Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დემოკრატიის რაინდი

სტალინი _ დემოკრატიის რაინდი

3016
სტალინი

1952 წლის 14 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობის დასკვნით სხდომაზე ტრიბუნისკენ, რომლისკენაც მიპყრობილი იყო ცივილიზებული სამყაროს ყურადღება, დინჯად მიემართებოდა ტრიუმფატორი, თანამედროვე ცივილიზაციის პოლიტიკური დინოზავრი.

მისი ფეხის დადგმა წითელი ხალიჩით დაფარული კიბის ყოველ საფეხურზე დედამიწას ატორტმანებდა. ცენტრალურ ტრიბუნაზე ორმოცი წუთის განმავლობაში იდგა ღმერთკაცი და მოთმინებით უსმენდა და უყურებდა ხალხის დაუოკებელ სურვილს, რაიმე ფორმით გამოეხატათ მათი საფიცარი მასწავლებლის მიმართ პატივისცემა.

როდესაც სტალინმა ტრიბუნიდან ჩამოსვლა გადაწყვიტა, რადგან ტაში და ოვაციები ლაპარაკის დაწყებას არ აცლიდა, აუდიტორია “მკვდრების ქალაქად” იქცა… ცამეტი წელი გავიდა, ყრილობის ტრიბუნაზე არ მდგარა და ხალხისთვის არ მიუმართავს. დარბაზში მსხდომთაგან არავინ იცოდა, რას იტყოდა ტრიბუნიდან პლანეტის მბრძანებელი, რამდენ ხანს ექნებოდა ბედნიერება იქ მყოფ ადამიანებს, ეცქირათ კრემლში მობინადრე ღმერთისთვის…

1939 წელს ამავე ტრიბუნიდან ოცწლიანი ომგამოვლილი სტალინი საქვეყნოდ აცხადებდა:

ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი პოლიტიკოსი და პრესის მოღვაწე, რომლებსაც დაუკარგავთ მოთმინებასაბჭოთა უკრაინაზე ლაშქრობისმოლოდინში, თვითონ იწყებენ ჩაურევლობის პოლიტიკის მხილებას. ისინი პირდაპირ ამბობენ და შავით თეთრზე წერენ, რომ გერმანელებმა მათ სასტიკადგაუცრუეს იმედი”, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ დაძრულიყვნენ აღმოსავლეთისკენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, დასავლეთისკენ იბრუნეს პირი და თავისთვის კოლონიებს მოითხოვენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გერმანელებს მისცეს ჩეხოსლოვაკიის რაიონები, როგორც საფასური ვალდებულებისა _ აეტეხათ ომი საბჭოთა კავშირთან; ხოლო გერმანელები, უარს ამბობენ რა ახლა თამასუქის განაღდებაზე, შორს გზავნიან მათ.

მე არ ვაპირებ, ჩაურევლობის პოლიტიკის გამო ქადაგება დავიწყო, ვილაპარაკო ღალატზე, გამცემლობაზე და .. გულუბრყვილობაა, მორალი უკითხო იმ ადამიანებს, რომლებიც მორალს არ სცნობენ. პოლიტიკა არის პოლიტიკა, როგორც ამბობენ ძველი, გაქნილი ბურჟუაზიული დიპლომატები, მაგრამ საჭიროა, შევნიშნოთ, რომ დიდი და სახიფათო პოლიტიკური თამაში, რომელიც ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრეებმა დაიწყეს, შეიძლება მათთვის სერიოზული მარცხით დამთავრდეს”.

სტალინი პოლიტიკის ვანგაა. მან იცის, რატომ წუხს და რატომ ძრწის ევროპა და მასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები. მას ხომ ნედლეულის ბაზები და გასაღების ბაზრები სჭირდება. ამ საჭიროებებით თვალდაბნელებულ კაპიტალისტურ სამყაროზე და მათ მესვეურებზე უშიშრად გაინავარდებს “მგზნებარე კოლხიდელი”, როდესაც იქვე, ყრილობის იმავე მაღალ ტრიბუნიდან აცხადებს:

