Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი

სტალინი _ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი

972
სტალინი

სტალინიზმი, რომელმაც გაუძლო მსოფლიო კრიზისებს და გადაარჩინა ცივილიზაცია

გამარჯობა, ჩემო ერთგულო მკითხველო! 2-თვიანი გეგმური შესვენების შემდეგ დავუბრუნდი საყვარელ გაზეთსაქართველო და მსოფლიოსდა დაგიბრუნდით თქვენც ახალი მასალებით, ახალი შემართებითა და ახალი იდეებით დახუნძლული, რათა ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს გაერთიანებაგაბრწყინებისთვის. დღემდე დაწერილი ჩემი ყველა წერილი თუ შენიშვნა მეტნაკლებად შეზღუდული იყო გარემოებათა გამო.

ერთხელ საერთო საუბარში აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა საყურადღებო რამ თქვა: “გალილეო გალილეის ძმამაც იცოდა, დედამიწა რომ ბრუნავდა, მაგრამ მას ოჯახი ჰყავდაო”.

ძვირფასო მკითხველო, ყველამ იცით, რომ ქვეყანა არასწორად მოძრაობს ატორტმანებულ პოლიტიკურ ოკეანეში, მაგრამ ამას, იმის გამო, რომ ოჯახები გვყავს, ხმამაღლა ვერავინ ვამბობთ, რადგან სიმართლის მთქმელს ჯოჯოხეთი ელოდება. ეს მაკავებდა მეც, თუმცა კი ვამბობდი სიმართლეს, მაგრამ ჩემს ნათქვამს ძალა და ჯავარი აკლდა.

განვლილმა ორმა თვემ, როდესაც გავარვარებულ თონეში ვიყავი გადაკიდებული და ჯერ კიდევ დაუნაცრავ ნაკვერჩხლებს ვარჩევდი და მაღლა ვისროდი, და კიდევ ბევრმა რამემ დამარწმუნა, რომ უნდა ვიყვირო ხმის ჩახლეჩამდე სიმართლე, რომლის აღსრულებას მე, ალბათ, ვერ მოვესწრები, მაგრამ ჩემს შვილიშვილს, დათუნა ონიანს, საამაყოდ დარჩება ბაბუის რაინდული თავგანწირვა ხალხში სიმართლის თქმისა და გავრცელებისთვის.

მეც მყავს ოჯახი, მაგრამ საქართველოს გადასარჩენად, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესანარჩუნებლად ერთი ოჯახის გაწირვა აღელვებულ ოკეანეში ანთებული ასანთის ღერის გადაგდების ტოლფასია.

“ერთი ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია სამშობლოზე” _ ეს პოსტულატი მტკნარი სიცრუეა, მე ასეთ ტრადიციებზე არ ვარ აღზრდილი. მირჩევნია, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი”.

ჩემი მიზანია, სტალინის გიგანტურ ფიგურას ჩამოვაცილო სრულიად უსარგებლო, დამამძიმებელი ბალასტი და ხალხს მივაწოდო რაციონალური მარცვალი ბიბლიის მიხედვით ადამიანთა მოდგმის მუდმივმოქმედი ათი მცნებისა, რომლებიც ლეგენდარულმა სტალინმა დედამიწაზე დანერგა. გარდა ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა, ცალკე ჩამოაყალიბა და განახორციელა ჰუმანურ-რელიგიურ დოგმებზე დამყარებული ცხოვრების წესები, რომლებიც აოცებს მაღალ მატერიებზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებს.

ალექსანდრა კოლონტაი
ალექსანდრა კოლონტაი

სტალინი _ ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავი სასწაული მოახდინა:

* შეცვალა დედამიწაზე ცხოვრების ყველა წესი და კანონი, არსებითად გარდაქმნა მსოფლიო;

* შეცვალა პიროვნების, ერებისა და ხალხების წარმოდგენები, თვალსაზრისი და, საერთოდ, მსოფლმხედველობა;

* ზესახელმწიფოდ აქცია საბჭოთა კავშირი;

* შექმნა ამაღლებული ზნეობის, საკაცობრიო იდეალების მოტრფიალე საზოგადოება, რომელშიც დანაშაული გადმონაშთი იყო, რომელშიც ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეცა სეპარატისტული კერები ქვეყნის შიგნით, ერებს შორის “ერთხელ და სამუდამოდ” დამყარდა ნამდვილი ძმობა და ურთიერთპატივისცემა;

* დედამიწის საბჭოურ ნაწილში დაამყარა დემოკრატია არსითა და ფორმით, დაამყარა თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ერთსულოვნების პრინციპები;

