Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სსრკ-ის საფინანსო სისტემა დიდი სამამულო ომის პერიოდში და ომის შემდეგ

სტალინი და სსრკ-ის საფინანსო სისტემა დიდი სამამულო ომის პერიოდში და ომის შემდეგ

2145
სტალინი

ავიაციის მარშალი ალექსანდრე გოლოვანოვი ღრმად იყო ჩაძინებული, როდესაც კრემლის ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მორიგემ სწრაფად უპასუხა ზარს და მას, ვინც რეკავდა, უთხრა: მარშალი შუაღამით დაბრუნდა სამსახურში და ახლა სძინავს, მაგრამ დამიბარა, _ თუ ეს ტელეფონი დარეკავდა, სასწრაფოდ გამეღვიძებინა.

_ მე სტალინი ვარ. თქვენი სახელი და გვარი? _ იკითხა სტალინმა. როცა მორიგემ შეკითხვას უპასუხა, სტალინმა განუცხადა:

_ თუ მარშალს გააღვიძებთ და ის სასწრაფოდ დამირეკავს, ხვალიდან სამსახურში აღარ იქნებით!

შეშინებულ მორიგეს, სანამ თვითონ არ გაიღვიძა, არც უცდია მარშლის გაღვიძება. გაღვიძებულს კი მოახსენა, ამ ტელეფონმა დარეკაო. განრისხებულმა მარშალმა შავი დღე აყარა მორიგეს, _ რატომ დაუყოვნებლივ არ გამაღვიძეო.

_ უფროსმა დამავალა, არ გამეღვიძებინეთ, _ უპასუხა მორიგემ.

_ ვინ არის აქ შენი უფროსი ჩემ გარდა?

_ ამხანაგი სტალინი, _ ამაყად უპასუხა მორიგემ. მარშალმა გოლოვანოვმა სტალინს დაურეკა, ბელადმა ის სასწრაფოდ კრემლში იხმო.

გვიან საღამოს სტალინმა მარშალ ალექსანდრე ვასილევსკისთან დარეკა შტაბში. მორიგემ უპასუხა, მარშალს სამი ღამე არ უძინია და მაგიდაზეა ჩაძინებულიო. სტალინმა უბრძანა:

_ არ გააღვიძოთ, სანამ თვითონ არ გაიღვიძებს!

გაღვიძებულ მარშალს სტალინის ხელით დაწერილი სამუშაო გრაფიკი გადასცეს, რომლის მიხედვითაც მორიგეს ევალებოდა, სტალინისათვის უშუალოდ მოეხსენებინა მარშლის დაძინება-გაღვიძების დრო.

1943 წელს ყაზახეთიდან გვიან ღამით დაბრუნებული არსენი ზვერევი (სსრკ-ის ფინანსთა მინისტრი 1938-1960 წლებში) ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც დილის 5 საათზე საწოლთან დადგმული კრემლის ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ზვერევი უცბად გამოერკვა ძილიდან და ტელეფონის ყურმილს დასწვდა. ხაზზე სტალინი იყო. მან ბოდიში მოუხადა ზვერევს ადრიანი ზარისათვის და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

_ ამხანაგო ზვერევ, თქვენ კარგად იცით, რომ ომი არა მხოლოდ ქალაქებსა და სოფლებს ანგრევს, არამედ, პირველ რიგში, ქვეყნის საფინანსო სისტემას. მსოფლიოს საფინანსო სისტემა ყირაზე დგას. გერმანიაში ფულის მასა 6-ჯერ გაიზარდა, იტალიაში _ 10-ჯერ, იაპონიაში _ 11-ჯერ. თქვენი კარგი მუშაობის წყალობით, ჩვენთან, სსრკში _ მხოლოდ 3,8-ჯერ. აქედანვე უნდა ვიფიქროთ ომის შემდგომ ქვეყნის რეფორმაზე.

ზვერევი განცვიფრებული იყო, საიდან იცოდა სტალინმა ეს ციფრები, როდესაც მისთვის არ მოუხსენებია.

_ ამხანაგო სტალინ, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ ჯერჯერობით ნაჩქარევად ჩავთვალეთ თქვენთვის ამის მოხსენება. სხვისთვის არავისთვის გამინდვია.