შესაძლოა, გერმანიაში მოიძებნებიან გიჟები, რომლებიც ოცნებობენ, შეუერთონ სპილო, ესე იგი, საბჭოთა უკრაინა ბუზანკალს, ეგრეთ წოდებულ კარპატების უკრაინას. და, თუ იქ მართლაც მოიძებნებიან ასეთი გადარეულები, შეიძლება ეჭვიც არ შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში საჭირო რაოდენობით აღმოჩნდება დამამშვიდებელი პერანგი ასეთი გიჟებისთვის. მაგრამ, თუ თავს დავანებებთ გიჟებს და მივმართავთ ნორმალურ ადამიანებს, განა ცხადი არ არის, რომ სასაცილო და უაზროა სერიოზულად ლაპარაკი საბჭოთა უკრაინის შეერთებაზე ეგრეთ წოდებულ კარპატების უკრაინასთან? აბა, წარმოიდგინეთ: მივიდა ბუზანკალი სპილოსთან და დოინჯშემოყრით ეუბნება: “ეჰ, ჩემო ძმაო, რარიგ მებრალებიცხოვრობ მემამულეების, კაპიტალისტებისა და ნაციონალური ჩაგვრის გარეშე, ფაშისტი მესვეურების გარეშე. რა ცხოვრებაა ეს? გიცქერ და შეუძლებელია, არ შევნიშნო: შენთვის სხვა ხსნა არ არის, ჩემთან შემოერთების გარდა. მაშ, ასე: ნებას გრთავ, შეუერთო შენი პატარა ტერიტორია ჩემს თვალუწვდენელ ტერიტორიას”.

მკითხველო, მიხვდებით, რომ უკრაინის დანაწევრებისა და მისი ნაწილნაწილ გაყიდვის მცდელობა არახალია, მაგრამ, სანამ ცხვრის ფარას ლომი მეთაურობდა, ამაოდ უვლიდნენ გარშემო ყმუილით ევროპისა თუ ატლანტიკის მგლები. ცხვრის ფარა უშიშრად ძოვდა ევროპაში ყველაზე მსუყე და ნოყიერ ბალახს.

ყრილობაზე სტალინმა შეაჯამა ხალხის მტრების მიმართ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიებები და განაცხადა:

“საზღვარგარეთის პრესის ზოგიერთი მოღვაწე ლაყბობს, რომ საბჭოთა ორგანიზაციების გაწმენდამ ჯაშუშების, მკვლელებისა და მავნებლებისაგან, როგორიც იყო ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, იაკირი, ტუხაჩევსკი, როზენგოლცი, ბუხარინი და სხვა მუხანათები, თითქოს “შეარყია” საბჭოთა წყობილება, “გახრწნა” შეიტანა მასში. ეს უხამსი ლაყბობა იმად ღირს, რომ სასაცილოდ ავიგდოთ. როგორ შეუძლია შეარყიოს და გახრწნას საბჭოთა წყობილება მავნე და მტრული ელემენტებისაგან საბჭოთა ორგანიზაციების განწმენდამ? გაანადგურა რა ხალხის მტრები და გაწმინდა გადაგვარებულთაგან პარტიული და საბჭოთა ორგანიზაციები, პარტია გახდა კიდევ უფრო ერთიანი თავის პოლიტიკურ და ორგანიზაციულ მუშაობაში, იგი კიდევ უფრო შემჭიდროვდა თავისი ცენტრალური კომიტეტის გარშემო. პოლიტიკური ხაზისა და ყოველდღიური პრაქტიკული მუშაობის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდი იყო პერიოდი ჩვენი პარტიის გენერალური ხაზის სრული გამარჯვებისა”.

ამ რწმენით დაასრულა სტალინმა პარტიის XVIII ყრილობა 1939 წელს. გავიდა საოცრად მძიმე და განსაცვიფრებელი შედეგებით აღსავსე ცამეტი წელიწადი და იმავე დარბაზში, იმავე ტრიბუნაზე მდგარი დაუმარცხებელი გოლიათი სიტყვას სიტყვაში “აჯენდა” და მსოფლიოს ხალხთა გასაგონად და სახელმძღვანელოდ ამბობდა, რომ ყოველივე ამის გაკეთება დედამიწაზე მხოლოდ ერთ ქვეყანას ჰქონდა მიზნად დასახული.

