Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის რკინის მინისტრი, რომელმაც ხრუშჩოვს სილა გააწნა

1769
სტალინი

ომი ქვეყანაში უამრავ ზარალს იწვევს. ზოგი რაღაცის აღდგენა შედარებით სწრაფად ხდება, მაგალითად, დანგრეული გზის ან სახლის. დანარჩენის აღდგენა კი გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს და ამისთვის ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. არსებობს ისეთი ზარალიც, რომელსაც ვეღარ აღადგენ, მაგალითად, ადამიანის სიცოცხლე და ხელოვნების განადგურებული ნიმუშები. საქონლისა და ფულის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაც გამოუსწორებელი ზარალის ტოლფასიარა იყო ჩვენთვის ყველაზე სანერვიულო ფინანსური კუთხით? პირველ რიგში, მოსახლეობის მიერ ომის პერიოდში შენახული ანაბრები მაღალ ფასში იყო აღრიცხული; მეორე _ ფულის რაოდენობის ზრდამ რუბლის გაუფასურება გამოიწვია. უკვე ომის წლებში დავიწყეთ ომისშემდგომი ფულადი რეფორმისთვის მზადება.

მახსოვს, 1943 წლის ერთ დღეს სტალინმა დილის ხუთ საათზე დამირეკა, გვიანი ზარისთვის მომიბოდიშა და მითხრა, საქმე მნიშვნელოვან საკითხს ეხებაო. აინტერესებდა ფინანსთა სამინისტრო ფულის რეფორმაზე რა აზრის იყო.

ვუპასუხე, რომ ამაზე მეც, დიდი ხანია, ვფიქროდი, ოღონდ ჩემ აზრს არავის ვუზიარებდი.

_ ვერც მე გამიზიარებთ?

_ თქვენ, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ, ამხანაგო სტალინ!

_ მაშინ გისმენთ.

სატელეფონო საუბარმა 40 წუთს გასტანა. მე მას ორი მთავარი მოსაზრება გავუმხილე: რეფორმის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ, რომელიც ფულის გადაცვლისას შეიქმნებოდა და ბრუნვაში ახალი ფულის ჩაშვების თაობაზე. სტალინმა მომისმინა, შემდეგ თავის მოსაზრებები გამიზიარა, რომლებიც სოციალურ და სამეურნეო საფუძვლებზე დაყრდნობით განსახორციელებელ მომავალ ღონისძიებებს შეეხებოდა. ჩემთვის გასაგები შეიქნა, რომ იგი რეფორმის შესახებ პირველად არ დაფიქრებულა. საუბრის ბოლოს მითხრა, მეორე დღეს კრემლში მივსულიყავი. ამჯერად ხანგრძლივად ვისაუბრეთ. თითოეულ წინადადებას დაკვირვებით განვიხილავდით.

სტალინმა მომცა საერთო მიმართულება, რომლითაც უნდა მეხელმძღვანელა, თუმცა თუკი ფინანსური სისტემის თავისებურება მოითხოვდა, გარკვეული დეტალებიდან გადახვევაც შეიძლებოდა, მაგრამ ძირითადი პრინციპები ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო. ისინი შემდეგში მდგომარეობდა: სსრკ-ს ამჟამინდელი ფინანსური ბაზა ომამდელზე მტკიცე უნდა ყოფილიყო. საერთო დანახარჯები და ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდა ფინანსური ორგანიზაციების სისტემებისგან ცვლილებებით გამოწვეულ პირობებზე მორგებას მოითხოვდა. ეროვნული მეურნეობის აღდგენის მოსახლეობისგან _ დამატებით მსხვერპლს, მაგრამ, ამასთანავე, ადამიანებს უნდა სცოდნოდათ, რომ ეს მათი მხრიდან ბოლო მსხვერპლი იქნებოდა.

