Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

სტალინი და ივანე ბენედიქტოვი

1350
ლიონ ფოიხტვანგერი და სტალინი
ლიონ ფოიხტვანგერი და სტალინი

1931-1941 წლების პერიოდი და იმხანად განვითარებული მოვლენები, რომლებსაც პირობითად ,,იდუმალების სამყაროშევარქვი, სრულიად უცნობი იყო სტალინის შემდგომი თაობისთვის, რადგან, პარტიის პოლიტიკიდან გამომდინარე, სულ სხვა ისტორიას გვასწავლიდნენ, ნამდვილი ისტორია კი კრემლის საიდუმლო სარდაფებში იყო ჩაკეტილი. თანამედროვე პოლიტიკაში ისტორიკოსები, მწერლები თუ პოეტები თავიანთი ფანტაზიით ქსოვენ ესეოდენ რთული და გარდამტეხი ისტორიული პერიოდის მოვლენებს, თითქოს ამ ათწლეულს (1931-1941) ქვეყნისა და ხალხისთვის არაფერი მიუცია, რეპრესიების გარდა. ხშირად დაუჯერებელია ის ფაქტები, რომლებიც არქივების გახსნის შემდეგ დოკუმენტებით გამომზეურდა

ივანე ბენედიქტოვი ხვდებოდა იმ უხერხულობას, რომელშიც აღმოჩნდებოდნენ სტალინის შემდეგი პერიოდის ფანტაზიორები, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ ჟურნალისტს დაჟინებულ შეკითხვაზე ასე უპასუხა: ,,თქვენ ასე დაჟინებით იმიტომ მისვამთ ამ კითხვას და მთხოვთ პასუხის გაცემას, რომ ეს დღეს მოდური და ვიღაცისთვის საამებელი კითხვაა, მე კი გიპასუხებთ: როგორ უნდა შეხედოთ საზოგადოებას სახეში, როდესაც, ადრე თუ გვიან, არქივები გაიხსნება და სინამდვილე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება?”

ახდა ბენედიქტოვის წინასწარმეტყველება და როგორ უნდა ესაუბრონ დღეს სოლჟენიცინები, სახაროვები, ბონერები და სხვა უამრავი შინაური თუ უცხოელი მუცლით მეზღაპრეები საზოგადოებას, რომელთა ნაბოდვარიდან ერთი წინადადებაც კი სიმართლის გამომხატველი არ არის? არაფერს ვამბობ იმ ავყია ქართველებზე, რომელთა უმსგავსო საქციელმა დიდ მწერალს _ კონსტანტინე სიმონოვს სახელმწიფოს იმჟამინდელი მეთაურისთვის, ლეონიდ ბრეჟნევისთვის, წერილი მიაწერინა სტალინის სიკვდილის შემდეგ გამართულ მწერალთა ყრილობაზე ქართველი მწერლების აღმაშფოთებელი გამოსვლების გამო.

გრცხვენოდეს, ქართველო ინტელიგენციავ, მცირე გამონაკლისის გარდა! მზეს აფურთხებდით, თუმცა თქვენი ფურთხი თქვენვე გეცემოდათ უსინდისობით გამოყეყეჩებულ თავებზე!

რუსი პატრიოტი, საქმის მცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე ივანე ბენედიქტოვი კი, სიმართლის მოწმე, თავგამოდებით იცავდა სტალინს და მიუკერძოებლად აფასებდა იმ წლებს, რომლებსაც რამდენიმე წერილი მივუძღვენი და იდუმალების სამყარო ვუწოდე.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, მკითხველო, გულდასმით წაიკითხოთ ივანე ბენედიქტოვის მიერ სტალინისა და მისი ეპოქის შეფასება, რომელიც ხუთ ნაწილად გამოქვეყნდება გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე.

