Home რუბრიკები ისტორია სტალინი და… ორი იდიოტი

სტალინი და… ორი იდიოტი

1255
სტალინი

ლევან ცუცქირიძეს ჩემთან რომ ემეზობლა და არა ნიდერლანდებთან, უფრო სარწმუნო ინფორმაციასა და ლიტერატურას მივაწოდებდი და ამ დამყაყებულ და ცილისმწამებლურ ფითებს არგამოაცხობდა”. ის თავისი დამკვეთების დავალებას ახმოვანებს და ამბობს: “ფაშისტური გერმანიის დამარცხების წარმოჩენა სტალინის პირად დამსახურებად არასწორია”… ბოლოს კი თავისბრძნულგამოკვლევას ასე ამთავრებს: “მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოგო” _ ეს საბჭოთა პროპაგანდის შექმნილია და თანამედროვე პერიოდში მას აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლური მედია”.

სტალინის განქიქებას თავი რომ დავანებოთ, ლევან ცუცქირიძე არც ჰიტლერს აყრის კარგ დღეს და არც მის არმიას:

“1939 წლიდან მოყოლებული დიდი ბრიტანეთის ლიდერობითა და შეერთებული შტატების მატერიალურტექნიკური მხარდაჭერით, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის უშუალო სამხედრო მონაწილეობით მეორე მსოფლიო ომში (მათ შორის გერმანიის საზღვაო ბლოკადის შენარჩუნებით) გერმანია საგრძნობლად დასუსტდა, როგორც სამხედრო, ისე მატერიალური თვალსაზრისით”.

ზემოთ მოყვანილ ამ ამონარიდში რამდენი სიტყვაცაა, იმდენი სისულელეა. გერმანელმა ფელდმარშალმა კეიტელმა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას (ის 10 თვესა და 4 დღეს გაგრძელდა) დაწერა მემუარები, რომელშიც აღწერილია გერმანიის სამხედრო მოქმედებები 1939-დან 1945 წლამდე. სანამ კეიტელის მემუარებზე გადავალთ, მკითხველს უნდა მოვუთხრო, რა ვნახე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიწისქვეშეთში 2017 წელს ინგლისში მოგზაურობისას.

გერმანელების მიერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე პირველი ბომბის ჩამოგდებისთანავე ჩერჩილმა ბრძანა, პარლამენტის შენობის ქვეშ, 27 მეტრის სიღრმეზე მოეწყოთ ბუნკერი, სადაც განლაგდებოდა ბრიტანეთის მთავრობა თავისი საძინებლებითა და სამუშაო ოთახებით. ამჟამად ამ ადგილის დათვალიერება და მისი გაცნობა, ძვირი, მაგრამ ხელმისაწვდომი “სიამოვნებაა”. რა თქმა უნდა, მეც დიდი მონდომებით დავათვალიერე ყველაფერი. ყველა ოთახი ერთ ხაზზეა განლაგებული, დაცულია ტყვიაგაუმტარი მინებით. ოთახებში ჩანს საწოლი, საწერი მაგიდა, მომცრო სასადილო მაგიდა და ტელეფონის აპარატები. თავშესაფარში კანალიზაციის უქონლობის გამო ყველა საწოლის ქვეშ გამოსაჩენ ადგილზე იდგა ღამის ქოთნები. ოთახები და მათი ინვენტარი თითქმის ერთნაირია, მაგრამ გამაკვირვა პრემიერმინისტრის საწოლის ქვეშ შედგმულმა ღამის ქოთანმა, რომელიც საშუალო მოცულობის საარყე ქვაბის ზომისა იყო. ჩერჩილმა სწორედ ამ ბუნკერში მიიღო სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი 1941 წელს.

როდესაც მოლოტოვმა პრემიერს ომის მიმდინარეობის შესახებ ჰკითხა, ჩერჩილმა უპასუხა, რომ მის იმპერიაში სიმშვიდეა. მოლოტოვმა დიპლომატიურად უთხრა, თუ იმპერიაში სიმშვიდეა, მაშინ ამ ჯურღმულში რა გვინდაო?!

