Home რუბრიკები ისტორია სტალინის შემდგომი საქართველო

სტალინის შემდგომი საქართველო

საქართველოში აღარ უნდა ისმოდეს ბრბოს ყიჟინა და სააკაშვილის გამყინავი ხმა _ “ყველა ციხეში, ყველა ციხეში!”

302

ჩრდილოეთ კავკასიაში ჩემი მუშაობის პერიოდში მოხდა ასეთი შემთხვევა: მლეთის თავზე, ალპური ზონის ქარაფებში მწყემსი ფარას აძოვებდა. ყველაზე მიუვალ კლდის ქიმზე ფარის მეთაურ ვაცს ფეხი დაუსხლტა და, სანამ უფსრკულში გადაიჩეხებოდა, ჰაერში შეიკუნტრუშა და ხევში შთაინთქა. ფარაში მყოფმა 300 სულმა ცხვარმაც იგივე გაიმეორა და იმავე კლდის ქიმიდან უფსკრულში გადაიჩეხა. რატომ განადგურდა ფარა, როდესაც მას მწყემსიც ჰყავდა და ფარის მეთაურიც? ცხოველები ინსტინქტით გაჰყვნენ მეთაურის გზას, ხოლო მწყემსი მოწყვეტილი აღმოჩნდა ფარის მეთაურისგან, რასაც მოჰყვა უსკრულში ცხვრის მასობრივი გადაჩეხვა. ფარასთან ურთიერთობა მაშინ არის შედეგიანი, როდესაც მწყემსი ცხვრის ფარასთან მუდმივადაა მიბმული

პოლიტბიუროზე სტალინს ერთ-ერთი საკითხის გადაწყვეტისას მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დასჭირდა და მყისვე დაურეკა ალექსანდრე ფადეევს, იმხანად მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს:

_ სად არის ამხანაგი ფადეევი? _ იკითხა სტალინმა.

_ არ მოსულა სამსახურში. ორ დღეს არ იქნება, _ უპასუხა მდივანმა ქალმა.

სტალინმა ფადეევის პირველ მოადგილეს დაურეკა; იქაც მდივანმა ქალმა უპასუხა:

_ არ გახლავთ.

სტალინი საქმეს ბოლომდე მიჰყვა. ფადეევის ყველა მოადგილის მდივანს ერთი პასუხი ჰქონდა:

_ არ გახლავთ.

სტალინი პოლიტბიუროს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მიუბრუნდა და უთხრა:

_ იცით, რამ დაღუპა რომის იმპერია? _ ცოტა ხნის შემდეგ პასუხი თვითონვე გასცა: რომის ყველა ხელისუფალი ორგიებით იყო გართული, იმპერიას კი მათი პირადი მდივნები განაგებდნენ”, _ თქვა და სხდომა განაგრძო. დღეს არათუ მინისტრთანაა შეუძლებელი საჭირბოტორო საკითხის მოგვარება, არამედ გამგებელთანაც, რადგან იქვე, კარში მდგარი დაცვა ცივად გეტყვის, რომ უფროსი არ არის. კითხვის გამეორების შემთხვევაში, აღარ გიპასუხებს, რადგან პასუხი უკვე გაგცათ.

1955 წელს გამართული კომპარტიის მე-20 ყრილობა, რომლის მიმდინარეობისას დარბაზში 1700 დელეგატი იჯდა, არ უნდა შევადაროთ ცხვრის ფარას, რომელსაც არც მწყემსი ჰყავს და არც მეთაური?! ნუთუ ყრილობის დარბაზში არ იჯდა ერთი მეთაური, ერთი გენერალი ან მარშალი, რომ ნიკიტა ხრუშჩოვისთვის ეთქვა: სტალინმა კარგად იცოდა ოპერატიულ რუკებზე მუშაობა და ოპერაციების დაგეგმვისას გლოსბუსს საერთოდ არ იყენებდაო. არა! სიტყვა არავის დაუძრავს.

