Home რუბრიკები ისტორია სტალინი და დემოგრაფია

სტალინი და დემოგრაფია

როგორ ზრუნავდნენ საბჭოთა კავშირში ბავშვებსა და დედებზე

877
სტალინი და დემოგრაფია

ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა იმ 25-ლარიანმა ვაუჩერმა, რომლითაც ხელისუფლებამ მოახლოებული 2021 ახალი წლის დილით ახალშობილთა მშობლები უნდა გაახაროს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 100 წლისა და სტალინის მიერ დადგენილების მიღებიდან 87 წლის თავზე (1944 წელი).

“ბოროტ კაცს, თუ არ უნდა, რიყეში ქვას ვერ დაინახავს”, სხვაგვარად რომ იყოს, გვერდი როგორ უნდა აუარო იმ გაუგონარ ზრუნვას მომავალ თაობაზე, რომელსაც სტალინი ახორციელებდა იმ სისხლისმღვრელ ომში, რომელიც კაციჭამია ჰიტლერელებმა გააჩაღეს ევროპაში, რათა შემდგომ მსოფლიო გადაეყლაპათ.

პოლიტბიუროს სხდომის მიმდინარეობისას, 1951 წლის ოქტომბერში, სტალინი, რომელიც მუხლების ტკივილის გამო დროდადრო გაივლიდა ხოლმე ოთახში, ფანჯარასთან მივიდა და წითელ მოედანს გადახედა. ცოტა ხნით შეჩერდა და, მაგიდასთან დაბრუნებულმა, განაცხადა:

_ თანდათან უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენს მშრომელებს პური უფასოდ მივაწოდოთ.

იქ მსხდომებმა მორიდებით შეხედეს ბელადს. სიტყვას ვერავინ ძრავდა. ბოლოს ლაზარე კაგანოვიჩმა, რომელიც თამამად ეკამათებოდა ხოლმე სტალინს, განაცხადა:

_ ეს როგორ, ამხანაგო სტალინ, ადამიანები ხომ დახოცავენ ერთმანეთს პურის აღებისას?!

სტალინმა კაგანოვიჩი ფანჯრასთან მიიყვანა, სადაც თვითონ იდგა ცოტა ხნის წინათ და ერთ ადგილზე მიანიშნა:

_ მე კარგად ვერ ვარჩევ, აი, იქ შავი საგანი რა მოჩანს, ქუჩაში?

_ სასმელი წყლის შადრევანია თუჯისგან ჩამოსხმული.

_ ასეთი შადრევნები წითელ მოედანზე ერთია თუ რამდენიმე? _ ჰკითხა სტალინმა.

_ ათამდე იქნება, ამხანაგო სტალინ.

_ როგორც ვხედავ, ამჟამად შადრევანთან არავინაა, არა? _ იკითხა სტალინმა.

_ არავინ, _ დაუდასტურა კაგანოვიჩმა.

_ აი, ამხანაგო კაგანოვიჩ, _ და მაგიდისკენ შემობრუნდნენ, _ როდესაც პური იმდენი გვექნება, რომ მისი აღებისას რიგი არ დადგება, პურის რიგებიც ისევე დაცარიელდება, როგორც შადრევნის გარშემოა ხალხისაგან ცარიელი ადგილი. კაგანოვიჩი თავის ადგილს დაუბრუნდა, ხოლო არსენი ზვერევმა, რომელმაც კარგად იცოდა ეკონომიკა, სტალინს მორიდებით ჰკითხა:

_ როდის შეიძლება იყოს პური სსრ კავშირში უფასო?

_ თუ კაპიტალისტურმა ქვეყნებმა გვაცალეს, ისევ თავს არ დაგვესხნენ და მშვიდობა გვექნა, პურს უფასოდ 1960 წლისთვის მივაწვდით მოსახლეობას.

ეს უპრეცენდენტო განცხადება ელვის სისწრაფით მოედო მსოფლიოს _ საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სასწაულებს კიდევ ერთი ემატებოდა, _ იგონებს კაგანოვიჩი.