კეიტელის მემუარებში ვკითხულობთ:

“1941 წლის 22 ივნისის ღამეს ადოლფ ჰიტლერის სპეციალური მატარებლით ჰიტლერის ყველაზე ახლო ადამიანები: მათ შორის იოდლი და მე ჩვენი ადიუტანტებით ჩავედით ტყით დაფარულ სამხედრო ბანაკ სტენბურგში (აღმოსავლეთი პრუსია) აქ იყო სახმელეთო ჯარების შტაბ-ბინა. შევნიშნეთ, რომ იქ იდგა გერინგის სპეციალური მატარებელიც. ასე რომ, სამივე მთავარსარდალი ვიმყოფებოდით შეტევის დაწყების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში. შტაბ-ბინიდან ოთხ კილომეტრში ჰიტლერის პირადი თვითმფრინავი იდგა და ყოველ წუთს მზად იყო ჰაერში ასაჭრელად. ჯარის სახეობათა სარდლებს ნახევარი საათი უნდა ჰყოფნოდათ ფიურერთან გამოსაცხადებლად, თუ ამის საჭიროება დადგებოდა. იქვე ახლოს იყო განლაგებული ოპერატიული ხელმძღვანელობის შტაბი. მე ხშირად მიწევდა ამ სპეციალური აეროდრომიდან აფრენა და მოქმედი არმიების შტაბების შემოწმება, მაგრამ უკან დაბრუნებული დიდი წვალებით ვადგენდი, სად უნდა დავმჯდარიყავით, აეროდრომი ისე იყო შენიღბული ბუნებასთან. ფიურერი ოპერატიულ ცნობებს იღებდა ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ჩრდილოეთი აფრიკიდან და სხვა ოკუპირებულ ქვეყნებიდან რომელთა საჯარისო ნაწილების დაპირისპირება ხდებოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

ჰიტლერი კი, ლევან ცუცქირიძის თქმით, ისე ყოფილა დასუსტებული, რომ ფეხებს ძლივს მიათრევდა საბჭოთა საზღვრებისკენ, თუმცა ფელდმარშალმა კეიტელმა რა იცოდა იმდენი გერმანიისა და ფიურერის შესახებ, რაც ახლა იცისდიდმა მკვლევარმალევან ცუცქირიძემ.

1941 წლის 15 მაისის ცნობით, გერმანიას თავის განკარგულებაში ჰყავდა სახმელეთო ჯარების _ 230, სატანკო _ 22, მოტორიზირებული _ 20, საჰაერო _ 13 და კავალერიის 4 დივიზია, სულ 289 დივიზია. საბჭოთა საზღვრებთან იდგა და ბრძოლისათვის ემზადებოდა 180 დივიზია. ამის გარდა, მზად იყო ფინეთის სახმელეთო ძალების 15 და რუმინეთის 25 დივიზია. ასე რომ, “ბატონო მკვლევარო” ლევან, არც ისე სუსტად გამოიყურება 22 ივნისისავის თქვენგან და თქვენი დამკვეთებისგან აგრერიგად დასუსტებული გერმანიის შეიარაღებული ძალები.

სტალინმა საბერძნეთში დაგებული მახით, რომელშიც მოხერხებულად გააბა ჰიტლერი, გერმანიას ომის დაწყება 15 მაისის ნაცვლად 22 ივნისამდე გადაადებინა. მოგებულმა ექვსმა კვირამ კი გადაწყვიტა ე.წ. ბლიცკრიგის ბედი. ჩვენი ყალბისმქნელი და ყალბისმთქმელი ისტორიკოსები კი ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან სტალინის მიზეზით 1941 წელს მომხდარი კატასტროფის შესახებ, ეს მაშინ, როდესაც კეიტელი აცხადებს, რომ გერმანია 1941 წელს დამარცხდა. 1941 წლის 22 ივნისის ბრძოლების ანალიზმა ცხადყო, რომ რუსი ხალხის პატრიოტიზმი და საბრძოლო განწყობა სამშობლოსთვის ადამიანურ გრძნობებზე მაღლა დგას და ფანტასტიკის დონეს განეკუთვნება.

