Home რუბრიკები ისტორია სტალინის ბოლო დუელი

სტალინის ბოლო დუელი

სტალინი და მოკავშირეთა ვერაგობა

3196
სტალინის ბოლო დუელი

1945 წლის დიადი გამარჯვების საზეიმო აღლუმის ცენტრალურ ტრიბუნაზე სტალინი ხალისიანად არ გამოიყურებოდა. მსოფლიო შეჰყურებდა გამარჯვების ტრიუმფატორს, რომლის ფეხქვეშაც იყრებოდა გერმანული დროშები და შტანდარტები. ტრიბუნაზე მდგომი სტალინი კარგად ხვდებოდა, რომ ომი კი არ დამთავრდა, ახლა იწყებოდა, უფრო შეუბრალებელი და სისხლისმღვრელი. სტალინი იმასაც აცნობიერებდა, რომ მარტო იდგა პარტიული მოხელეებითა და მარშლებით გაჭედილ მავზოლეუმის მარმარილოს ტრიბუნაზე. დაბლა კი მწყობრი ნაბიჯითა და მძლავრი შეძახილებით წითელ მოედანს სერავდა უძლეველი წითელი არმია, რომელმაც ფაშისტი დამპყრობლები ბუნაგშივე მოახრჩო.

1945 წლის შემოდგომა თითქოს აღმშენებლობის დაწყების პირველი შემოდგომა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მტერს არ ეძინა _ მზადდებოდა მსოფლიოში სისხლისღვრა, რომლის შესახებაც დედამიწის ერთ მეექვსედზე, სტალინის გარდა, არავინ არ იცოდა. საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ომისშემდგომი პერიოდი ერთგვარ მიჩუმათებად გამოიყურება, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ომის შემდეგ პირველად მისცა თავს უფლება სტალინმა, გარიდებოდა მოზუზუნე მოსკოვს და შავ ზღვისპირეთში არათუ დაესვენა, არამედ დაწყნარებულად ეფიქრა და ემუშავა მომავალი კატასტროფის თავიდან არიდებაზე.

კრემლში ხელმისაწვდომი დოკუმენტების სიმცირე ქმნიდა ეჭვს, რომ სტალინი გადაიღალა და ქაღალდზე მუშაობა აღარ შეეძლო. სწორედ სტალინისა და მოლოტოვის დაშორებამ შექმნა მიმოწერა დადისტანციური მართვისაქამდე უცნობი მექანიზმი, რომელმაც კაცობრიობას შემოუნახა ისტორიის ძირითადი საიდუმლოებანი და სტალინის მარად უკვდავი აზროვნების ნიმუშები. ფიზიკური გაუტეხლობის, ნებისყოფის, სიმტკიცისა და გაბედულების ნათელი მაგალითები. სტალინმა ბევრი რამ იცოდა ანგლო-საქსების მტრულ დამოკიდებულებაზე საბჭოთა კავშირისა და პირადად მის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც უდიდესმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა, ჩათვალა, რომ ამის გამჟღავნება მისთვის და ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, სტალინის ყველა გამოსვლამიმართული იყო ანგლოსაქსების, საერთოდ, კაპიტალისტური სამყაროს წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა სიტყვიერი დაპირისპირება და შენელდა სიძულვილის ენაზე საუბარი.

სტალინმა თავისი ყველაზე საიმედო აგენტისგან _ ისხაკ ახმეროვისგან მიიღო #121- მემორანდუმი, რომელიც მან აშშის მაღალ ინსტანციებში მოიპოვა და სრულიად საიდუმლო არხებით სტალინს მიაწოდა. მემორანდუმში ეწერა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უნდა მიემართათ მთელი ნაცისტური გერმანიის ძალები, რათა საბოლოოდ გაენადგურებინათ საბჭოთა კავშირი, ხოლო შემდეგ გერმანიას დასხმოდნენ თავს და გაენადგურებიათ იგი. ამიტომ იყო, რომ მოკავშირეებმა ათასგვარი მიზეზი გამონახეს მეორე ფრონტის გახსნის გადასადებად.

1943 წლამდე მოკავშირეები ფარულად მოქმედებდნენ სტალინის წინააღმდეგ და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ ომში ჩასართველად. აკი ამიტომაც უპასუხა რუზველტმა თავის შვილს კითხვაზე, თუ რატომ არ ხსნიდნენ მეორე ფრონტს:

ჩვენ სათადარიგო მოთამაშეები ვართ, ძირითადი მოთამაშეები გერმანია და საბჭოთა კავშირია, ამიტომაც ვზივართ სათადარიგო სკამზე. ჩვენ დაღლილი და დასუსტებული გუნდის წინააღმდეგ გამოვალთ მინდორზე და ბურთს მალე გავიტანთ”.