ახლა კი მივყვეთ ტექსტს:

კითხვა: _ მაპატიეთ, მაგრამ თქვენი სიტყვები, რომ სტალინი უდანაშაულო ადამიანების დასჯაში არ მონაწილეობდა, დამარწმუნებელი არ არის. ეს რომ დავუშვათ კიდეც, ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებული იყო, პირველ რიგში, დაშვებული შეცდომების უკანონობა ხალხის წინაშე ეღიარებინა; მეორე რიგში, არაკანონიერად დაზარალებულთა რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა და ბოლოს, მომავალში მსგავსის განმეორების თავიდან ასარიდებლად სათანადო ზომები მიეღო. ფაქტია, მსგავსი არაფერი გაკეთებულა

პასუხი: _ როგორც ჩანს, თქვენ, უბრალოდ, საქმის კურსში არ ხართ. რაც შეეხება პირველ და მეორე შენიშვნას, 1938 წლის იანვარში ცკ-ის მიერ ჩატარებულ პლენუმზე საჯაროდ აღიარეს უკანონობა, რომელიც უდანაშაულო კომუნისტებისა და უპარტიოთა წინააღმდეგ იყო განხორციელებული. ამ მიზეზით სპეციალური დადგენილება იქნა მიღებული და, სხვათა შორის, ყველა ცენტრალურ გაზეთში დაიბეჭდა. ასეთივე გულახდილობით იყო საუბარი იმ ზიანის შესახებ, რომლებიც ქვეყანას რეპრესიებმა მოუტანა.

ცკის 1938 წლის იანვრის პლენუმის შემდეგ საპატიმროებიდან ათასობით უკანონოდ რეპრესირებულმა ადამიანმა დაიწყო შინ დაბრუნება. მათ შორის იყვნენ ცნობილი სამხედრო პირებიც. ყველა მათგანი ოფიციალურად გადიოდა რეაბილიტაციის კურსს. ზოგიერთს კი სტალინმა ბოდიში პირადად მოუხადა.

რაც შეეხება მესამე შენიშვნას, უკვე გითხარით, რომ რეპრესიებისგან ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სახკომისარიატი დაზარალდა. თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის და უდანაშაულო ადამიანების მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორებისთვის იყო პასუხისგებაში მიცემული. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა კი, როგორც გახსოვთ, იაგოდასა და ეჟოვს დაეკისრათ. ორივეს, თავიანთ თანამშრომლებთან ერთად, საუკეთესო ადამიანების, პარტიის გამოცდილი კადრების მოკვდინებისთვის დახვრეტა მიუსაჯეს. მათი შემცვლელი ბერია თავდაპირველად კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა, თუმცა ხელისუფლების გამოცდას ვერ გაუძლო და, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ხარჯზე, შეცდომების დაშვება დაიწყო. სტალინის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე სახკომისრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი უახლოესი გარემოცვა კი დააპატიმრეს და სასამართლოს გადასცეს. ახლა კი რეპრესიების დაუშვებლობის შესახებ გასატარებელ ზომებზე ვისაუბროთ. ისინი პარტიის მე-18 ყრილობაზე მიიღეს 1939 წელს. გაუქმდა პრაქტიკაში მანამდე არსებული პარტიის წმენდა, რასაც დიდ შეცდომად ვთვლი. მასობრივი რეპრესიების შედეგად პარტიისთვის მიყენებული ზარალით შეწუხებულმა სტალინმა აშკარად იჩქარა და მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდა.

თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე შემდეგი ამბავი მახსენდება. 1938 წლის ბოლოს, როდესაც სოფლის მეურნეობის სახალხო კომისრები პატიმრობიდან ბრუნდებოდნენ, ამ საკითხზე სტალინის თანდასწრებით კმაყოფილება გამოვთქვი, თუმცა ამას მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა.

_ ადრე რას აკეთებდით? _ გაბრაზებით მკითხა სტალინმა. _ ალბათ, ამ ადამიანებს კარგად იცნობდით და გესმოდათ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რატომ არ დაიცავით ისინი? ბოლოს და ბოლოს, ჩემთან რატომ არ მოხვედით? უსიამოვნებების შეგეშინდათ? მშვიდი ცხოვრება ვისაც უნდა, თანამდებობა უნდა დატოვოს. თქვენ მეტი მოგეთხოვებათ! აქ სტალინი ბოლომდე მართალი არ იყო _ ამ უდანაშაულო ადამიანების გადასარჩენად რაც შემეძლო მოვიმოქმედე, ჩემი მხრიდან სხვა რამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ, სტალინი იშვიათად ღიზიანდებოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, თავის ფლობა და ემოციების კონტროლი არ უჭირდა. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ მისი იმდროინდელი აზრები ნათლად მეჩვენებინა.