_ ხომ შეგიძლია, მე გამანდო? ეს საკითხი ახლა ერთად განვიხილოთ.

ჩემი სატელეფონო მოხსენება 40 წუთს გაგრძელდა. სტალინის მხოლოდ სუნთვა მესმოდა ყურმილში. ის ყოველგვარი შენიშვნის გარეშე მისმენდა. სტალინმა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მითითება მომცა და სამჯერ გამაფრთხილა, ეს საუბარი ყოფილიყო მკაცრად გასაიდუმლოებული ორ პიროვნებას შორის. მიბრძანა, მეორე დღეს, კარგად რომ გამოვიძინებდი, მასთან მივსულიყავი. ჩვენი ერთიერთზე საუბარი მეორე დღის გვიან საღამომდე გაგრძელდა”, _ იგონებს ზვერევი.

საუბრის ბოლოს სტალინმა ზვერევის მოხსენებითი ბარათი გაიხსენა “მილიონერ მწერლებზე”. წერილზე სტალინს პასუხი ჯერ არ ჰქონდა გაცემული:

_ ესე იგი, როგორც ჩანს, ქვეყანაში გვყავს მილიონერი მწერლები… მწერლები მილიონერები, არა?! სამწუხაროა, ამხანაგო ზვერევ, სამწუხარო.

ზვერევმა დაუდასტურა:

_ ნამდვილად სამწუხაროა, ამხანაგო სტალინ.

სტალინი დაინტერესდა:

_ მაინც რამდენი მილიონერი მწერალი გვყავს?

ზვერევმა უპასუხა:

_ 9 მილიონერი მწერალი გვყავს, ამხანაგო სტალინ.

სტალინი საწერ მაგიდას მიუახლოვდა, აიღო ზვერევის მოხსენებით ბარათი, უკან დაუბრუნა და იუმორით უთხრა:

ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია 1944 წელი
ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია, 1944 წ

_ სამწუხაროა, ამხანაგო ზვერევ, ძალიან სამწუხარო, რომ ამხელა ქვეყანაში ასე ცოტამილიონერი მწერალიგვყავს. მწერლობა ერის სულიერებაა, ერის მეხსიერება. აბა, რას დაწერენ მწერლები, თუ მშიერი იქნებიან?

ასე დაშორდნენ გვიან საღამოს ერთმანეთს სტალინი და ზვერევი და ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე განაგრძეს ფიქრი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1944 წლის 1-22 ივლისს, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და შემოიღეს ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშსწორების, ეგრეთ წოდებული ბრეტონვუდსის სისტემა, რომლის მიხედვითაც, ამერიკული დოლარი მსოფლიო ვალუტის სტატუსს იმყარებდა და ყველა ქვეყნის ეკონომიკა მასზე მიბმული ხდებოდა. ამ სისტემის ჩარჩოებში ჩამოყალიბდა განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სწორედ მათი საშუალებით ფულადი მასები ქვეყნების ეროვნული კონტროლიდან გამოვიდა და დაექვემდებარა აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემის კონტროლს, რომელიც ამერიკულ დოლარს ბეჭდავს, კერძო სტრუქტურაა და ჩრდილოვან ოლიგარქიულ კლანებს ეკუთვნის. ზემოხსენებულ კონფერენციაზე ამ ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი და ვითომ დოლარზე გადავიდა, მაგრამ სტალინმა იეშმაკა და მისი რატიფიცირებისგან თავი შეიკავა. 1945 წლის დეკემბერში კი ბელადმა საერთოდ უარი განაცხადა ბრეტონვუდსის შეთანხმების რატიფიცირებაზე და ფულტონში სწორედ ამის მერე გამოაცხადა ჩერჩილმაცივი ომისაბჭოეთის წინააღმდეგ (პროფესორი ანდრეი ტიუნიაევი).

საბჭოთა კავშირის საფინანსო სისტემამ ომის პერიოდში ურთულეს გამოწვევებს გაუძლო. გერმანიის საფინანსო სისტემა ომის პერიოდში 6-ჯერ გაიზარდა (გერმანიას ამარაგებდა ევროპის ქვეყნები), იტალიის საფინანსო სისტემა _ 10-ჯერ, იაპონიისა _ 11-ჯერ, ხოლო სსრკ-ის მხოლოდ _ 3,8-ჯერ.