1943 წელს სტალინმა გარდატეხა შეიტანა ომში და ჰიტლერის დაჩოქება და საბოლოო განადგურება გარდაუვალი იყო. ჩერჩილსა და რუზველტს დაჟინებით სურდათ სტალინთან შეხვედრა და სამთა კავშირის განმტკიცება კონფერენციის გზით. მათ ბევრი ადგილი შესთავაზეს სტალინს შეხვედრის მოსაწყობად, მაგრამ მან შეხვედრის, ყველა ადგილზე უარი განაცხადა. ამ შეხვედრით, სტალინი კი არა, დაინტერესებული იყო დასავლეთი _ ანგლო-საქსები. ბევრი მომოწერის შემდეგ სტალინმა მოკლე შეტყობინება გაუგზავნა მოკავშირეებს:

შეხვერდრის ადგილი თეირანი, სხვაგან არსად. სტალინი”.

რატომ უნდოდა სტალინს მოკლული დათვის გასაყოფად მტრების მოწვევა? ამას თავისი საიდუმლო აქვს.

1943 წლის თეირანის კონფერენციაზე ანგლოსაქსებს ფაშისტების განადგურების ძირითადი მიმართულებების განხილვა კი არ სურდათ, არამედ ომის შემდგომი მსოფლიოს გადანაწილებისა და ევროპის ხელში ჩაგდების იდეა აწუხებდათ.

1943 წელს ომი მაინც მძვინვარებდა და ზოგიერთ რაიონში კრიტიკული მომენტიც იქმნებოდა, ამიტომ სტალინი თავისი დიპლომატიით ყოველმხრივ ცდილობდა მოკავშირეთა კეთილი სურვილების შენარჩუნებას, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე მაინც მივიდა, როდესაც სტალინმა კონფერენციის მუშაობა მყისიერად შეწყვიტა და საბჭოთა დელეგაციას უბრძანა დარბაზის დატოვება. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ნაბიჯის გადადგმა სტალინს უღირდა.

იალტის კონფერენციამდე საკმარისმა დრომ განვლო. საბჭოთა მიწაწყალი გათავისუფლდა დამპყრობლებისგან. ლივადიის სასახლეში სტალინმა ჩერჩილი და რუზველტი კუთხეში მიიმწყვდია და მთელი ძალით მოატეხა რქები, რომლებითაც უტევდნენ მას და მის ქვეყანას.

ისხაკ ახმეროვი
ისხაკ ახმეროვი

იალტის კონფერენციაზე სტალინი ნამდვილი მბრძანებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილსა და რუზველტს სურდათ გერმანიის სრული დაშლა და სხვადასხვა ტერიტორიაზე მათი გაფანტვა, სტალინმა ეს იდეა ჩაშალა და დეკლარაციაში ჩაიწერა ერთიანი დემოკრატიული გერმანიის შექმნა. და თუ ბოლოს ანგლო-საქსური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მაინც შეიქმნა ცალკე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ეს სტალინის ბრალი არ ყოფილა.

ომის შემდგომ დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი ისტორიკოსი ა. ტეილორი წერდა:

“ნაციზმის განადგურების შემდეგ სტალინი ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული გერმანული სახელმწიფოს აღდგენას გეგმავდა, თუმცა დასავლეთმა წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით გერმანია შუაზე გაყო”.

უპრეცედენტო დამარცხებისთვის ომის დასრულებისთანავე რუზველტი მოკლეს, ჩერჩილი კი შეცდომის გამოსასწორებლადწარმოუდგენელიოპერაციის სასწრაფო გეგმის შემუშავებას შეუდგა, რომლის მიზანიც 1945 წლის 1 ივლისისთვის ინგლისურამერიკული ძალებით საბჭოთა კავშირზე თავდასხმა უნდა ყოფილიყო, გათვალისწინებული იყო რამდენიმე პოლონური სამხედრო ქვედანაყოფის ჩართვა ოპერაციის დაწყების პირველ დღეებში. აბა, ავანტიურისტი პოლონელების გარეშე როგორ შეიძლებოდა ამ მართლაც წარმოუდგენელი ავანტიურის წამოწყება იმ ხალხის გარეშე, რომელთა გათავისუფლებასაც სტალინმა ასიათასობით საბჭოთა მეომარი შესწირა.

