Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟურნალისტიკა XXI საუკუნეში

სტალინი და ჟურნალისტიკა XXI საუკუნეში

214
სტალინი

გაზეთი ქადაგებაა

და ქადაგება _ გაზეთი,

თუ ნიადაგი არა აქვს,

ჩალად არა ღირს არც ერთი!”

ვაჟაფშაველა

სანამ მთავარ საკითხზე გადავალ, ჩემი თვალსაზრისი უნდა გამოვთქვა დღევანდელ ჟურნალისტიკაზე, როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით მედიაზე. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე, ვეცნობი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ზოგჯერ გამომაქვს დასკვნა,ზოგჯერ კი ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

იყო პერიოდი (ძველი), როდესაც ჟურნალისტი გადმოსცემდა ფაქტს, შემოწმებულსა და მართალს, ყოველგვარი კომენტარის გარეშე, დასკვნის გამოტანას კი მკითხველს ანდობდა. დადგა პერიოდი (ახალი), როდესაც პრესითა თუ ტელევიზიით ან ინტერნეტით მოდის შეუმოწმებელი, ყალბი და რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის გათვლილი ინფორმაცია და მას მოჰყვება შეთხზული ზღვა მასალა, ვითომ “წყაროს” მოწოდებული, რომელიც მაყურებლის თუ მკითხველის ზომბირებას უწყობს ხელს და მას არ აძლევს საშუალებას, ერთი წუთით მაინც დაფიქრდეს მიღებულ ინფორმაციაზე.

მე ხშირად ვყოფილვარ პრესის კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ქებაც ბევრი მიმიღია. მინდა გავიხსენო (ახალი დროის) ერთი სატელევიზიო გადაცემა, რომელსაც საფუძვლად არც ძველი “ინტრიგანის” “დანოსი” ედო და არც ახალი “წყაროს” მიერ გამოგონილი და მიწოდებული ინფორმაცია. ეს გადაცემა იყო შეთქმულება პიროვნების წინააღმდეგ, სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ. იმხანად სახელმწიფოს პატრონი რომ ჰყოლოდა (ან ახლა ჰყავს?!), ეს ფაქტი ხალხის სამსჯავროზე უნდა გამოეტანათ, რის შემდეგაც დამნაშავე საზოგადოებასვე უნდა დაესაჯა. საქმე ეხებოდა საქართველოს კულტურის იმჟამინდელ მინისტრს. ერთ-ერთმა ტელეარხმა მოამზადა გადაცემა, რომლის სცენარიც და რეჟისურაც ტელეარხთან ერთად ერთმა ნაძირალამ განახორციელა. ქვეყანა ირყეოდა შემზარავ სატანურ სცენებზე მონათხრობით _ უნიჭო თეატრალურობითა და ზარ-ზეიმით ამცნობდა მილიონობით ტელემაყურებელს თავის ბინძურ მონაჩმახს გარეწრული პროექტის გარეწარი წამყვანი.

არაფერს ვამბობ იმაზე, ვიღაც სკამის ფეხით რომ გააუპატიურეს, არც იმაზე, მილიარდები რომ წაართვეს მოსახლეობას; არც იმაზე, ბეტონის ფილებს რომ აბამდნენ ფეხზე ცოცხალ ადამიანებს და ნავიდან შუა ზღვაში აგდებდნენ, _ “ფსკერზეც ფეხზე იდგესო”. მე იმ სატანურ სცენარზე მისკდება გული _ როგორ უნდა შერჩეს ან იმ ტელეარხს, ან იმ სცენარის ავტორს, ან იმ ჟურნალისტს, რომელიც ამ სისაძაგლეს მილიონობით ტელემაყურებელს უყვებოდა.