* გაათავისუფლა ხალხები კერძო საკუთრების მონოპოლიის დისკრიმინაციისგან;

* შრომა, ცოდნა და ტალანტი აქცია ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებად, ანუ ნიჭიერება უფრო მაღლა დასვა, ვიდრე ფული და ქონება;

* გაათავისუფლა რუსეთის ხალხები იმპერიის დიქტატისაგან. ამ ხალხებს შეუქმნა სახელმწიფოებრიობა მოკავშირე თუ ავტონომიური რესპუბლიკების უფლებებში. თანასწორუფლებიანობის საწყისზე შექმნა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი;

* შექმნა უპრობლემო ხალხი;

* გაანელა სხვადასხვა რელიგიური აღსარების ხალხების ისტორიული დაპირისპირებები;

* შექმნა რაინდული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელიც ზნეობრივ სიწმინდეზე იქნა დაფუძნებული;

* საერთაშორისო ურთიერთობები ჰუმანურ-დემოკრატიულად აქცია;

* აპოგეურ მდგომარეობამდე მიიყვანა ადამიანის უფლებების დაცვა;

* აიძულა კერძო კაპიტალის სახელმწიფოთა მმართველები, სერიოზულად ეფიქრათ თავიანთი მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე;

* შექმნა ყველა პირობა და მართალი იდეოლოგია ინდივიდისა და საზოგადოების ინტერესების დამთხვევისთვის და პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეძლო ამ ინტერესების დამთხვევა;

* შექმნა საბჭოთა ხალხების ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურა;

* დააკანონა ერთა შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, დააახლოვა ეროვნული კულტურები ერთმანეთს;

* შექმნა საზოგადოება: ერთი _ ყველასათვის, ყველა _ ერთისთვის;

* შექმნა კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე წმინდა და ამაღლებული ზნეობის საზოგადოება;

* გაათავისუფლა ადამიანთა გრძნობები;

* გაანადგურა კერძო კაპიტალის ჰეგემონიის იდეოლოგია; დაამტკიცა, რომ საზოგადოების განვითარების ტრადიციული, კერძო საკუთრების მონოპოლიის კანონები შეცვლას ექვემდებარება;

* როგორც საბჭოეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ თანასწორობის, ერთობისა და სოციალური სამართლიანობის იდეალები რეალობად აქცია;

* გაათავისუფლა ხალხები რელიგიური მომნუსხველობისგან;

* პირველად დედამიწაზე შექმნა საზოგადოება ხალხების, ერების, პიროვნების ექსპლუატაციის გარეშე;

გიორგი ჩიჩერინი
გიორგი ჩიჩერინი

წერილი

* კაცობრიობა პირველად შეაყენა დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან კერძო საკუთრების მონოპოლიის სამყაროს გვერდით წარმოიშვა ნაციონალიზებული საკუთრების მონოპოლიის სამყარო, რომელიც სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალიზმის დივერსიული დამხობით საბჭოთა კავშირში დაიკარგა კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა;

* გაანადგურა გერმანული ფაშიზმი და იხსნა კაცობრიობა სამუდამო მონობისგან.

“1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს. ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმერ ლენინი არც პეტრე დიდის როლში გამოდგა და არც ემელიანე პუგაჩოვის.

ეს სისტემა თავიდან ბოლომდე იოსებ ჯუღაშვილის მიერ იყო აშენებული, მას არაფერი აქვს საერთო კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსისა და ვლადიმერ ლენინის იდეებთან. ის მთელი თავისი სიდიადითა თუ ნაკლით მხოლოდ სტალინის კუთვნილებაა” (ვახტანგ გურული, “მეფე-მამა”).

დღეიდან ჩემს ნაწერებში ვერ შეხვდებით მარქსიზმის, ლენინიზმისა და ტროცკიზმის დებულებებს. არსებობს ქვეყნის განვითარების მხოლოდ ერთი ფორმა, რომელმაც გაუძლო მსოფლიო კრიზისებს და გადაარჩინა ცივილიზაცია (მეორე მსოფლიო ომში). ეს არის სტალინიზმი სრულიად ახალი ფორმითა და შინაარსით. ღრმად მართლმადიდებლური რწმენით გაჟღენთილი საზოგადოება, რომელიც ქრისტეს თანასწორუფლებიანობისა და მტერთან მოყვრობის იდეოლოგიით მიიკვლევდა გზას ამქვეყნიური სამოთხისკენ, მაგრამ შეფერხდა მისი განვითარება. დიდი ილიას შეგონების მიხედვით, შვილმა კვალში ჩარჩენილი გუთანი ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ნოყიერ ნიადაგს საღი თესლი მიაყაროს. ეს უნდა იყოს ჩვენი შეუცვლელი დევიზი.