“სანამ “დამკვრელური ბრიგადა” ერთადერთი იყო, მას უწევდა, თითქმის მარტოდმარტო შეესრულებინა მოწინავე როლი, მაგრამ ეს წარსული ამბავია. ახლა, როცა ჩინეთიდან და კორეიდან ჩეხოსლოვაკიამდე და უნგრეთამდე გაჩნდა ახალი “დამკვრელური ბრიგადები” სახალხო-დემოკრატიული ქვეყნების სახით, ჩვენს პარტიას ბრძოლა გაუადვილდა და მუშაობაც სახალისო შეიქნა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსნი არიან ის კომუნისტური, დემოკრატიული თუ მუშურ-გლეხური პარტიები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ ძალაუფლება და რომლებიც მუშაობას განაგრძობენ ბურჟუაზიული დრაკონული კანონების პირობებში. მათთვის, რა თქმა უნდა, ძნელია მუშაობა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ძნელი იყო ჩვენთვის, რუსი კომუნისტებისთვის, ცარიზმის პერიოდში. მაგრამ რუსმა კომუნისტებმა გამძლეობა გამოიჩინეს, სიძნელეებს არ შეუშინდნენ და გამარჯვებას მიაღწიეს. ამასვე მიაღწევენ ეს პარტიებიც”.

სწორედ აქ, ამ ყრილობაზე და ამ ტრიბუნიდან, გაისმა პირველად მოწოდება ეროვნული მოძრაობის გაძლიერების თაობაზე, როდესაც სტალინმა გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა:

წინათ ბურჟუაზია თავს ნებას აძლევდა, ლიბერალობა გამოეჩინა, ბურჟუაზიულ დემოკრატიულ თავისუფლებებს იცავდა და ამით პოპულარობას იხვეჭდა ხალხში. ახლა ლიბერალიზმისგან კვალიც აღარ დარჩენილა. აღარ არის ეგრეთ წოდებულიპიროვნების თავისუფლება”, პიროვნების უფლებებს ახლა მხოლოდ მათთვის ცნობენ, ვისაც კაპიტალი აქვს, დანარჩენი მოქალაქენი კი ითვლებიან ადამიანთა ნედლ მასალად, რომელიც გამოსადეგია მხოლოდ საექსპლუატაციოდ. გათელილია ადამიანებისა და ერების თანასწორუფლებიანობის პრინციპი, იგი შეცვლილია ექსპლუატატორი უმცირესობის სრულუფლებიანობისა და მოქალაქეთა ექსპლუატირებული უმრავლესობის უუფლებობის პრინციპით. ბურჟუაზიული დემოკრატიული თავისუფლებების დროშა გადაგდებულია. ვფიქრობ, რომ თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ ამ დროშის აღმართვა და მისი წინ წაღება, თუ გსურთ, ხალხის უმრავლესობა შემოიკრიბოთ. თქვენს მეტი ვერავინ აღმართავს მას. წინათ ბურჟუაზია ერის მეთაურად ითვლებოდა, იგი იცავდა ერის უფლებებსა და დამოუკიდებლობას, რასაცყველაფერზე მაღლააყენებდა. ახლაეროვნული პრინციპისაგანკვალიც აღარ არის დარჩენილი. ახლა ბურჟუაზია დოლარებზე ყიდის ერის უფლებებსა და დამოუკიდებლობას. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დროშა გადაგდებულია. თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ ამ დროშის აღმართვა”..

ძვირფასო მკითხველო, სტალინის ბოლო გამოსვლის სრული ტექსტი არქივშიც კი არ არსებობს, მაგრამ ბედად გადარჩენილია სტენოგრაფიული ჩანაწერის რამდენიმე ფრაგმენტი, რომელშიც ნათლად აისახება ის გენერალური ხაზი, საით მიჰყავდა სტალინს საბჭოთა კავშირის ხალხები და როგორ მტკიცედ ეპყრა ხელთ მართვის ყველა სადავე. ზოგიერთი “ექსპერტის” მოსაზრება, რომ სტალინს თავისი ასაკისა და ავადმყოფობის გამო შეზღუდული ჰქონდა როგორც მოძრაობა, ასევე აზროვნებაც და XIX ყრილობაზე საანგარიშო მოხსენებით გამოუსვლელობა სწორედ ამით იყო გამოწვეული, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

მეცხრამეტე ყრილობის დასკვნით ეტაპზე სტალინის 12-წუთიანი გამოსვლა სრულიადაც არ იყო მისი უძლურებით გამოწვეული _ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე სტალინის უხვსიტყვაობა ვერაფერს შეჰმატებდა ამ პოლიტიკურ მიმართულებას.