კითხვა: _ მაინც რთულია იმის დაჯერება, რომ სტალინმა არ იცოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახკომისარიატში რა ხდებოდა

პასუხი: _ სტალინის პერიოდში სახკომისარიატებს მოქმედებისთვის საკმარისზე მეტი თავისუფლება ჰქონდათ, რაც დამოუკიდებელი მუშაობის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა. საკმაოდ ხისტი და მუდმივი კონტროლი, პერსპექტიული და “სტრატეგიული” მიმართულების ინდუსტრიების განვითარებისთვის იყო საჭირო, აგრეთვე, გატარებული კურსით მიღებული შედეგის შესამოწმებლად. სახკომისარიატის ოპერატიულ და ყოველდღიურ საქმიანობაში არავინ ერეოდა, მინისტრი ყოველ გადადგმული ნაბიჯს ცკ-ის შესაბამის განყოფილებასა და ხელმძღვანელ ინსტანციებთან ათანხმებდა. თუმცა იმ დროს ცკ-ის ინდუსტრიულ განყოფილებებში, აგრარული განყოფილების გარდა, სხვა არ არსებობდა, რა თქმა უნდა. მე სხვა დაწესებულებების თანამშრომლებთან ვთათბირობდი, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებდი, ზოგჯერ მათი აზრის საწინააღმდეგოდ.

დანარჩენების და ნაწილობრივ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ შედეგებს პირადად მომთხოვდნენ და “მრჩევლები” და “თანამონაწილები” ვერ მიშველიდნენ. სტალინი, დიდი ხანია, გვასწავლიდა, რომ სხვის ზურგს არ უნდა ამოვფარებოდით და ვალდებულებები უპასუხისმგებლოებისთვის არ უნდა გადაგვებარებინა. ჩემი აზრით, სხვა კომისარიატებშიც ანალოგიური პრინციპი მოქმედებდა.

საერთო ჯამში, ასეთი მიდგომა ხელმძღვანელი კადრების სასარგებლო ქმედებების კოეფიციენტის ზრდას უზრუნველყოფდა და კარგად ჩანდა, საქმეში “ვინ ვინ იყო”, რისი გარკვევაც დღეს შეუძლებელია.

კითხვა: _ უფლება მომეცით, კიდევ ერთი სახიფათო შინაარსის კითხვა დაგისვათ: ამბობთ, რომ სტალინი უკანონოდ რეპრესირებული ადამიანების დასაცავად კომისარიატებს ახალისებდა. საინტერსოა, პირადად თუ შეინარჩუნებდით თანამდებობას, მაგალითად, ტუხაჩევსკი, ვოზნესენსკი ან თუნდაც ბლიუხერი რომ დაგეცვათ? გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტალინმა ეს რეპრესიები იმიტომ განახორციელა, რომ ისინი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მის კონკურენტებს წარმოადგენდნენ.

პასუხი: _ თქვენ მიერ ჩამოთვლილ გვარებს უბრალო მიზეზის გამო არ დავიცავდი. მათ დანაშაულში დარწმუნებული ვიყავი, ისევე როგორც იმ დროს საბჭოთა ადამიანების უმრავლესობის უდანაშაულობაში. რაც შეეხება “კონკურენტებს”, მაპატიეთ და, შეთხზული ჭორია.

მარტივი შეფასებები ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება. ამაზე ბელინსკის კარგად აქვს ნათქვამი: “რაც უფრო ცალმხრივია მოსაზრება, უმრავლესობისთვის მით უფრო მისაღებია. ვისაც კარგი უყვარს, მისთვის აუცილებლად კარგი უნდა იყოს, სისულელე კი სისულელედ უნდა დარჩეს, ასეთს იმის გაგონებაც არ უნდა, რომ ერთი საგანი შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც”. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალადობასა და ძალაუფლების სიყვარულს რეპრესიებთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ყოველ შემთხვევში _ სტალინის მხრიდან. მისი გარემოცვა უკვე სხვა საქმეა.

