Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

სტალინი _ შტრიხები პორტრეტისთვის

1276
სტალინი

გაზეთის წინა ნომერში, ჩემს მასალაში მოყვანილი იყო შემდეგი ფრაზა: “თქვენ ნამდვილად ვერ გრძნობთ იმ კეთილისმყოფელ კვალს, რომელიც მან დაამჩნია კაცობრიობას, ვერ გრძნობთ მის რეალურ პიროვნულ სიდიადეს, როლსა და ადგილს მსოფლიო ისტორიაში”.

როდესაც ამ სიტყვებს ვწერდი, მინდოდა, იქვე მიმეწერა თომას მანის გახმაურებული ფრაზა: “ყველა საფლავის ქვის ქვეშ წევს კაცობრიობის ისტორია”. როდესაც ეს სიტყვები მაქსიმ გორკიმ წაიკითხა, თქვა: “ვულგარული შედარებაა, მაგრამ ადამიანმა დაიმსახურა ის”. როდესაც ვამბობ, რომ ვერ გრძნობთ სტალინის სიდიადეს, ამით მკითხველს თითქოს შეურაცხვყოფ: “იქნებ ისინი უკეთესად აცნობიერებენ სტალინის სიდიადეს? ღმერთს ვთხოვ, ეს ასეც იყოს, მაგრამ, როგორც ღმერთია შეუცნობელი, ასეთივე შეუცნობელია თვით ცხოვრება და შემოქმედება ზეკაცი სტალინისა, რომელიც განგებამ ადამიანისთვის შექმნა, შექმნა საზოგადოებისთვის, ოჯახისთვის, ბიბლიისა და სახარების, დედამიწაზე ხალხთა ბედნიერებისა და თანასწორობის განსახორციელებლად. მაგრამ, როგორი შეუსაბამოა ყველაფერი, როდესაც მაცხოვარი მრევლმა ჯვარს აცვა, ქრისტეს მოძღვრების დედამიწაზე აღმასრულებელიც ხომ უახლოესმა ადამიანებმა მოკლეს. ნუთუ ბუნება თავადვე ეწინააღმდგება მის მიერ შექმნილ პროდუქტს, როდესაც სიმართლის მთქმელისთვის ცხენი ყოველთვის გამზადებული ჰყავს?! ამ ქვეყნიდან ყველა ჯოჯოხეთისკენ მიემართება, მაგრამ არავინ იცის, იქ რომელ კატეგორიაში ხვდება.

მკითხველმა არ იფიქროს, რომ ლევან ბერძენიშვილი გაუნათლებელი, უწიგნური და უინტელექტო ადამიანი მგონია, მაგრამ მისი პოსტულატე _ “წიგნების კითხვა ადამიანს განათლებულს არ ხდის”, მაფიქრებინებს, რომ ბერძენიშვილს დონ კიხოტის სინდრომი სჭირს.

მე რამდენჯერმე მკვეთრად უარყოფითად შევაფასე ლევან ბერძენიშვილის მავნებლური, ცილისმწამებლური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიადამიანური გამოხდომები, უზნეობისა და აბსოლუტური სიცრუის პროპაგანდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ის კვლავ განაგრძობს ტელეაუდიტორიის თუ ახალგაზრდა თაობის არასწორ აღზრდას. ნუთუ სახელმწიფოსგან, მიუხედავად იმისა, რომ ცენზურა არ არის, ყურადღება არ უნდა ექცეოდეს და უცხოეთის დაზვერვის აგენტი ასე უაპელაციოდ უნდა პარპაშობდეს _ ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდეს და ცდილობდეს მათ გადაქცევას არაადამიანებად?!

ბავშვებო, ამას ზერელე ფრაზებად ნუ ჩამითვლით, _ მოძღვრავს ლევან ბერძენიშვილი აღსაზრდელებს, _ სტალინი ნამდვილად ფიზიკურად ჭამდა ბავშვებს (პირთან ხელის მიტანით სანახაობრივადაც აჩვენებს, თუ როგორ ლოღნის სტალინი ბავშვის ფეხის კუნთებს). ერთი კი მართალია, “ბერძენიშვილის თქმით, წიგნების კითხვა ადამიანს განათლებულს არ ხდის (ესე იგი, სტალინს თუ მსოფლიოში ყველაზე მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული, ეს მის განათლებაზე არ აისახება). ამ სტრიქონების სტალინური შენიშვნა ასეთი იქნებოდა: “ხახახა”.

გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომლებიც იმაზე ახლოს გაგვაცნობს სტალინს, ვიდრე “ნასედკა” ბერძენიშვილის მოსაზრებები.

ფელიქს ძერჟინსკი იგონებს: “ამხანაგმა სტალინმა ერთხელ მკითხა:

არ შეიძლება, ჩეკისტებში გამოინახოს ადამიანები, რომლებიც მთლიანად გადაერთვებიან უპატრონო ბავშვთა აღზრდაგანათლების საქმეზე და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარენ ამ დიდ საქმეს, რომელზეც ჩვენ მილიონებს ვხარჯავთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს? დარწმუნებული ვარ, თუ შესაფერის კადრებს გამოვნახავთ, დავაინტერესებთ და შევუქმნით მათ პირობებს, რათა მიუსაფარ ბავშვებში გაჩნდეს განცდა, რომ მათ პატრონი ჰყავთ და ზრუნავენ მათზე, უნდა შეუქმნან დამოუკიდებლობის განცდა სწავლისა და შრომის სწრაფვის სურვილი, ამისათვის გავიმეტოთ კიდევ უფრო მეტი მილიონები და თუნდაც საუკეთესო კადრები (“ბელომორ-ბალტიის არხის მშენებლობის ისტორია”, 1934 წელი, გვ.76).

რკინის ფელიქსი, სტალინის მეგობარი, თანამებრძოლი და საიმედო ბოლშევიკი სტალინის დავალების შესრულებას შეუდგა. კადრებს ეძებდა არა მხოლოდ თავის უწყებაში, არამედ ხშირად ქალაქის თავშეყრის ადგილებში (“ბირჟებზე”), სადაც ლაზღანდარა და “დებოშირი” ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, გადაცმული და სახეშეცვლილი ატარებდა გარკვეულ დროს. მან რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ფარულად შეარჩია და თანამშრომლებს დაავალა, შერჩეული ახალგაზრდების თავისთან მიყვანა. ახალგაზრდებმა სხვადასხვა ხელმძღვანელ ამხანაგებთან გაიარეს გასაუბრება.

ერთი ახალგაზრდა, გვარად ბერმანი, რომელიც ძერჟინსკის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, სათვალიან ჯმუხ კაცთან შეიყვანეს გასაუბრებაზე, ვიდრე ის ბერმანთან გასაუბრებისთვის მოიცლიდა, მკაცრი ტონით ეკითხებოდა საწერ მაგიდასთან მდგომ ქალბატონს, თუ ვისი იყო იარაღი, რომელიც მაგიდაზე იდო. “არ ვიცი”, _ შეშინებული პასუხობდა ქალი, _ ის კი ვიცი, იარაღი არასოდეს ჰქონია ჩემს ქმარს და არც უტარებია”. ქალი გაუშვეს, იარაღი დაიტოვეს, სათვალიანი ჯმუხი კაცი მე მომიბრუნდა: “შენ რისთვის მოხვედი?” “თქვენთან გამომგზავნეს”, _ უპასუხა ბერმანმა. “აქ მარტო მე არ ვარ, აქ არის პარტიული კომიტეტი, უნდა ვნახოთ, რა ბიჭიც ხარ, საღამოს მოდი”, _ მკაცრად მიუგო სათვალიანმა.

ბერმანი საღამოს დანიშნულ დროს მივიდა, რამდენიმე კითხვის შემდეგ უბრძანეს, კედელთან დამდგარიყო პირით კედლისკენ. ბერმანმა ბრძანება შეასრულა, სწრაფად გაისმა გასროლის ხმა, ტყვია თავს ზემოთ მოხვდა კედელს და ბათქაშის ნამსხვრევები თავზე დაეყარა, მაგრამ ბერმანი ამას არ შეუშინებია.

_ ვფიქრობ, გამოდგები, აჰა, გამომართვი რევოლვერი, _ ბრძანა სათვალიანმა. ბერმანმა იარაღი გამოართვა და საწერ მაგიდას მიუსხდნენ.

