Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო წარსულის ფურცლებიდან

სტალინი და საქართველო წარსულის ფურცლებიდან

1876
სტალინი-რუზველტი-ჩერჩილი

ნაწილი III

სტალინის ფენომენის შესასწავლად

სტალინის ფენომენის, მისი პიროვნული ნიშანთვისებების შესწავლასა და შეფასებას, უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, მსოფლიოს ბევრი ისტორიკოსი, მკვლევარი და ექსპერტი ცდილობს. დღეს გთავაზობთ ცნობილი ქართველი დრამატურგისა და პუბლიცისტის, კიტა ბუაჩიძის მეუღლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თინათინ ბარამიძის თვალსაზრისს სტალინის ფენომენზე.

“ძლიერი ადამიანი, ჩანჩქერის მსგავსად, თვითონ პოულობს თავის გზას”, _ გვამცნობს ხალხური ანდაზა. კეთილშობილი, მიზანსწრაფული, ენერგიით აღსავსე ადამიანი არამხოლოდ საკუთარ გზას პოულობს, არამედ მას შესწევს უნარი, თავისი გზით სხვაც ატაროს, ყველა მისი მოქმედება შინაგანი “მე”-ს გამოხატულებაა, მის ყველა მოქმედეჰბაში მჟღავნდება ძალა, დამოუკიდებლობა, ხალხის ნდობა, ამიტომ იმსახურებენ საზოგადოების პატივისცემასა და აღიარებას. ყოველ ქცევაში ან მოქმედებაში არის რაღაც გადამდები. მამაცი, ძლიერი პიროვნებები შთააგონებენ სხვა ადამიანებს, იარონ მათი გზით ან გაჰყვნენ მათ გზას. ასეთი უშიშარი ხასიათი ჰქონდა ბევრ ადამიანს და ისტორიულ პირს, რომლებიც იყვნენ რომელიმე მოძრაობის სათავეში _ ველინგტონი, ვაშინგტონი, ლუთერი, რუზველტი და, რასაკვირველია, სტალინი.

ყველას გვახსოვს სტალინის სახელით დამუხტული შეძახილები:

“სამშობლოსათვის, სტალინისათვის!” _ გადადიოდნენ შეტევაზე და სიცოცხლესაც წირავდნენ. სტალინის სახელით საბჭოთა ჯარებმა მრავალი გამარჯვება იზეიმეს. “საერთაშორისო ისტორია სხვა არაფერია, თუ არა გამოჩენილი პიროვნებების ისტორია”, _ აღნიშნავს ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი სმაილსი. ქვეყნის სიდიადე განიზომება არა ტერიტორიის სიდიდით, არამედ ხალხის ხასიათით. ენერგიულ, გონიერ და შრომისმოყვარე ხალხს ვერავინ დაჩაგრავს, ვერ მოერევა. ის სახელმწიფო, რომელიც შედგება ისეთი ხალხისგან, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის და, საკუთარი უბადრუკი “მე”-ს გარდა, სხვა მიზანი არ აქვს, განწირულია დასაღუპავად. ადამიანის დანიშნულება მოღვაწეობაა, ამისთვის უნდა ჰქონდეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც დაეხმარება მტკიცე ხასიათის გამომუშავებაში, პიროვნულ ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში. ნიშან-თვისებების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს:

მაგალითად, გოეთეს აზრით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ შრომისმოყვარეობასა და შრომისუნარიანობას. “ყოველივე კარგს და საუკეთესოს ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ შრომით”; ამასთანავე, გოეთეს თქმით, დისციპლინას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. პლუტარქე გონიერებასა და განსჯის უნარს აძლევს უპირატესობას. “მთავარია, მოვლენების სწორი განსჯის უნარს აფასებდნენ, ვიდრე აღტაცებას გამოთქვამდნენ ჩვენს განსწავლულობაზე”, _ ბრძანებს იგი. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ველინგტონი ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე: “ადამიანის ჭეშმარიტ სიდიადეს მოვალეობის განცდა წარმოადგენს”.