“ბატონო მკვლევარო” ეს ჩერჩილის სიტყვებია:

“22 ივნისი ბრიტანეთისა და კაცობრიობის გადარჩენის დღეა!”

ენა როგორ გიბრუნდებათ, როცა ამბობთ, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში დიდი წვლილი მიუძღვის სტალინსო?! თუ უახლესი ისტორიისა ცოტა რამ მაინც გაგეგებათ, უნდა იცოდეთ, რომ სტალინი მუხლზე დაჩოქილი ემუდარებოდა ევროპას, გაერთიანებულიყო ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ყური არავინ ათხოვა, მათ ჰიტლერი არჩიეს სტალინს და ჰიტლერთან ერთად საბჭოეთს 18 ევროპული ქვეყანა შეუსიეს ცხადად თუ ფარულად. მაგრამ საბოლოოდ ზოგი თავისი ნებით და ზოგიც ძალით მოკავშირე გახდა ძლევამოსილი საბჭოთა კავშირისა და მისი უმაღლესი მთავარსარდლისა.

უფრო კარგად რომ დაგარწმუნოთ, ვინ იყო მეორე მსოფლიო ომში სტალინი და რა სისულელეს ამტკიცებთ თქვენ, სტალინისადმი თქვენივე სათაყვანებელი ჩერჩილის პირადი მიმოწერით მიგახვედრებთ ზოგიერთ რამეს.

ბონდო კუპატაძე

1941 წლის 8 ივლისს პირველი ბრძოლებით გაოცებული ჩერჩილი სტალინს წერს:

* “აქ ყველანი ძლიერ გახარებული ვართ, რომ რუსეთის არმიები ასეთ ძლიერ, გაბედულ და მამაცურ წინაღმდეგობას უწევენ ნაცისტების სრულიად არაპროპორციულ და დაუნდობელ შეჭრას”.

რაც შეეხება სტალინის მიერ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას, გირჩევთ წაიკითხოთ 1939 წელს გამართულ სკკპ მე-18 ყრილობაზე სტალინის მოხსენება, სადაც იგი ამბობს:

“დამახასიათებელია ის ხმაური, რომელიც ატეხა ინგლის-საფრანგეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის პრესამ საბჭოთა უკრაინის შესახებ. ამ პრესის მოღვაწენი ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ, რომ გერმანელები საბჭოთა უკრაინაზე მიდიან, რომ მათ ახლა ხელთ უპყრიათ ეგრეთ წოდებული კარპატების უკრაინა, სადაც დაახლოებით 700 ათასი მცხოვრებია, რომ გერმანელები საბჭოთა უკრაინას, სადაც 30 მილიონზე მეტი მცხოვრებია, არაუგვიანეს ამა წლის გაზაფხულისა შეუერთებენ ეგრეთ წოდებულ კარპატების უკრაინას. გამოდის, რომ ეს საეჭვო ხმაური მიზნად ისახავდა აენთო საბჭოთა კავშირის გააფრთება გერმანიის წინააღმდეგ, მოეწამლა ატმოსფერო და პროვოკაციულად გამოეწვია კონფლიქტი გერმანიასთან, საამასოდ აშკარა საფუძვლების უქონლად. სავსებით შესაძლებელია, რომ გერმანიაში არიან გიჟები, რომლებიც ოცნებობენ იმაზე, რომ შეუერთონ სპილო ე.ი. საბჭოთა უკრაინა, ბუზანკალს, ე.ი. ეგრეთ წოდებულ კარპატების უკრაინას. და, თუ იქ მართლაც არიან ასეთი გადარეულები, ჩვენს ქვეყანაში საჭირო რაოდენობით აღმოჩნდება დამამშვიდებელი პერანგები ასეთი გიჟებისთვის”.

ეს არის სტალინის მიერ ომის გაჩაღების მცდელობა?! ეს არის იმის დამადასტურებელი, რასაც თქვენ წერთ, რომ “სტალინს უპირობოდ დიდი ბრალი მიუძღვის ჰიტლერის წაქეზებასა და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში”.