დიდი სამამულო ომის პერიოდში სსრკის საფინანსო სისტემაში გამოვლინდა რიგი უარყოფითი ფაქტორებისა და აუცილებელი შეიქნა მათი სასწრაფოდ აღმოფხვრა: პირველი _ ქვეყანაში გაჩნდა ფულადი ერთეულის შეუსაბამობა (რაოდენობრივად) სასაქონლო ბრუნვის მიმართ, ანუ გაჩნდა . . ჭარბი ფული; მეორე _ გაჩნდა საბაზრო, კომერციული და .. საულუფო ფასები, რომელიც ხელს უშლიდა მუშათა ყოველდღიურ სახელფასო ანაზღაურებასა და მათ შემოსავალს; მესამე _ საკმაოდ დიდი თანხები მიედინებოდა გადამყიდველებთან. ეს ხელს უწყობდა გადამყიდველების გამდიდრებას მოსახლეობის ხარჯზე და, ბუნებრივია, ხელს უშლიდა სოციალურ თანასწორობას ქვეყანაში _ იქმნებოდა სოციალური დისბალანსის საფრთხე.

დიდი სამამულო ომის დასრულებისთანავე სახელმწიფომ გაატარა რიგი ღონისძიებებისა საფინანსო სისტემის გასამყარებლად და მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იზრდებოდა საშემოსავლო ანაზღაურების ფონდების ზრდით, ხოლო საფინანსო სისტემაში ხდებოდა გადასახადების შემცირება. მაგალითად, 1945 წლის აგვისტოდან მუშა-მოსამსახურეთათვის დაიწყო სამხედრო გადასახადების გაუქმება (საბოლოოდ გაუქმდა 1946 წლის დასაწყისში), ასევე შემცირდა სახელმწიფო სესხები. 1946 წლის გაზაფხულიდან მუშა-მოსამსახურეთათვის შემნახველი სალაროებიდან დაიწყო ფულადი კომპენსაციების გაცემა, ომის პერიოდში გამოუყენებელი შვებულებებისა.

ომის შემდგომ გარდაქმნა დაიწყო მრეწველობაშიც _ შეიარაღებული ძალების დაფინანსების შემცირებით ქვეყანაში გაიზარდა სავაჭრო ფონდი. 1946 წელს გაფართოვდა კომერციული ვაჭრობა _ გაიხსნა მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი, გაიზარდა საქონლის ასორტიმენტი და, რაც მთავარია, ქვეყანაში გაიაფდა პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საგნები. ომის დასრულების შემდეგ საკოლმეურნეო ბაზარზე ფასები თითქმის მესამედით შემცირდა, თუმცა 1946 წლის ბოლოსთვის რამდენიმე ხარვეზი ვერ აღმოიფხვრა ბოლომდე, რომელთა გამოც ქვეყანაში დაიწყო ფულადი რეფორმის გატარება. აუცილებელი შეიქნა ძველი კუპიურების ჩანაცვლება ახლით.

სსრკ-ის ფინანსთა მინისტრი არსენი ზვერევი
სსრკ-ის ფინანსთა მინისტრი არსენი ზვერევი

ალექსანდრე ზვერევის გადმოცემით, სტალინი ჯერ კიდევ 1942 წლის დეკემბერში დაინტერესდა ქვეყანაში ფულადი რეფორმით და მოითხოვა ანგარიშის წარდგენა 1943 წლის დასაწყისისთვის. თავდაპირველად ფულადი რეფორმის გატარება 1946 წელს იგეგმებოდა, მაგრამ გვალვით გამოწვეული ზარალის გამო რეფორმა გადავადდა და მხოლოდ 1947 წლის 3 დეკემბერს მიიღო პოლიტბიურომ გადაწყვეტილება საბარათო სისტემის გაუქმებასა და ქვეყანაში ფულადი რეფორმის გატარებაზე.