ვიქტორ ჰიუგო აღნიშნავს, რომ ყველა წარმატების თავიდათავი არის შეუპოვრობა: “წარმატების საიდუმლოება მდგომარეობს სიტყვა შეუპოვრობაში”.

როდესაც ერთ ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ჰკითხეს, რას თვლის იგი ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად წარმატებისთვის _ მჭერმეტყველებას, განათლებას, თუ შრომისმოყვარეობას, უპასუხა: “თავშეკავების უნარს”. დიახ, თავდაჭერილობა იმ საუკეთესო თვისებებს ეკუთვნის, რომელზეც შექსპირი წერდა: “თავშეკავების უნარი შეიძლება შეფასდეს, როგორც ხასიათის ძირითადი მახასიათებელი. მოთმინებასა და სიმამაცეს შეუძლია, არა მხოლოდ სარგებლობის მოტანა, არამედ ისინი განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას ცხოვრებაში”. ბიბლიაში კი ქება-დიდებით მოიხსენიება არა, უბრალოდ, ძლიერი ადამიანი, რომელსაც ძალუძს ქალაქის დაპყრობა, არამედ რომელსაც ძალუძს საკუთარი თავის მართვა, აკონტროლებს თავის აზრებს, სიტყვებს, ყოფას.

ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი სემუელ სმაილსი თავის ოთხტომეულში “გონება და ენერგია” (1887 წ.) ხაზს უსვამს ზნეობისა და ხასიათის კატეგორიებს და აღნიშნავს, რომ სრულფასოვან ადამიანს ბევრი ნიშან-თვისება უნდა ჰქონდეს. ყურადღებას ამახვილებს რა იმ თანდაყოლილ თუ შეძენილ პიროვნულ თვისებებზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფორმირებისა და წარმატებით მოღვაწეობისთვის _ იგი ადამიანის ხასიათს ანიჭებს უდიდეს უპირატესობას (თავი I): “ხასიათი არის ადამიანის განუყოფელი საკუთრება, მისი დიდი სიმდიდრე. ხასიათიანი კაცი ცხოვრებაში გამარჯვებულია. ხასიათის სისუფთავესა და სიმაღლეში არის დიდი ძალა. მათ მიჰყვება ხალხი, მათ ხალხი პატივს სცემს”. ხასიათიანმა ადამიანმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეიძლება ვერ მოიპოვოს სიმდიდრე, მაგრამ უთუოდ დაიმსახურებს დიდ პატივისცემასა და დიდებას. “არსებობს ხასიათი, რომელიც სიძნელეების დროს განიცდის განვითარებას და, პირიქით, კარგ პირობებში _ იღუპება”. სიძნელეები და ხანდახან მარცხი უფრო კარგად აყალიბებს ადამიანის ხასიათს, ვიდრე წარმატებები. წარმატების მისაღწევად ადამიანს უნდა გააჩნდეს შრომისა და შრომისმოყვარეობის უნარი (თავი _ IV). ერთნი შრომობენ, რომ დაკავებული იყვნენ საქმით, ზოგნი _ მატერიალური კეთილდღეობისათვის, ზოგნი _ დიდებისათვის, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელთათვის შრომა მოთხოვნილებაა, შრომის გარეშე მათი არსებობა აზრს კარგავს (მაგ., მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი _ საუკეთესო მაგალითია შრომისადმი დაუოკებელი სწრაფვისა).

სიზარმაცე ცოცხლად დასამარების ტოლფასია. ზარმაცი ადამიანი უფლისა და საზოგადოებისათვის ისეთივე უსარგებლოა, როგორც მიცვალებული, რომელიც ვერ მონაწილეობს ცხოვრების ცვლილებებსა და მოთხოვნებში. სმაილსის უკვდავ შრომაში განხილული და შეფასებულია სხვა თვისებებიც, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ შეძლოს საკუთარ თავზე გამარჯვება (თავი V-XIX).