ატლანტიკელი მგლების ხელშეწყობით საბჭოელმა ტურებმა მძინარე ვეფხვს 1953 წელს უღალატესსტალინის დაპირებიდან, რომ 1960 წლიდან მოსახლეობას პური უფასოდ ექნებოდა, 60 წელი გავიდა და 2021 წლის დამდეგს ბავშვი და დედადიდ საჩუქარსელოდებიან _ 25-ლარიან ვაუჩერს, რომლითაც დედა 4 რძეს უყიდის თავის მშიერ ბავშვს. ამ დროს ლიბერალები აგინებენ სტალინს, ხოლო მსოფლიოში ომების გამჩაღებელი ბუშის ქუჩასა და არცთუ კარგი განათლების მქონე რეიგანის ძეგლს რუდუნებით უვლიან

ბავშვებსა და დედებზე, საერთოდ, ოჯახზე ზრუნვა მუდამ იყო საბჭოთა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. დედისა და ბავშვის ინტერესთა დაცვით სახელმწიფო დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა დედებს შვილების აღზრდაში. ომის პერიოდში და მის შემდეგ, როცა ბევრ ოჯახს მატერიალური სიძნელეები ჰქონდა, საჭირო შეიქნა სახელმწიფო დახმარების ღონისძიებათა გაფართოება.

ორსული ქალებისთვის, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისთვის მატერიალური დახმარების გასადიდებლად, მრავალშვილიანობის წასახალისებლად და დედისა და ბავშვის დაცვის გასაძლიერებლად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა:

1.მრავალშვილიან დედებს (ქმრიანსა და ქვრივს), რომლებსაც ჰყავთ ორი შვილი, სახელმწიფო დახმარება მიეცეთ მესამე და თითოეული შემდეგი ბავშვის დაბადებისას, ნაცვლად ამჟამად არსებული წესისა, რის თანახმადაც, სახელმწიფო დახმარება ეძლევათ ექვსშვილიან დედებს, მეშვიდე და თითოეული ბავშვის დაბადებისას.

2.მრავალშვილიანი ბავშვის დედებისთვის სახელმწიფო დახმარების გაცემა წარმოებდეს შემდეგი წესითა და ოდენობით:

ერთდროულად / ყოველთვიურად

ორშვილიან დედებს მესამე ბავშვის დაბადებისას ……………………………….   400 მან

სამშვილიან დედებს მეოთხე ბავშვის დაბადებისას ………………………………. 1 300 მან 80 მან

ოთხშვილიან დედებს მეხუთე ბავშვის დაბადებისას ……………………………….1 700 მან120 მან

ხუთშვილიან დედებს მეექვსე ბავშვის  დაბადებისას ……………………………….         2 000 მან        140 მან

ექვსშვილიან დედებს მეშვიდე ბავშვის დაბადებისას ……………………………….         2 500 მან        200 მან

შვიდშვილიან დედებს მერვე ბავშვის დაბადებისას ……………………………….            2 500 მან200 მან

რვაშვილიან დედებს მეცხრე ბავშვის დაბადებისას ………………………………. 3 500 მან250 მან

ცხრაშვილიან დედებს მეათე ბავშვის დაბადებისას ………………………………..            3 500 მან250 მან

ათშვილიან დედებს თითოეული შემდეგი ბავშვის  დაბადებისას ………………………………. 5 000 მან 300 მან

ყოველთვიური დახმარება მრავალშვილიან დედებს მიეცეთ ბავშვის დაბადების მეორე წლიდან, სანამ ბავშვი 5 წელს არ მიაღწევს.