ომის შემდგომ კუნცევოს აგარაკზე გამართულ ერთ ვახშამზე, როდესაც სტალინი და ცნობილი იუგოსლავიელი დიპლომატი ჯილასი დერეფანში გადიოდნენ, “სტალინი მყისიერად შეჩერდა, _ იგონებს ჯილასი _ და მიუახლოვდა მსოფლიოს რუკას, რომელიც იქვე კედელზე ეკიდა. გაშლილი ხელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას დაადო და მომმართა: “ანგლო-საქსები არასოდეს შეეგუებიან, რომ ამხელა სივრცე წითელ ფერს უკავია”. ევროპის გაწითლებას შეეწირა ჩერჩილის პრემიერმინისტრობა, როდესაც პოტსდამის კონფერენციიდან პირდაპირ არჩევნებზე გაემართა ლონდონში იმ იმედით, რომ ფაშიზმზე გამარჯვებას ინგლისელები მას მიაწერდნენ და არჩევაც გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ინგლისელებმა ისიც იცოდნენ, რომ ინგლისი ყველაზე დაზარალებული გამოვიდა მეორე მსოფლიო ომიდან და ზემძლავრ სახელმწიფოებად მხოლოდ აშშ და სსრკ დარჩნენ. სწორედ ამის გამო პოტსდამის კონფერენციას მხოლოდ კლემენტ ეტლი დაუბრუნდა, ინგლისის ბებერი “ლომი” კი თათებს ილოკავდა თავის ძველ ბუნაგში…

პოტსდამში კონფერენციაზე ჰარი ტრუმენმა გარკვეული დროის შემდეგ თავი მაღლა ასწია და სტალინს მაღლიდან დაუწყო ყურება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა დღით ატომური ბომბი გამოსცადა, რაც იმ წუთიდანვე იცოდა სტალინმა, რაც ბომბი უდაბნოსკენ გადაიტანეს. ჩერჩილიც მოხრილ ბეჭებში უფრო გასწორდა და საუბრისას უფრო მიუახლოვდა სტალინს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრუმენმა დამანგრეველი ზემძლავრი ბომბის შესახებ აცნობა სტალინს, ხოლო სტალინმა ყურიც არ შეიბერტყა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საგონებელში ჩავარდნენ.

სტალინმა იალტაში დაწყებული ტურნე ბერლინის დედაქალაქში ბრწყინვალედ დაასრულა, რომელსაც მოჰყვა კიდეც ბოლო სხდომის დასასრულს სტალინის სიტყვები: “კონფერენცია ზავერშილსა უსპეშნო”. შინ დაბრუნებულ სტალინს განმარტოება და მომავლის გაანალიზება სჭირდებოდა. უფრო ამუშავდა სტალინის არალეგალური დაზვერვა (ახმეროვი), სტალინმა პოლიტბიუროდან ოთხეული გამოყო და ქვეყნის მართვის სადავეები ჩააბარა. ოთხივეს თავისი ფაქსიმილიე მისცა, რათა დოკუმენტებზე სტალინის ხელმოწერა დასმულიყო. ოღონდ ყველა ხელმოწერა მასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული

როცა პირადმა დაზვერვამ ომის დაწყების თარიღი აცნობა _ 1945 წლის 1 ივლისი _ სტალინმა ბრძანება გასცა, მოემზადებინათ დირექტივა #1 წითელი არმიის საზღვაო და საჰაერო ფლოტის სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ და ქვეყანაში გაიშალა საჰაერო და სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობათა მშენებლობა, რომლის უმოკლეს ვადებში დამთავრება და მისი ჰაერსაწინააღმდეგო მოწყობილობის მომარაგება ქვეყნის პირველ პრიორიტეტად იქცა. სტალინი ის კაცი არ იყო, თავის შეცდომებზე არ ესწავლა და ფრთხილობდა, 22 ივნისი არ განმეორებულიყო. საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ოპერაციის სახელწოდება ამჟამად “ბარბაროსა” კი არ იყო, არამედ “წარმოუდგენელი” (Operation Unthinkable). მართლაც წარმოუდგენელია _ გადარჩენილი თავს ესხმის გადამრჩენელს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან პრეზიდენტს წარედგინა “საერთაშორისო პოლიტიკის რეზიუმე”, სადაც შავით თეთრზე ეწერა:

“ბევრის მიერ გამოხატული ომის საფრთხის შიში გადაჭარბებულია. საბჭოთა მთავრობას მომავალში ომი არ სურს და მის დაწყებას არც ელოდება… ომის საფრთხის შესახებ გავრცელებული უკიდურესი შიში საბჭოთა მიზნების არასწორი შეფასებებიდან გამომდინარეობს. კრემლს ახალი დიდი ომი აღარ სურს და მას არც ელოდება… საერთო ჯამში, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ სსრკ-თან შეიარაღებულ კონფლიქტში მოულოდნელად ვიქნეთ ჩათრეულები”.