სტალინს ბევრჯერ შევხვედრივარ და მისაუბრია. ვხედავდი, როგორ წყვეტდა სხვადასხვა საკითხს, ადამიანებს როგორ ეპყრობოდა, როგორ ფიქრობდა, როგორ ეძებდა ურთულესი ვითარებიდან გამოსავალს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ: პარტიისა და ქვეყნის უმაღლესი ინტერესების მიმდევარ სტალინს არ შეეძლო, ნიჭიერი ადამიანების, როგორც პოტენციური კონკურენტების მოშორებით, ქვეყნისთვის გაცნობიერებული ზიანი მიეყენებინა. დღეს ყოვლისმცოდნე ადამიანები ამ ყველაფერზე ისე საუბრობენ, თითქოს სინამდვილეში, ქვეყნის ხელმძღვანელობაში რა ხდებოდა, არაფერი გაეგებოდათ.

პირიქით _ გავრცელებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, იმხანად ყველა საკითხი, რომლებიც პარტიას, სახელმწიფოსა და სამხედრო მოღვაწეებს ეხებოდათ, პოლიტბიუროზე კოლეგიალურად განიხილებოდა. კამათი და დისკუსიები, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების გამოხატვა პირდაპირ პოლიტბიუროს სხდომებზეც კი ხდებოდა. ჩუმი და მორჩილი ერთსულოვნება არასოდეს ყოფილა, ამას სტალინი და მისი თანამებრძოლები ვერ იტანდნენ.

ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან სხდომებს ხშირად ვესწრებოდი.

რა თქმა უნდა, სტალინის თვალსაზრისი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა, ასე იმიტომ ხდებოდა, რომ პრობლემებს ობიექტურად და ყოველმხრივად აანალიზებდა, დანარჩენებზე ღრმა და შორი ხედვა ჰქონდა. ადამიანი კი ადამიანად რჩება და ყველაფერ ამას თანდათანობით მიეჩვია, ისინი წინააღმდეგობის გაწევას აღარ ცდილობდნენ და თავიანთ აზრს ბოლომდეც არ იცავდნენ. აქ კი სტალინი ბრაზდებოდა და მაგალითად ყოველთვის ვოზნესენსკი მოჰყავდა, რომელიც თავის თვალსაზრისს ყოველთვის მტკიცედ და თანმიმდევრულად წარმოაჩენდა. 1930-იანი წლების ბოლოსთვის პოლიტბიუროს საქმიანობაში კოლეგიალურობა საკმაოდ მკვეთრად იყო გამოხატული: რა თქმა უნდა, იშვიათი შემთხვევებიც იყო, როდესაც ხმის მიცემისას სტალინი უმცირესობაში რჩებოდა. განსაკუთრებით ეს რეპრესიების საკითხებს ეხებოდა, სადაც სტალინი, როგორც უკვე გითხარით, შედარებითრბილპოზიციებს ემხრობოდა, ვიდრე პოლიტბიუროს დანარჩენი წევრები.

დარწმუნებული ვარ, ტუხაჩევსკის, ბლიუხერისა და სხვა მსხვილი მოღვაწეების რეპრესირება პოლიტბიუროს პოლიტიკური თვალსაზრისისა და კოლეგიალური გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სხვა საკითხია, მათი თვალსაზრისი როგორ იყო დასაბუთებული და გააზრებული. შეცდომებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მათში გასარკვევად და ნამდვილი სურათის გამოსავლენად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეს პოლიტიკურად უნდა შეხედო და მრავალმხრივი და ღრმა ანალიზი გააკეთო.

კითხვა: _ მაინც ტუხაჩევსკი

პასუხი: _ აიჩემეთ, ტუხაჩევსკი, ტუხაჩევსკი… გარშემო სხვა არაფერი ისმის იმის გარდა, რომ სტალინმა ყველაზე ნიჭიერი საბჭოთა მეთაური გარიყა. 30-იანი წლების შესახებ რამდენიც უნდა ვისაუბროთ, მაინც ერთსა და იმავე კითხვას ვაწყდებით. ერთხელ ვერ მოვითმინე და ერთ ძველ ნაცნობს ტუხაჩევსკიზე ვკითხე, სხვათა შორის, სტალინის კრიტიკოსი იყო და ტუხაჩევსკის რეაბილიტაციის საქმეზე მომუშავე კომისიასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

_ უბრალო ადამიანი არ იყო, _ მიპასუხა მან. ჯარზე პარტიული ხელმძღვანელობის გავლენას არ აღიარებდა, თვითდარწმუნება და თავადური ქედმაღლობაც საკმაოდ ჰქონდა, მაგრამ მსგავსი მეთაურები იშვიათად გვხვდებიან. დროს ათი წლით უსწრებდა, უდიდესი ნიჭი ჰქონდა, გერმანელებს მისი ამაოდ არ ეშინოდათ. ამიტომაც შეთითხნეს ტყუილი, შინაგან საქმეთა კომისარიატმა კი საქმე გააყალბა. იურიდიული თვალსაზრისით სრულიად უსუსური ბრალდებები წაუყენეს, თუმცა ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მისი რეაბილიტაცია სწორი გზით მიმდინარეობდა.