სტალინმა სამჯერ გაგვაფრთხილა, რომ რეფორმის მომზადების პროცესი საიდუმლოდ შეგვენახა. საერთოდ, ერთხელ ნათქვამს იშვიათად იმეორებდა. აქედან ჩანს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ამ საიდუმლოს შენახვას. მართლაც, ინფორმაციის მცირე გაჟონვაც კი ისეთ სტიქიას გამოიწვევდა, რომ ურთულეს პრობლემებს წარმოქმნიდა. რეფორმის მომზადების საფეხურზე, სამინისტროს სხვა თანამშრომლებს შორის ეს საიდუმლო მხოლოდ მე ვიცოდი. რეფორმაზე მუშაობის მსვლელობის შედეგებს სტალინს რეგულარულად ვაწვდიდი.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ რეფორმის მომზადების მეორე საფეხურზე გადავედით და სამი სპეციალისტის დახმარების ნება დამრთო. კიდევ ერთი წლის შემდეგ, როდესაც სტალინი შვებულებაში გავიდა, შემატყობინა, რომ მომავალი რეფორმის შესახებ ჩემი მოხსენების ნახვა სურდა. მას 12-გვერდიანი ნაბეჭდი მოხსენება გავუგზავნე. ეს უკვე რეფორმის მომზადების მესამე საფეხური იყო.

მასალის გაცნობის შემდეგ, რამდენიმე შესწორებასთან ერთად, მთავრობის მეთაურმა 100 გვერდამდე განვრცობა მომთხოვა. სხვა საქმეები გადავდე და ამ ურთულესი დავალების შესრულებას შევუდექი. ვინაიდან ამ საკითხზე ადრეც ვფიქრობდი, ახალ ტექსტში განსაკუთრებული ადგილი ინდუსტრიული მრეწველობის ფინანსების საკითხის მოგვარებას დავუთმე. ამ მიზნით კი, სხვა დანარჩენ ზომებთან ერთად, რეფორმა სრულყოფილი სახის მისაღებად ისეთი დამატებითი ელემენტების ჩასმას მოითხოვდა, როგორებიც იყო: მოქალაქეთა შემოსავლების შემცირება და, რომ არ დაზარალებულიყვნენ, ფასები სხვა, სამომხმარებლო საქონელსა და ტრანსპორტზეც უნდა შემცირებულიყო.

ეს საკუთარი ინიციატივით გავაკეთე და შესაბამისი პასუხიც მივიღე. როდესაც სტალინმა დამირეკა, მისმა გაბრაზებულმა ხმამ გამაკვირვა. მკითხა, რატომ ჩავამატე ტექსტში საკითხი, რომელიც ადრე განხილული არ ყოფილა და ფულის რეფორმასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა.

ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდი. ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები ისხდნენ, რომლებმაც ამ რეფორმის შესახებ არაფერი იცოდნენ. არადა, საქმიდან გამომდინარე, რამეს თქმის უფლება არ მქონდა. სტალინი მეკითხებოდა, მე კი იძულებული ვიყავი, პასუხი ზოგადი რეპლიკებითა და სიტყვებით გამეცა. ბოლოს აღნიშნა, რომ მსგავსი რეფერატის დაბეჭდვა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სტალინმა კვლავ გამომიძახა. ჩვენ შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა. ჩემ მიერ დამატებული განყოფილების შესახებ უარყოფითი არაფერი უთქვამს. მთელი ეს დრო რეფორმის საორგანიზაციო-მოსამზადებელი საკითხების განხილვით ვიყავით დაკავებულები.

სტალინმა ბოლოს ჩემ მიერ ჩამატებული განყოფილებაც ახსენა და მითხრა, ეს პრობლემა მოგვიანებით განგვეხილა. უფლება მომცა, ხალხი დამემატებინა მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ კონკრეტული დავალებების მეტი არაფერი ეცოდინებოდათ. მე შესაბამისი დადგენილებისა და საბჭოთა მოქალაქეებისადმი მიმართვის მომზადება დამევალა:

1. 1947 წლის 16 დეკემბრის ფულის რეფორმასთან ერთად გაუქმდეს საბარათე სისტემის საშუალებით სავაჭრო და საწარმო საქონლით მომარაგება. შეიცვალოს მაღალი ფასები კომერციულ ვაჭრობაში და დაწესდეს სახელმწიფო ფასები;

2. სახელმწიფო საცალო და საბითუმო ფასების დადგენა უნდა გამომდინარეობდეს შემდეგიდან:

) პურსა და ფქვილზე ფასები საშუალოდ 12 პროცენტით შემცირდეს;

) ბურღულეულსა და მაკარონზე ფასები არსებულ ფასებთან შედარებით საშუალოდ 10 პროცენტით შემცირდეს;

