Home რუბრიკები პოლიტიკა სსფ და წამყვანი ამერიკელი ექსპერტები ახლო მომავალში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს წინასწარმეტყველებენ

სსფ და წამყვანი ამერიკელი ექსპერტები ახლო მომავალში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს წინასწარმეტყველებენ

1234
ჯეფრი გუნდლახი

უცნაური იქნებოდა, დარწმუნებული რომ ვიყოთ დასავლური (გლობალური) ეკონომიკის ნათელ მომავალში, რადგან მისი აღარ სჯერათ მათაც კი, ვისაც ეს თანამდებობის მიხედვით ევალებათ

სსფ _ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ფინანსური სისტემის ერთერთი ბურჯია, მისი ხელმძღვანელები და ექსპერტები კივაშინგტონის კონსენსუსისეკონომიკური კულტის უზენაეს ქურუმებად გვევლინებიან. მათი მხრიდან მსოფლიოში არსებული საფინანსო სისტემის გაკრიტიკების ან დასავლურ, კონკრეტულად, ამერიკულ ეკონომიკაში ნეგატიური პროგნოზის მოლოდინი იგივეა, რაც წვიმასა და თოვლს ელოდო საჰარაში.

და მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელის პირველმა მოადგილე დევიდ ლიპტონმა ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა, როცა მიუთითა, რომ მსოფლიო მზად არ არის ახალი კრიზისისთვის, არადა, მზადება უნდა გაძლიერდეს: ახალი რეცესია (ეკონომიკის შემცირება) ახლოს არის, ჩვენ კი მისთვის ისე მომზადებული არ ვართ, როგორც უნდა ვიყოთიმაზე ცუდად ვართ მზად, ვიდრე ბოლო, 2008 წლის კრიზისის დროს” (Financial Timesის ციტატა).

ლიპტონმა, აგრეთვე, თქვა: ამ პირობებში ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ თავიანთი ეკონომიკები მოქცეული ჰყავდეთ სტაბილურ ტრაექტორიაზე, შექმნან სიმტკიცის მარაგი და არ იყვნენ დაკავებულები ერთმანეთთან ბრძოლით”.

ბრიტანულ გამოცემა The Gardian-ს მოჰყავს მისტერ ლიპტონის კიდევ რამდენიმე ციტატა, “როგორც უკვე ვთქვით, სახლის სახურავი მანამდე უნდა შეაკეთო, სანამ მზე ანათებს. მაგრამ, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მე ვხედავ შტორმის ღრუბლებს, რომლებიც თავს იყრის და, ვშიშობ, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებელი სამუშაოები დასრულებული არ არის… ჩვენ დარწმუნებული არ უნდა ვიყოთ მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობის გამო”.

შენიშვნა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანი ითვალისწინებს იმას, რაც მისი გარემოცვიდან ბევრმა უკვე იცის: მსოფლიო მზად არ არის შემდეგი კრიზისისთვის და რომ ცა შტორმის მომასწავებელი ღრუბლებით “მოიქუფრა”. მისი ფრაზა “მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობაში” ეჭვის შეტანის თაობაზე ამერიკული ბიუროკრატიის ენიდან ჩვეულებრივ სასაუბროზე რომ ვთარგმნოთ, დაახლოებით ასე ისმის: წინა ჯერზე ჩვენ, ეკონომიკურმა და ადმინისტრაციულმა ელიტამ, გადავარჩინეთ აშშ ფულის მასირებული ბეჭდვით და ამერიკის მთავრობისა და ბიზნესისთვის შესაძლებლობის მიცემით ფული ვალად აეღოთ თითქმის ნულოვანი პროცენტით. ამჯერად კი ძალიან მეეჭვება, ამ ტრიუკმა კვლავ იმუშაოს”.

მეტიც _ ლიპტონმა ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ უკვე მიღწეული დაკრედიტების მაღალი დონე ზღუდავს მათ შესაძლებლობებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის საბიუჯეტო ზომების გამოყენების მხრივ.