იმ დედებს, რომლებსაც ამ ბრძანებულების გამოცემის დღისთვის სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი შვილი ჰყავთ, ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ეძლევათ თითოეულ ბავშვზე, რომელიც დაიბადება ამ ბრძანებულების გამოცემის შემდეგ. დედები, რომლებსაც ამ ბრძანებულების გამოცემის დღისთვის 7 ან მეტი შვილი ჰყავთ, ინარჩუნებენ მრავალშვილიანობის დახმარების მიღების უფლებას იმ წესითა და ოდენობით, რომელიც დაწესებულია სსრ კავშირის ცკ-ისა და სახკომ საბჭოს 1936 წლის 27 ივნისის დადგენილებით, სახელდობრ: მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ბავშვზე იღებენ ორორ ათას მანეთს ყოველწლიურად ხუთი წლის განმავლობაში ბავშვის დაბადების დღიდან. მე-11 და თითოეულ შემდეგ ბავშვზე ერთდროულად 5 000 მანეთს და ყოველწლიურად 3 000 მანეთს ოთხი წლის განმავლობაში ბავშვის დაბადების მეორე წლიდან. ამ ბრძანებულების გამოცემის შემდეგ თითოეული შემდეგი ბავშვის დაბადებისას დახმარება გაიცემა ბრძანებულების ამ მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით.

მრავალშვილიანობის სახელმწიფო დახმარების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღებიან სამამულო ომის ფრონტზე დაღუპული ან უკვალოდ დაკარგული შვილები.

3.დაწესდეს სახელმწიფო დახმარება მარტოხელა დედებისთვის, რომლებიც დაქორწინებულნი არ არიან. ამ ბრძანებულების გამოცემის შემდეგ დაბადებული შვილების შესანახად და აღსაზრდელად შემდეგი ოდენობით:

100 მანეთი თვეში თითო ბავშვზე; 150 მანეთი 2 ბავშვზე და 200 მანეთი სამსა და მეტ ბავშვზე. მარტოხელა დედებს სახელმწიფო დახმარება ეძლევათ, სანამ შვილები 12 წლის ასაკს არ მიაღწევენ. მარტოხელა დედებს, რომლებსაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარება ეძლევათ დამატებით მრავალშვილიანობის დახმარებისა, რომელსაც ამ ბრძანებულების მეორე მუხლის შესაბამისად იღებენ.

მარტოხელა დედას დაქორწინებისას ენახება ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების უფლება. დედები, რომლებიც ალიმენტებს იღებენ ამ ბრძანებულების გამოცემამდე დაბადებული ბავშვებისათვის, ალიმენტების მიღების თავიანთ უფლებას ინარჩუნებენ ბავშვის სრულწლოვანებამდე და ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას არ იღებენ. 1944 წელს, ამ ბრძანებულების გამოცემამდე დაბადებული შვილების დედებს, რომლებიც მათთვის ალიმენტებს არ იღებენ, აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების უფლება.

4.თუ მარტოხელა დედა მოისურვებს, მის მიერ დაბადებული ბავშვი მიაბაროს აღსაზრდელად საბავშვო დაწესებულებას, საბავშვო დაწესებულება ვალდებულია, ბავშვი აღსაზრდელად მიიღოს მთლიანად სახელმწიფოს ხარჯზე.

ბავშვის დედას უფლება აქვს, გაიყვანოს ბავშვი საბავშვო დაწესებულებიდან და თვითონ აღზარდოს. საბავშვო დაწესებულებაში ბავშვის ყოფნის განმავლობაში სახელმწიფო დახმარება ბავშვისთვის არ გაიცემა.

5.გადიდდეს ოდენობა ერთდროული დახმარებისა, რომლის გაცემაც წარმოებს სოციალური დაზღვევისა და კოოპერატიული არტელების ურთიერთდახმარების სალაროთა სახსრებიდან ახალდაბადებული ბავშვებისათვის 45 მანეთიდან 120 მანეთამდე. დაწესდეს, რომ დედები უნდა უზრუნველყოფილნი იქნან, რომ აღნიშნული თანხით იყიდონ ახალდაბადებულისთვის თეთრეულის კომპლექტი.

6.გაუდიდდეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება მუშა და მოსამსახურე ქალებს 63 კალენდარული დღიდან 77 კალენდარულ დღემდე, ამასთანავე, შვებულების ხანგრძლივობა დაწესდეს 35 კალენდარული დღე მშობიარობამდე და 42 კალენდარული დღე მშობიარობის შემდეგ და ამ პერიოდისთვის გაიცეს დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე წინათ დაწესებული ოდენობით. არანორმალური მშობიარობის ან ტყუპის დაბადების შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ შვებულება წესდება 56 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. დაევალოს საწარმოთა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, ორსულ ქალებს მორიგი შვებულება მისცენ მშობიარობისა და ორსულობის გამო შვებულების შეფარდებით.