ფულადი რეფორმის ჩატარება გადაწყდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსა და სსრკ-ის კომუნისური პარტიის (ბ) ცკ-ის 1947 წლის 14 დეკემბრის განკარგულებით, რომლის განხორციელებაც დაიწყო იმავე წლის 16 დეკემბერს და დასრულდა 22 დეკემბერს. ამ რეფორმის შედეგად საბჭოთა მოქალაქეების ანაზღაურება არ შეცვლილა, ხოლო ცენტრალურ ბანკში ფულადი შენატანები 3 ათას მანეთამდე იცვლებოდა ერთი-ერთზე. 3-დან 10 ათას მანეთამდე ფულადი შენატანების დანაზოგი შემცირდა ერთი მესამედით, 10 ათასი მანეთის ზევით თანხის ორი მესამედი დაყადაღდა, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შინ ჰქონდათ შენახული დიდძალი თანხა, მიეცათ საშუალება, გადაეცვალათ ერთი (ახალი მანეთის) ათთან (ძველი მანეთის) შეფარდებით. შედარებით შეღავათიანი პირობები მიიღეს სამთავრობო სესხებზე; 1947 წლის საობლიგაციო სესხებს კი ცვლილებები არ შეხებია, ხოლო მასობრივი ობლიგაციური სესხი იცვლებოდა ახალ სესხებზე 3:1-ზე, 1938 წლის ობლიგაციური სესხები კი _ 5:1-ზე.

სსრკ-მა მოკავშირე ქვეყნებზე ადრე გააუქმა საბარათო სისტემა, გააუქმა კომერციული ფასები და გააიაფა როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები, ასევე სამრეწველო საქონელი. მაგალითად, პურსა და ფქვილზე ფასები შემცირდა 12%-ით, ბურღულეულსა და მაკარონზე _ 10%-ით და ა. შ.

ამგვარად, ომით გამოწვეული არასასურველი ფაქტორები სსრკ-ში ლიკვიდირებული იქნა და ქვეყანას საშუალება მიეცა, გადასულიყო დადგენილ ფასებზე. შედეგად, რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა.

რეფორმას ჰქონდა სოციალური ასპექტიც, რომელმაც აღადგინა სოციალური თანასწორობა ქვეყანაში. თავდაპირველად გაჩნდა განცდა, რომ რეფორმით დაზარალდა ქვეყნის ყველა მოქალაქე, მაგრამ არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილა უფულოდ, რადგან 16 დეკემბერს მოსახლეობას ახალი ფული დაურიგდა ხელფასის სახით. მოსახლეობის უმრავლესობას 3 ათას მანეთამდე ფულადი შენატანის გაცვლა 1:1-ზე სრულიად აკმაყოფილებდა. გასაგებია, რომ დანაკლისი სპეკულანტებთან ერთად განიცადა მოსახლეობის იმ ფენამ, რომელსაც ჰქონდა დიდი თანხები, მაგრამ ფასების შემცირებამ ზარალი მინიმუმამდე დაიყვანა. ასეთი იყო სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის მოსახლეობა _ ის რეგიონები, რომლებიც ნაკლებად დაზარალდნენ ომის პერიოდში და რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, ევაჭრათ, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ომისა.

აქ გამოიხატა სტალინის სისტემის უნიკალურობა, რადგან ფულის შეცვლამ არ დააზარალა ქვეყნის მოსახლეობა. მსოფლიო გაოცებული იყო, რომ ომის დასრულებიდან ორი წლის თავზე ფასები სურსათზე გათანაბრებული იყო ე.წ საულუფო ფასებთან, რიგ შემთხვევაში, დაბალიც კი იყო.

ეს ყველაფერი დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისთვის არა მხოლოდ საკვირველი, არამედ არასასიამოვნოც აღმოჩნდა. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სსრკთან შედარებით საკმაოდ ნაკლები ზარალი განიცადა ომის პერიოდში, 1950 წლის დასაწყისშიც კი ვერ გააუქმა საბარათე სისტემა, ხოლო სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებში მიმდინარეობდა მაღაროელთა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ითხოვდნენ შრომისა და ცხოვრების ისეთ პირობებს, როგორიც იყო სსრკში.