_ ნუთუ მხოლოდ კვამლი იყო და არანაირი ნაპერწკალი არ არსებობდა? ბრალდების საბუთს ხომ ბლიუხერმა და ალკსნისმა მოაწერეს ხელი. ისინი ხომ სიკვდილის მუქარითაც არ მიუსჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს სასჯელს, ეს შენც იცი…

_ რაღაც იყო. დადგინდა, რომ ტუხაჩევსკიმ ჩაატარა საიდუმლო თათბირი, რომელზეც ვოროშილოვის გადაადგილება განიხილებოდა, მაგრამ ბრალდების არც ერთი პუნქტი იურიდიულად არ დადასტურებულა.

_ აი ეს მესმის! ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი საქციელისთვის მხოლოდ თანამდებობიდან კი არ ხსნიან, მაშინვე სასამართლოს გადასცემენ. თავდაცვის მინისტრს ყველგან უმაღლესი ხელმძღვანელობა ცვლის და ნიშნავს. თუ ფიქრობ, რომ სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების დასარწმუნებლად ტუხაჩევსკის თავისი ორატორული ნიჭის იმედი ჰქონდა? გასაიდუმლოება რა საჭირო იყო? ეს ხომ, ფაქტობრივად, შეთქმულებაა, სახელმწიფო ღალატი…

_ ნუ ბრაზობ, ივან, იურისპრუდენციაში ყოველთის ცუდად ერკვეოდი. ზუსტი ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები იყო საჭირო, ერთი სიტყვით, კანონიერებისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი, რომლებიც, უბრალოდ, გააყალბეს. თანაც ტუხაჩევსი მოღალატე არ ყოფილა, საქმე, ალბათ, უფრო ინტრიგას ეხებოდა…

_ იურიდიული თვალსაზრისით არ ვიცი, მაგრამ, ქვეყნის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ტუხაჩევსკი და მისი გუნდი თანამდებობიდან მაინც უნდა გადაეყენებინათ. ომი იწყებოდა, სადაც სოციალიზმისა და ხალხის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ასეთ დროს კი, უმაღლეს სარდლობაში ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც ელემენტარულ სამხედრო დისციპლინას (სამხედრო მოვალეობას) არღვევდნენ, დიდი დანაშაული იქნებოდა. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, სამშობლოს მოღალატე ერთი გენერლის, ვლასოვის, გარდა, შედარებით გავლენიან თანამდებობებზე მყოფი რამდენიმე ათეული გენერალი რომ აღმოჩენილიყო? “იდეური თვალსაზრისითაც” კი “სტალინის რეჟიმისთვის” ზურგში დარტყმა რომ მიეყენებინათ, ერთსა და იმავე შედეგს მივიღებდით. ფაშისტებმა საფრანგეთის ჯარი რამდენიმე კვირაში დაამარცხეს, იმიტომ, რომ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ წრეეში ერთიანობა არ სუფევდა, გენერლებს პოლიტიკოსებთან უსიამოვნება მოუვიდათ და დამარცხდნენ… ხედავთ?.. საკმარისი აღმოჩნდა, საქმეში სიღრმისეულად ჩაგვეხედა და სქემამ _ “დესპოტმა სტალინმა ნიჭიერი ადამიანები გაანადგურა” _ მაშინვე რღვევა დაიწყო… ვფიქრობ, საქმეს ობიექტურად და სერიოზულობით თუ მივუდგებით, 30-40-იანი წლების რეპრესიებიდან ბევრი რამ გასცდება ამ სქემის ჩარჩოებს.