ამ ჭეშმარიტების მიუხედავად, მართლაც წარმოუდგენელია მსოფლიო ომის მთავარ გამარჯვებულზე თავდასხმა. შემთხვევითი არ იყო, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმის ყველა დოკუმენტი ინახებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის განსაკუთრებით საიდუმლო პირად საცავში. ამ დოკუმენტების თითოეული პირი სტალინის პირად ცეცხლგამძლე სეიფშიც იყო გამოკეტილი. სტალინი წონასწორობას არ კარგავდა და პოტსდამის კონფერენციაზე ელეგანტური “თანადახმარებით” “კემბრიჯის ხუთეული” (კიმ ფილბი, დონალდ მაკლინი, ენტონი ბლანტი, გაი ბერჯესი და ჯონ კერნკროსი _ სსრკ-ის აგენტები დიდი ბრიტანეთის დაზვერვასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში) დისტანციურ მართვაზე ჰყავდა აყვანილი. სწორედ ერთს პლუს ხუთმა გახადა შესაძლებელი, უინსტონ ჩერჩილს ბრიტანეთის პრემიერის სავარძელი დაეკარგა და რუზველტის ბედი გაეზიარებია. ბრიტანეთის 64-ე პრემიერმინისტრ ენტონი იდენის მტკიცებით, სასაცილო გახდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ჩერჩილის, დიპლომატია და მისი ხალხთან ურთიერთობა პრემიერმინისტრობიდან მისი გადაყენების გამო. ეჭვობდა რა ჩერჩილი ამ საქმეში სტალინის ვერაგობას, გამწარებულმა, 1946 წლის 6 მარტს ამერიკის საუნივერსიტეტო ქალაქ ფულტონში წარმოთქვა ანტისტალინური და ანტიკომუნისტური სიტყვა, რომლითაც დაიწყო “ცივი ომი” და რკინის ფარდაც ხმაურით დაეშვა საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის. ყბედმა ჩერჩილმა ეს ყველაფერი სტალინსა და კომუნიზმს დააბრალა. გაზეთპრავდაშიგამოსაქვეყნებლად გამზადებულ მხატვარ ეფიმოვის კარიკატურას ჩერჩილის გამოსვლაზე ფულტონში მიწერილი ჰქონდა სიტყვა ყბედი. სტალინმა გადახაზა ყბედი და მიაწერა სიტყვამრავალი.

სტალინს ჩერჩილის არაკაცობაზე რამდენიმე დოკუმენტი ჰქონდა თავის საქაღალდეში, ახმეროვის მიერ მოპოვებული. ერთ-ერთი მათგანია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 1943 წლის 22 მარტის მოხსენება პრემიერ უინსტონ ჩერჩილისადმი ომისშემდგომი ინგლის-ამერიკული მოწყობის მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ.

“გერმანიის საკითხის განხილვისას პრეზიდენტმა კვლავ წამოაყენა დანაწევრების წინადადება, რომელიც, როგორც თვითონ ფიქრობს, მომავალში ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს… მე განვაცხადე, რომ ამ საკითხის შესწავლით ჩვენც დაკავებულები ვართ, თუმცა გერმანიის დანაწევრების აუცილებლობას ვეთანხმები, რადგან ამ მოსაზრების სასარგებლოდ თქვენც არაერთხელ გამოგიხატავთ საკუთარი თვალსაზრისი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული გერმანია, არც ისე დიდი ხანია, არსებობს და დიდი ალბათობაა, რომ იქ ცალკეული სახელმწიფოების აღმოცენების ტენდენცია გაჩნდეს. ასეთი ტენდენციები კი, პრეზიდენტის აზრით, წახალისებულ უნდა იქნას”.