ამერიკელი ისტორიკოსი და მწერალი გროვერ ფერი საბჭოთა კავშირის არქივებში 10 წლის განმავლობაში იკვლევდა ხრუშჩოვის მიერ სტალინისთვის წაყენებული 61 ბრალდებიდან თუნდაც ერთის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და 1990-იან წლებში გამოსცა წიგნი “ანტისტალინური სისაძაგლეები”, რომელშიც წერს: “ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე წაყენებული 61 ბრალდებიდან, ათი წლის კვლევის შედეგად, დავადგინე, რომ არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეეფერება. ვიმეორებ _ არც ერთი!”

ანტიკურ სპარტაში (ჩვ. წ. აღ-მდე XI საუკუნიდან ჩვ. წ. აღ-მდე 146 წ.) მეფესაც კი სიკვდილით სჯიდნენ, თუ ის ასეთ სასჯელს დაიმსახურებდა. ერთ-ერთ მეფეს, აგის IV-ს, სიკვდილი მიუსაჯეს, რადგან მან ოლიგარქების ნაწილს მიწის ჩამორთმევა დაუპირა, ჩამორთმეული მიწის გადაცემა კი სურდა მათთვის, ვინც უფულობის გამო აღარ იყო არისტოკრატთა სიაში. სასამართლომ მეფეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მან თავს გაქცევით უშველა.

ანტიკური ხანის სპარტაში ერთი გადაცდომისთვის მეფეს სიკვდილით თუ სჯიდნენ, დღეს კანონის უზენაესობაზე, სამართლიანობასა და მის აღდგენაზე განუწყვეტლივ რომ ვსაუბრობთ, რატომ არ შეიძლება, კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაულში ედება ბრალი? სპარტას თავი რომ დავანებოთ, კოლექტიური გადაწყვეტილების ნიმუშად სვანეთში ფუთა დადეშქელიანის მკვლელობაც გამოდგება. უშგულში, ლამარიას ეკლესიაში ასულ ფუთა დადეშქელიანს, რომელიც სვანი ხალხის ჯალათად იყო ცნობილი, კოშკის ხელოვნურად გამოჭრილ ხვრელში კაჟიანი თოფი დაუმონტაჟეს, შემდეგ სასხლეტს თოკი გამოაბეს, რომელიც სოფლის მოსახლეობამ ერთობლივად გამოსწია და ჯალათი სიცოცხლეს გამოასალმა… ეს იყო ხალხის სამართლიანი გულისწყრომის კოლექტიური გამოძახილი. იქ არავინ იყო მოსყიდვითა და ანგარებით მისული. იქ ყველა საკუთარ თავთან იყო მართალი.

