სტალინის დისკრედიტაციისათვის აშშ–ის მიერ გამოყოფილი ასეულ მილიონობით დოლარის ამთვისებელი ქართველი ლიბერასტები ძალ–ღონეს არ იშურებენ, ცოცხალ ფარად გამოიყენონ 100 წლის წინათ ამ ქვეყნიდან წასული ჩვენი სახელოვანი შვილები და მათ განდიდების ხარჯზე ლაფში ამოსვარონ პლანეტის უდიდესი ადამიანი _ იოსებ სტალინი.
ამას წინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა, ე.წ. მკვლევარმა, ისტორიკოსმა თუ ლიტერატორმა ლელა წიქარიშვილმა შარავანდედით შემოსა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, მაგრამ იქვე ტალახი და შხამი არ დაინანა სტალინისა და მისი ეპოქის გასალანძღავად. მაშინ, როდესაც თვითონ დიდი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი მოწიწებითა და პატივისცემით ექცეოდა სტალინის პიროვნებას. როდესაც ამ ვაიმკვლევარის ტელეფონის ნომერს კითხვა-კითხვით მივაგენი, დავურეკე და ვერ წარმოიდგენთ, იმდენი სისულელე ილკაპარაკა დიდ მწერალზე. როდესაც მოვახსენე, ვინც ვიყავი, შეიცხადა: სხვასთან მოხვდით, მე ის პიროვნება არ ვარ, ვისაც ეძებთო, და ტელეფონი გამითიშა. სწორედ ამ “მკვლევარს” მინდა გავაცნო ზოგიერთი რამ დიდი მწერლის შესახებ. და, თუ ლიბერალები გარდაცვლილ დიდ ადამიანებს კვლავ გამოიყენებენ ცოცხალ ფარად, იძულებული ვიქნები, სხვებზეც ისევე გამოვამზეურო საიდუმლო მასალები, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის შემთხვევაში.
ცნობისთვის: 1935 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, რომელიც აქტივთან ერთად გაიმართა, მგზნებარე სიტყვით გამოსულმა მიხეილ ჯავახიშვილმა სტალინის ქებათაქების შემდეგ თქვა: “ყოველგვარი ნაწარმოების დასაწერად საჭიროა პათოსი. ჩვენს მწერლობას ამხანაგ სტალინის თემისთვის ნამდვილად აქვს პათოსი”. (უახლესი ისტორიის ფონდი 8, საქმე 473, ფ. 106)
1936 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ტროცკისტ-ზინოვიეველთა ჯგუფის შესახებ “შესრულდა ნება ხალხისა”: “ეს ბანდა ნაძირალა ავაზაკებად იქცა და თავისი ხვედრი დაიმსახურა: ვინც ჩვენი სტალინი არ დაინდო, თვითონ ისინიც არ არიან დასანდობი, ხალხის რისხვა განუზომელია და შესრულდეს ნება მისი” (გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”, 1936 წელი, 27 აგვისტო).
1936 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა აქტივთან ერთად. პრეზიდიუმს უნდა ემსჯელა მწერალთა კავშირიდან მალაქია ტოროშელიძის გარიცხვის თაობაზე. სიტყვით გამოვიდა მიხეილ ჯავახიშვილიც :
“მიხეილ ტოროშელიძის ორგულობის ამბავი ისე მოულოდნელი იყო, როგორც მოწმენდილი ციდან მეხის ჩამოვარდნა. საშინელი უბედურებაა ტოროშელიძის მხრივ. ბევრი საპატიო საქმე ჰქონდა მას დაკისრებული. როგორც ტროცკისტ-ზინოვიეველთა გაერთიანებული კომიტეტის პროცესმა გამოარკვია, მას კავშირი ჰქონდა მათთან. მართლაც საკვირველი ამბავია ის შემთხვევა, გ. ქიქოძის მანდატი რომ პ. ქიქოძეს გადასცა. როგორც ეს და სხვა ფაქტები ამტკიცებენ მ. ტოროშელიძე საშინელ მოღალატურ მუშაობას აწარმოებდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ შემოტანილ წინადადებას და მოვითხოვთ მის მწერალთა კავშირიდან გარიცხვას”.