7.ორსულ ქალებს 4 თვის ორსულობიდან დაწყებული არ დაეკისროთ საზეგანაკვეთო მუშაობა საწარმოებსა და დაწესებულებებში, ხოლო ქალებს, რომელთაც ძუძუთა ბავშვები ჰყავთ _ ღამით მუშაობა ბავშვის კვების პერიოდში.

8.ერთდროულად გაუდიდდეს დამატებითი სასურსათო ულუფა ორსულ ქალებს ორსულობის მე-6 თვიდან დაწყებული და დედებს, რომლებიც ძუძუს აწოვებენ, ძუძუს წოვების 4 თვის განმავლობაში.

9.დაევალოს დაწესებულებათა და საწარმოთა ხელმძღვანელებს, დახმარება აღმოუჩინონ ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს დამხმარე მეურნეობებიდან პროდუქტების დამატებით მიცემის გზით.

10.გათავისუფლებული იქნას საბავშვო ბაღებსა და ბაგებში ბავშვების მოთავსების ფასის 50%-ით მშობლები:

* რომლებსაც ჰყავთ 3 შვილი, ხოლო ხელფასი შეადგეს 400-მდე მანეთს თვეში;

* რომლებსაც ჰყავთ 4 შვილი, ხოლო ხელფასი შეადგენს 600-მდე მანეთს თვეში;

* რომლებსაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი, რა ხელფასიც უნდა ჰქონდეთ.

სტალინი და დემოგრაფია

11.დაევალოს სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს:

ა) დაამტკიცოს რესპუბლიკებისა და ოლქების მიხედვით დედისა და ბავშვის სახლების, აგრეთვე, ხელმოკლე ორსული მარტოხელა ქალებისა და დასუსტებული მეძუძევე დედებისათვის სპეციალური დასასვენებელი სახლების დამატებით მწყობის გეგმა ისე, რომ ამ დაწესებულებებში გამოყენებული იქნას დამსვენებელთა შრომა შესაფერის სამუშაოზე;

ბ) დამტკიცდეს სახალხო კომისარიატებისა და უწყებების მიხედვით საბავშვო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების გეგმა იმ ვარაუდით, რომ მომსახურეობა გაეწიოს ყველა ბავშვს, რომლებსაც ეს ესაჭიროება. ამასთანავე, გაითვალისწინონ საბავშვო კონსულტაციათა და სარძეო სამზარეულოთა ქსელის გაფართოება, ძუძუთა ბავშვებისთვის ბაგების, საბავშვო ბაღებსა და მშობიარობის დამხმარე დაწესებულებებში საღამოს ჯგუფების მოწყობა გერმანელ დამპყრობთაგან გათავისუფლებულ რაიონებში;

) გაითვალისწინოს სავალდებულო მოწყობა საწარმოებსა და დაწესებულებებში საბავშვო ბაგების, საბავშვო ბაღების, ძუძუთა ბავშვების საკვები ოთახებისა და ქალთა პირადი ჰიგიენის ოთახებისა, სადაც მასობრივად იქნება გამოყენებული ქალის შრომა;

დ) დაავალოს სახალხო კომისარიატებს, სამრეწველო მშენებლობის პროექტებში გაითვალისწინონ საბავშვო დაწესებულებათა (ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები, დედისა და ბავშვის ოთახები) აგება, რომლებიც გასწვდებიან ამა თუ იმ საწარმოს მუშა და მოსამსახურე ქალთა იმ ბავშვების მომსახურებას, რომლებსაც ეს მომსახურება ესაჭიროებათ;

) დამტკიცდეს ღონისძიებანი ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმელის, ბავშვის ჰიგიენისა და სანიტარიის და ბავშვთა სახმარი სხვა საგნებით წარმოების მნიშვნელოვნად გასაფართოებლად, როგორც საბავშვო დაწესებულებათათვის, ისე მოსახლეობის მისაყიდად, აგრეთვე, ბავშვის ტანსაცმლის საკერავი სახელოსნოებისა და დედისა და ბავშვის მაღაზიების ქსელის გასაფართოებლად.