ყრილობის დამთავრებიდან ორი დღის შემდეგ, 16 ოქტომბერს, გამართულ პლენუმზე ტრიბუნაზე გამოსული სტალინი სულაც არ ჰგავდა ქვეყნის უსუსურ და ავადმყოფ მეთაურს, მან 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში ყოველგვარი “შპარგალკის” გარეშე დალაგებულად, შემტევად და, ამასთანავე, ემოციურად ისაუბრა იმაზე, რაც ყრილობაზე არ თქმულა. სწორედ ამ გამოსვლის ზოგიერთ ფრაგმენტს გთავაზობთ:

XIX ყრილობის შემდეგ, 1952 წლის 16 ოქტომბერს, სკკპ ცკის პლენუმზე სტალინის მიერ წარმოთქმული გამოუქვეყნებელი სიტყვა

(.. ეფრემოვის სტენოგრაფიული ჩანაწერის მიხედვით):

“ჩვენ ჩავატარეთ პარტიის ყრილობა. მან კარგად ჩაიარა და ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჩვენ შორის ერთსულოვნებაა, მაგრამ ჩვენ შორის ასეთი ერთიანობა მოჩვენებითია. ზოგიერთი ჩვენს გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება. ამბობენ, ასე ძალიან რატომ გავაფართოვეთ ცკ-ის შემადგენლობაო, მაგრამ, ნუთუ ნათელი არ არის, რომ ცკ-ში საჭირო იყო ახალი ძალების შეყვანა? ჩვენ, მოხუცები, გარდავიცვლებით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, ვის გადავცეთ ჩვენი დიადი საქმის ესტაფეტა, ვინ წასწევს მას წინ. ამისათვის საჭირო არიან ახალგაზრდა, ერთგული ადამიანები, პოლიტიკური მოღვაწეები. რას ნიშნავს პოლიტიკური, სახელმწიფო მოღვაწის აღზრდა? _ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სახელმწიფო მოღვაწის აღზრდას ათი, არა, თხუთმეტი წელი მაინც დასჭირდება. ამისთვის მხოლოდ სურვილი როდია საკმარისი. იდეურად მედგარ სახელმწიფო მოღვაწეთა აღზრდა პარტიის გენერალური ხაზის განსახორციელებლად ყოველდღიური მუშაობით, სხვადასხვა ჯურის მტრულად განწყობილი ოპორტუნისტების დაპირისპირების გადალახვით შეიძლება, რომლებსაც სოციალიზმის მშენებლობის შეჩერება და ჩაშლა სურთ. და ლენინური გამოცდილების პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, რომლებიც ჩვენმა პარტიამ აღზარდა, უნდა გადალახონ ეს ბარიერები და მიაღწიონ ჩვენი დიადი მიზნების სრულ გამარჯვებას. ნუთუ გასაგები არ არის, რომ პარტიის როლის ზრდა პარტიული კომიტეტებიდან უნდა დაიწყოს? არ შეიძლება იმის დავიწყება, რასაც ლენინი გვასწავლიდა, რომ მასებში პარტიის მუშაობა უნდა გაიზარდოს. ამ ყველაფერს ახალი ძალების მოზიდვა სჭირდება ცკ-ში, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელ შტაბში. ჩვენ გავითვალისწინეთ ლენინის დანაბარები და ასეც მოვიქეცით. აი რატომ გავაფართოვეთ ცკ-ის შემადგენლობა. თვით პარტიის რიგებიც ცოტა გაიზარდა. კითხულობენ, რატომ გავათავისუფლეთ მნიშვნელოვანი თანამდებობებიდან გამოჩენილი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეები. ჩვენ გავათავისუფლეთ მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და სხვები. შევცვალეთ ისინი ახალი მუშაკებით. რატომ? რა მიზეზით? მინისტრის მუშაობა გლეხის მუშაობაა, რომელიც დიდ ძალას, კონკრეტულ ცოდნასა და ჯანმრთელობას მოითხოვს. აი, რატომ გავათავისუფლეთ ზოგიერთი დამსახურებული ამხანაგი დაკავებული თანამდებობიდან და მათ ადგილებზე ახალი, უფრო კვალიფიციური, ინიციატივიანი მუშაკები დავნიშნეთ. ისინი ახალგაზრდები არიან, ენერგიით აღსავსე. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ საპასუხისმგებლო მუშაობაში. რაც შეეხება გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, ისინი ისევ გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებად რჩებიან. ჩვენ ისინი გადავიყვანეთ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად. ასე რომ, მე არც კი ვიცი, ამჟამად რამდენი მოადგილე მყავს. შეუძლებელია, არ შევეხო ზოგიერთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის არასწორ ქცევას, თუ ჩვენს საქმიანობაში ერთიანობაზე ვსაუბრობთ. მხედველობაში მყავს ამხანაგები: მოლოტოვი და მიქოიანი.