კაპიტრალიზმი უკანასკნელ ძალებს იკრებს, მაგრამ უკვე გვიანაა, მას თავისი დანაშაულების სიმძიმე გასრესს. ასეთია კაპიტალიზმის ბუნება. დააკვირდით, როგორ ჰგავს დღევანდელი კაპიტალიზმის სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობა ასი წლისწინანდელ კაპიტალიზმის კრახს, რომელზც სტალინმა პარტიის მეჩვიდმეტე ყრილობაზე ილაპარაკა:

გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის შედეგი იყო პოლიტიკური მდგომარეობის დღემდე არნახული გამწვავება კაპიტალისტურ ქვეყნებში, როგორც ამ ქვეყნებს შიგნით, ისე მათ შორის. ბრძოლის გაძლიერებამ საგარეო ბაზრებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის უკანასკნელი ნაშთების მოსპობამ, ამკრძალავმა ბაჟებმა, სავაჭრო ომმა, ვალუტების ომმა, დემპინგმა და მრავალმა სხვა ანალოგიურმა ღონისძიებამ, რომლებიც ააშკარავებს უკიდურეს ნაციონალიზმს ეკონომიკურ პოლიტიკაში, უკიდურესობამდე გაამწვავა ურთიერთობა ქვეყნებს შორის, შექმნა ნიადაგი სამხედრო შეტაკებებისთვის, რიგში დააყენა ომი, როგორც საშუალება მსოფლიოზე გავლენის სფეროების ხელახალი გაყოფისა ძლიერი სახელმწიფოების სასარგებლოდ, რაც იმის ნიშანია, რომ მას აღარ შეუძლია, გამოსავალი გამონახოს ახლანდელი მდგომარეობიდან მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, რის გამოც იძულებულია, მიმართოს ომის პოლიტიკას.

როგორც ხედავთ, საქმე მიდის ახალი იმპერიალისტური ომისკენ, როგორც გამოსავლისკენ ახლანდელი მდგომარეობიდან. რასაკვირველია, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ომს შეუძლია აპოვნინოს მათ გამოსავალი. პირიქით _ ომი კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. უფრო მეტიც, ის უეჭველად ხელს გაუხსნის რევოლუციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კაპიტალიზმის არსებობას რიგ ქვეყნებში, როგორც ეს მოხდა პირველი იმპერიალისტური ომის მსვლელობისას (ან თუნდაც მეორე მსოფლიო ომში _ გრ. ონიანი)

თუ, მიუხედავად პირველი იმპერიალისტური ომის გამოცდილებისა (მით უმეტეს მეორე მსოფლიო ომისა _ გრ. ონიანი), ბურჟუაზიული ქვეყნების პოლიტიკოსები მაინც ებღაუჭებიან ომს, როგორც წყალწაღებული _ ხავსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საბოლოოდ დაიბნენ, ჩიხში მოემწყვდნენ და მზად არიან, თვალდახუჭული გადაეშვან უფსკრულში.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომი უნდა მოეწყოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ, გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ასე ფიქრობენ მხოლოდ სამხედრო წრეებში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელ წრეებში. დავუშვათ, რომ ეს ვაჟბატონები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? არა მგონია, საეჭვო იყოს, რომ ეს ომი იქნება ბურჟუაზიისთვის ყველაზე საშიში ომი. ის იქნება ყველაზე საშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრების დასაცავად. ის ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისთვის, აგრეთვე, იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მხოლოდ ფრონტებზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეეპაროს, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი მეგობრები ევროპასა და აზიაში შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან თავიანთ მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ. და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ ახლობელი მთავრობები, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენწყალობითა ღვთისათა” (როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. _ გრ. ონიანი). ასეთია გზააბნეული ბურჟუაზიული პოლიტიკოსების საომარი გეგმები, როგორც ხედავთ, ისინი არ ბრწყინავენ არც ჭკუით, არც მამაცობით”.