ზვიად გამსახურდია

1956 წლის 9 მარტიდან ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული. 1937-38 და 1941-45-წლებგამოვლილ ადამიანებს ვერ წარმოედგინათ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ ოდნავი გაბრძოლებაც კი. იმხანად, 1956 წლის 9 მარტს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო გამოსული თბილისის ქუჩებში. პარალიზებული იყო ყველა საწარმო, უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება. სტუდენტებმა კოლმეურნეობის მოედანზე ორვაგონიანი ტრამვაი გადავაბრუნეთ. საზოგადოებრივი ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ ძალოვანები ძლივს იცავდნენ თავიანთ უწყებებს და, აბა, ხალხისთვის ვის ეცალა?! ვხედავდით, კავშირგაბმულობის შენობის პირველი სართული როგორ იყო გავსებული სხვადასხვა საბრძოლო იარაღით. სწორედ სტალინის სახელისა და საქართველოს პრესტიჟის დასაცავად გამოსულ ქართველ ახალგაზრდობას შემოუერთდა ზოგიერთი მოდისიდენტო პირი, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო, რადგან მათი ოჯახები კომუნისტურ წყობაში იყვნენ გაზულუქებულნი. დიდი კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა ზვიადმა, რომელსაც მამა საქართველოს პრეზიდენტად ზრდიდა, დაიამხანაგა შვიდგზის ლენინის ორდენის კავალრის, მახარაძის რაიონის რაიკომის პირველი მდივნის, ვასილ სიხარულიძის, შვილი _ ვოვა სიხარულიძე, რომელსაც პირადად ვეხმარებოდი _ სტუდქალაქის ტერიტორიაზე ვავრცელებდით პროკლამაციებს, რომლებსაც ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა: “ქართველო, ხელი ხმალს იკარ, კარს ჩაგვდგომია მტერიო”, დიაგონალზე კი ეწერა: “ბრძოლის ხმა სააკაძისა”. მოგვიანებით პროფესორი ნოდარ ნათაძე თავის წიგნში “1956 წლის 9 მარტი” დაწერს, რომ 9 მარტი იყო ქართული ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, რომელმაც ბიძგი მისცა მთელი კავშირის მასშტაბით ეროვნული მოძრაობის დასაწყისს. მე მაშინაც ვუპასუხე, მერეც და ახლაც ვუპასუხებ მას, რომ 1956 წლის 9 მარტს არანაირი კავშირი არ აქვს ეროვნულ მოძრაობასთან. 1956 წლის მარტის დღეებში გაისმოდა მხოლოდ შემდეგი სიტყვები: “გაუმარჯოს ლენინს, სტალინს!” და ეს იყო სტალინური მოძრაობის ცეცხლი, რომელიც 1956 წლის 4 მარტს აინთო მშრალ ხიდთან, სტალინის მონუმენტის წინ და არ ჩამქრალა. 1961 წელს კი საქართველოში ხრუშჩოვის მოსალოდნელი ჩამოსვლის გამო მის წინააღმდეგ დიდი ტერორისტული აქტი მზადდებოდა, რომელიც საკავშირო “კა-გე-ბე”-მ გაანეიტრალა. სწორედ სტალინურმა მოძრაობამ შეუწყო ხელი ეროვნული მოძრაობის (მე შეგნებულად არ ვამბობ განმათავისუფლებელს, რადგან არაფრისგან განთავისუფლებულნი ჩვენ არ ვართ) აზვირთებას… დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველივე არჩევნებზე უშუალოდ ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით, პოლიტიკური ორგანიზაციასტალინისაარჩევნო სიიდან ამოიღეს, ხოლო პარლამენტში შესული კომუნისტური პარტიის 76 დეპუტატი კანონგარეშედ გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოდან დაითხოვეს. “რაც ვერ უქნია მამაშენს, ვერც შენ ვერ გახევ მარმაშებს”, _ წერს შალვა დადიანი თავის პიესაში “არსენა”. ზვიად გამსახურდია ქართველ ხალხს გამუდმებით უკიჟინებდა ქართული გავლენების გაძლიერებას აფხაზეთში, მაგრამ გამოუცდელობის გამო აფხაზურ საქმეს აკეთებდა. სვანი ახალგაზრდების ბრიგადები, კერძოდ, ორგანიზაცია “ლემის” წევრები, რეგულარულად დადიოდნენ აფხაზურ სოფლებში და თითქოს გასაღიზიანებლად ჩასჩიჩინებდნენ აფხაზებს: ესა თუ ის სახელწოდება თქვენი სოფლისა სვანური წარმოშობისაა, ეს სოფლები სვანთა ნასახლარიაო და ა.შ. მთავრობის მაღალ წრეებში კი განიხილებოდა საკითხი, რომ თანამედროვე აფხაზები არა ძველი აფხაზების შთამომავალნი, არამედ აფსუები არიან. სწორედ კონფლიქტის შედეგების შეუფასებლობა და საკანონმდებლო ლაფსუსები იყო მიზეზი აფხაზებთან კიდევ უფრო გაუცხოებისა და შედეგად საქართველოს ძირძველი ტერიტორიული ერთეული მოწყდა. ეს შეიქნა მიზეზი იმისა, რომ ანალოგიური რამ განმეორებულიყო სამაჩაბლოში… მიუხედავად მოსახლეობის მხრიდან ზვიად გამსახურდიას მიმართ დიდი ნდობისა და თვითონ ზვიად გამსახურდიას მაღალი რეპუტაციის, ცოდნისა და განსწავლულობისა, ქვეყნის დაშლა-გაპარტახება სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობისას დაიწყო. რა იყო გამსახურდიას მიმართ ესოდენ დიდი ნდობის ფაქტორი? _ მეჩვენება, რომდიდოსტატის მარჯვენა,” რომელიც ხალხმა სახარებად მიიღო და ზვიადი იმ უფლისწულად წარმოიდგინა, რომელსაც ახალი სვეტიცხოველი უნდა აეგო. და რა იყო ზვიადის მარცხის მიზეზი? სოფლის შენებას რა უნდა?! ამ საქმეს მხოლოდ დომუხოვსკი, მურმან ომანიძე და გოგი ხოშტარია რომ არ ეყოფოდა, პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, ხოლო ინტელიგენციის წითლად შეღებვა და ყოველ წუთს იმის ძაგება, რაც მანამდე თითქმის საუკუნის განმავლობაში წარმატებული იყო ქვეყანაში, დამაჯერებლობას უკარგავდა როგორც ხელისუფლებას, ასევე თვითონ ზვიად გამსახურდიას. რესპუბლიკიდან წასვლის შემდეგ ნაჩქარევად და მოუმზადებლად უკან დაბრუნება, არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ სრულიად საქართველოს ტრაგედიად იქცა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე გასვლისკენ უბიძგა მამის შემოქმედებამ. სახელმწიფოს კი იგი აშენებდა და მართავდა მეოცნებე რომანტიკოსის იდეებით…