100 წლის წინათ სვანეთში სისხლის აღება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, თუმცა გამონაკლისი შემთხვევა დღესაც ხდება. კომუნისტურმა ხელისუფლებამ სვან ხალხს სიტყვა მისცა, _ თქვენ თავი დაანებეთ მკვლელის თვითნებურ დასჯას, მას ჩვენ დავსჯით, კაცის მკვლელს დავხვრეტთ, თქვენ კი პასუხისმგებლობა აგცდებათ და სისხლიც აღებული გექნებათო. სახელმწიფომ დაიკისრა იმ მძიმე დანაშაულისგან სვანი კაცის გათავისუფლება, რომელიც ან მეზობლის ტყვიით კვდებოდა, ან ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით. სახელმწიფო, ხელისუფლება თავისი არსით დამსჯელი ორგანოა, რომელმაც უნდა დაიცვას ხალხის ინტერესები _ ეს არის მისი ძირითადი მიზანი და მოვალეობა. დღევანდელი ხელისუფლება კი იცავს თავის თავს და თავის ინტერესებს და იცავს ვისგან? _ ხალხისგან, რათა არ წაართვას ის, რაც წაჰგლიჯა.

თუ სვან კაცზე ანეკდოტად დადის, ფულის საჭრელი მანქანა გაყიდა, როცა გაუჭირდაო, _ სახელმწიფომ, როცა გაუჭირდა, ფულით სავსე ბანკები გაყიდა.. ესეც ანეკდოტია? ხომ წერენ ამის შესახებ მედიასაშუალებები. მაშ, რატომ არ უნდა ექცეოდეს ყურადღება ხალხს და ხალხის გოდებას? სახელმწიფომ რატომ არ უნდა დაიკისროს რიგ შემთხვევაში ხალხის გასაკეთებელი საქმე, როდესაც მას ხალხი ვერ აკეთებს? _ ვერ აკეთებს ხელისუფლების შიშით, პოლიციისა და ჯარის შიშით. გამოდის, რომ პოლიციაც და ჯარიც, ხალხს კი არა, იცავს ერთ მუჭა ხელისუფალთ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსყიდვის გზით მოვიდნენ.

მედია თავისუფალი სიტყვის გამომხატველად იმიტომ აქციეს, რომ, რასაც მოისურვებენ, ის წეროს და იკითხოს, ხალხის ხმამ კი ხელისუფლებამდე არ უნდა მიაღწიოს. ჩვენი ოპოზიციური პარტიები ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან არსებული ხელისუფლების მანკიერ მხარეებზე, მაშინ, როდესაც გუშინ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და მსგავსი ოპოზიციური აზრები მათთვის ბაბუაწვერისთვის შებერვა იყო.

“ნაცმოძრაობის” ხელისუფლებას თვითკრიტიკის უქონლობამ თვალები დაუბნელა და უფსკრულის პირას მიიყვანა, მაგრამ ამერიკელი ძიების მიერ უფსკრულის თავზე გაბმულმა ბადემ არ გადაჩეხა ისინი უფსკრულში, ამერიკელმა პატრონებმა კვლავ ძუძუზე ჩამოიკიდეს უკვე საყმაწვილოსენმოხდილი ბიჭები.

სტალინი

დღეს ბეჭდურ მედიაში არის ფლაგმანი გაზეთები, რომლებიც დაუფარავად ამხელენ ოკეანის გაღმელ მგლებსაც და ავანტიურისტებსაც, რომლებმაც დოლარებზე გაყიდეს სამშობლოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და შვილებს ლგბტთემისთვის ამზადებენ და არა ქვეყნის ჯარისკაცებად. წამყვანმა გაზეთებმა ნიღაბი უნდა ჩამოჰგლიჯონ ვაიპატრიოტებს, მათ გულზე დაბნეული ყალბი ყვავილები ხალხს უნდა დაანახვონ. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს, სიმართლით უნდა ვებრძოლოთ ოპონენტებს.

და აი მივედით იქამდე, რომ თხრობა დავიწყო სტალინის ბასრ იარაღზე _ კრიტიკასა და თვითკრიტიკაზე, რომლებითაც დაფარული არაფერი რჩებოდა, რაც კი ხელს უშლიდა ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებას. სტალინს შეიძლება სააშკარაოზე არ გამოეტანა და არც გამოუტანია საზღვარგარეთის აგენტურული ქსელის საქმიანობა, მაგრამ ყოველთვის დაუფარავად ლაპარაკობდა პარტიულ თუ სამეურნეო საქმიანობაში დაშვებულ წვრილმან და მსხვილმან შეცდომებზე.