) ხორცზე, თევზზე, საკონდიტრო ნაწარმსა და ბოსტნეულზე მოქმედი ფასების დონეზე შენარჩუნდეს;

) რძესა და რძის პროდუქტებზე დადგინდეს ახალი ფასები;

) ქსოვილსა და ფეხსაცმელზე დაწესდეს ახალი, კომერციულ ფასებზე დაბალი ფასები;

3. სსრკის ვაჭრობის სამინისტროს დაევალოს ახალი ფასების შესახებ დადგენილების გავრცელება სახელმწიფოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში;

4. დადგენილი ფასები არ ვრცელდება საკოლმეურნეო ბაზრებსა და კერძო პირთა კოოპერატიულ სავაჭრო ქსელებში.

1947 წლის შემდეგ რუბლი გამყარდა, დაიწყო ფასების გეგმაზომიერი და ყოველწლიური შემცირება თითქმის ყველა სახეობის საქონელზე. სსრკის ბაზარი კი სულ უფრო ივსებოდა, წარმოება და სოფლის მეურნეობა წინ სრული სვლით მიიწევდა. სწორდ ამიტომ 10 რუბლი მყიდველუნარიანობის მიხედით ამერიკულ დოლარს 1,58-ჯერ აჭარბებდა.

1913 წელთან შედარებით მშრომელთა რეალური მოგება 4-ჯერ გაიზარდა. სსრკის წარმატებებმა კაპიტალისტური ქვეყნები სერიოზულად დააფრთხო, პირველ რიგში კი _ ამერიკა. 1953 წელს ჟურნალნეიშენელ ბიზნესისსექტემბრის ნომერში, ჰარისის სტატიაშირუსები გვეწევიან…” აღნიშნული იყო, რომ სსრკ ეკონომიკური სიძლიერის ზრდის მიხედვით ნებისმიერ ქვეყანას უსწრებს. იმ პერიოდისთვის სსრკ აშშ 2-3-ჯერ უსწრებდა. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ედლაი სტივენსონი მდგომარეობას ასე აფასებდა: თუ სტალინის რუსეთში წარმოების ტემპი შენარჩუნდებოდა, მაშინ 1970 წლისთვის რუსული ნაწარმის რაოდენობა ამერიკულს გადააჭარბებდა. და, თუ ასე მოხდებოდა, კაპიტალისტური ქვეყნები დიდი საფრთხის წინაშე დადგებოდნენ.

მაგრამ კაპიტალისტურ სამყაროს გაუმართლა: სტალინი გარდაიცვალა…

1950 წლის 1 მარტს მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება ასეთი იყო: დასავლეთის ქვეყნებში ვალუტა გაუფასურდა, ამან ევროპული ვალუტის დევალვაცია გამოიწვია. რაც შეეხება ამერიკას, ფასების გამუდმებული ზრდის ფონზე გამოწვეულმა ინფლაციამ, დოლარი მყიდველუნარიანობის დაცემამდე მიიყვანა.

ზემოხსენებული ვითარების გამო რუსული რუბლის ფასი ოფიციალურზე მეტად გაიზარდა.

აქედან გამომდინარე, სსრკ-ის მინისტრთა საბჭომ დაადგინა:

1. 1950 წლის 1 მარტიდან შეწყდეს რუსული რუბლის კურსის უცხოური ვალუტის მიმართ განსაზღვრა;

2. რუსული რუბლის ფასი 0,222168 გრამ სუფთა ოქროს ფასს გაუთანაბრდეს;

3. 1950 წლის 1 მარტიდან 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი 4 რუბლი და 45 კაპიკი დადგინდეს;

4. ერთი დოლარის ფასი არსებული 5 რუბლისა და 30 კაპიკის ნაცვლად 4 რუბლით განისაზღვროს.

უცხოური ვალუტის ღირებულების ცვლილების შემთხვევაში სსრკ-ის სახელმწიფო ბანკი რუბლის კურსს ამ დებულებების გათვალისწინებით დაადგენს.

როგორც ვხედავთ, ამ ნაბიჯით სტალინმა არამხოლოდ დოლარის გამოყენებაზე თქვა უარი, მან დოლარის მიხედვით საქონლის შეფასებაც შეწყვიტა.