“სპეციალობით ჰიდროტექნიკოსი ვიყავი, _ იგონებს ბერმანი, _ მამაჩემი რუსეთის იმპერიაში სახელგანთქმული ჰიდროტექნიკოსი და უამრავი უზარმაზარი პროექტისა და მშენებლობის ხელმძღვანელი იყო, პროფესორი. ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა, ოჯახში უკმაყოფილება, ცხოვრების სწრაფი გაუარესება, უმუშევრობა, ბავშვების ქუჩაში გასვლა, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ფიზიკური თუ სიტყვიერი წინააღმდეგობის გაწევა გამოიწვია. ერთადერთი იმედი იყო ნეპი, რომელიც სახელმწიფოში კაპიტალიზმის რესტავრაციას ნიშნავდა. მეც უამრავ თავზეხელაღებულ მოზარდთან ერთად ქუჩაში აღმოვჩნდი, თუმცა წარმატებით მქონდა დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი ჰიდროტექნიკის განხრით. სათვალიანმა კაცმა შუა ეზოში გადამიყვანა და იქ ახალგაზრდები უზარმაზარ შავ მანქანებში ჩაგვსვეს, რომლებსაც ფანჯრები არ ჰქონდა. არ ვიცოდით, სად მივდიოდით. როდესაც დახურულ ეზოში შეგვიყვანეს, მივხვდით, რომ ლუბლიანკის რომელიღაც ნაწილში ვიყავით. ქუჩაში შეგროვებული მოზარდების უზარმაზარი არმია მაღალ სართულზე აგვიყვანეს, შეგვიყვანეს დიდფანჯრებიან დიდ დარბაზში, რომელშიც ლამაზი პარკეტი იყო დაგებული. დარბაზის ნახევარში, სადაც 120 კაცი თავისუფლად დაეტეოდა, მეორე ნახევარში კეთილმოწყობილი სასადილო იყო განლაგებული. როგორც გაირკვა, ყველა ახალგაზრდა სპეციალობით ინჟინერი იყო. ოთახში, სადაც შეგვიყვანეს, გამორჩეულად ერთი კაცი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბოხი ხმით გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონსტრუქტორო ბიუროში, რომლის გენერალური კონსტრუქტორიც მე ვარ _ გორინოვი ალექსანდრე გრიგორის ძეო.

გორინოვმა სიტყვა გადასცა პროფესორ პროკოფიევს, რომელმაც მშვიდი ტონით გვაუწყა, რომ დღეიდან უნდა დავმორჩილებოდით ბოლშევიკების ნებას. “თქვენ თქვენი კეთილშობილური შრომით უნდა დაგვიმტკიცოთ თქვენი ერთგულება, ჩვენ უნდა ვიმუშაოდ არხების პროექტების შედგენაზე, გრაფიკები, კონკრეტული შესრულების ვადები მკაცრად იქნება განსაზღვრული, რაც ჩვენგან იქნება დამოკიდებული, აუცილებლად შესრულდება, დანარჩენი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ხელმძღვანელობისგან ყოველგვარი პირობები შექმნილი გექნებათ”.

პროკოფიევს არაფერი უთქვამს შეღავათებსა და ჯილდოებზე, ოღონდ გვითხრა, რომ სწორედ ამ საკონსტრუქტორი ბიუროში მსჯავრდებულებმა შექმნეს მსოფლიოში უძლიერესი ბლუმინგი (ფოლადის ჩამოსასხმელი დანადგარი), რომელშიც საბჭოთა კავშირი უზარმაზარ ვალუტას იხდიდა მის შესასყიდადო. ახლა კი ჩვენ ვყიდით არცთუ ურიგო ფასად.

თავლსაჩინოებისთვის წაგვიკითხეს ცენტრალური გაზეთები, რომლებშიც დიდი ასოებით ეწერა საბჭოთა კონსტრუქტორების გიგანტური შრომის შედეგი, უმძლავრესი ბლუმინგის შექმნისა და გამოშვების შესახებ. გაზეთები ირწმუნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის მრეწველობა მალე გათავისუფლდებოდა იმპორტისგან. გაზეთებში ასევე დიდი ასოებით იყო გამოყოფილი სიტყვები: “აქვე გვინდა ვთქვათ, რომ ამ ისტორიული გამარჯვების სულის ჩამდგმელები იყვნენ ყოფილი მსჯავრდებულები, მავნებლები, სახელმწიფოსა და ხალხის მტრები: ნეიმანი, ტიხომიროვი, ზილე და ტილე. ამ ოთხმა გმირმა შექმნა საბჭოთა მძიმე ინდუსტრიის პირმშო, უმძლავრესი ბლუმინგი. ამ გმირობის ამბავი უნდა იცოდეს საბჭოთა ხალხმა”.