ეს ის ტოროშელიძეა, რომელმაც საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის I ყრილობის ერთ-ერთ სხდომაზე 1934 წელს საქართველოს კულტურის უძველეს ისტორიაზე ილაპარაკა და ამ სხდომას სწორედ მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი თავმჯდომარეობდა. ეს ის მალაქია ტოროშელიძეა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა მედიატორად აირჩია სამედიატორო სასამართლოზე, რომელზეც მ. ჯავახიშვილი სერგო კლდიაშვილს უჩიოდა შეურაცხყოფის გამო. პრეზიდიუმმა ჯავახიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამ მოკლე პერიოდში მედიატორის მოღალატედ გამოცხადება დიდი მწერლისათვის თითქოს მიუღებელი უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილი თავისი აქტიური შემოქმედებით მხარს უჭერდა ოქტომბრის რევოლუციას და ამბობდა: “განსაკუთრებული მადლიერი ოქტომბრისა მე უნდა ვიყო”. ოქტომბრის რევოლუციის 15 წლისთავზე, როცა მწერალმა მთავრობის მაღალი ჯილდო მიიღო, სამადობელ სიტყვაში თქვა: “15 წელი ათზე უნდა გამრავლდეს ჩემს შემოქმედებაში” (გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”. 1936 წელი, #6).
* “ფორმალიზმი… კაპიტალისზმის ლეშზე აღმოცენდა”
* “კაპიტალისტების ლიტერატურამ უკვე მოჭამა თავისი თავი… არც თავიანთი ხვალინდელობა სჯერათ” (მ. ჯავახიშვილი, ტომი 6, თბილისი, 1980 წელი).
* “მე ცენტრალური კომიტეტის წევრი და ორდენოსანი გახლავართ. ეს უმაღლესი ჯილდო სტალინმა და ბერიამ მიბოძეს” (უახლესი ისტორიის ფონდი 8, საქმე 33, გვ.14). ეს მაშინ, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი.
მიხეილ ჯავახიშვილი მკაცრად მოითხოვდა იმ ხალხის დასჯას, რომელიც “ჩვენ საყვარელ ბელადებს მკვლელობით ემუქრებოდა”.
“ეს დამპალი ხალხი მტერს ყოველგვარ საიდუმლო ცნობას უგზავნიდა, მავნებლობდა, მაღაროებს ანგრევდა, უდანაშაულო მუშებს და წითელ არმიელებს ხოცავდა”. (“ლიტერატურული საქართველო”, 1937 წელი, 30 იანვარი). მხოლოდ მხატვრული სიტყვის ოსტატს შეუძლია ადამიანთა ისეთი ექსტაზი გამოიწვიოს, როგორსაც მიხეილ ჯავახიშვილის ხალხის მტრების მიმართ წარმოთქმული მოწოდებები იწვევდა საზოგადოებაში: “გაუგონარი ბოროტმოქმედების ორგანიზატორები”, “სიკვდილი ხალხის მტრებს!”
1936 წელს განახლებულმა დაკითხვებმა, 1924 წლის აჯანყების თანამონაწილეთა ჩვენებებმა და აღიარებებმა მეტ-ნაკლებად გაანათა 1921-1924 წლების აჯანყების ჩრდილოვანი მხარეები. თუ აქამდე მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის შეტყობინებებს ეყრდნობოდნენ და სარწმუნო წყაროდ მიაჩნდათ, 1937 წლის საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) მე-10 ყრილობის ტრიბუნიდან ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივანი ლავრენტი ბერია აშკარად დაემუქრა თავის ფავორიტ მწერალს “ხალხის მტრებთან” _ აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასა და სხვებთან _ ურთიერთობის გამო.
ბერიას კრიტიკა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილს მწერალთა უმრავლესობა დაპირისპირებოდა და მისთვის ძველი და ახალი ცოდვები შეეხსენებინათ. სახელდახელოდ მოიწვიეს მწერალთა საერთო კრება, რომელზეც მწერლები დაუპირისპირდნენ მიხეილ ჯავახიშვილს და სასტიკად გააკრიტიკეს რომანი “ქალის ტვირთი”.