მოლოტოვი ჩვენი საქმის ერთგულია. ეჭვი არ მეპარება, რომ პარტიისთვის სიცოცხლესაც კი გაწირავს, მაგრამ არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ მის უღირს საქციელს. ამხანაგმა მოლოტოვმა, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დიპლომატიურ მიღებაზე ნასვამ მდგომარეობაში იყო, თანხმობა მისცა ინგლისის ელჩს, ჩვენს ქვეყანაში ბურჟუაზიული ჟურნალებისა და გაზეთების გამოცემაზე. რატომ? რის საფუძველზე მისცა თანხმობა? ნუთუ ნათელი არ არის, რომ ბურჟუაზია ჩვენი კლასობრივი მტერია და ბურჟუაზიული გამოცემების გავრცელება საბჭოთა ადამიანებს შორის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს? ასეთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა უარყოფით, მავნე ზეგავლენას მოახდენს საბჭოთა ადამიანების აზროვნებასა და მსოფლმხედველობაზე, მიგვიყვანს ჩვენი, კომუნისტური იდეოლოგიის შესუსტებასა და ბურჟუაზიული იდეოლოგიის გაძლიერებამდე. ეს ამხანაგ მოლოტოვის პირველი პოლიტიკური შეცდომაა. წინადადება ებრაელებისთვის ყირიმის გადაცემის შესახებ? _ ეს ამხანაგი მოლოტოვის უხეში შეცომაა. რისთვის დასჭირდა ეს? როგორ შეიძლება ამის დაშვება? რის საფუძველზე გამოთქვა ამხანაგმა მოლოტოვმა ასეთი წინადადება? ჩვენ გვაქვს ებრაელთა ავტონომია. ნუთუ ეს საკმარისი არ არის? დაე, განვითარდეს ეს რესპუბლიკა. ამხანაგ მოლოტოვს არ შეჰფერის, ებრაელთა არაკანონიერი მოთხოვნის ადვოკატი იყოს საბჭოთა ყირიმის მიმართ. ეს ამხანაგ მოლოტოვის მეორე პოლიტიკური შეცდომაა. ამხანაგი მოლოტოვი არასწორად იქცევა, როგორც პოლიტბიუროს წევრი. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მის წინადადებას.

ამხანაგი მოლოტოვი ისეთ დიდ პატივს სცემს თავის მეუღლეს, რომ პოლიტბიუროს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე მაშინვე ცნობილი ხდება ამხანაგ ჟემჩუჟინასათვის. გამოდის, რომ რაღაც უხილავი ძაფი აკავშირებს პოლიტბიუროსა და მოლოტოვის მეუღლე ჟემჩუჟინასა და მის მეგობრებს. მას კი ისეთი მეგობრები ჰყავს, რომელთა ნდობა არ შეიძლება. ნათელია, რომ პოლიტბიუროს წევრის ასეთი ქცევა დაუშვებელია. ახლა კი ამხანაგ მიქოიანის შესახებ. თურმე ის წინააღმდეგია გლეხებისათვის გადასახადების მომატებისა. ვინ არის ჩვენი ანასტას მიქოიანი? რა არ არის მისთვის ნათელი?

გლეხი ჩვენი მოვალეა. ჩვენ მათთან ძლიერი კავშირი გვაქვს. კოლმეურნეობებს მიწები მივეცით, ახლა მათ ვალი უნდა დაუბრუნონ სახელმწიფოს, ამიტომ მიქოიანის პოზიციას ვერ დავეთანხმებით.

მიქოიანი ტრიბუნაზე თავს იმართლებს, იშველიებს ეკონომიკურ გაანგარიშებებს.

სტალინი (აწყვეტინებს მიქოიანს): _ აი, მიქოიანი _ ახალმოვლენილი ფრუმკინი. ხედავთ, თვითონ ვერ გარკვეულა და ჩვენი დაბნევაც სურს ამ ნათელ, პრინციპულ საკითხზე.