სტალინი დაჟინებით მოითხოვდა ჩერჩილისა და რუზველტისგან მეორე ფრონტის გახსნას 1941 წელშივე, რათა გადარჩენილიყო მსოფლიო ცივილიზაცია კაციჭამია ჰიტლერელებისგან, მაგრამ ამაოდ. ჩერჩილს ისე ეშინოდა ჰიტლერის, როგორც თაგვს _ კატის.

* 1941 წლის 21 ივლისს ჩერჩილი მეორე წერილს წერს სტლინს:

“გასულ წელს (ე.ი. 1940 წელს) ჩვენ ვიწვნიეთ წარუმატებლობის სიმწარე ნამსოსში, წლეულს _ კრეტაზე, როდესაც ამის მსგავსი ოპერაციების ჩატარებას შევეცადეთ. (ამ დამარცხებათა სერიალი წინა ნომერში განვიხილეთ, ახლა ამას მტკიცებულების სახით ვაწოდებ მკითხველს). რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, სტალინს მიაჩნდა, რომ ეს კაცობრიობის გადარჩენის კეთილი სურვილებით იყო ნაკარნახევი, და არც ისე დიდ მადლიერებას გამოთქვამდა აღნიშნულის გამო, თანამედროვეთა მოწმობით, რიგ შემთხვევაში უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა კიდეც.

* მხოლოდ 1941 წლის 3 სექტემბერს უპასუხა სტალინმა ჩერჩილის მიერ გამოგზავნილ რვა წერილს და იქაც საკითხის დასაზუსტებლად შეიწუხა თავი:

“მადლობას მოგახსენებთ დაპირებისთვის, ადრე დათქმული 200 გამანადგურებელი თვითმფრინავის გარდა საბჭოთა კავშირს მიჰყიდოთ კიდევ 200 თვითმფრინავი, ეჭვი არ მეპარება, რომ საბჭოთა მფრინავები შეძლებენ მათ ათვისებასა და გამოყენებას”.

სტალინი გულახდილად ეუბნება ჩერჩილს, რომ მათი დაგვიანებული ქმედება დიდად აზიანებს საქმეს და შეიძლება ამას გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვეს. წერს, რომ დასავლეთში არ იქმნება მეორე ფრონტი, ჰიტლერმა კი ყოველგვარი შიშის გარეშე მთელი ძალები გადმოისროლა საბჭოთა ტერიტორიაზე. ამის გამო სსრკ-მა დაკარგა კრივოი როგის რკინის საბადოები და მეტალურგიული ქარხნები უკრაინაში…

აქ უადგილო არ იქნება კითხვა _ როგორ დავაღწიოთ თავი ამ არასასურველზე უფრო მძიმე მდგომარეობას? ვფიქრობ, ამ მდგომაროებიდან თავის დაღწევის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: წელსვე შეიქმნას მეორე ფრონტი სადმე ბალკანეთში ან საფრანგეთში, რომელიც შეძლებს აღმოსავლეთის ფრონტიდან მიიზიდოს გერმანელთა 30-40 დივიზია”. წერილში გაანალიზებულია ომის მიმდინარეობა, რომელიც კარგს არაფერს უქადის მსოფლიოს. წერილს სტალინი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს:

“მესმის, რომ ეს წერილი გულს ატკენს თქვენს აღმატებულებას, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, თვალი გავუსწორო სინამდვილეს, რარიგ არასასიამოვნოც უნდა იყოს იგი და არ მეშინოდეს სიმართლის თქმისა, რარიგ არასასურველიც უნდა იყოს იგი”.

ასე რომ, “ბატონო მკვლევარო”, მსგავსად ბელადისა, მეც სიმართლე უნდა გითხრათ პირში, როგორ არასასიამოვნოდაც უნდა მოგეჩვენოთ იგი. თქვენ იმ საქმისა, რომელზეც ხელი მოგიკიდიათ, ვფიქრობ, არაფერი გაგეგებათ და ვიღაცის მიერ ხართ დაქირავებული.