ზვიად გამსახურდია

წარმოსადეგი, მორალურად სპეტაკი, მაღალი ინტელექტით, ნაციონალისტი, გარდასახვის ოსტატი, თავმოყვარე, დისტანციური, ზედმეტად თვითდაჯერებული, ფრთხილი, აუღელვებელი, თანამებძოლებისადმი ნაკლებად კონტაქტური, ამაყი, ინდივიდუალისტი, მონარქისტული იდეების მქონე, ცვალებადი ხასიათის, ენის ადვილად ამყოლი. არ ჰქონდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდილება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ქვეყნის პირველი პირი თავის “ორეულებად” საგარეო პოლიტიკაში გოგი ხოშტარიასა და მურმან ომანიძეს რომ აირჩევს, იქ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო მრავალენოვან საქართველოში ისეთი ნაციონალური კოცონის აგიზგიზება, როგორიც გამსახურდიამ დაანთო, მიუღებელი და საქართველოსთვის უცხოა. საქართველო ათეულობით საუკუნეების განმავლობაში პირველი იყო ტოლერანტობაში. თუმცა ზვიად გამსახურდიას პატივს უნდა ვცემდეთ, როგორც ეროვნულ გმირს.

სახალხო მთქმელმა ივანე წიკლაურმა თავის ლექსში “რამ დამაბერა?” ჩაწერა: “ცუდი ცხოვრების წასვლამ და არ მოსვლამ უკეთისამან”. დიახ, პუტჩისტების მიერ ზვიადის დამხობის შემდეგ მოსულმა შევარდნაძემ ვერ “მოიყვანა” უკეთესი ცხოვრება.