მოდი, დავსვათ კითხვა: საერთაშორისო ვაჭრობაში რატომ არ ვიყენებთ ოქროს? ის ხომ ყველაზე რეალურ ფასეულობას წარმოადგენს? ჩვენ კი რომელიღაც ვირტუალურ ფულს ვიყენებთ, რომელიც აშშ-შიც არ არის უზრუნველყოფილი? როდესაც საზღვარგარეთ ჩვენი შვილების კუთვნილ ნავთობს ვგზავნით და მის სანაცვლოდ “მერსედესს” ვყიდულობთ, რატომ ვამბობთ, რომ მასში 100 000 დოლარი გადავიხადეთ და არა 3000 უნცია ოქრო? დღეს ამ კითხვებზე გონივრული პასუხი თითქმის არ არსებობს.

თუმცა პასუხი ერთია: თუ მსოფლიო დოლარზე უარს იტყვის და ოქროს მოხმარებაზე გადავა, მსოფლიოს ყველა კუთხიდან აშშში დოლარის კუპიურების შედინება დაიწყება მათი რეალურ საქონელზე გადაცვლის მოთხოვნით. იქ კი საჭირო რაოდენობის ნედლეული არ არის. ჯერ კიდევ ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ ამერიკის ფინანსური სისტემა უკვემოძველებულიიყო. ის კი ვერ წარმოედგინა, რომ ამერიკა ამ სისტემას კიდევ უფრო მეტ მარაზმამდე დაიყვანდა. და წარმოგიდგენიათ, რა იოლია დღეს ამერიკის მისივე დოლარით განადგურება.

ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ არ ანადგურებენ, რატომ არ აბრუნებენ დოლარს ამერიკაში? იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოს დიდი ქვეყნების სათავეებში აღარც სტალინი მოიძებნება და აღარც შარლ დე გოლი _ საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა საფრანგეთში არსებული დოლარის კუპიურები თავის დროზე აშშ-ში გაიტანა და აიძულა ის, ოქროში გადაეცვალა. ამის შემდეგ ამერიკამ განაცხადა, რომ ოქროს დოლარში აღარ ცვლიდა. გამოდის, რომ დღეს დოლარი სრულიად არაუზრუნველყოფილი ვალუტაა.

დღეს მმართველი რეჟიმები ძარცვავენ ქყეყნებსა და მოპარულ ფულს საზღვარგარეთ დოლარის სახით მალავენ. ამ შემთხვევით სხვა ქვეყნების მოღვაწე პირებიც სარგებლობენ და მათთვის დოლარის გაუფასურება ნაქურდალის გაუფასურების ტოლფასია. ისიც შეიძლებოდა, რომ ამ ნაქურდალი დოლარით ოქრო შეეძინათ და მშვიდად ეცხოვრათ, მაგრამ აშშ საერთაშორისო ჟანდარმის როლსაც ასრულებს. ამერიკელები მოპარულს ნებისმიერ ბანკში იპოვიან და უკან მოითხოვენ, როგორც ირანის შაჰს მოსთხოვეს. ისინი ხომ დოლარის კურსს პირდაპირ დაბომბვით და არა რომელიმე ეკონომიკური მეთოდით ინარჩუნებენ. მსოფლიო ქურდებმა კი ეს მშვენივრად იციან და დოლარს უფრთხილდებიან”.

წინა წერილში საზოგადოდ აღვნიშნე სტალინის კოსმოსური ხედვის ზოგიერთი თვალსაჩინო მაგალითი, მაგრამ შეიგნო მუსიკა, წინასწარ განსაზღვრო მხატვრული ფილმის თუ რომანის საბოლოო შედეგი, ამას, ალბათ, სხვა ბუნებრივ მონაცემებთან ერთად, კვალიფიკაციაც სჭირდება. ვერავითარი ხედვა ვერ შეცვლის შედეგს, რომელიც არაკვალიფიციურმა ხელმძღვანელმა შეიძლება სულელური ნაბიჯით გადადგას.