12.დაწესდეს “დედობის მედალი” I და II ხარისხისა იმ დედების დასაჯილდოებლად, რომლებმაც შობეს და აღზარდეს:

* 5 შვილი _ II ხარისხის მედალი;

* 6 შვილი _ I ხარისხის მედალი.

13.დაწესდესსახელოვანი დედის ორდენი” I, II და III ხარისხისა იმ დედების დასაჯილდოებლად, რომლებმაც შობეს და აღზარდეს:

* 7 შვილი _ III ხარისხის ორდენი;

* 8 შვილი _ II ხარისხისნ ორდენი;

* 9 შვილი _ I ხარისხის ორდენი.

14.დედას, რომელმაც შობა და აღზარდა 10 შვილი, მიენიჭოს “გმირი დედის” საპატიო წოდება და გადაეცეს “გმირი დედის” ორდენი და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი.

15.“სახელოვანი დედისორდენითა დადედობის მედლითდაჯილდოება დაგმირი დედისწოდების მინიჭება მოხდება მაშინ, როცა ბოლო შვილი მიაღწევს 1 წელს და ამ დედის დანარჩენი შვილები ცოცხლები არიან. დედის დაჯილდოებისას მხედველობაში მიიღებიან ის შვილებიც, რომლებიც სამამულო ომის ფრონტზე დაიღუპნენ ან დაიკარგნენ.

16.შესაცვლელად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1941 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულებისა “სსრ კავშირის უცოლო, უქმრო, მარტოხელა და უშვილო მოქალაქეთა გადასახადის შესახებ” დაწესდეს, რომ გადასახადს იხდის მოქალაქენი, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, და მოქალაქენი, რომლებსაც ჰყავთ 1 და 2 შვილი: მამაკაცები 20 წელზე ზევით ასაკიდან 50 წლამდე და ქალები 20 წელზე მეტი და 45 წლამდე.

17.გადასახადები უნდა გადაიხადონ შემდეგი ოდენობით:

ა) მოქალაქეებმა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან, თუ შვილი არ ჰყავთ, შემოსავლის 6%, თუ ერთი შვილი ჰყავთ _ 1% და, თუ 2 შვილი ჰყავთ _ შემოსავლის ნახევარი %;

ბ) კოლმეურნეებს, ერთპიროვნულ მეურნეებსა და სხვა მოქალაქეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო გადასახადით დასაბეგრავი მეურნეობების შემადგენლობაში შედიან, თუ შვილი არ ჰყავთ _ 150 მანეთი წელიწადში; თუ 1 შვილი ჰყავთ _ 50 მანეთი და თუ 2 შვილი ჰყავთ 25 მანეთი წელიწადში.

გ) დანარჩენ მოქალაქეებს, თუ შვილები არ ჰყავთ _ 90 მანეთი წელიწადში; თუ 1 შვილი ჰყავთ _ 30 მანეთი; თუ 2 შვილი ჰყავთ _ 15 მანეთი წელიწადში.

18.გათავისუფლდეს გადასახადით დაბეგვრისგან:

ა) რიგითები, სერჟანტთა და ზემდეგთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები;

ბ) მოქმედი არმიისა და ფლოტის შემადგენლობაში შემავალი საჯარისო ნაწილებისა და დაწესებულებების ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურენი.

ამ მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებში აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეთა ცოლები;

გ) ქალები, რომელნიც სახელმწიფოსგან დახმარებას ან პენსიას იღებენ შვილების შესანახად;

ე) მოქალაქენი, რომელთაც შვილები დაეღუპათ ან უკვალოდ დაეკარგათ სამამულო ომის ფრონტებზე;

ვ) საშუალო და უმაღლესი სასწავლებელთა მოსწავლენი _ ვაჟები და ქალები 25 წლამდე.

ზ) I და II ჯგუფის ინვალიდები.