  1. პირველ ყოვლისა, ადამიანს ცხოვრებაში უნდა ჰქონდეს მიზანი და მიზანსწრაფვა;
  2. დაბრკოლებების გადალახვის უნარი, ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანი იყოს მამაცი, შეუპოვარი, უდრეკი;
  3. ღირსეული საქციელი ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ადამიანი შეიცნობა და ფასდება იმის მიხედვით, როგორ იქცევა ის საშიშროებისა და განსაცდელის დროს. უნდა შეეძლოს თავშეკავება, მოთმინება და საკუთარი თავის მართვა;
  4. სულგრძელობა აუცილებელი პირობაა გამარჯვებისათვის;
  5. უნდა იყოს მორწმუნე ღვთისა;
  6. მაღალი ზნეობა, პატიოსნება და სინდისი მაღალ შეფასებას იმსახურებს;
  7. სამართლიანობა და სიმართლის მოყვარეობა;
  8. მოვალეობის განცდას დიდი მნიშვნელობა ენიჭება;
  9. გულწრფელობა საუკეთესო თვისებაა;
  10. ძლიერი ნებისყოფა, სულიერი მდგრადობა, სულიერი მხნეობა აუცილებელი პირობაა;
  11. გონიერება, საკითხში ღრმად წვდომის ნიჭი და, აქედან გამომდინარე, ლოგიკური ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  12. თანდაყოლილი კეთილშობილება და თავაზიანობა. ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება;
  13. ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე ხელობა და თავის დარგში იყოს მაღალპროფესიონალი;
  14. პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ცხოვრებისეულ სკოლას.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ეს თვისებები არ აქვს, დიდი სურვილისა და შრომის შედეგად შეიძლება მისი გამომუშავება.

სმაილსი თავის კლასიკურ ოთხტომეულში, მსოფლიოს ისტორიაში შესულ გამოჩენილ პიროვნებებსა და ისტორიულ პირებზე, საკმაოდ ვრცელ მასალაზე, ადამიანის ხასიათისა და ზნეობრივი მახასიათებლების შესწავლისა და დაკვირვების საფუძველზე ასკვნის:

ისტორიაში შესულ გამოჩენილ პიროვნებებს ზემოაღნიშნული თვისებებიდან შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე მახასიათებელი და არის კიდეც ამის მაგალითები (ჰერბერტ სპენსერი, სენეკა, გოეთე, ვაშინგტონი და სხვ.), მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ პიროვნებებშიც მოიძებნოს რაიმე ნეგატიური შტრიხი. მაგ., მიქელანჯელო, რომელიც არნახულ შრომისმოყვარეობასა და მრავალმხრივ ნიჭთან ერთად, გამოირჩეოდა თავშეუკავებლობითა და სიფიცხით. ლეონარდო და ვინჩიც არ იყო მოკლებული ნეგატიურ თვისებებს და ა.შ.

ფილოსოფოსი სმაილსი ვერ ასახელებს ისეთ გამორჩეულ პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ხასიათის თუ ზნეობის ყველა დადებითი თვისება ერთობლივად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი პიროვნება არ არსებობს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოჩენილ პირებსა და მათი ხასიათისა თუ ზნეობის ნიშან-თვისებების შესწავლის საფუძველზე სმაილსმა დაადგინა კიდევ ერთი კანონზომიერება.

მსოფლიოს გამოჩენილ პირებს ახასიათებს ოთხი ძირითადი ნიშანთვისება:

  1. მაღალპროფესიონალიზმი;
  2. მაღალი ზნეობა;
  3. დიდი სასიცოცხლო ენერგია;
  4. მაგნეტიზმი.

ეს 4 ნიშანი არის მათი გამაერთიანებელი, მთავარი მახასიათებელი. ამ 4 ნიშანს ისინი აჰყავს გამორჩეულის რანგში. ამ ნიშან-თვისების მქონე პიროვნებები კანონზომიერად რჩებიან ისტორიაში და მყარად იმკვიდრებენ ადგილს.

ჩვენი კვლევის თანახმად, სმაილსის სწავლების გათვალისწინებით, სტალინი მსოფლიოში ის ერთადერთი და განუმეორებელი პიროვნებაა, რომელშიც თავმოყრილია წარმატებისთვის საჭირო ყველა ნიშან-თვისება და სწორედ ამ ფაქტით აიხსნება მისი პიროვნების ფენომენი.