სიმართლე კი ეს არის: მეორე ფრონტი, რომელიც მოკავშირეებს უნდა გაეხსნათ 1941 წელს, გადაიდო 1942 წლისთვის. 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე, როდესაც ჩერჩილმა კვლავ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, სტალინი წამოდგა და მოუწოდა საბჭოთა დელეგაციას, დაეტოვებინა კონფერენციის დარბაზი, რადგან მათ სალაყბოდ არ ეცალათ და შინ (რუსეთში) საქმე თავზე საყრელი ჰქონდათ.

ჩერჩილმა გაუგონარი თავმდაბლობა გამოიჩინა და აღუთქვა სტალინს, რომ მეორე ფრონტი 1944 წლის მაისში აუცილებლად გაიხსნებოდა. რუზველტის დაჟინებული თხოვნით, სტალინმა კონფერენციის მუშაობა განაგრძო.

ამერიკის პრეზიდენტ რუზველტის შვილმა, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა, განმარტოებულ მამას ჰკითხა, რატომ არ ხსნიან მეორე ფრონტს. მამამ უპასუხა:

“ჩვენ სათადარიგო მოთამაშეები ვართ და ვზივართ სათადარიგო სკამზე, ძირითადი მოთამაშეები _ რუსეთი და გერმანია მოედანზე არიან, როდესაც შევატყობთ, რომ ერთ-ერთი მოთამაშე გუნდი გადაიღალა, ჩვენ მეორე გუნდს მივეხმარებით, მოედანზე შევალთ და ბურთსაც მალე გავიტანთ”.

მეორე ფრონტი გაიხსნა მაშინ, როდესაც საბჭოთა მიწა-წყალი უკვე გათავისუფლებული იყო ფაშიტი კაციჭამიებისგან და მიმდინარეობდა ევროპის გაწმენდა ფაშიზმისგან, მაგრამ ბევრ ადგილზე ე.წ. ქვაბში მოხვედრილი მოკავშირეთა არმიები საბჭოთა მებრძოლების გასათავისუფლებელი შეიქნა.

სწორედ ამის გამო თქვა სტალინმა პოტსდამში პოლონეთის საკითხის განხილვისას: “ჩვენ სისხლი ვღვარეთ, გავიმარჯვეთ, თქვენ კი ამ ომში გასუქდით”.

ასე რომ, რაც გითხარით, “ბატონო მკვლევარო”, იქნებ უკეთესადაც კი იცი, თუ არ იცი და ამას მაინც წერ, მუცლით მეზღაპრე და მატყუარა ყოფილხარ! მხოლოდ ეს “შექება” არ გეყოფა, სხვა რამეც მაქვს შენთვის სათქმელი:

* “სტალინი ძლიერი ორატორი იყო და დასავლეთის ლიდერებს უჭირდათ მის არგუმენტებთან გამკლავება”.

აი რას წერს ამის შესახებ ლევან ცუცქირიძე:

“ტოტალიტარული პროპაგანდა სტალინს, როგორც ბელადს, უნივერსალურ, სრულყოფილ ლიდერად წარმოაჩენდა. ანტიდემოკრატიული გამოცემები თუ ინტერნეტრესურსები დღესაც ხშირად ავრცელებენ უინსტონ ჩერჩილისა თუ ფრანკლინ დელანო რუზველტის ციტატებს იმის შესახებ, თუ როგორ ეფექტურად ახერხებდა სტალინი მათ დადუმებას “ოსტატური რიტორიკითა” და “ძლიერი არგუმენტებით”. სინამდვილეში ობიექტურ ისტორიულ მასალებში არაფერია ნათქვამი სტალინის გამორჩეულ ორატორულ თვისებებზე, რომელიც თითქოს ბევრად აღემატებოდა სხვა მსოფლიო ლიდერების შესაძლებლობებს. თავად ჩერჩილი ცნობილ ავტობიოგრაფიულ წიგნში “მეორე მსოფლიო ომი” აშკარად დაბალ შეფასებას აძლევს საბჭოთა ლიდერების მეტყველებასა და წერის კულტურას, ისევე, როგორც მათი სტრატეგიული ხედვის უნარებს”.