ეს ფარული მოლაპარაკება პოტსდამის კონფერენციაზე სტალინმა გააცამტვერა. ფულტონური სიტყვა სტალინისთვის, როგორც ყურადსაღები, ასევე იუმორის საგანი შეიქნა და ჩერჩილს აშკარა პლაგიატობაში დასდო ბრალი. სიტყვები “რკინის ფარდა”_ ამბობდა სტალინი, _ ჩერჩილმა ნაცისტებს კი არ მოჰპარა, არამედ ჯერ კიდევ პეტრე პირველმა გამოიყენა თავისი ვაჟის _ ალექსანდრესადმი მიწერილ წერილში: “ევროპამ რუსეთის წინ “რკინის ფარდა” ჩამოაფარა”, რაც, რა თქმა უნდა, ჩერჩილმა არ იცოდა და ამიტომ ჰგონია, ნაცისტებს მოჰპარაო. ჩერჩილმა სხვა ქურდობაც ჩაიდინა. მან მეცნიერულად დაფუძნებული რუსოფობიის ფუნდამენტური პრინციპები სინდისის ქენჯნის გარეშე მოჰპარა ფრიდრიხ ენგელსს:

“ევროპული ომი, სახალხო ომი კარზე გვიკაკუნებს… გერმანული ინტერესების, გერმანული თავისუფლების, გერმანული ერთობის, გერმანული კეთილდღეობის შესახებ საუბარიც არ შეიძლება, როდესაც თავისუფლების ან ზეწოლის, სრულიად ევროპის უბედურების საკითხი დგას. აქ მთავრდება ყველა ეროვნული საკითხი, აქ მხოლოდ ერთადერთი საკითხი არსებობს _ თავისუფლება გსურთ, რუსეთის ფეხქვეშ გათელილები იყოთ? 1849 წ.”

. ჩერჩილი, 1942 წლის ოქტომბერი:

“ჩემი ყველა მოსაზრება, უპირველეს ყოვლისა, ევროპისკენ არის მიმართული, როგორც თანამედროვე ერისა და ცივილიზაციის წინაპრისკენ. საშინელი კატასტროფა მოხდებოდა, თუ რუსული ბარბაროსობა უძველესი ევროპული სახელმწიფოების კულტურასა და დამოუკიდებლობას გაანადგურებდა, თუმცა დღეს ამაზე საუბარი რთულია. მჯერა, რომ ევროპელი ერი, ევროპული საბჭოს ხელმძვანელობით, როგორც ერთი მთლიანი ოჯახი, ერთ ფრონტად მოქმედებას შეძლებს”.

ანგლო-საქსური დასავლეთის ლიდერები _ რუზველტი და ჩერჩილი _ შეეცადნენ, ერთმანეთში მესამე მსოფლიო ომზე მოლაპარაკებულიყვნენ. ამ ომს პერმანენტული მსოფლიო ომის “გახურება” უნდა გამოეწვია. ეს განზრახვა გერმანიის მორიგი დანაწევრების ხარჯზე იყო დაფუძნებული, რაც არ გამოუვიდათ. თეთრ სახლში საკუთარი აგენტურის გამოყენებით გამოჩენილმა საბჭოთა აგენტმა ისხაკ ახმეროვმა სტალინის გაფრთხილება დროულად შეძლო.

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაუნდობელი დაპირისპირება დაიწყო, ვინ უნდა დაპატრონებოდა ჰარტლენდს. როგორც აღმოსავლეთმა, ისე დასავლეთმა კარგად იცოდა, რომ: “ვინც ჰარტლენდზე ბატონობს _ მსოფლიოს ბატონიც ის არის”. გეოპოლიტიკური განლაგების მიხედვით, ჰარტლენდზე ბატონობის გარეშე ევროპაში ფეხის მოკიდება წარმოუდგენელი იყო. სწორედ ეს მიანიშნა სტალინმა ჯილასს, როცა მან მსოფლიო რუკას ხელი დაადო და განაცხადა:

ანგლოსაქსები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ამხელა ტერიტორია წითელ ფერს უკავია”.

სად არის ჰარტლენდი?