საბჭოთა ხელისუფლებაზე “გაბუტულმა” პროფესიონალებმაც მიბაძეს უპატრონოდ მიტოვებულ ახალგაზრდებს და მათაც გამოთქვეს სურვილი სტალინთან თანამშრომლობის. რა თქმა უნდა, ყველა ბოლშევიკური ერთგულებით არ ჩართულა სტალინური ხუთწდელების ფერხულში, მაგრამ უმრავლესობა მაინც ხალხის მხარეზე დადგა. აი რას წერდა სერგო ორჯონიკიძე 1931 წლის 23 მაისს გაზეთ “პრავდაში”: “ნეიმანის, ტიხომიროვისა და სხვათა მაგალითები უფლებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ შემობრუნება მოხდა, ყოველ შემთხვევაში ობიექტური პირობები ჩვენი გიგანტური წინსვლისა ზოგიერთ დარგში იძლევა იმის წინაპირობას, რომ ასეთი შემობრუნება და მკაფიო ნახტომი გაკეთდება ყველა დარგში”.

30-იანი წლების “იდუმალების” სამყაროზე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნეთ, მაგრამ ამოუწურავია თემა, რომელიც ასახავს ამ ფარულ ომს თუ მსოფლიოს საოცრებად ქცეულ საბჭოთა მიღწევებს.

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა პუანკარემ, რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა ინტერვენცია 1929 წლისთვის, არათუ ინტერვენცია ვერ განახორციელა მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, მას საფრანგეთის ეკონომიკა თავზე დაემხო.

ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო კრიზისი საბჭოთა კავშირს არ შეხებია და სოციალიზმის კეთილისმყოფელმა ფინანსურმა პოლიტიკამ ამერიკაც კი გადაარჩინა ფინანსური კატასტროფისგან, რის გამოც ფრანკლინ რუზველტს სტალინის მოწაფესაც კი უწოდებდნენ.

სტალინურმა კოსმოსურმა ძალამ დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია. ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვებისა და წარმატებული აღმშენებლობის ოცნება ხელშესახები და აშკარა დასანახი გახდა. სტალინური ნდობის ფაქტორი ყველა ადამიანის ორგანიზმში ძალისა და ძლიერების სიმპტომად შეიჭრა. საკოლმეურნეო მინდვრებზე გუგუნებდა ათასეულობით სასოფლო-სამეურნეო მძიმე ტექნიკა, საველე კალოები თუ ელევატორები ივსებოდა ოქროს თავთავიდან გამოლეწილი მაღალი კლასის მარცვლით, მზეს შეჰყურებდა მილიონობით ჰექტარ მიწებზე დათესილი გიგანტური მზესუმზირები, რომლებიდანაც უმაღლესი ხარისხის ზეთი იხდებოდა და მარაგდებოდა ქალაქები თუ სოფლები.

მერვე საოცრებად აღიქვა მსოფლიომ ვოლგა-დონის სარწყავი სისტემა, რომელმაც გააერთიანა ევროპის კონტინენტის ხუთი ზღვა და ერთ სანაოსნო სისტემად აქცია.

აი 1931 წლის სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვები: “თუ ჩვენ 100 წლის გასარბენ გზას 10 წელიწადში არ გავირბენთ, კაპიტალისტური სისტემის ქვეყნები გაგვსრესენ”.

სულ 4 თვის ცდომილებით განსაზღვრა სტალინმა საბჭოთა კავშირის ბედი და 1941 წლის ივნისში კბილებამდე შეიარაღებული ხაკისფერი ჭირი შემოესია ახალგაზრდა მშვიდომისმოყვარე ქვეყანას.

სტალინის სიბრძნესა და მხედრულ მამაცობას ზურგს უმაგრებდა დიდი რუსი ხალხი, რომელიც ყოველთვის დარწმულებული იყო სტალინის სიმართლესა და სიმტკიცეში. ყველა მებრძოლის, ქარხნის მუშის, კოლმეურნისა თუ ინტელიგენციის წარმომადგენლის საბრძოლო იარაღად იქცა სტალინის სიტყვები: “ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ!”

ყოფილი დისიდენტი, შემდგომ დიდ სტალინისტი, მწერალი და მოაზროვნე ალექსანდრე ზინოვიევი წერს: “არც ერთ საუკუნეში, არც ერთ ქვეყანას არ აღუზრდია და არ ჰყოლია ისეთი პატრიოტი ახალგაზრდობა, როგორიც ჰყავდა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირს. მათ შიშველი ხელებით თავის ბუნაგში დაახრჩვეს კაცობრიობისა და ცივილიზაციის უსაშინელესი მტერი”.