1928 წლის 26 ივნისის გაზეთ “პრავდის” 146-ე ნომერში სტალინმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ფართოდ ჩაბმულიყო კრიტიკისა და თვითკრიტიკის, ქვეყნისათვის მეტად საჭირო საქმიანობაში. ამ საგაზეთო მასალიდან ზოგიერთ ამონარიდს გაგაცნობთ:

“ზოგჯერ ამბობენ, თვითკრიტიკა კარგი რამ არის იმ პარტიისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუპყრია ძალაუფლება და “დასაკარგი არაფერი აქვს”, მაგრამ თვითკრიტიკა სახიფათო და საზიანოა იმ პარტიისთვის, რომელმაც ძალაუფლება უკვე დაიპყრო, რომელსაც გარემოცვაში მტრული ძალები ჰყავს და რომლის წინააღმდეგაც მტრებმა შეიძლება გამოიყენონ მისი სუსტი მხარეების მხილებაო. ეს მართალი არ არის. ეს სრულიად არ არის მართალი! პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ ბოლშევიზმმა ძალაუფლება დაიპყრო, სწორედ იმიტომ, რომ ბოლშევიკები შეიძლება გამედიდურდნენ ჩვენი მშენებლობის წარმატებათა გამო, სწორედ იმიტომ, რომ ბოლშევიკებმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ თავიანთი სუსტი მხარეები და ამით საქმე გაუადვილონ თავიანთ მტრებს, სწორედ ამიტომ არის საჭირო თვითკრიტიკა განსაკუთრებით ახლა, განსაკუთრებით ძალაუფლების აღების შემდეგ”.

* ამჟამინდელი ხელისუფლება არა თვითკრიტიკის, არამედ თავდაცვის რეჟიმშია გადასული. როგორი უხეში და თვალში საცემი შეცდომაც უნდა დაუშვასქართულმა ოცნებამ”, მისი გამოსწორების გზების ძიებაზე კი არ არის მობილიზებული პარტიული აქტივი, არამედ მისი მიჩქმალვისა და ყალბი სამოსელით შეფუთვით არის დაკავებული, რითაც საქმეს უადვილებსნაცმოძრაობასუფრო აქტიური თავდასხმისთვის.

“თვითკრიტიკა რომ გავშალოთ, ამისთვის საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, დავძლიოთ პარტიის წინაშე არსებული მთელი რიგი დაბრკოლებებისა. ამას მიეკუთვნება მასების კულტურული ჩამორჩენილობა, პროლეტარული ავანგარდის კულტურული ძალების ნაკლებობა, ჩვენი უძრაობა, ჩვენი “კომუნისტური ყოყოჩობა” და სხვა, მაგრამ ერთ-ერთ უაღერესად სერიოზულ დაბრკოლებას, თუ ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებას არა, წარმოადგენს ჩვენი აპარატების ბიუროკრატიზმი. საქმე ეხება ბიუროკრატული ელემენტების არსებობას ჩვენი პარტიული, სახელმწიფოებრივი, პროფესიული, კოოპერაციული და სხვა ორგანიზაციების შემადგენლობაში. საქმე ეხება ბიუროკრატულ ელემენტებს, რომლებიც ცოცხლობენ ჩვენი სუსტი მხარეებითა და შეცდომებით; რომლებსაც, როგორც ცეცხლისა, ისე ეშინიათ მასების კრიტიკის, მასების კონტროლის და რომლებიც ხელს გვიშლიან თვითკრიტიკის გაშლაში, ხელს გვიშლიან ჩვენი სუსტი მხარეებისგან, ჩვენი შეცდომებისგან განთავისუფლებაში. ბიუროკრატიზმი ჩვენს ორგანიზაციებში არ შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ საქმის გაჭიანურებად და კანცელარიულ უსულგულობად. ბიუროკრატიზმი არის ჩვენს ორგანიზაციებზე ბურჟუაზიული გავლენის გამოვლინება”.