შე ქრისტეს უზანგის მკვნეტელო მატყუარავ! ენა როგორ გიბრუნდება სტალინზე, როცა ამას წერ?! ჩერჩილის წიგნში “მეორე მსოფლიო ომი” სტალინზე მსგავსი არაფერი წერია, რასაც ტოტალიტარული პროპაგანდა ავრცელებსო. ტოტალიტარულ პროპაგანდას ცუდის მეტი არაფერი გაუვრცელებია სტალინის შესახებ, რასაც სათავე შენმა ძმაკაცმა, სულელმა ხრუშჩოვმა დაუდო 1956 წლის თებერვალში პარტიის მე-20 ყრილობაზე. იმ დღიდან დღემდე სტალინზე ტოტალიტალურ პროპაგანდას მის სასარგებლოდ სიტყვა არ დასცდენია, რასაც ემატება შენი დამკვეთების ორგანიზებული ბრძოლა სტალინის წინააღმდეგ. სტალინის სიცოცხლეში კი სტალინს დითირამბებს ვერავინ გაუბედავდა კავშირის მასშტაბით, ხოლო, 1946 წელს, როდესაც “პრავდამ” მოლოტოვის მითითებით, ჩერჩილის ნათქვამი ქება-დიდება გადმობეჭდა ლონდონის ცენტრალური გაზეთებიდან, სტალინი მეტად გაბრაზდა, მოლოტოვი ქვეყნის მართვის ოთხეულიდან გამოიყვანა და სამეულს დაავალა, ემსჯელათ მოლოტოვზე, რომელიც მაამებლურად ექცევა უცხოელ ბატონებს.

* ჩერჩილს 1951 წელს არჩევნებზე, ხელმეორედ კენჭს რომ იყრიდა პრემიემინისტრობაზე, ასეთი დევიზი ჰქონდა: “მე სტალინის მეგობარი ვარ”.

თუ ლევან ცუცქირიძეს საეჭვოდ მიაჩნია ჩერჩილის მიერ 1959 წლის 21 დეკემბერს სტალინის 80 წლისთავზე თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვა სტალინის შესახებ, იქნებ ანდრეი გრომიკოს გამონათქვამებს გადახედოს, როგორი იდენტურია ისინი ჩერჩილის მიერ გამოთქმული სიტყვებისა.

69-ე წლისთავზე, რომლის გადახდაც ჩერჩილს თეირანში მოუწია, ვახშამზე ცენტრალური ფიგურა იყო სტალინი და არა იუბილარი ჩერჩილი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა წარმოთქვა ფრაზა: “მე და ჩემი მეუღლე ყოველ დილით ვანთებთ სანთლებს, რათა ღმერთს ვთხოვოთ, დიდხანს იცოცხლოს და იყოს ჯანმრთელი სტალინი, რადგან მხოლოდ მას შეუძლია იხსნას კაცობრიობა კატასტროფისგან.

* გენერალისიმუსი ჩან კაიში წერს:

“სტალინი მოკავშირეთა კოალიციაში თანასწორთა შორის პირველი იყო”.

* ალექსანდრე კერენსკი, რუსეთის დროებითი მთავრობის პრემიერმინისტრი:

“სტალინმა რუსეთი ფერფლიდან აღადგინა, დიდ სახელმწიფოდ აქცია, ჰიტლერი გაანადგურა, რუსეთი და კაცობრიობა გადაარჩინა”.

* ჰენრი კისინჯერი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში:

“სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი XX საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ _ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.

* კორდელ ჰალი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1933-1945 წლებში:

“სტალინი გასაოცარი პიროვნებაა, ის დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე, პრაქტიკული საკითხების არსის წვდომის უნარით. ის რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, რომლებსაც მხრებზე აწვებათ ისეთი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება უახლოეს 500 წელიწადში”.

* ჰარი ლოიდ ჰოპკინსი, აშშის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის სპეციალური მრჩეველი:

“ძალიან ვარ დარწმუნებული ამ ფრონტის წარმატებაში, აქ სუფევს გამარჯვების მტკიცე რწმენა. სტალინს რამე რომ დამართნოდა, როგორი შედეგები გვექნებოდა?! ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო მივნდობოდით მის გონებას, გრძნობასა და გაგებას, მაგრამ ჩვენი ეს რწმენა არ ვრცელდებოდა იმ გარემოებებსა და მოღვაწეებზე, რომლებიც მის ზურგს უკან იმყოფებოდნენ, იქ _ მის ზურგს უკან”.