ზღვაზე, ხმელეთზე თუ ჰაერში სტალინური არწივები თავზარს სცემდნენ მოწინააღმდეგეს. შორეულ ციმბირში გადასახლებული ტერორისტი კარპოვი წერილობით თხოვნას უგზავნის სტალინს, მისცეს უფლება, თავისი შეცდომა თავისივე სისხლით გამოისყიდოს და გაუშვას მტერთან შესარკინებლად. კარპოვმა არნახული სიმამაცე და გმირობა გამოიჩინა ფრონტზე და ოქროს გმირის ვარსკვლავით დაიმშვენა მკერდი. გმირმა ბრძოლა გმირულად გააგრძელა და ომის მიწურულს ბერლინის აღებისთვის გამართულ ბრძოლებში კვლავ მეორე ოქროს ვარსკვლავი დაიმსახურა. ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი გულახდილობითა და მხატვრული ოსტატობით აღწერდა განვლილი ბრძოლების ბატალიებს და ხალხს პატრიოტულ მუხტს უნერგავდა. სახელოვანი მეომარი და მწერალი ბოლოს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გახდა. სწორედ კარპოვს ეკუთვნის დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით დაწერილი სქელტანიანი წიგნი “სტალინი”, რომელიც თითქმის მსოფლიოს ყველა ენაზე ითარგმნა და მიეწოდა მკითხველს. კარპოვი გამონაკლისი არ არის იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც საბჭოთა ქვეყნის ღალატი “სამშობლოსათვის და სტალინისათვის” ბრძოლით გამოისყიდეს და მკერდამშვენებული დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს. დაიწყეს დანგრეული ქვეყნის აღმშენებლობა, რითაც ხუთ წეილიწადში სრულიად მოისპო არა მხოლოდ საბჭოთა მიწაზე, არამედ ევროპის მებრძოლ ქვეყნებშიც ომის ნაკვალევი.

სტალინი საბჭოთა ხალხის შემოქმედია, სტალინი ქვეყანაზე ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე თანასწორუფლებიანი საზოგადოების ექსპერიმენტის შემსრულებელი და დამგვირგვინებელია, სტალინი ხომ კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიის მთავარსარდალია, სტალინი ხომ კაცობრიობის ყველაზე საშიში მხეცის _ ფაშიზმის, გამნადგურებელია, სტალინი ხომ დედამიწაზე ადამიანის ძალისა და ძლიერების დემონსტრირების უალტერნატივო ფენომენია, სტალინი ხომ ადამიანთა მოდგმის უმაღლესი განვითარების კულტია, რომელსაც თავისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები გააჩნია. სტალინი ხომ დაუჯერებელი, მაგრამ საქმით დადასტურებული ცოცხალი ლეგენდაა, სტალინი ხომ სიბრძნის წყაროა, რომელსაც ჯერჯერობით გველეშაპია გადაფარებული და, როცა იქნება, იმ გველეშაპს გასრესენ და სტალინური სიბრძნე მთელ პლანეტას გაანათებს. სტალინის სამშობლო ხომ საქართველოა.

დასანანია, რომ სტალინის აშენებულ და მტერთაგან კედლებჩამოქცეულ ქვეყანაში ყველაზე უპატრონო და დაჩაგრული, გაპარტახებული და გადაგვარების გზაზე დამდგარი სწორედ ჩვენ, ქართველები, აღმოვჩნდით.

გამართლდა “გენიოსი” ჰიტლერის სიტყვები: “ჩვენ საბჭოეთი ისე უნდა დავანგრიოთ, რომ ვერასდროს შეძლოს სტალინის მსგავსი პიროვნების წარმოჩენა”. რა თქნა უნდა, ღმერთმა ჰიტლერს არ დააცალა ამ ოცნების აღსრულება, მაგრამ მსოფლიოში არიან ძალები, რომლებსაც ძალიან სურთ, საქართველო უქართველებოდ დაინახონ ან სქესშეცვლილთა და ტრადიციააყრილ ქვეყნად აქციონ.

რატომ? რატომ ვართ ასე ან შესაყვარებელი, ან გადასაყვარებელი საზოგადოება? ჩვენ ქართველები ვართ და იმიტომ. ერთხელ მეგობრულ წრეში სხვისი ფეხის ხმას ავყევი და მეც უდიერად მოვიხსენიე საქართველო და ქართველი ხალხი, იმ სიტყვებს აქ არ გავიმეორებ.

