Home რუბრიკები სპორტი სპორტის რომელი სახეობები იყო ყველაზე პოპულარული 2021 წელს

სპორტის რომელი სახეობები იყო ყველაზე პოპულარული 2021 წელს

1072

სპორტი ყოველთვის იყო, არის და იქნება უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ის ფიზიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავების საშუალებას გვაძლევს. დღეს სპორტის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს და სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომელი იყო მათგან ყველაზე პოპულარული, ანუ რომელ სახეობას ჰყავდა ყველაზე მეტი მიმდევარი და მაყურებელი 2021 წელს.

10. გოლფი

გასაკვირი არ არის, რომ გოლფი ხსნის სპორტის ყველაზე პოპულარული 10 დისციპლინის ათეულს, იმიტომ, რომ გოლფის თამაში ყველას შეუძლია. ის სპორტის იმ მცირერიცხოვანი სახეობების კატეგორიიდანაა, რომელშიც მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფები ან როგორი თვალსაზრისი გაქვს ცხოვრებაზე. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში დღეს გოლფით 450 მლნ ადამიანია დაინტერესებული. ყველაზე მეტი მიმდევარი და მაყურებელი კი აშშ-სა და იაპონიაში ჰყავს.

9. რაგბი

საქართველოში რაგბი უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას, მსოფლიოში კი ის გოლფზე პოპულარულია და ამიტომაც არის ამ სარეიტინგო სიაში მე-9 ადგილზე. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს რაგბით 475 მლნ ადამიანია დაინტერესებული. სპორტის ეს სახეობა ყურადღებას იპყრობს, უწინარესად, დინამიკურობითა და ძალისმიერი მომენტებით, მისი თამაში მხოლოდ ფიზიკურად ძლიერ და ამტან სპორტსმენებს შეუძლიათ.

8. ბეისბოლი

სპორტის ეს სახეობა საქართველოში დიდად ცნობილი არ არის, სამაგიეროდ, აზიის ქვეყნებში, აგრეთვე, აშშ-სა და კანადაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2021 წელს მას 500 მლნ გულშემატკივარი ჰყავდა.

7. კალათბურთი

ბევრს, ალბათ, გაუკვირდება, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობების ჩამონათვალში კალათბურთს მხოლოდ მე-7 ადგილი უკავია. მსოფლიოში დღეს კალათბურთს თვალყურს ადევნებს დაახლოებით 825 მლნ ადამიანი. ამასთანავე, ისინი, ძირითადად, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და ევროპის საკალათბურთო ლიგის გუნდების ფანები არიან. ექსპერტთა აზრით, კალათბურთის პოპულარობა დროთა განმავლობაში უფრო მოიმატებს.

6. მაგიდის ჩოგბურთი

სარეიტინგო სიაში მაგიდის ჩოგბურთის მე-6 ადგილი აზიაში სპორტის ამ სახეობის დიდმა პოპულარობამ განაპირობა. მაგალითად, ჩინეთში ბავშვობიდანვე ხელში უჭირავთ ჩოგანი. ამჟამად მაგიდის ჩოგბურთის მიმდევართა და გულშემატკივართა რაოდენობა 875 მლნ კაცია. ამასთანავე, მხოლოდ აზიაში სპორტის ამ სახეობით პროფესიონალურ დონეზე დაკავებულია 5,5 მლნ ადამიანი.

5. ფრენბურთი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფრენბურთი სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. 2021 წელს ფრენბურთის შეჯიბრებებმა 900 მლნ-ზე მეტი ადამიანი მიიზიდა მსოფლიოში. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პლანეტაზე 200-ზე მეტი ეროვნული საფრენბურთო ორგანიზაციაა და სპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო ვითარდება.

4. ჩოგბურთი

სპორტის ამ სახეობამ, დიდი ხანია, მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოში. თითქმის არც ერთი დიდი შეჯიბრება 5-6 მსოფლიო ვარსკვლავის გარეშე არ ტარდება, რომლებიც მომაჯადოებელ თამაშს აჩვენებენ კორტზე. სპეციალისტთა დათვლებით, 2021 წელს ჩოგბურთის მოყვარულთა რაოდენობამ 1 მლრდ-ს გადააჭარბა.

3. ჰოკეი

მიუხედავად იმისა, რომ ჰოკეი სპორტის ზამთრის სახეობაა და მისი სეზონი 5 თვეს გრძელდება, ის მაინც ძალიან პოპულარულია. ამჟამად სპორტის ამ სახეობაში გამართულ შეჯიბრებებს 2 მლრდ-მდე ადამიანი ადევნებს თვალს, ძირითადად, ჰოკეის ნაციონალური ლიგისა (აშშ, კანადა) და ჰოკეის კონტინენტური ლიგის (რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ფინეთი, ყაზახეთი) ფანები.

2. კრიკეტი

ეს 2021 წლის მთავარი მოულოდნელობაა, იმიტომ, რომ ადრე კრიკეტი პორტის ყველაზე პოპულარული სახეობების ათეულში ვერ შედიოდა. დღეს სპორტის ამ სახეობას 2,5 მლრდ ადამიანი უყურებს. ეს თამაში განსაკუთრებით პოპულარულია ინგლისში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთსა და ავსტრალიაში.

1. ფეხბურთი

ფეხბურთი, რა თქმა უნდა, კვლავ პირველია. მას მსოფლიოში 4 მლრდ-ზე მეტი ადამიანი უყურებს. ეს სპორტის ხელმისაწვდომი სახეობაა, რომლითაც ყოველწლიურად დაკავებულია მილიონობით მოზარდი და ფეხბურთის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here