ედუარდ შევარდნაძე

ძლიერი, მომთმენი, ცივი, გარდასახვის დიდოსტატი, “უშიში, ვითარცა უხორცო”, ეჭვიანი, სიტყვის ამყოლი, ყველაფრის დამმახსოვრებელი და სამაგიეროს გადამხდელი. ადამიანი, რომელმაც გიგანტური ხვლიკივით იარა და გაძვრა ყველა ხვრელში, აძვრა უძველეს ციხის კედლებზე და მოინახულა ცივილიზაციების ყველა სასწაული. იცხოვრა ორი ცხოვრებით _ სპარტულად, ოფლით, შრომით, უძილობით, თმენით, არა მეგობრებით, არა ქალებით, არა დროსტარებით; სიტყვაძუნწი, გაუშინაურებელი (ასე თუ ისე, ვიცნობ სტალინის ცხოვრების სტილსა და მოქმედების მეთოდებს, მეჩვენება, რომ შევარდნაძე სტალინის აჩრდილი იყო). შევარდნაძემ სრულიად ახალი საქართველო შექმნა, მაგრამ შექმნა მჟავანაძის, მეტრეველისა და სხვათა მიმართ ჩადენილი მიუტევებელი შეცდომებით. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტსი მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ უცხოეთის ერთერთი დიდი სახელმწიფოს მეთაურს სტუმრობისას ვერცხლის ხანჯალი აჩუქა: “ჩვენ ამის მეტი საბრძოლო იარაღი აღარ დაგვრჩა და ამასაც თქვენ გიძღვნით”-. ამ სიტყვებმა კარდინალურად შეცვალა შევარდნაძის ცხოვრება და მალე ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად მოევლინა მსოფლიოს.

შევარდნაძის მეორე ცხოვრება

ნდობის, მეგობრობის, პეტრეს პავლედ ქცევის, დემოკრატიის მანტიის მორგების დიდოსტატმა საქართველოს ადგილი მოუნახა მსოფლიო პოლიტიკაში. ის იქცა იმად, რაც არ იყო. სტალინი რუსეთში წავიდა, როგორც პოეტი, და დაგვიბრუნდა, როგორც დიქტატორი. შევარდნაძე მოსკოვში გავუშვით, როგორც პატიოსნების შარავანდედით შემკული გაბედული რაინდი, იქიდან კი დაგვიბრუნდა თავკერძა, მეუღლესა და ოჯახს დამორჩილებული, დამღაშეპარული, პატიოსნებაშებღალული, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ბევრ რამეზე ხელისმომწერი კაცი. მისი გარემოცვა, ჩემი ჩათვლით, წალმის ერთი დიდი კონაა, რომელიც ცეცხლზე უნდა დაიწვას. ჩვენმა თაობამ, შევარდნაძის ძალისხმევით დაღუპა მსოფლიოს მომავალი. შევარდნაძეს შეეძლო, გამგრძელებელი ყოფილიყო იმ ქვეყნის მშენებლობისა, რომლის შენებას მისმა დიდმა წინაპარმა ჩაუყარა საფუძველი. ზოგი გამაკრიტიკებს და იტყვის _ “რა ექნა პატარა ქვეყნის შვილს?”. შევარდნაძე პასუხს აგებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიოს ხალხების წინაშე. საქართველოდან წასულმა სტალინმა მსოფლიოს უდიდეს იმპერიას სახე უცვალა. დაიპყრო დიპლომატიისა და პოლიტიკის ყველა მწვერვალი, შექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობა _ სტალინიზმი. “მიიღო კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური ბომბით შეიარაღებული”. შევარდნაძე საქართველოდან გავუშვით უზარმაზარი წარმატებითა და უდიდესი გამოცდილებით. ის გახდა საბჭოთა იმპერიის უდიდესი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელმაც იმპერია კი არ გააძლიერა, არამედ ძირი გამოუთხარა და 300 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. ქვეყანას მოუსპო როგორც პოლიტიკური, ისევე ეკონომიკური განვითარების გზა. ბოლოს კი მისივე ინიციატივით გადაღებული ფილმის მთავარი გმირის პერსონაჟის ბედი გაიზიარა. შევარდნაძეს, რა თქმა უნდა, აქვს წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრივი მოდელის შექმნაში, მაგრამ ეს წვლილი სრულიად შეუმჩნეველია მის მიერ ჩადენილ ბოროტებასთან. ჩირქი და ბალღამი, როიმელიც დღეს საქართველოს სდის, შევარდნაძის მიერ საქართველოში შემოთრეული იმ ლეშის ლპობის შედეგია, რომელიც მან XXI საუკუნეში საქართველოს აჩუქა, როგორც ავხორცობის, ბოროტებისა და საქართველოს მუდმივი მტრის სიმბოლო. შევარდნაძემ საქრთველოში შექმნა ანტიეროვნული, ანტიტრადიციული, ანტიადამიანური, ანტიქრისტიანული სექტები, რომელთა განდევნა ჩვენი ქვეყნიდან მხოლოდ ქარველთა ძალისხმევით შეუძლებელია. გლობლური ძალისხმევის გარეშე, მსოფლიო რევოლუციის ხანძრის გარეშე შეუძლებელია, ჩაკვდეს და დაინაცროს ის, რაც მასონთა ლოჟების დახმარებით შევარდნაძემ დანერგა საქართველოში, რომელიც ახლა უფრო ხელშესახებია, ვიდრე ადრე იყო.

