რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მომხრეებმა იოსებ სტალინის საფლავზე კრემლის კედელთან 13 500 მიხაკი მიიტანეს. აქცია “ორი მიხაკი ამხანაგ სტალინს” ბელადის 139-ე წლისთავს დაუკავშირეს.
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ გაისად ანიშნავენ სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავს, ხოლო 2020 წელს _ ლენინის დაბადების 150 წლისთავს.
სტალინის საფლავზე წელიწადში ორჯერ მიაქვთ ყვავილები – 18 და 21 დეკემბერს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არ არსებობს ერთიანი აზრი მისი დაბადების თარიღზე.
იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) სიცოცხლის დროს და სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მისი დაბადების ოფიციალურ თარიღად ითვლებოდა 1879 წლის 21 დეკემბერი. მოგვიანებით, სტალინის მშობლიური გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დოკუმენტების დახმარებით, დადგინდა სხვა თარიღი _ 1878 წლის 18 დეკემბერი.
დიდება სტალინს!