1937 წლის 8 ივნისს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე მიხეილ ჯავახიშვილი გააფთრებით იცავდა თავს და მოღალატედ ლიდა გასვიანი დაასახელა. იმავე წლის 10 ივნისს, პრეზიდიუმის სხდომის მე-3 დღეს, “ლიტერატურულ გაზეთში” გამოქვეყნდა წერილი “მწერალთა რიგების იდეური სიწმინდისათვის”. მე-10 ყრილობის გადაწყვეტილებათა ფონზე მოწვეულ მწერალთა გაერთიანებული კრება პრინციპულად მოითხოვდა მწერლებისაგან _ პაოლო იაშვილისგან, კონსტანტინე გამსახურდიასგან, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვებისგან _ “გულწრფელად ეღიარებინათ ხალხის მტრებთან კავშირი, რადგან მწერლები თავიანთ რიგებში ვერ მოითმენდნენ ხალხის მტრების აგენტებს”.
მდგომარეობა მეტად გამწვავდა. როგორც ჩანს, მიხეილ ჯავახიშვილი, თუ თვითონ ლავრენტი ბერიამ არა, ვიღაცამ ბერიას სახელით დაიბარა და არა მხოლოდ სრული სიმართლის აღიარება, არამედ წერილობით დადასტურებული აღიარების წარდგენა დაავალა.
მიხეილ ჯავახიშვილმა სკრუპულოზურად შეასრულა დავალება და 1937 წლის 21 ივლისს წარუდგინა დამკვეთს საკუთარი ხელით დაწერილი 34-გვერდიანი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც სხვადასხვა დანაშაულში გარეული 50-ზე მეტი ადამიანი დაასახელა.
მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ:
“გასული წლის აგვისტოში იაშვილმა მე, მოსაშვილი და ქიქოძე თავისთან დაგვპატიჟა არგვეთაში, სადაც ოთხი დღე გავატარეთ. აქ ჩაისახა აზრი ჩვენი, ოთხის, მომავალი ფაშისტური ორგანიზაციის ბირთვად გადაქცევისა”. (სუკის არქივი, მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილის საბრალდებო საქმე, 9997, ფ. 18).
მწერლის ხელით დაწერილ ამ 34-გვერდიან ბარათში ბევრ რამეს ამოიკითხავს ადამიანი. კერძოდ, მ. ჯავახიშვილი უმჟღავნებს ხელისუფლებას, რომ “მას და მის ჯგუფს შეეძლოთ მხოლოდ მაშინ მიეღწიათ მიზნისათვის, თუ სსრკ ომში დამარცხდებოდა ან მის ევროპულ ნაწილში საყოველთაო აჯანყება იფეთქებდა. სხვა შემთხვევაში ადგილობრივი აჯანყება განწირული იქნებოდა. 1924 წლის გამეორება სიგიჟედ მიაჩნდათ. პაოლო იაშვილს თავის თავზე აუღია უცხოელებთან დაკავშირება და მათი მეშვეობით ემიგრანტ თანამოაზრეთა შესახებ ინფორმაციის მიღება. ამ მიზნით დაუკავშირდნენ პოლონეთის კონსულს. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოში მოქმედ არალეგალურ ორგანიაზაციებთან კავშირის დამყარებას. 1939 წელს ნოე ჟორდანია წერდა: “ჩემთვის მთავარი იყო ქართველი ხალხის მებრძოლი სულისკვეთების შენახვა, მისთვის ხელშეწყობა. იქაური არალეგალურ ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათი საშუალებით მუდმივი კონტაქტი… მეორე მხრით, დიდ მნიშვნელობას ვაძლევდი პოლიტიკური ემიგრაციის მთლიანობის შენახვას, მებრძოლი აპარატების შექმნას და მათ წინამძღვრობას” (იხ. ნოე ჟორდანია, “ჩემი წარსული”, პარიზი, 1953 წელი, გამ. “სარანგი”, თბ. 1990 წ. გვ. 129).