კითხვა: _ თქვენი მოსაზრება ბოლშევიკური პარტიის, ლენინის მოკავშირისა და გამოჩენილი მოღვაწის, ელენა სტასოვას, პოზიციის შესაბამისია. მიუხედავად სტალინის მიმართ მისი ანტიპათიური თვალსაზრისისა, სტასოვა თვლიდა, რომ გაუმართლებელი რეპრესიებისა და უდანაშაულო ადამიანების განადგურების პასუხისმგებლობის პირდაპირ სტალინზე გადატანა არასწორი იქნებოდა. ელენა დმიტრიევნა ხრუშჩოვის ქმედებებითაც აღშფოთებული იყო და მასუპასუხისმგებლო ავანტიურისტსეძახდა. თქვენი შეფასებები, გერმანელი მწერლის, ფოიხტვანგერის, დასკვნებთანაც ახლოს დგას, რომელმაც 1937 წელს საბჭოთა კავშირი მოინახულა და შემდეგ წიგნი გამოსცა. მას სურდა, გაერკვია, სტალინი საკუთარი რეჟიმის გასამყარებლად მართლა ანადგურებდა თუ არა ნიჭიერ ადამიანებს. მწერალი, რომელიც პიატაკოვისა და რადეკის პროცესებს ესწრებოდა და ბევრ ბრალდებულს პირადად ესაუბრა, მყარ დასკვნამდე მივიდა: პროცესები სრულიად დასაბუთებული იყო, სტალინისა და მისი მოკავშირეების მოქმედება კი საბჭოთა ხალხისა და სახელმწიფოს უმაღლეს ინტერესებს შეესაბამებოდა. ფოიხტვანგერმა ბევრი დასავლელი ინტელიგენტი დაახასიათა, რომლებსაცსტალინის ბოროტმოქმედებებისშესახებ ხმაური ჰქონდათ ატეხილი. და მაინც, ყველა ეს მოსაზრება, ისევე, როგორც თქვენი მოსაზრება, არც ისე დამაჯერებელიასაპირისპირო შინაარსის მქონე ძალიან ბევრი და ნათელი ფაქტი არსებობს.

პასუხი: _ რა გაეწყობა, მე ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვი და თანაც გაგაფრთხილეთ, არქივში არსებული სათანადო დოკუმენტები და მასალები არ მაქვს-მეთქი. თუმცა ფაქტებს რაც შეეხება, გირჩევთ, ფრთხილად იყოთ. ვოლუნტარიზმი გავასამართლეთ, ისტორიის ვოლუნტარულად გადმოცემა კი _ ჯერ არა. ამ მიმართულებით ბოლო წლებში რამდენიმე მორიდებული ნაბიჯი გადაიდგა. კიდევ ერთ რამეზე დაფიქრდით. ეგრეთ წოდებულ “დესპოტურ” 30-იანებში პოლიტიკური პროცესების სტენოგრამები იბეჭდებოდა და, ფაქტობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ოფიციალური მოსაზრებებისა და ვერსიების საპირისპირო მასალაც ქვეყნდებოდა.

რაც შეეხება ფოიხტვანგერს, ის მარტო არ ყოფილა. რომენ როლანი, ანრი ბარბიუსი, მარტინ ნექსე და სხვა პროგრესული მწერლები, აგრეთვე, ხელოვნების წარმომადგენლები სტალინისა და მისი მოკავშირეების კურსის დასაცავად გამოდიოდნენ. რეპრესიების საკითხის განხილვისას, პოლიტიკაში გატარებულიძალისმიერი მეთოდებისარსებობის აღიარებაზე აინშტაინსაც არ მოუწერია ხელი. ფაქტია, რომ ევროპის ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი, რომელიც პროგრესულ და ჰუმანურ იდეალებს ერთგულებას უცხადებდა, “სტალინური ბოროტმოქმედებისგამოვლენის ხმამაღალ კამპანიას ემიჯნებოდა. ფარისევლები და მყვირალები კი პირიქით _ ამ იდეალებს ღალატობდნენ და ფაშიზმთან თანამშრომლობამდეც კი დაეშვნენ, სტალინისტერორთანდაკავშირებით ყველაზე მეტს ისინი გაჰყვიროდნენ. დასაფიქრებლად ესეც საკმარისი მიზეზია