რაც შეეხება სმაილსის მიერ დადგენილ მეორე პოსტულატს, გამოჩენილ ადამიანებში 4 ნიშან-თვისების არსებობის კანონზომიერების შესახებ _ მაღალ პროფესიონალიზმს, ზნეობას, დიდი სასიცოცხლო ენერგიასა და მაგნეტიზმს _ სტალინი ამის ნათელი მაგალითია, რაშიც სტალინის მიმართ რადიკალურად განწყობილი ოპონენტებიც დაგვეთანხმებიან და სწორედ ამით აიხსნება სტალინის ფენომენის საიდუმლო.

ჩვენი ვერსიის დასადასტურებლად საკმარისია, თვალი გადავავლოთ სტალინის მიმართ ცნობილი პიროვნებების გამონათქვამებსა და დახასიათებებს. (იხ. გრიგოლ ონიანის მრავალტომეული “სტალინი” 2016-2017).

ვეყრდნობით რა გამოჩენილი პიროვნებების გამონათქვამებს (უელსი, რომენ როლანი, პიკასო, რუზველტი, ჩერჩილი, ჟუკოვი და სხვ.) სტალინის პიროვნების მიმართ, ჩვენი ვერსიის საილუსტრაციოდ მოგვყავს ინგლისის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ინგლისის ლორდთა პალატაში 1958 წლის დეკემბერში სტალინის დაბადების 80 წლისთავზე. ნათარგმნია “ბრიტანეთის ყოველწლიური ენციკლოპედიიდან”:

* “ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით _ გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა სტალინივით ურყევი მხედართმთავარი. სტალინი იყო გამოჩენილი ადამიანი, რომელიც ზუსტად შეეფერებოდა იმ სასტიკ პერიოდს… სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, მკაცრი და ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ასევე საუბრისას, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა, მეც კი, ინგლისის პარლამენტში აღზრდილს, მიჭირდა. სტალინს, უპირველეს ყოვლისა, ჰქონდა იუმორისა და სარკაზმის, საკუთარი აზრის ზუსტად გამოხატვის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი. ცნობილია, რომ სტალინი თავის მოხსენებებს თვითონ წერდა. მის ნაწერებში ყოველთვის იგრძნობოდა ვეებერთელა ძალა და ენერგია, რომელიც მას განუმეორებელს ხდიდა სხვა ქვეყნისა და ხალხის ხელმძღვანელებს შორის. სტალინის გავლენა ხალხზე განუმეორებელი იყო. იგი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. როდესაც ის შემოდიოდა იალტის საკონფერენციო დარბაზში, ჩვენ, ყველანი, თითქოს გვიბრძანესო ვდგებოდით და, როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ _ რატომღაც ხელები შარვლის ნაკეცების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. გაკვირვებას იწვევდა მისი ღრმად გააზრებული ლოგიკური სიბრძნე. იგი იყო გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უბადლო ოსტატი. როგორც კრიტიკულ, ასევე საზეიმო ვითარებაში, იგი იყო თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს. იგი იყო უჩვეულოდ რთული პიროვნება. მან შექმნა და დაიქვემდებარა უდიდესი იმპერია. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრების საშუალებით უსწორდებოდა. იგი ჩვენც კი, ვისაც იმპერიალისტებს გვეძახდა, გვაიძულებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა. სტალინი იყო მსოფლიოში ერთადერთი, უდიდესი და განუმეორებელი დიქტატორი. მან ჩაიბარა ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი.

არა, რაც უნდა ილაპარაკონ მასზე, ასეთ ადამიანს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს”.

* ახლა მოვუსმინოთ პაბლო პიკასოს:

“სტალინში იყო იულიუს კეისრის ჭკუა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალურობა და ციცერონის ისტორიული დამარწმუნებლობა და ლაკონურობა, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა, მასში ისინი, ყველანი იყვნენ და, თუ მსოფლიოს ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება”.

ზემოაღნიშნული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისტორიაში გამორჩეულ პიროვნებებს შორის სტალინი არის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება.