მიხეილ ჯავახიშვილის თქმით, პოლონეთის კონსული ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებაში დახმარებას დაჰპირდა მათ, მაგრამ შემდეგ შანტაჟი მოუწყო. კონსულს სამხედრო პირთაგან საიდუმლო ცნობების მიღება სურდა. კონსულის მუქარის შედეგად, მიხეილ ჯავახიშვილმა პოლკოვნიკ ლევან გარსიაშვილს ბარათი მისწერა: “ლევან, უკიდურესად აუცილებელია ამის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება ბევრი შენი მეგობარი, მათ შორის მეც”. კონსულმა გარსიაშვილისგან ცნობები მიიღო, რისთვისაც მეორე დღეს მიხეილ ჯავახიშვილს 3 000 მანეთი გაუგზავნა. შემდეგ კონსულმა მიხეილ ჯავახიშვილი აიძულა, ანალოგიური ბარათი გაეგზავნა ბეგლარ ფაღავასთან, რომელიც სახალხო კომისარიატთა საბჭოში მუშაობდა და დოკუმენტებთან ჰქონდა საქმე. ამის შემდეგ კვლავ 3 000 მანეთი მოუტანეს. მიხეილ ჯავახიშვილი წერს: “მე ვიმედოვნებდი კონსულის გამოყენებას, სინამდვილეში კი მისი ხელშემწყობის როლში აღმოვჩნდი. ჩემი წყალობით მან 6 000 მანეთად ორი ჯაშუში იშოვა” (იხ. საქმე 9997, ფ. 28).
მიხეილ ჯავახიშვილმა 1937 წლის 21 ივლისის მოხსენებით ბარათს მოკლე ხანში ინფორმაცია დაამატა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიის თავმჯდომარეს შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა:
“გაძლევთ დამატებით ჩვენებებს და განვმარტავ:
1. იასონ ჯავახოვმა, როცა უკანასკნელად და შემთხვევით შემხვდა ქუჩაში, გაკვრით მითხრა “პარიტეტულ კომიტეტში ავიღე 300 (თუ 400) ლირა. მინდა ჩოლოკაევს გავუგზავნოო: შესაძლო შეცდომის თავიდან ასაცილებლად განვმარტავ:
1. ეს თანხა პარიტეტულ კომიტეტს შეეძლო გაეღო ჩოლოკაევისათვის. იასონ ჯავახოვს ეს თანხა შეეძლო მიეღო სესხად, ოღონდ პარიტეტულ კომიტეტს უნდა სცოდნოდა, ვისთვის და რისთვის არის განკუთვნილი; შეასრულა თუ არა ჯავახოვმა თავისი განაზრახი, არ ვიცი, რადგან ამის შემდეგ არ შევხვედრივარ.
2. ეროვნულ დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ჩოლოკაევის ურთიერთდამოკიდებულება, ჩემი შთაბეჭდილებით, ერთობ გაურკვეველი იყო. ერთი მხრივ, ნათლად შეიმჩნეოდა, ამ მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და ამ საკითხისათვის ბოლოს მოღების სურვილი. მეორე მხრივ კი, ვგრძნობდი ცალკეულ პირთა და ჯგუფთა ფარულ მუშაობას საპირისპირო მიმართულებით. ჩოლოკაევთან ამირეჯიბისა და ყიფიანის გაგზავნა პოსტ ფაქტუმ შევიტყვე, ამასთან, ამიხსნეს, ამათ იმ მიზნით ვგზავნით, რომ ჩოლოკაევი შეაკავონ საერთო აქტიური მოქმედებისაგან და კერძოდ, “ექსცესებისაგანო”. პარტიის ლიდერების კედიასა და ასათიანის როლი და გავლენა საერთოდ “ჩოლოკაეველობის” საქმეში თითქმის გადამწყვეტი იყო. ციხიდან ისინი თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებოდნენ და დირექტივებს აძლევდნენ იასონ ჯავახოვს. მაგონდება, რომ კახეთში გაგზავნილ ამირეჯიბს დაავალეს, დაიყოლიე ჩოლოკაევი თვითლიკვიდაციის