დევიდ ლიპტონი
დევიდ ლიპტონი

ანალოგიური თეზისი, ოღონდ უფრო მკაცრი ფორმით, გამოთქვა ყოველწლიურ პრეზენტაციაზე დიდი საინვესტიციო ფონდის Double Line Capital-ის ხელმძღვანელმა ჯეფრი გუნდლახმა, ცნობილმა პროფესიონალური მეტსახელით _ ობლიგაციების მეფე”, რომელიც მას ამერიკელმა ჟურნალისტებმა უწოდეს სხვადასხვა სავალო ინსტრუმენტის ფასის რყევის პროგნოზირების გასაოცარი უნარის გამო.

ჯეფრი გუნდლახმა აშშ-ის სახელმწიფო ვალი ასე აღწერა: “ფედერალური ვალის შეფარდება აშშ-ის მთლიან შიგა პროდუქტთან _ ეს არის სრულიად საშინელი სიტუაცია”.

გამოჩენილი ამერიკელი ექსპერტები საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებიდან და კერძო სექტორიდან მიუთითებენ იმაზე, რომ გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა არის “კატასტროფა, რომელიც ელოდება შესაძლებლობას, რომ მოხდეს”, ისინი უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი, ვიდრე “ჩაუძირავი ამერიკული ეკონომიკის” თეორიით აღტაცებული მათი თანამემამულეები.

ერთ-ერთმა გავლენიანმა ამერიკულმა გონებრივმა ცენტრმა _ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭომ (Council en Forling Relations) აშშ-ის სახელმწიფო ვალის მდგომარეობაზე გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია: “იმატებს რისკი, რომ ვაშინგტონის კრედიტორები, რომელთა შორის ბევრია უცხოელი (ქარაგმული მითითება ჩინეთზე _ გ.გ.), მოულოდნელად დაკარგავენ რწმენას ამერიკის ვალებზე. შეეცდებიან, მეტი შემოსავლების მიღებას და ამით ხელს შეუწყობენ საბიუჯეტო კრიზისის პროვოცირებას”.

საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ ჰაასი თავის ჩვენებებში, რომელიც მან ექსპერტის რანგში მისცა აშშ-ის სენატს, ამტკიცებდა: “მომატებული სახელმწიფო ვალი დააჩქარებს დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის, აღსასრულს. ეს მოხდება ამერიკის საფინანსო პოლიტიკისადმი ნდობის დაკარგვის შედეგად, აგრეთვე, იმის შიშით, რომ ქმედებები, რომლებსაც აშშ აუცილებლად განახორციელებს თავისი სახელმწიფო ვალის დასაფინანსებლად, საწინააღმდეგო იქნება იმისა, რაც აშშ-მა უნდა გააკეთოს ამერიკისა და, შესაბამისად, მსოფლიოს ეკონომიკის სამართავად”.

ეს პანიკის დაწყებას ემსგავსება _ მით უმეტეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო ვალზე, ანუ მსოფლიოს მოუმზადებლობაზე მომავალი კრიზისის მიმართ და დოლარის სისტემის დაცემაზე უკვე მოასწრეს აზრის გამოთქმა სხვადასხვა კერძო და არასახელმწიფო საფინანსო სტრუქტურის წარმომადგენლებმა, მათ შორის მილიარდერმა რეი დალიომ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მაღალჩინოსანმა.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შეუძლიათ, ზუსტად იწინასწარმეტყველონ კრიზისის დაწყების მომენტი, მაგრამ ძნელია, თავიდან მოიშორო იმაზე ფიქრი, რომ კრიზისს შეუქცევად პროცესად მიიჩნევენ. და საფინანსო ბაზრის თითოეული მოთამაშე ან არასახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის მაღალჩინოსანი ცდილობს წინასწარ მოიპოვოს უფლება, ილაპარაკოს, რომ “ყველა გააფრთხილა, მაგრამ არ მოუსმინეს”. უცნაური იქნებოდა, დარწმუნებული რომ ვიყოთ დასავლური (გლობალური) ეკონომიკის ნათელ მომავალში, რადგან მისი აღარ სჯერათ მათაც კი, ვისაც ეს თანამდებობის მიხედვით ევალებათ. ყოველთვის, როცა რომელიმე ამერიკელი პოლიტიკოსი მსოფლიოს ემუქრება და ამ მუქარისას ეყრდნობა ამერიკის ეკონომიკურ სიძლიერეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის, დიდი-დიდი, გამოსვლა კაპიტნის ბოგურაზე “ტიტანიკისა”, რომელსაც ფინანსურ აისბერგთან შეჯახება ელოდება.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here