1947 წლის საფინანსო რეფორმის შემდგომი პერიოდის 1 მანეთი
1947 წლის საფინანსო რეფორმის შემდგომი პერიოდის 1 მანეთი

როგორ გაათავისუფლა სტალინმა მანეთი დოლარისგან

1937 წლისთვის საბჭოთა მანეთის კურსი დამოკიდებული იყო ამერიკულ დოლარზე და, შესაბამისად, მანეთის ფასი განისაზღვრებოდა დოლარის კურსით. 1950 წლის თებერვალში ცენტრალურმა სტატისტიკურმა სამმართველომ დავალება მიიღო სტალინისგან, რომ დაედგინათ ახალგამოცემული მანეთის კურსი. სპეციალისტებმა, მანეთის კურსი სხვადასხვა საქონლის მყიდველუნარიანობის მიხედვით დაადგინეს და მიიღეს შემდეგი ფარდობა: 14 მანეთი = დოლარს, ეს მაშინ, როდესაც 1947 წლამდე საბჭოური მანეთი დოლარის მიმართ იყო 53:1-ზე, თუმცა სტალინისთვის ეს შეფარდება (14:1) მიუღებელი აღმოჩნდა, სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული ციფრები გადახაზა და იქვე მიაწერა: “მაქსიმუმ 4 მანეთი”. ამ ფაქტს შეესწრნენ სსრკ-ის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ზვერევი, სახელმწიფო დაგეგმვის თავმჯდომარე მაქსიმე საბუროვი, აგრეთვე, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ჯოუ ენლაი და ალბანეთის ხელმძღვანელი ენვერ ხოჯა.

1950 წლის 28 თებერვალს სსრკის მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება საბჭოური მანეთის ოქროთი უზრუნველყოფის შესახებ და, მანეთი დოლარის კურსზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, სუფთა ოქროს შემცველობა მანეთში განისაზღვრა 0,222168 გრამით. 1950 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ბანკის მიერ 1 გრ სუფთა ოქროს შესაძენი ფასი განისაზღვრა 4 მანეთითა და 45 კაპიკის ოდენობით. ამით, როგორც სტალინმა აღნიშნა, სსრკ დაცული და, შესაბამისად, თავისუფალი გახდა დოლარისგან.

ომის შემდგომ აშშ-ს ჰქონდა მცდელობა, ამერიკული ვალუტა ფართოდ ყოფილიყო გამოყენებული ომგამოვლილ ქვეყნებში, რათა ეს ქვეყნები დოლარზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი, რაც გულისხმობს ფინანსურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ამის მაგალითად სტალინმა დაასახელა იუგოსლავია, რომლის ეკონომიკა ამერიკულ დოლარსა და ინგლისურ გირვანქა სტერლინგზე იყო დამოკიდებული.

სტალინმა ჯერ კიდევ როდის თქვა: _ ადრე თუ გვიან, დასავლეთი იუგოსლავიასდაანგრევსეკონომიკურად და პოლიტიკურადდააქუცმაცებს”.

სტალინის წინასწარმეტყველება გასული საუკუნის 90-იან წლებში ახდა…

სტალინის მმართველობის პერიოდში კი საბჭოთა მანეთი სრულიად გათავისუფლდა დოლარისგან, რამაც გამოიწვია ქვეყნის არა მხოლოდ მრეწველობის ზრდა, არამედ ექსპორტის გაორმაგება.

უდოლაროსაერთო ბაზრის სტალინური გეგმა

1949 წელსსტალინისეული ოქროს მანეთისშემოღებამ გამოიწვია რიგი ქვეყნების _ ჩინეთის, მონღოლეთის, ჩრდილოეთ კორეის, ვიეტნამისა და სხვა ქვეყნების ფინანსურეკონომიკური სავაჭრო ბლოკის შექმნის შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩნდებოდა ახალი (საერთო) ბაზარი, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნებოდა ამერიკული დოლარისაგან, რაც ამ ქვეყნების პოლიტიკურ თავისუფლებას ნიშნავდა.

1952 წლის აპრილში მოსკოვში საერთაშორისო ეკონომიკური შეხვედრის მიმდინარეობისას სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი შეპილოვმა გაასაჯაროვა ინიციატივა _ საერთო ბაზრისა და ერთობლივი საინვესტიციო ბაზის შექმნის შესახებ. ახალი ბაზარი თავისუფალი იქნებოდა ამერიკული დოლარის ექსპანსიისგან. ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა ჯერ კიდევ 1951 წელს განაცხადეს მზადყოფნა, სსრკ-თან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობაზე და უარი თქვეს სავაჭრო ურთიერთობაზე აშშ-თან. ახალი საერთო ბაზრის შექმნის იდეა მისაღები აღმოჩნდა ე.წ. განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიც იყო ავღანეთი, ირანი, ინდონეზია, იემენი, სირია, ეთიოპია, ასევე მისაღები აღმოჩნდა იუგოსლავიისა და ურუგვაისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ საერთაშორისო ეკონომიკურ შეხვედრას მოსკოვში.