სანაცვლოდ მთავრობას მოსთხოვოს (თუ მასთან ჩავიდოდნენ ხიმშიევი და სხვები) პოლიტპატიმართა გათავისუფლებაო. მგონია, ცალკეული პირები და ჯგუფები მხარს უჭერდნენ “ჩოლოკაეველობას”, როგორც იარაღს, შესაძლო მოდუსზე მთავრობასთან მოლაპარაკებაში. დუშეთის სამწუხარო ამბების შემდეგ გადაჭრით მოვითხოვე გაგვერკვია, როგორ ვეკიდებით მათ და რა როლს ვასრულებთ, მაგრამ იასონ ჯავახოვმა პასუხი გამიჭიანურა ისტორიის და ამბების გარკვევამდე, მეუბნებოდა, თვითონაც არ ვიცი რაო. ცოტა ხნის მერე მითხრა, აქ პარტია და ცენტრალური კომიტეტი არაფერ შუაშია, ეს ამბები ყველასათვის მოულოდნელი იყო და ყველაფერში ბრალი მიუძღვის დ. ვაჩნაძეს, რომელიც ამის მერე ცენტრალური კომიტეტიდან გარიცხესო. შემდეგ დასძინა, ჩოლოკაევს ფიქრადაც არ მოსვლია თავში აქტიური გამოსვლები, მაგრამ იძულებული გახდა, თავი დაეცვა, რადგან ჯარი მას კვალში ჩაუდგა და თავს დაესხაო. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი ჩოლოკაევზე. მითხრეს, თითქოს სადღაც ვიღაცას მოლაპარაკება გაუმართავს ჩოლოკაევის ბანდის ლიკვიდაციის თაობაზე, ბანდისა, რომელიც მალე დაიშლებაო.
3. პირადად ჩემზე, ვიმეორებ: ერთობ დაკავებული ვიყავი და აქტიურად ვერ ვმუშაობდი. ზოგჯერ მთელი კვირა გავიდოდა ისე, რომ ცენტრალური კომიტეტის არც ერთი წევრი არ შემხვდებოდა და, ბუნებრივია, ამბები არ ვიცოდი. ცენტრალური კომიტეტის წევრები გრძნობდნენ და მამჩნევდნენ, რომ მწადდა, სულ ჩამოვშორებოდი პოლიტიკას, რომ ბოლო დროს აღარ ვფარავდი ფრიად სკეპტიკურ დამოკიდებულებას დასავლეთიდან მოსალოდნელი ამბებისადმი და რომ ჩემი შეხედულება საბჭოთა ხელისუფლებაზე და დამოკიდებულება მისდამი აშკარად შეიცვალა. ამიტომ მერიდებოდნენ. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი” (იხ. არქ. 23, ფ.ფ. 58.59).
აღნიშნულმა აღიარებებმა და სხვა ბრალდებულთა დაკითხვის ოქმებმა, აიძულა ხელისუფლება და აღმასრულებელი ორგანოები, 1937 წლის 14 აგვისტოს ქვიშხეთის აგარაკზე მიხეილ ჯავახიშვილი დაეპატიმრებინათ. მწერალი ახლაღა მიხვდა, რომ სრულიად ხელუხლებელი ადამიანები არ არსებობენ და დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ შეემსუბუქებინა მის მიერვე ეგზომ თავისუფლად დაწერილი და ნათქვამი აზრები, მაგრამ გვიანი იყო. მიხეილ ჯავახიშვილს თვალწინ წარმოუდგა კრემლის სასახლე. ამ სასახლის ერთ პატარა ოთახში ერთმანეთზე მიდგმული ორი სავარძელი. ერთში ბელადი იჯდა, რომელმაც უთხრა: “მიხეილ, დაანებე თავი ამ ჭუჭყიან საქმეს. ილიას საქმეს აკეთებ და ბოლომდე მისდიე მას”. თვალწინ წარმოუდგა ბერიასგან მოსმენილი ბელადის სამადლობელო სიტყვები “არსენა მარაბდელის” თაობაზე. ნუთუ ასე უნდა დასრულდეს ყველაფერი?
მიხეილ ჯავახიშვილის მიერ მიცემული ჩვენებებიდან ჩეკამ ამოკრიბა მის მიერ დასახელებული პირები და 51 კაცის სია შეადგინა. ყოველი გვარის გასწვრივ მითითებულია შესაბამისი ფურცელი, რომელზეც ნახსენებია ეს გვარი.