* საქართველოს სახელმწიფოს არსებობის პირობებში არასოდეს ყოფილა ისე აყვავებული ბიუროკრატიზმი, როგორც წინა ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში, და ეს კიდევ უფრო ძლიერდებაქართული ოცნებისპირობებში. არაფერს ვამბობ მუშასა და გლეხზე, ისინი ხომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არსებობენ. დღეს ერთი საშუალო რანგის სახელმწიფო მოღვაწეს არ შეუძლია მეორე ამავე რანგის მოხელესთან შეღწევა, თუ სათანადო ნებართვა არ აქვს. ასეული კილომეტრის მანძილიდან ჩამოსულ მეწარმეს, თუ რა ჰქვია ლუკმაპურის მაძიებელ კაცს თანამედროვე ენით, არ შეუძლია თუნდაც კვირის განმავლობაში იდგეს ამა თუ იმ სამთავრობო დაწესებულების ეზოში (მას მოსაცდელშიც არავინ შეუშვებს ნებართვის გარეშე), რათა მან, არათუ ხელმძღვანელთან, რიგით სპეციალისტთან მაინც შეაღწიოს. მას მექანიკურად უპასუხებენ, რომ უფროსი დაკავებულია ან ქვეყანაში არ იმყოფება. მთელი ქვეყანა დასაცავად და დამცველად არის გადაქცეული. ეს მაშინ, როდესაც დაცვა კომუნისტების პერიოდში მხოლოდ ერთ კაცს ეკუთვნოდა _ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს და იმასაც ერთი კაცი იცავდა (სტალინის პერიოდში).

“თვითკრიტიკა საჭიროა არ ხელმძღვანელობის შესასუსტებლად, არამედ მის გასაძლიერებლად; საჭიროა იმისათვის, რომ იგი ქაღალდის საშუალებით ნაკლებავტორიტეტული ხელმძღვანელობიდან გადავაქციოთ ცოცხალ და ნამდვილ ავტორიტეტულ ხელმძღვანელობად. მაგრამ არის სხვაგვარი “თვითკრიტიკაც”, რომელიც იწვევს პარტიულობის რღვევას, საბჭოთა ხელისუფლებისთვის სახელის გატეხვას, სამეურნეო კადრების გახრწნას, მუშათა კლასის განიარაღებას, გადაგვარების შესახებ ლაყბობას. სწორედ ასეთი “თვითკრიტიკისკენ” მოგვიწოდებდა გუშინ ტროცკისტული ოპოზიცია. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პარტიას საერთო არაფერი აქვს ასეთ “თვითკრიტიკასთან”. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პარტია მთელი ძალ-ღონით, ყველა საშუალებით იბრძოლებს ასეთი “თვითკრიტიკის” წინააღმდეგ.

* სწორედ ასეთი კრიტიკის ნათელი მაგალითიანაცმოძრაობისდღევანდელი წუხილი, ნიანგის ცრემლის ღვრა და ყოველწამიერად რაფალიანცის ტრაგედიის შეხსენება საზოგადოებისთვის, როდესაც მათ ასობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს წყალში დახრჩობით თუ ციხეში წამებით, რომელთა საქმეებიც გამოუძიებელი და საზოგადოებისთვის უცნობია. სწორედ ასეთ კრიტიკასა და თვითკრიტიკაზე მიუთითებს სტალინი, როგორც ტროცკისტულზე.

“არ შეიძლება, აგრეთვე, იმის უარყოფა, რომ თვითკრიტიკის შედეგად ჩვენი პრესა უფრო ცოცხალი და სიცოცხლისუნარიანი გახდა, ხოლო ჩვენი გაზეთების მუშაკთა ისეთი რაზმები, როგორებიც არის მუშსოფლკორთა ორგანიზაციები, უკვე იწყებენ გადაქცევას უაღრესად სერიოზულ პოლიტიკურ ძალად. მართალია, ჩვენი პრესა ხანდახან კვლავ ზედაპირზე სრიალებს, ჯერ კიდევ ვერ ისწავლა გადასვლა ცალკეული კრიტიკული შენიშვნებიდან უფრო ღრმა კრიტიკაზე, ხოლო ღრმა კრიტიკიდან _ კრიტიკის შედეგების განზოგადებაზე, იმის გამოვლინებაზე, კრიტიკის შედეგად რა მიღწევებია მოპოვებული ჩვენი მშენებლობის დარგში, მაგრამ არა მგონია, შეიძლებოდეს, დავეჭვდეთ იმაში, რომ ეს საქმე წინ წავა შემდგომი კამპანიის მსვლელობაში. ოღონდ საჭიროა, ამ პლუსებთან ერთად აღინიშნოს ჩვენი კამპანიის მინუსებიც. საქმე ეხება თვითკრიტიკის ლოზუნგის იმ დამახინჯებებს, რომლებსაც ადგილი აქვს უკვე ახლა, კამპანიის დასაწყისში, და რომლებიც ქმნის თვითკრიტიკის გაუხამსების საშიშროებას, თუ ისინი ახლავე არ აღვკვეთეთ.