მკითხველს შეიძლება გაზვიადებულად მოეჩვენოს ის ჩამონათვალი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული სახელმწიფო, არამედ მტკიცე ნიადაგი მოამზადა მსოფლიო პროლეტარიატის გასათავისუფლებლად. მაგრამ იმპერიალისტების მზაკვრული და საბჭოთა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მოღალატეობრივი მოქმედებებით საბჭოთა კავშირი დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლა-დანგრევა ტრაგედია რომ იყო ამ სახელმწიფოში მცხოვრები ბევრი ხალხისთვის, მოწმობს 1990-იან წლებიდან საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში დღემდე განვითარებული მოვლენებიც.

საბჭოთა კავშირი დაინგრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მის მიერ მოსყიდული საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით, რომელთაგან ზოგმა ჰეროსტრატეს მიბაძვით, ზოგმაც, უბრალოდ, დოლარების სიყვარულით გაყიდა კაცობრიობის სანიმუშო ქვეყანა.

ჩემს ხუთტომეულში (“სტალინი”) საკმარისად მოვიყვანე საარქივო მასალა იმის გასაბათილებლად, თუ რა სისაძაგლეები და ურცხვი ბრალდებები წაუყენეს სტალინს მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა.

ამიტომ ჩემს მომავალ პუბლიკაციებში ადამიანები შეძლებისდაგვარად უნდა დავარწმუნო, რომ მსგავსად ისრებისა, რომლებიც გიორგი სააკაძემ თავის შვილ პაატას მიაწოდა, ბავშვმა კი ძალდაუტანებლად დაამტვრია ცალცალკე ისრების მთელი კონა, ყველა ყოფილი საბჭოთა რესბუბლიკაც ასევე დაიმტვრევა და განადგურდება, თუ არ გავერთიანდით და ერთ კონად არ ვიქეცით დიდი რუსი ხალხის მეთაურობით.

ხალხთა გათავისუფლების ბრძოლა კავკასიიდან უნდა დაიწყოს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ სამუდამოდ ავლაგმოთ უკრაინული ფაშიზმი და უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის, შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების საძირკვლებზე ავაღორძინოთ ძლევამოსილი სტალინური საბჭოთა კავშირი, რომელსაც შემორჩენილი აქვს პოტენციალი, რომ აღსრულდეს სტალინის მიერ პირველ დიპლომატ ქალბატონ ალექსანდრა კოლონტაისთვის 1939 წელს ნათქვამი:

“ჩვენი პარტიისა და ხალხის ბევრ საქმეს დაამახინჯებენ, შერყვნიან და მიაფურთხებენ, უწინარესად, საზღვარგარეთ, აგრეთვე, ჩვენს ქვეყანაშიც. სიონიზმი, რომელიც მიისწრაფვის მსოფლიო ბატონობისკენ, შეეცდება, სასტიკად იძიოს შური ჩვენზე ჩვენი წარმატებებისა და მიღწევებისთვის. ის კვლავ განიხილავს რუსეთს, როგორც ბარბაროსების ქვეყანას, როგორც სანედლეულე დანამატს. ჩემს სახელსაც შეურაცხყოფენ და ჩირქს მოსცხებენ, ბევრ ბოროტმოქმედებას მომაწერენ.

მსოფლიო სიონიზმი ყველა ხერხის გამოყენებით შეეცდება ჩვენი კავშირის განადგურებას, რათა რუსეთი ვეღარასოდეს წამოდგეს ფეხზე. სსრკ-ის ძალა ხალხთა მეგობრობაშია. საბრძოლო მახვილი, უწინარესად, მიმართული იქნება ამ მეგობრობის გაწყვეტისკენ, უკრაინისა და რუსეთის დაშორებისკენ. აქ, უნდა ვაღიაროთ, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია, აქ უზარმაზარი სამუშაოებია ჩასატარებელი.

განსაკუთრებული ძალით წამოყოფს თავს ნაციონალიზმი. ის რაღაც პერიოდის განმავლობაში დაჩაგრავს ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს, ოღონდ რაღაც პერიოდის განმავლობაში. ერებს შიგნით აღმოცენდებიან ნაციონალური ჯგუფები და დაიწყება კონფლიქტები. გაჩნდებიან ბელადი-პიგმეები, თავიანთი ერების გამყიდველები.

მთლიანობაში, სამომავლოდ, განვითარება იქნება უფრო რთული და სწრაფტემპიანი, მკვეთრი მოსახვევებით. განსაკუთრებით აფორიაქდება აღმოსავლეთი. დაიწყება მკვეთრი დაპირისპირება დასავლეთთან.