მეორე მხრივ, არსებობს ცნობილი ბიოგრაფის, პლუტარქეს, მოსაზრება, რომ არ შეიძლება ადამიანის შეფასება მხოლოდ დადებითი მხრიდან, რადგან, “როგორც პორტრეტში ვხვდებით შუქ-ჩრდილებს, ასევე ადამიანის ბიოგრაფიაშიც არსებობს შუქ-ჩრდილები”. საბოლოო ჯამში, ადამიანი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რა გააკეთა მან ცხოვრებაში.

სტალინის რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო 1899 წელს, რისთვისაც იგი თბილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს. იგი პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა _ ლენინის იდეების გამტარებელი.

1) 1919 წლის 27 ნოემბერს, როგორც პარტიის ერთგული სამხედროპოლიტიკური მოღვაწე, დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

2) 1922 წლის აპრილში ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე სტალინი აირჩიეს ცკის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წლის განმავლობაში.

3) კპ სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 . დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ;

ლენინის გარდაცვალების შემდეგ:

4) სოციალიზმის მშენებლობა დაიწყო სოციალისტური ინდუსტრიალიზაციით, რაც უზრუნველყოფდა ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახელმწიფო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტუქციას, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას;

5) სტალინმა განახორციელა კულტურის რევოლუცია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის სოციალიზმის გამარჯვებისათვის;

6) დიდი სამამულო ომის პერიოდში სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას ქვეყანაში თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიისა და მილიტარისტური იაპონიის განადგურების საქმეში;

7) როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობდა სამი სახელმწიფოს _ საბჭოთა კავშირის, აშშსა და დიდი ბრიტანეთის _ კონფერენციებში;

8) ომის შემდგომ პერიოდში მთავრობამ, სტალინის ხელმძღვანელობით, დიდი მუშაობა გასწია სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში.

სტალინს მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939 წ.), სსრკ-ის გმირის (1945 წ.), სსრკ-ის მარშლის (1943 წ.), სსრკ-ის გენერალისიმუსის (1945 წ.) წოდებები. დაჯილდოვებულია ლენინის _ 3, “გამარჯვების” _ 2, წითელი დროშის _ 3 , სუოროვის I ხარისხის ორდენებით, აგრეთვე, მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე (ქართული ენციკლოპედია, ტომი IX, გვ. 545-547). დაინტერესებული პირი ამოიკითხავს, რომ სტალინის ბიოგრაფიაში, პიროვნებასა და მოღვაწეობაში სჭარბობს სინათლე…

დიახ, სტალინზე, როგორც ამოუხსნელ ფენომენზე, მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ფიქრობდა მსოფლიოში, ის უყვარდათ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში ხომ თითქმის ყველას, საქართველოში კი… ჩვენში ზოგიერთისგან, მათ შორის, ისტორიკოსებისგანაც, მოისმენთ: “სტალინს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია”-ო.

რა აქვს გაკეთებული სტალინს საქართველოსთვის? _ ამ შეკითხვას ამომწურავად უპასუხებს ცნობილი პუბლიცისტი, ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი _ კიტა ბუაჩიძე საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე გრიგოლ ონიანისადმი მიწერილ ღია ბარათში (იხ. “ლიტერატურული საქართველო”, 1994 წ. 18 მარტი):

  1. ქართველი სოციალდემოკრატების მიერ შერისხული და დასამარებული ილია ჭავჭავაძე სტალინმა გაუცოცხლა ქართველ ხალხს;
  2. სტალინისმეფურითხოვნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, გენერალმა დე გოლმა დაუბრუნა საქართველოს ეროვნული საგანძური;
  3. ოცდაათიანი წლების დასაწყისში სტალინი არ მოერიდა, გამოეცათ მოსკოვში ემიგრანტ კონსტანტინე ბალმონტის მიერ თარგმნილივეფხისტყაოსანი”; სტალინმა თარგმნაპოემისერთი სტროფი, რომელიც, შალვა ნუცუბიძის შეუმცდარი აზრით, ყველაზე ახლოს არის პოეტურად და აზრობრივად რუსთაველთან;
  4. სტალინმა კრემლშიც შეინარჩუნა ქართული სახელი _ კობა.
  5. სტალინი არც ქართულ აქცენტს ფარავდა, შეეძლო კი, თითქმის ნახევარი საუკუნე რუსეთში მცხოვრებს, რომეარტისტაცოტათი მაინც, არ გაუჭირდებოდა, ემეტყველაველიკორუსივით”…
  6. ომის მიწურულს, როცა საბჭოთა ჯარი ბერლინს გარს შემოერტყა, სტალინმა უბრძანა ბერიას, მოენახა ერთი ქართველი მეომარი, რომელიც რუსთან ერთად გამარჯვების დროშას აღმართავდა რაიხსტაგის გუმბათზედიახ, ასე აქცია გმირად სტალინმა წალენჯიხელი მელიტონ ქანთარია.