1.საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, აღვნიშნოთ, რომ პრესის მთელ რიგ ორგანოებში დაისახა ტენდენცია კამპანიის გადაყვანისა ჩვენი სოციალისტური მშენებლობის ნაკლოვანებათა საქმიანი კრიტიკის ნიადაგიდან პირადი ცხოვრების უკიდურესობათა წინააღმდეგ სარეკლამო შეძახილების ნიადაგზე. ეს შეიძლება დაუჯერებლად გვეჩვენოს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ფაქტია”.

* შენიშვნა:

სწორედ ეს არის, როგორცნაცმოძრაობის”, ისექართული ოცნებისმხრიდან საქმიდან გაქცევის მცდელობა და ადამიანების ლოგინში ქექვა და ჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურება.

“აიღეთ, მაგალითად, გაზეთი “ვლასტ ტრუდა”, ირკუტსკის საოლქო კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო (#128). იქ ნახავთ მთელ გვერდს, აჭრელებულს სარეკლამო “ლოზუნგებით”: “თავშეუკავებლობა სქესობრივ ცხოვრებაში ბურჟუაზიულია”, “ერთ ჭიქას მეორე მოსდევს”, “საკუთარ სახლს საკუთარი ძროხა უყვარს”, “ორფა საწოლის ბანდიტები”, “გასროლა, რომელიც არ მომხდარა” და ა.შ. საკითხავია, რა შეიძლება იყოს საერთო “ბირჟოვკის” შესაფერ ამ “კრიტიკულ” შეძახილებსა და ბოლშევიკურ თვითკრიტიკას შორის, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ჩვენი სოციალისტური მშენებლობის გაუმჯობესება? შესაძლოა, რომ ამ სარეკლამო შენიშვნების ავტორი კომუნისტია. შესაძლოა, იგი გამსჭვალულია მტრობით საბჭოთა ხელისუფლების “კლასობრივი მტრებისადმი”, მაგრამ აქ იგი სწორი გზიდან რომ უხვევს, აუხამსებს თვითკრიტიკის ლოზუნგს და ლაპარაკობს არა ჩვენი კლასის წარმომადგენლის ხმით _ ეს უეჭველია.

2.შემდეგ _ საჭიროა, აღვნიშნოთ, რომ პრესის ის ორგანოები, რომლებიც მოკლებულნი არ არიან სწორი კრიტიკის უნარს, ისინიც კი ზოგჯერ გადადიან კრიტიკაზე კრიტიკისათვის, კრიტიკას აქცევენ სპორტად, რომლის მიზანია სენსაცია. ავიღოთ, მაგალითად, “კომსომოლსკაია პრავდა”. ყველასათვის ცნობილია “კომსომოლსკაია პრავდის” დამსახურება თვითკრიტიკის გაშლის საქმეში, მაგრამ აიღეთ ამ გაზეთის ბოლო ნომრები და გადასინჯეთ პროფესიულ კავშირთა სრულიად საკავშირო ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელების “გაკრიტიკება”, მთელი რიგი შეუწყნარებელი კარიკატურები ამ თემაზე. საკითხავია, ვის სჭირდება ასეთი “კრიტიკა” და რის მოცემა შეუძლია მას, გარდა თვითკრიტიკის ლოზუნგის კომპრომეტაციისა? რა თქმა უნდა, თვითკრიტიკისთვის საჭიროა ყველა სახეობის იარაღი, მათ შორის, “მსუბუქი კავალერიაც”, მაგრამ განა აქედან ის გამომდინარეობს, რომ მსუბუქი კავალერია ჭკუამსუბუქი კავალერია უნდა გახდეს?