არსენ ზვერევზე გამოთქმული შეფასებები: “რკინის კომისარი”, “ფინანსთა ოქროს მინისტრი”, “შეუდარებელი ფინანსისტი” და სხვ. რა თქმა უნდა, მიესადაგება მის პიროვნებას და მის განვლილ შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში _ 1938-დან 1953 წლამდე…

სერგო რიგვავა საქართველოს კომუნისტთა სტალინური კოჰორტის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი გახლდათ. მასზე ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს, მაგრამ _ მომავალში, ახლა კი თემას რომ არ გადავუხვიო, მოგიყვებით ამბავს, რომელიც ბატონმა სერგომ მიამბო:

“ბიჭვინთაში მეოთხე სამმართველოს სანატორიუმში ვისვენებდი, ბაღში სასეირნოდ ცალფეხა კაცი ჩამოდიოდა სააგარაკო ხალათით. ერთხელაც ბაღში იმ ძელსკამზე ჩამოჯდა, რომელზეც მე ვიჯექი, გამომკითხა, ვინ ვიყავი და სად ვმუშაობდი. ძალიან გაიხარა, რომ ქართველი ვიყავი და ქართველების ქება სტალინით დაიწყო. სხვა ბევრ მოგონებასთან ერთად ერთი ასეთი ამბავიც მომიყვა:

_ ერთხელ არსენი ზვერევმა თავისთან მიხმო, მითხრა: სტალინის დავალებით გთხოვეთ მობრძანებაო. თუ თქვენი თანხმობა იქნება, სტალინს სურს, ოქროს ფონდის უფროსად დაგნიშნოთ, ოქროს რაოდენობას კი შემდეგ მოგახსენებთო.

_ არსენ გრიგორიევიჩ, მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბუღალტერი, მე, ყოფილი შტაბისტი, როგორ შემიძლია ვიყო ამ ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახურის უფროსი?!

_ ამ მიზეზით მეც მქონდა სტალინთან საუბარი, მაგრამ ბელადმა ასე მიპასუხა:

_ ომის პირველ დღეებში ამხანაგი ისაკოვი შტაბში სატანკო რეზერვებს ხელმძღვანელობდა, ფრონტის ყველა სარდალი საბრძოლო ტექნიკას ითხოვდა, რეზერვები ნელ-ნელა იკლებდა. ერთ ფრონტზე სარდალმა ვერ დაითანხმა ისაკოვი ტანკების გამოყოფაზე, რისთვისაც მე მომმართა. ისაკოვს პირდაპირი ტელეფონით დავუკავშირდი და ვთხოვე, ფრონტზე 25 ტანკის გაგზავნა, მან უარი განმიცხადა: ტანკები არ არისო. მეორედაც მომიწია ისაკოვის შეწუხება, მაგრამ უარით გამისტუმრა. მტერი მოსკოვს მოადგა, რამდენიმე გერმანულმა თვითმფრინავმა დედაქალაქშიც შემოაღწია, ერთი ჭურვი დიდ თეატრსაც დაეცა. პოსკრებიშევმა მომახსენა: ტელეფონთან ისაკოვიაო. რა თქმა უნდა, ვუპასუხე. ყურმილში მესმის ისაკოვის ხმა: _ ამხანაგო სტალინ, ორასი ტანკი ტ-34 მზად არის და გადმოგეცათ განკარგულებაში. მანამდე და შემდეგაც მე ასეთი დიდი სიხარული არ განმიცდია. ამხანაგო ზვერევ, ისაკოვი მე, მთავარსარდალს, ტანკს არ მაძლევდა და ვინმეს ოქროს გაატანს? უყოყმანოდ დანიშნეთ ოქროს ფონდში, _ მიბრძანა მან. თუ ასე იყო, ამხანაგო ისაკოვ, სტალინს ყველა უფლება აქვს, მოგანდოს ეს საქმე.

_ ეს ყველაფერი სიმართლეა. რა გაეწყობოდა, მეც თანხმობა განვაცხადე.

_ ოქროს ფონდი 10 000 ტონას შეადგენს, _ მითხრა მინისტრმა. ეს იყო 1947 წელს.

“განძთსაცავში რომ მივედი, _ იგონებდა ისაკოვი, _ ერთი ოქროს ზოდის დასადები ადგილიც არ იყო. გადავწყვიტე, სასწრაფოდ განძთსაცავის აშენების საკითხი დამეყენებინა. საკითხი სტალინმა მყისვე გადაწყვიტა. საცავი 25 000 ტონაზე აშენდა, რომელიც სტალინის სიცოცხლეშივე შეივსო. სტალინის გარდაცვალებისთანავე მე საცავიდან წავედი, ხოლო ხუთ წელიწადში სად წავიდა 25 000 ტონა ოქრო, ჩემთვის გაუგებარია”.

