში, ახალმა ქართველებმა ახლებური მსოფლმხედველობით “გორბაჩოვის გარდაქმნების” წლებში ქართველთა განათლებულობის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. ამტკიცებდნენ, რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის სულაც არ არის საჭირო ამდენი საგანმანათლებო ცენტრის, თეატრის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების არსებობა. ახალ საქართველოში უმთავრესი სიახლე ქართველთა საყოველთაო განათლებისა და კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ბრძოლის ნიუანსებზე თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ბრძოლის შედეგად ქართული კულტურის და მეცნიერების მთელი რიგი დარგებისა დასუსტდა და განადგურდა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here