ჩემს მეგობრებთან ერთად იყო ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელმაც სხვების გაკრიტიკება არ მიიჩია მიზანშეწონილად და ძირითადი დარტყმა ჩემზე განახორციელა: ბატონო გრიგოლ, თქვენ მართალი არ ხართ, მე მეტ-ნაკლებად მეტი შეხება მაქვს საქართველოს ისტორიასთან და საქართველოს წარსულთან, მაგრამ ჩემი მტკიცებულებებით არ წარვდგები თქვენ წინაშე. გეტყვით ერთ შემთხვევას: სხვა გამოჩენილ ისტორიკოსებს შორის მოსმენილი მაქვს გამოჩენილი მეცნიერისა და მკვლევარის, პროფესორ დავით გვრიტიშვილის ლექცია. ის ზომაზე მეტად გამოხატავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარულს. ერთხელ მან ასეთი რამ თქვა: როდესაც ინგლისის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი გარდაიცვალა, მისი სამუშაო ოთახები შეინახეს ისე, როგორც მან დატოვა ბოლო წუთებში. ტუმბოზე აღმოჩნდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ოთხგზის პრემიერმინისტრის, იულიამ გლადსტონის, გადაშლილი მემუარები, რომელსაც უინსტონ ჩერჩილი და მარგარეტ ტეტჩერი თავიანთ პოლიტიკურ მუზად მიიჩნევდნენ. გადაშლილი წიგნის ერთ გვერდზე წითელი ფანქრით ხაზგასმული იყო შემდეგი სიტყვები: “ქართველები მამაცი, უშიშარი და მებრძოლი ხალხია, მაგრამ ისინი ისევე ცოტანი არიან, როგორც ვეფხვები და ლომები”. აკადემიკოსის სიტყვებმა სულ სხვა ფიქრებსა და ოცნებებში გადამაგდო. გამახსენდა აკაკი მგელაძის მემუარები სტალინზე, როგორ შორიდან უვლიდა იგი ქართველებსა და პირადად აკაკი მგელაძეს, როდესაც ჯერ პოსკრებიშჩევის ენით, ხოლო შემდეგ სუსლოვს ათქმევინა, _ რა იქნება, შავი ზღვის ზოლი ერთ საკურორტო ზონად რომ ვაქციოთ ოდესამდეო, რასაც აკაკი მგელაძის ისტერიკა მოჰყვა. ოოო, მაშინ ხომ დიდი ქვეყანა გვექნებოდა, თუ ამას ვატუტინის ლაშქრობაც დაემატებოდა თურქეთზე. დიახ, ჩვენ გამორჩეული ერი ვართ, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა: ვიყავით დიდი ერი და გვყავდა დიდი კაცი, რაც გამოგვარჩევდა არა მხოლოდ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ მსოფლიოს ხალხებში. აკი, ამიტომაც ჩაწერა თავის მემუარებში გლადსტონმა ის სიტყვები, რომელიც პრემიერმინისტრმა წითელი ფანქრით მონიშნა, ალბათ, იმიტომ, რომ, როცა ამის დრო დადგებოდა, ეთქვა იგი სტალინის სამშობლოსათვის.

ან იქნებ საქართველო გეოპოლიტიკურ ცენტრად არის მიჩნეული და, რა თქმა უნდა, არც კაპიტალისტები და არც რუსები არ მოინდომებენ ქამარ-ხანჯლიან მოქალაქეებს, რომლებიც მრავალჟამიერითა და “ქართველო ხელი ხმალს იკარ”-ით იქნებიან ამ მიწაზე დაკავებული. სწორედ ამიტომ უნდათ მათ, იხილონ უქართველო საქართველო და არ უნდათ მკვიდრი მოსახლეობის უპირატესობა არამკვიდრებზე, ანდა კიდევ შურისძიება სტალინის გამო, რომელმაც 70 წლის განმავლობაში წრედი არ შეაკვრევინა მსოფლიო ბატონობის მსურველ ფარულ ხელს. ეს დერეფანი ხალხთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დერეფანი იყო, რომელიც დღეს საიმედოდ ჩაკეტეს მასონთა გაერთიანებულმა ძალებმა.

მაგრამ ქართველი გულს არ გაიტეხს და კვლავ ომახიანად შესძახებს:

მოვა დრო და

თავს აიშვებს,

იმ ჯაჭვს გასწყვეტს

გმირთაგმირი!..

სიხარულად შეეცვლება

ამდენი ხნის გასაჭირი!..”

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here