ვიაჩესლავ მოლოტოვი აღიარებს შეცდომებს, თავს იმართლებს და ირწმუნება, რომ იყო და რჩება სტალინის ერთგულ მოწაფედ.

სტალინი (აწყვეტინებს მოლოტოვს): _ ტყუილია! მე მოწაფეები არ მყავს. ჩვენ, ყველანი, ლენინის მოწაფეები ვართ.

სტალინი აყენებს წინადადებას, გადაწყვიტონ საორგანიზაციო საკითხები, აირჩიონ პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები. პოლიტბიუროს ნაცვლად იქნება პრეზიდიუმი უფრო გაფართოებული შემადგენლობით, აგრეთვე, სკკპ ცკ-ის სამდივნო, სულ 36 ადამიანი.

სტალინი ამბობს, რომ სიაში ძველი პოლიტბიუროს ყველა წევრი შედის, ა. ა. ანდრეევის გარდა. პატივცემული ანდრეევის მიმართ ყველაფერი ნათელია, იგი დაყრუვდა, აღარაფერი ესმის, სჯობს, იმკურნალოს.

წამოძახილი ადგილიდან: _ ამხანაგი სტალინი სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივნად უნდა ავირჩიოთ!

სტალინი: _ არა! მე სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის თანამდებობიდან და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გამათავისუფლეთ.

ტრიბუნაზეა გ. ნ. მალენკოვი: _ ამხანაგებო! ჩვენ, ყველამ, ერთსულოვნად და ერთხმად უნდა ვთხოვოთ ამხანაგ სტალინს, ჩვენს ბელადსა და მასწავლებელს, კვლავ იყოს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი.

სტალინი (ტრიბუნიდან): _ ცკის პლენუმზე აპლოდისმენტები საჭირო არ არის. საკითხები ემოციის გარეშე, საქმიანად უნდა გადაიჭრას. მოვითხოვ, გამათავისუფლოთ სკკპ ცკის გენერალური მდივნისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. უკვე მოვხუცდი, ქაღალდებს აღარ ვკითხულობ. აირჩიეთ სხვა მდივანი.

ს. კ. ტიმოშენკო: _ ამხანაგო სტალინ, ხალხი ამას ვერ გაიგებს. ჩვენ ყველანი, ერთხმად გირჩევთ ხელმძღვანელად _ სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივნად. სხვა გადაწყვეტილება არ იქნება. ყველანი მხარს უჭერენ ტიმოშენკოს და ტაშს უკრავენ. სტალინი დიდხანს იდგა და გასცქეროდა დარბაზს, შემდეგ ხელი ჩაიქნია და დაჯდა”.

ისტორიკოს-მკვლევარები, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სტალინის წინააღმდეგ მომზადებული და განხორციელებული ტერორისტული აქტი არ არის მხოლოდ სულელი ხრუშჩოვის, შეშინებული მალენკოვისა და მათ მიერ მკვლელად შერაცხილი ბერიას მცდელობის შედეგი.

სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი განეკუთვნება იმ დონის ავანტიურას, რომლის მომზადებაშიც ჩაბმული უაღრესად გასაიდუმლოებული ადამიანების რაოდენობა ერთი პატარა ქვეყნის მცხოვრებთა საერთო რაოდენობასაც კი აღემატება.

საფიქრებელი ის არის, მართლა მოკვდა კი სტალინი?

* ჩერჩილის თქმით: “არა! მას კაცობრიობა არ დაივიწყებს”.

* შარლ დე გოლი:”ის მომავალში დაინთქა”.

* ბერნარდ შოუ: “სტალინი ვეფხვია, დანარჩენები _ პიგმეები”.

ჩემი შენიშვნა: ამბობენ, სტალინის ძეგლი უნდა აღდგესო გორში. სტალინი უნდა დაიკრძალოს საქართველოშიო.

კატეგორიულად ვაცხადებ: სტალინს არც თქვენი ძეგლი სჭირდება და არც თქვენი გათხრილი სამარე.

სტალინმა ძეგლი მილიარდობით ადამიანის გულში დაიდგა!

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ra azri akvs aseti adamiani ar mova imitom rom satanam daipkro kvekana romc movides gaakroben egreve cota dascloda da ar wasuliko ra ujirda masin ubralo xalxs me didad vapaseb mas mitumetes bevri ar wamikitxavs masze magram mjera da mwams rom uplisgan iko mosuli ubralod ar unda mivetovebinet mas

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here