და მაინც, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, გავა დრო და ახალი თაობა მზერას მიაპყრობს ჩვენი სოციალისტური სამშობლოს საქმეებსა და წარმატებებს. ახალი თაობები კვლავ და კვლავ ააფრიალებენ თავიანთი მამებისა და პაპების დროშებს, ჩვენ კი კუთვნილ პატივს მოგვაგებენ. ისინი თავიანთ მომავალს ჩვენს წარსულზე ააგებენ”.

მე ამ ანდერძის შესრულების ბრძოლაში დავასრულებ ჩემს შეგნებულ ცხოვრებას, შემდგომ კი დროშას ჩემი გვარისა და საქმის გამგრძელებელს, ჩემს შვილიშვილს _ დავით ონიანს გადავცემ.

“ახალი ქვეყნის მშენებლობას სრულიად ახალი ტიპის ადამიანი სჭირდება, _ წერს სტალინი თავის ისტორიულ ნაშრომში “ლენინიზმის საკითხები”. _ იგი უნდა იყოს რევოლუციური გაქანების და ამერიკული საქმიანობის”.

მან განმარტა, რას ნიშნავს “რევოლუციური გაქანება” და “ამერიკული საქმიანობა”, მაგრამ ამას უფრო ვრცლად შემდგონში მოგახსენებთ. აქ უნდა განვმარტოთ, თუ რა დოზით იყო სტალინში რევოლუციური გაქანება, რაც სტალინის შემდგომდროინდელ პოლიტიკოსებში ან სრულიად არ მოიპოვება, ან ძალზედ მცირე დოზითაა.

1926 წლის 2 ნოემბერს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა გიორგი ჩიჩერინმა წერილი (იხ. წერილი) მისწერა სტალინს.

ჩიჩერინი აღშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სტალინი, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებში ცნობილია, როგორც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი პირი და მისი სიტყვა უცხოეთს მიაჩნია, როგორც რუსეთის მთავრობის მანიფესტი, ამბობთ სიტყვებს:

“ან ჩვენ დავაჩოქებთ მათ, ან ისინი დაგვაჩოქებენ ჩვენ” (საზღვარგარეთის ქვეყნები). სად არის აქ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა? _ ასკვნის ჩიჩერინი.

როდესაც ამ ფრაზას ვწერდი, ტელეფონმა დარეკა, დილის 9 საათი იყო.

“წუხელ ტელევიზიით გადმოსცეს, რომ სხვადასხვა რაიონში სტალინის ძეგლი გადაუღებავთ ოკუპაციის საპროტესტოდ”, _ გაისმა ყურმილში.

გუშინ მეც მოვისმინე რადიოინფორმაცია, რომელშიც “ნაცმოძრაობის” ლიდერები კატეგორიულად მოითხოვდნენ “ოცნების” ხელისუფლების დასჯას ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო.

ხელისუფლებავ! ბატონო ბიძინა! ეს არ არის უსუსურობა და რევოლუციური გაქანების არქონა, როდესაც დამნაშავე ადანაშაულებს უდანაშაულოს. სწორედ ასეთი მდგომარეობა ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ქვეყნის პატრონმა თქვას და გააკეთოს ის, რაც სტალინმა თქვა და გააკეთა: “ან ჩვენ დავაჩოქებთ მათ, ან ისინი დაგვაჩოქებენ ჩვენ”. ჩვენ ისინი თავის დროზე დავაჩოქეთ. ნუთუ ვერ ხვდება “ოცნებაში” ვერავინ, რომ ქვეყანა და ხალხი დამნაშავე, გაუსამართლებელ ბოროტმოქმედებს ჩოქბჯენში ჰყავთ გადაყვანილი და მათ მალე სუფთა გამარჯვებას მიულოცავენ და თავიანთ ჯვაროსნულ დროშას კვლავ მაღლა ააფრიალებენ.

თუ ქართულ ხელისუფლებას არ შეუძლია, ქართველმა ხალხმა უნდა მიბაძოს საქართველოს ძველთაძველ სამართალს, რომელიც რომაული სამართლის ხნის და ტოლფარდია, და დამნაშავეთა ხროვა განკვეთოს საზოგადოებისგან, წინა ხელისუფლების რეჟიმის არც ერთი წევრი ხალხის რჩეული არ უნდა გახდეს.

არც ერთი ნაციონალი პარლამენტში! _ ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის ლოზუნგი მომავალ არჩევნებში. მე ამ ბრძოლის აქტიური მებრძოლი ვიქნები სისხლის ბოლო წვეთამდე.

რასაც მოიგებთ, ნაცებო, სტალინის ძეგლების გადაღებვით, არავის გაუყოთ. დედას გიტირებთ!

გრიგოლ ონიანი

 (გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here