შევარდნაძის ხელდასხმით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ სააკაშვილის საქართველო “გაკრასკული” სინდიოფალა იყო, რომელშიც არ არის არც სულიერება, არც ტრადიცია, არც ისტორია, არც წინაპარი. მასში აბსოლუტურდ არ არის ილიას ხატება. ესე იგი, მასში არ არის ეროვნული ცნობიერება. დღეს წართმეული გვაქვს ენა _ დედაქალაქი ინგლისური წარწერებით არის აჭრელებული; ახალგაზრდობამ არ იცის ქართული. წაგვართვეს მამული, რომლის 20 % ოკუპირებულია და გვართმევენ სარწმუნოებას, რომელსაც თავგამოდებით ებრძვის ევროპა, აზია თუ ამერიკა.

მიხეილ სააკაშვილი

ო, როგორი სირცხვილია ყოვლად სინდისგარცეხილი კაცი სტალინის მშობლიურ ქალაქში მის ძეგლს იღებდეს და თავს მეფე დავით აღმაშენებლად აცხადებდეს. არ არის კაცი საქართველოში, რომელიც ხმამაღლა იტყვის “რად არ მეშლება ეს სხეული, ესრეთ მაგარი…” საქართველოში არ არის ღირსება, გამბედაობა, არ არის ინდივიდი, რომელიც ბრბოს გამოეყოფა და იტყვის: “სახელმწიფო _ ეს მე ვარ”. ამას ხომ ლუდოვიკო XIV ან სტალინი სჭირდება.

ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე ყველა ავანტიურისტი, წინ ფარად ადამიანთა ბრბოს იყენებს და დემოკრატიის სახელით მათ ზურგს ამოფარებული მუშტებს იქნევს. სად არიან ქვეყნისთვის შეწირული ადამიანები? რატომ არ ვსწავლობთ მათ ისტორიას? _ იქ თავგანწირვაზე წერია, იქ სამშობლოსათვის სიკვდილზეა საუბარი. იქ ერისშვილებზეა საუბარი. სწორედ ეს მოკლა სააკაშვილმა საქართველოში და თვითონ დაიჩემა დიდი დავითის საპატიო სახელი, არასაპატიო მიზეზით დაბადებულმა არაადამიანმა, ვნებებს აყოლილმა, 10 ათასობით ქართული ოჯახის დამანგრეველმა და ამწიოკებელმა…

საქართველოში აღარ უნდა ისმოდეს ბრბოს ყიჟინა და სააკაშვილის გამყინავი ხმა _ “ყველა ციხეში, ყველა ციხეში!”

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here