“შუაგული მიწა”, კლასიკური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ინგლისელი გეოგრაფის, მაკინდერის, თეორიის მიხედვით, მსოფლიო ისტორიის “საყრდენი წერტილი”, “გეოგრაფიული ღერძი” არის ტერიტორია, რომელიც აერთებს ცენტრალურ აზიას, ურალსა და ციმბირს. აღნიშნული სივრცე არის ევრაზიის შუაგული (ამიტომ მსოფლიოს შუაგულიცაა). ჰარტლენდის სტრატეგიულ მნიშვნელობას ემატება მისი ულევი ბუნებრივი რესურსები. ყოველივე ამის გამო ჰარტლენდზე კონტროლი, მაკინდერის აზრით, მსოფლიოზე ბატონობას ნიშნავს. ჰატლენდის ნეიტრალიზების იდეამ ევროატლანტიკური ალიანსის სახით იჩინა თავი, რომლის გამოხატულებაც ნატოს შექმნა იყო. სწორედ ეს წითელი ფერი იყო, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა სტალინი და ჰარტლენდს ჩიტსაც არ აკარებდა. ძნელი წარმოსადგენია სტალინი ჰარტლენდის გარეშე და მსოფლიოზე გავლენის შესუსტების ფონზე, ამიტომ იყო სტალინი მსოფლიოს ბატონ-პატრონი და კრემლში მობინადრე ნახევრად ღმერთკაცი.

აშშის სახელმწიფო მდივნის, . ჰელლუს, “რეკომენდაციებში”, რომელიც საბჭოთა დაზვერვამ მოიპოვა და სტალინს შავიზღვისპირა აგარაკზე გაუგზავნა, ეწერა:

ჩვენი ამჟამინდელი მტრის წინააღმდეგ ომის წარმატებით დასრულება მსოფლიოში ღრმა შესაბამის სამხედრო ცვლილებებამდე მიგვიყვანს, რომლებიც ბოლო 1500 წლის განმავლობაში მხოლოდ რომის დაცემას შეგვიძლია შევადაროთ. ამ ყველაფერს მომავალში საერთაშორისო ვითარების დასარეგულირებლად კარდინალური მნიშვნელობა აქვს. გერმანიისა და იაპონიის, როგორც სამხედრო სახელმწიფოების, აღმოსაფხვრელად, მთავარი სახელმწიფოების შესაბამისი ეკონომიკური ძალის ცვლილებები, ტექნიკური და მატერიალური ფაქტორები ამ ცვლილებების განხორციელებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს. ესენია: ავაიციის განვითარება, საბრძოლო შეიარაღების საერთო მექანიზაცია და დიდი სახელმწიფოების სამხედრო პოტენციალის შესამჩნევი წინსვლა. იაპონიის დამარცხების შემდეგ უმაღლესი კლასის სახელმწიფოებად მხოლოდ ამერიკა და საბჭოთა კავშირი დარჩებიან. ყველა შემთხვევაში ეს მათი გეოგრაფიული მდებარეობით, ტერიტორიული სიდიდითა და უზარმაზარი სამხედრო პოტენციალით აიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ საკუთარი სამხედრო პოტენციალის მსოფლიოს ბევრ შორეულ რაიონში გადასროლა შეუძლია, ამ ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობა მაინც გამორიცხულია; იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანის მხარეს ბრიტანეთის იმპერია დადგება.

1944 წელს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ატომურ ბომბს შექმნიდა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მისი გამოყენების დაგეგმვა უკვე დაწყებული ჰქონდათ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ სტიმსონის დღიურში არის პრეზიდენტ რუზველტთან შეხვედრის შესახებ ერთი ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია:

“აუცილებელია რუსეთის წიაღში ქრისტიანული ცივილიზაციის შემოღება… ამის მისაღწევად შესაძლებელია S-1-ის გამოყენება” (S-1 ატომური ბომბის პირობითი ნიშანია). აშშ-ის შტაბების კომიტეტის უფროსი ახალი ომის გეგმის შემუშავებას შეუდგა უპირობოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს გეგმები იყო 1945 წლის 18 სექტემბრის #1496/2 “ომის პოლიტიკის ფორმულირების საფუძველი” და 1945 წლის 9 ოქტომბრის #1518 “აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენების სტრატეგიული კონცეფცია და გეგმა”.

მიუხედავად უმაღლესი დონის გასაიდუმლოებისა, ეს დირექტივები სტალინისთვის მიუწვდომელი არ ყოფილა.

ამერიკელმა გენერალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა (შემდგომ აშშ-ის პრეზიდენტმა), რომელიც ევროპაში ამერიკული ჯარების მთავარსარდალი იყო, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანებით, 1945 წლის ბოლოს შექმნა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა სახელწოდებით “ტოტალიტი”. ამ გეგმის მიხედვით, ბირთვული დარტყმა სსრკ-ის რამდენიმე ქალაქზე უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის, თბილისზეც.

აი ჩვენი “მოკავშირე” და “სტრატეგიული პარტნიორი”!

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here