ბატონმა სერგომ ეს შემთხვევა უფრო დაწვრილებით მომიყვა, მაგრამ აქ ამის დრო არ მაქვს და თხრობას შევწყვეტ.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ არსენ ზვერევს კიდევ 6 წელს მოუწია ფინანსთა მინისტრობა და სწორედ ამ ექვსმა წელმა შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლისა და განადგურების წინაპირობა.

“რკინის მინისტრი” ჯერ 1956 წელს აუმხედრდა ნიკიტა ხრუშჩოვს, როდესაც ნიკიტამ სტალინის პიროვნების კულტის საკითხი წამოსწია, ხოლო 1960 წლისთვის შემოსაღებ ფულის რეფორმას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევდა. “ხარის” ნერვების მქონე ზვერევმა ვეღარ გაუძლო, 1959 წლის ერთ მშვენიერ დღეს გულის ჯიბეში პატარა პისტოლეტი ჩაიდო და სამსახურში წავიდა. კრემლის ტელეფონმაც არ დააგვიანა და არსენ ზვერევი კრემლში იხმო ხრუშჩოვმა. კრემლის კომენდატურაში ყველა შემსვლელ პირს იარაღი უნდა ჩაებარებინა. ზვერევი პირდაპირ გაემართა, მაგრამ კომენდატურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, _ იარაღი, როგორც წესი, მისგანაც ჩაიბარეს.

ხრუშჩოვის კაბინეტში შესული ზვერევი კვლავ რეფორმის საკითხზე ჩაება მწვავე კამათში. “რკინის მინისტრიმართლაც რკინის აღმოჩნდა. ხრუშჩოვი, რომელიც გაბრაზებული დორბლებს ყრიდა, დუჟმორეული ხან ერთ კედელს მიაწყდებოდა და ხან _ მეორეს, თან უსაშველოდ იგინებოდა. ზვერევი დამბლადაცემულივით იჯდა და ნანობდა, რომ ჩანაფიქრს ვერ შეასრულებდა. ბოლოს, თითქოს გამოფხიზლდაო, წამოდგა, ხრუშჩოვს, რომელიც ოთახში დააბოტებდა, მიუახლოვდა და სახეში სილა გააწნა. თითქოს ყველაფერს ფარდა ჩამოეფარა. ზვერევი ნელნელა გამოვიდა გენერალური მდივნის კაბინეტიდან და მანქანისკენ გაეშურა, მძღოლმა კი პირდაპირ კრემლის საავადმყოფოში მიიყვანა. ექიმებმა სასწრაფოდ გასინჯეს და მძიმე ინსულტი დაუდგინეს. ასე დასრულდარკინის მინისტრისკარიერა

საბჭოთა ოჯახი _ ეს გაუთვიცნობიერებელი ცნება მხოლოდ მას შემდეგ შეიქნა ცნობიერი, როცა ოჯახს მამა მოუკვდა. სტალინი იყო დიდი ოჯახის მამა, სამართლიანი და მომთხოვნი, ყველაფრის მცოდნე და გამგებელი, ზრდიდა შვილებს, ანდობდა საქმეს და ამუშავებდა ოჯახის უზრუნველყოფისთვის. მჭედელის შვილი, ბამბის მპენტავი, ხარატი 38 წლისა ხდება დედამიწის ერთი მეექვსედის ფინანსების განმკარგულებელი. ის მამის გვერდით დგას და არჩენს მამასთან ერთად 300-მილიონიან ოჯახს, მოუკვდა მამა და ოჯახიც დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ფინანსთა “რკინის მინისტრი” არსენი ზვერევი. ნათელი მის ხსოვნას!

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გრიგოლს, უამრავი ინფორმაციული მასალისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პიროვნებაზე, რომელიც დღესაც მოსვენებას უკარგავს მსოფლიოს.
    ჩემთვის იოსებ ჯუღაშვილი მეორე ქრისტეა, რომელმაც მსოფლიოს 1/6- შექმნა სამოთხე ადამიანებისათვის. მას დავიწყება არ უწერია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here