“Список проходяших по собственноручным показаниям Джавахишвили М.С…”
1. ჯაჯანაშვილი არჩილ _ 10,14
2. აბაშიძე კოკი _ 10,4
3. რაჭველიშვილი ქრისტეფორე _ 10,52
4. საყვარელიძე მიხეილ _ 10
5. ბოკერია ევგენი _ 10,52
6. ნუცუბიძე შალვა _10,13,20,21,24, 41,43,44,53
7. ქიქოძე გერონტი _ 10,13,17,20,36,43,44,46,52
8. ჭიჭინაძე კონსტანტინე _ 10,14,17,46
9. მოსაშვილი ილო _ 10,13,17,20,23,24,43,45,46,52
10. იაშვილი პავლე _ 10, 13, 17, 18, 20, 22, 23, 25, 27, 43, 46, 50, 51, 52
11. ტაბიძე ტიციან _ 10, 13, 17, 20
12. მაჭავარიანი იოსებ _ 10
13. დანელია სერგი _ 10, 21, 24
14. მიწიშვილი ნიკოლოზ _ 10,13.17,23,24,52
15. ნინიძე კირილე _ 10, 36, 41, 53
16. თავაძე სოლომონ _ 10, 17
17. ფირცხალაიშვილი (იურისტი) _ 1 0
18. ელიავა ნიკო _ 10
19. ჭუმბურიძე შალვა _ 10
20. ნანეიშვილი ზ. _ 3, 13, 20, 21, 24, 35, 43, 45, 52
21. ჯიქია _ 13,20
22. წერეთელი ალ. _ 14
23. წერეთელი დათიკო _ 14, 23, 46, 52
24. ვარაზაშვილი _ 4,14
25. ახმეტელი ს. _ 14
26. გამსახურდია კ. – 14, 17, 46
27. ვაკელი იონა _ 14
28. შანშიაშვილი _ 14
29. ჭიჭინაძე კ. _ 14,17,46
30. ბარამიძე ევსეი _ 14
31. ჭუმბაძე არისტო _ 14, 17
32. ქართველიშვილი შალვა _ 14
33. მაისურაძე ალ. სიმ. – 14
34. კობიაშვილი დავით _ 15,23
35. ბერიძე უ. – 24
36. გოგიბერიძე მ. _ 24
37. გარსიაშვილი ლევან _ 26,27,52
38. ფაღავა ბეგლარ _ 28,52
39. ქარუმიძე შალვა _ 28, 35, 46, 52
40. აბაშიძე მემედ _ 35
41. ნიორაძე მ. – 36, 37, 38, 39, 41, 42
42. მგალობლიშვილი გ. – 40
43. მახარაძე გ. _ 40, 41, 53
44. პასტერნაკი _ 45
45. პალნიაკი _ 45
46. ზაზუბრინი _ 50
47. ვასილევი _ 50
48. სტავსკი _ 50
49. დადიანი ს. – 52,53
50. ბარათაშვილი _ 52, 53
51. მესხიშვილი შ. _ 52, 53
დასასრულ, კვლავ მინდა მოვიყვანო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ნინო ხოფერიას, ნათქვამი: “პოლიტიკანობა იმ მასშტაბის მწერლისათვის, რომელმაც თავისი მრწამსი შემოქმედებაში გამოხატა, მართლაც წვრილმანი რამ არის”.
მწერლის შემოქმედებაში თავისი მრწამსის გამოხატვა მიხეილ ჯავახიშვილისთვის სრულებითაც არ არის სასახელო. ვფიქრობ, მხატვრული სიტყვის ოსტატზე მისი პროზაული მოზაიკების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ და არა მის მრწამსით, რომელიც თავის შემოქმედებაში ჩადო. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში მრწამსის დანახვა თვითონ მიხეილ ჟავახიშვილისა და მისი მეუღლის, ქალბატონ ლუბა ჯაჭვაძის დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, რაც დიდად არ დაამშვენებს დიდებული მწერლის პორტრეტს, თავი რომ დავანებოთ უდანაშაულო თუ დამნაშავე თანამებრძოლთა “ჩაშვებას”…
გრიგოლ ონიანი