3.ბოლოს _ საჭიროა, აღვნიშნოთ მთელი რიგი ჩვენი ორგანიზაციების მიდრეკილება, გადააქციონ თვითკრიტიკა სამეურნეო მუშაკების დევნად, მუშათა კლასის თვალში მათთვის სახელის გატეხად. ფაქტია, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ უკრაინასა და ცენტრალურ რუსეთში დაიწყო პირდაპირი დევნა ჩვენი საუკეთესო სამეურნეო მუშაკებისა, რომელთა დანაშაული არის ის, რომ ისინი 100%-ით არ არიან გარანტირებული შეცდომებისგან. სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ადგილობრივი ორგანიზაციების დადგენილებები ამ სამეურნეო მუშაკების პოსტებიდან მოხსნის შესახებ, დადგენილებები, რომლებსაც არავითარი სავალდებულო ძალა არ აქვს, მაგრამ აშკარად ნავარაუდევია იმისათვის, რომ სახელი გაუტეხოს ამ მუშაკებს? სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ, რომ სამეურნერო მუშაკებს აკრიტიკებენ, მაგრამ კრიტიკაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევენ?”

* შენიშვნა:

და ეს არის სტალინის მიერ კრიტიკის ჩახშობა? განა ეს არ არის იმ საქმიანობის აშკარა კრიტიკა, რომელიც გამეფებულია დღევანდელ ცხოვრებაში და, კერძოდ, მედიაში? განა ეს არ არის ბრძოლა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისადმი?

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მოვითხოვთ, კრიტიკა სწორი იყოს მთელი 100 %-ით. თუ კრიტიკა ქვემოდან მომდინარეობს, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ისეთი კრიტიკაც, რომელიც სწორია მხოლოდ 5-10%-ით. ყველაფერი ეს მართალია. მაგრამ განა აქედან ის მომდინარეობს, რომ სამეურნეო მუშაკებს უნდა მოვთხოვოთ გარანტია შეცდომებისგან მთელი 100%-ით? განა ქვეყნად არიან შეცდომებისგან მთელი 100%-ით დაზღვეული ადამიანები? განა ძნელი გასაგებია, რომ სამეურნეო კადრების გამოსაზრდელად საჭიროა მრავალი წელი, რომ სამეურნეო მუშაკებისადმი დამოკიდებულება ჩვენში უაღრესად სათუთი და მზრუნველი უნდა იყოს? განა ძნელი გასაგებია, რომ თვითკრიტიკა გვესაჭიროება არა სამეურნეო კადრების დევნის, არამედ მათი გაუმჯობესებისა და განმტკიცებისთვის? გააკრიტიკეთ ჩვენი მშენებლობის ნაკლოვანებანი, მაგრამ ნუ გააუხამსებთ თვითკტრიტიკის ლოზუნგს და ნუ გადააქცევთ მას სარეკლამო ვარჯიშის იარაღად თემაზე: “ორფა საწოლის ბანდიტები”, “გასროლა, რომელიც არ მომხდარა” და სხვ. რაც მთავარია: ქვემოდან მასობრივ კრიტიკას ნუ შევცვლით ზემოდან “კრიტიკული” რახარუხით; საშუალება მიეცით მუშათა კლასის მასებს, გამოიჩინონ შემოქმედებითი ინიციატივა ჩვენი ნაკლოვანებების გამოსწორების საქმეში, ჩვენი მშენებლობის გაუმჯობესების საქმეში”.

თანამედროვე ხელისუფალნო, ისწავლეთ სტალინისგან! სტალინიზმი არ არის ფაშიზმი. სტალინიზმი არის კაცობრიობის განვითარების ნათელი გზა, რომელიც მიგვიყვანს აღთქმულ ქვეყნამდე, სადაც იქნება თანასწორობა, ბედნიერება, იმედი მომავლისა, სადაც ვარდსა და ნეხვს მზე ერთნაირად მოეფინება!

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here