საინტერესო დეტალი: სსრკ-ის შეთავაზებით დაინტერესდნენ, აგრეთვე, შვედეთი, ფინეთი, ირლანდია, ისლანდია და ავსტრია. ჯამში, მოსკოვის საერთაშორისო ეკონომიკურ შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები 49 ქვეყნიდან.

შეხვედრისას ხელი მოეწერა 60-მდე შეთანხმებას სავაჭრო, საინვესტიციო თუ სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებზე. შეთანხმების ძირითადი პრინციპები ასეთი იყო: ამერიკული დოლარის სრული გამორიცხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სახის გაცვლითი (ბარტერი) საშუალებებით, დავალიანებების მოგვარება, ურთიერთმისაღები და მაქსიმალურად ხელსაყრელი საერთო კრედიტებითა და ინვესტიციებით სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა, საბაჟო პრივილეგიები განვითარებადი ქვეყნებისთვის და, რაც მთავარია, ეკონომიკური საკითხების ერთიანი კურსი, მათ შორის, ერთიანი კურსი მსოფლიო ბაზარზე.

სსრკის დელეგაციამ პირველ ეტაპზე ქვეყნებს შესთავაზა ორმხრივი, აგრეთვე, მრავალმხრივი საბაჟო, საფინანსო, საკრედიტო და სავაჭრო შეთანხმებები, რომლებსაც მოჰყვებოდა გაერთიანება საგარეო ეკონომიკურ საკითხებში და შეიქმნებოდა ერთობლივი სავაჭრო ბლოკი. საბოლოო ეტაპისთვის კი იგეგმებოდა სუფთა ოქროს შემცველობის სახელმწიფოთაშორისი ვალუტის შექმნა. ამ ახალი საბაზრო ბლოკის მიმოქცევაში კი განიხილებოდა საბჭოთა მანეთი. ადვილი მისახვედრია, რომ ქვეყნების საფინანსოეკონომიკურ ინტეგრაციას მოჰყვებოდა ამავე ქვეყნების პოლიტიკური ინტეგრაციაც. ამ შეხვედრამ სსრკის გარშემო გააერთიანა არა მხოლოდ სოციალისტური და სახალხოდემოკრატიული ქვეყნები, არამედ განვითარებადი ქვეყნებიც (ყოფილი კოლონიები).

სამწუხაროდ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სსრკ-ის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ და ზემოაღნიშნული საერთაშორისო ეკონომიკური შეხვედრის მონაწილე ზოგიერთმა ქვეყანამ დაივიწყეს დიდი ბელადის კურსი და ნელ-ნელა მოექცნენ დოლარის გავლენის ქვეშ. ასე მიეცა დიდი სტალინის პროექტი დავიწყებას. უფრო მეტიც, ხრუშჩოვის სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ავანტიურამ გამოიწვია “სტალინისეული ოქროს მანეთის” 10-გზის დევალვაცია. გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა მანეთი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებული იქნა. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანა წაიყვანა დოლარიზაციისკენ. ამას გარდა, სსრკ გადაიქცა “დონორ” ქვეყნად, რომელიც თავის სიმდიდრეს “კაპიკებში” ყიდდა დასავლეთის ქვეყნებში, ხოლო სტალინის მიერ შექმნილი ოქროს ფონდი ნადგურდებოდა.

საბჭოური გლობალიზაციისიდეა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. სტალინმა დატოვა ყველანაირად გამართული რუსეთი და საჭიროა კეთილი ნება, რომ მის მიერ დაწყებული საქმე მიყვნილ იქნას ლოგიკურ დასასრულამდე. შედაგად, რუსეთი იქნება სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ფინანსურად, ასევე ეკონომიკურად, ანუ მისცემს რუსეთს ძლიერ ნაციონალურ ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობას.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here