ის, რომ სტალინი სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ცნობილი იყო ყველასთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მომყავს ისტორიული ეპიზოდი ცნობილი რუსი მწერლის _ ალექსანდრე ჩაკოვსკის რომანიდან “დაუმთავრებელი პორტრეტი” (ჟურნალი “Знамя”, Москва, 1983 გ. #3):

“1945 წლის ყირიმის კონფერენციის დამთავრების შემდეგ ფიზიკურად და გონებრივად გადაღლილმა რუზველტმა ცუდად იგრძნო თავი და პირადი ექიმის რჩევით, თავის ამალასთან ერთად, პირდაპირ გაემგზავრა ნიუ-იორკის მახლობლად, პრეზიდენტის აგარაკზე. პირველ რიგში, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სტალინისათვის მიეწერა წერილი. რუზველტი ამაყობდა იმით, რომ სტალინთან, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო უხეში, პირდაპირი, უკომპრომისო და ამასთანავე, რბილი და მომხიბლავიც კი, რომელსაც მოკავშირეებს შორის ერთსულოვნების შესანარჩუნებლად დათმობაზეც შეეძლო წასულიყო, სერიოზული საპირისპირო მოსაზრებების მიუხედავად, აეწყო მეგობრული და ნდობით აღსავსე დამოკიდებულება.

რუზველტს კარგად ესმოდა, რომ კონფერენციაზე სტალინის დემარში იყო არა უბრალო გაღიზიანების შედეგი, არამედ შეურაცხყოფაზე პასუხი, რომელიც მიაყენეს არა მხოლოდ მას, არამედ, საბჭოთა კავშირს.წერილი ისე უნდა ყოფილიყო შედგენილი, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი _ ნოლზე ყოფილიყო დაყვანილი. აგარაკზე ყოფნისას პრეზიდენტს, ფაქტობრივად, არ დაუსვენია. იგი უმეტეს დროს თავის სამუშაო კაბინეტში ატარებდა. წერდა სტალინისათვის განკუთვნილ წერილს, წერდა და ხევდა, მსახური ვერ აუდიოდა ხელნაწერების გადაყრას, რუზველტი ფიქრობდა, რომ ვრცელი წერილი სტალინს არ მოეწონებოდა და ვერც მოიცლიდა მის წასაკითხად და, გაითვალისწინა რა, რომ სტალინს აქვს სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვის უნარი, ბოლოს და ბოლოს, დაამთავრა წერილის წერა, რომლის საბოლოო ვარიანტი შეიცავდა მხოლოდ ნახევარ გვერდს. პრეზიდენტმა რუზველტმა შვებით ამოისუნთქა და ბედნიერმა დატოვა თავისი სამუშაო ოთახი.

რომანის ფინალში აღწერილია, რომ აგარაკზე ყოფნისას რუზველტი დროდადრო პოზირებდა ერთ აბეზარ მხატვართან და ერთ-ერთი პოზირებისას, ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილი იყო წამიერი და დიდებული, მისი პორტრეტი დაუმთავრებელი დარჩა. აქედანვე გამომდინარეობს რომანის სათაურიც “დაუმთავრებელი პორტრეტი”.

თინათინ ბარამიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

P.S. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ტექსტში მოყვანილი გამონათქვამები სტალინის პიროვნებაზე ეკუთვნის სტალინის პოლიტიკურ ოპონენტებს. ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება სტალინის გულშემატკივრების, მისი მიმდევრების გამონათქვამები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here