სტალინი და დემოგრაფია

გმირი დედა

შვიდი ერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცი და ხუთი ქალიშვილი აღუზარდა მან სამშობლოს. და აი, მძიმე განსაცდელის დღეებში, როცა ჩვენს ქვეყანას გერმანელ ფაშისტთა ურდოები ავაზაკურად დაესხნენ თავს, ქართველმა დედამ, ბარბარე ბახტაძემ, ფრონტზე შვიდივე ვაჟკაცი გაისტუმრა და გზა დაულოცა მათ.

_ გული მიდუღდა, ცრემლს ძლივს ვიკავებდი, როცა შინ ჩემი ქალიშვილების ამარა დავრჩი, _ ამბობს ბარბარე, _ მაგრამ ფიქრი, რომ ჩემი შვიდი ვაჟი სამშობლოს გამოადგებოდა სიამაყეს მგვრიდა. თვალწინ მედგა ქართველი დედების სახე, იმ დედებისა, რომელნიც გმირ შვილებს უზრდიდნენ საქართველოს. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ვაჟები დღეს სამშობლოს დასაცავად იბრძვიან ფრონტებზე. ბარბარემ თავის ვაჟების სურათები ამოიღო და მათი ამბის მოყოლა დაიწყო:

_ უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ, სამშენებლო ინსტიტუტი დაამთავრა თბილისში. მუშაობდა მშენებლობაზე. 1941 წლის სექტემბერში იგი გაიწვიეს წითელ არმიაში. 1942 წელს გიორგი მამაცურად იბრძოდა ქალაქ ნალჩიკთან, იცავდა მშობლიურ კავკასიას. ამჟამად იგი კვლავ ფრონტზეა. მეორე ვაჟი _ ვლადიმერი 34 წლისაა. საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი სწავლობდა ლენინგრადში ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ მუშაობდა თბილისში ფეხსაცმელების ფაბრიკაში მთავარ მექანიკოსად. სამამულო ომის დაწყების წინ წითელ არმიაში გაიწვიეს. ვლადიმერი თავდადებით იცავდა კავკასიას გერმანელი დამპყრობლებისგან. სამამულო ომის ფრონტზე ასევე მამაცურად და გულადად იბრძოდა ბარბარეს მესამე ვაჟი ალექსანდრეც, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ _ თბილისის ოპერის თეატრში მექანიკოსად. 1941 წლის 23 ივნისს გაიწვიეს წითელ არმიაში. იბრძოდა ყირიმში, სადაც მძიმედ დაიჭრა, ამჟამად მკურნალობს. მეოთხე ვაჟი, მიხეილი, ომამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში ტექნიკოსად. 1942 წლის ივლისში გაიწვიეს არმიაში. იბრძოდა ფრონტებზე. ამჟამად იმყოფება ულიანოვსკის სამხედრო სასწავლებელში. მეხუთე ვაჟმა, ნიკოლოზმა, დაამთავრა თბილისის საშუალო სასწავლებელი და შემდეგ _ შოფერთა კურსები. მუშაობდა თბილისში მშენებლობაზე. 1941 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. მონაწილეობდა როსტოვის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიქტორი _ ბარბარეს მეექვსე ვაჟი, 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. სამამულო ომის დაწყებიდანვე იგი ვაჟკაცურად იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე და თავისი წვლილი შეიტანა მტრის ბლოკადისგან ლენინგრადის გათავისუფლების საქმეში. შემდეგი ვაჟი სევერიანე _ 19 წლის ჭაბუკი, 1942 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. იგი კავკასიის დაცვის მონაწილეა. მამაცურად ებრძოდა გერმანელებს ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ _ კრასნოდარში. მონაწილებდა ნოვოროსიისკის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, მამაცობის გამოჩენისთვის წარდგენილია ჯილდოებზე”. თავისი ვაჟების მამაცობით აღფრთოვანებული ბარბარე ბახტაძე სიყვარულით იგონებს მათ ბავშვობას, ყოველივე წვრილმანს მათი ცხოვრებიდან.

შენიშვნა: წერილში გამოყენებულია მასალები ბორის ნანიტაშვილის პირადი არქივიდან

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here