* ავერელ ჰარიმანი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943-1946 წლებში:

“ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდა, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს _ მისი ჭკუა, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რომლის გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო”.

* ჯორჯ ფროსტ კენანი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1952 წელს:

“გაბედული, მაგრამ ფრთხილი, ადვილად განსარისხებელი და ეჭვიანი, მაგრამ მომთმენი და თავისი მიზნების მიღწევაში დაუოკებელი, შეეძლო ემოქმედა ძალზე შეუპოვრად, მოთმინებით და ფარულად, გარემოებების შესაბამისად, გარეგნულად სადა და უბრალო, მაგრამ სახელმწიფოს პრესტიჟისა და ღირსების უმკაცრესი და უბადლო დამცველი… პრინციპული და უყოყმანო, როცა საქმე ეხებოდა პატიოსნებისა და მორჩილებისადმი მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ადამიანების ყოველმხრივ და უსენტიმენტებოდ შემსწავლელ სტალინს შეეძლო, როგორც ჭეშმარიტ ქართველ გმირს, დიდი და კარგი მეგობარიც ყოფილიყო და შეურიგებელი, საშიში მეტრიც; მისთვის ძნელი იყო, მეგობარსა და მტერს შორის რაღაც შუალედური ყოფილიყო”.

* ჯოზეფ ედვარდ დევისი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლებში:

“სტალინი, როგორც ჭეშმარიტად დიდი ადამიანი, მეტად თავმდაბალი და მოკრძალებულია. ის უარყოფს მისადმი გამოთქმულ ყოველგვარ ქება-დიდებას უდიდესი სამრეწველო ობიექტის აშენებისთვის, რომელთა ნახვაც მე მომიწია, და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნის ათასობით ინჟინერ-ტექნიკოსისა და მუშა-მოსამსახურის დაძაბული შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგია… რომ არა მოვლენათა მისეული განჭვრეტა, კეთილგონიერება და დაუოკებელი ნებისყოფა, შეუძლებელი იქნებოდა მძლავრი საბჭოთა შეიარაღებული ძალების შექმნა და გერმანელებს საბჭოთა საზღვრის გადალახვისას წინ ვერ აღუდგებოდა ტანკებით, ქვემეხებითა და თვთმფრინავებით შეიარაღებული წითელია არმია, რომელმაც შესაძლებლობა არ მისცა ჰიტლერს, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში ბატონობა დაემყარებინა ევრაზიაზე, აფრიკაზე და მათ მიმდებარე ზღვებზე”.

* ჰენრი არნოლდი, ამერიკელი გენერალი:

“სტალინმა გამაკვირვა ჩვენი თვითმფრინავების ცოდნით. იგი მათ თავისებურებებს, შეიარაღებისა და ჯავშნის დეტალებს უფრო უკეთ იცნობდა, ვიდრე ჩვენი საჰაერო ძალების ბევრი დაწინაურებული ოფიცერი. სტალინი ჭეშმარიტად ფოლადის ადამიანი იყო, უშიშარი, ბრწყინვალე გონების, სწრაფი აზროვნებისა და რეაქციის, შეუბრალებელი, დიდი ლიდერი და გაბედული”.

* ალექს დე ჯონგი, ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი:

“ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. ის გენიალური პიროვნებაა კიდევ იმიტომ, რომ ბოლო მსოფლიო ომში მოახერხა თავის მოკავშირეებად ექცია ინგლისელები, ამერიკელები და ფრანგებიც. ყველა დიდ შეცდომას უშვებს მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ პოლიტიკის აგება პირად ურთიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაეცნობოდა სტალინს და მას თავის თაყვანისმცემლად გაიხდიდა. სტალინმა კი შეძლო, აეძულებინა, როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი, ევლოთ მის მიერ დასახული გზით. სტალინის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here