კითხვა: _ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუსტად იმ დროს გახდით, როდესაც საბჭოთა მეცნიერებაში ტრადიციულ, მიჩურინის მომხრეებსა და გენეტიკოსებს, ლისენკოსა  და ვავილოვს, შორის კონფლიქტი ღვივდებოდა. როგორც ცნობილია, სტალინი და თქვენი კომისარიატი ლისენკოს უჭერდა მხარს. გენეტიკის საბჭოთა სკოლა მარცხის წინაშე იდგა, ბევრი მათი მიმდევარი, მათ შორის ვავილოვიც, რეპრესიების მსხვერპლი გახდა. სამამულო მეცნიერებამ ბიოლოგიის დარგში, რომელიც იმ წლებში მოწინავე პოზიციებს იკავებდა, მსოფლიო მეცნიერების დონესთან შედარებით ჩამორჩენა დაიწყო. ამის შემდეგ რთული იქნება იმის დაჯერება, რომ სტალინის ხელმძღვანელობის მეცნიერული განათლება კომპენტენტური იყო. რეპრესიების დაუშვებელ მეთოდებზე აღარფერს ვამბობ. ხრუშჩოვი, მიუხედავად მისი ყველა ნაკლისა, მეცნიერებს ცივილურად მაინც ექცეოდა

პასუხი: _ რომ იცოდეთ, გენეტიკის ჩამორჩენაში ხრუშჩოვის დანაშაული უფრო მეტია, ვიდრე სტალინის. 30-იანებში მისი პერსპექტიულობის წარმოდგენა უფრო რთული იყო, ვიდრე 50-იანებში. ნიკიტა სერგეევიჩი ლისენკოს ბრწყინვალე დაპირებებმა მოხიბლა, რომელსაც, სტალინისგან განსხვავებით, უპირობოდ ენდობოდა. არ მეეჭვება, რომ, ახალი მიმართულებებისადმი იშვიათი აღქმის მქონე სტალინს 5-6 წელი კიდევ რომ ეცოცხლა, გენეტიკოსები ყველაფერ საჭიროს და უფრო მეტსაც მიიღებდნენ. ნიჭიერი მეცნიერებისა და ორგანიზატორების წინ წამოწევა ხომ სტალინზე უკეთ არავინ იცოდა. ფაქტია, რომ სწორედ სტალინი იყო მსოფლიოში პირველი ლიდერი, რომელიც ბირთვული კვლევებისა და კოსმოსის ათვისების პრაქტიკულ მნიშვნელობას ჩასწვდა. სტალინის მეთაურობით მაშინდელ ნაშრომებს, რომლებიც სამეცნიერო სფეროში ბევრს ნახევრადფანტასტიკურადაც კი ეჩვენებოდა, ცკ-მა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიანიჭა. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთთან ათი წლის ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროებში წამყვანი პოზიციები დაიკავა და უდიდესი სახელმწიფოს სტატუსის ქვეშ საჭირო ფუნდამენტი შექმნა.

კითხვა: _ ჩვენი საუბრის დასაწყისში, როდესაც ეკონომიკას შევეხეთ, ამის შესახებ თქვით

პასუხი: _ მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რადგან ჩემი მოსმენა გადაწყვიტეთ, მოთმინების გამოჩენა მოგიწვთ. იმ ორიგინალურმა სკოლებმა, რომლებმაც საბჭოთა მეცნიერება საზღვარგარეთ წარმოაჩინეს, ძალა სტალინის პერიოდში მოიკრიბეს და 50-იანების დასასრულს და 60-იანების დასაწყისში აყვავების ხანა დაუდგათ. შემდეგ მათი დაღმასვლა დაიწყო. ცნობილი სამამულო სკოლები, რომლებშიც განსაკუთრებით ჰუმანიტარული პროფილის მქონე მეცნიერები მოღვაწეობდნენ, პრაქტიკულად, ყველას თვალწინ ქუცმაცდებოდა და ქრებოდა.

გაზეთებში, ალბათ, მრავალრიცხოვან მაგალითს აწყდებით, როგორ უსწორდებიან ყოვლისშემძლე მეცნიერული კლანები ნიჭიერ “უცხოელებს”. შეგიძლიათ, რაც გნებავთ, ის თქვათ, მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვარ, 1980-იან წლებში ჩვენი მეცნიერების შრომის კოეფიციენტი უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, ვიდრე ორმოცი წლის წინათ იყო. არადა, განვითარების ხელისშემშლელი პირობა, დღევანდელთან შედარებით, იმ პერიოდში უამრავი არსებობდა, გამწმენდი პროცესებიც შენელებული იყო.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here