თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულ პირს, თავზე ნაჭერი აქვს გადაფარებული და ამ დროისთვის, მედიისთვის მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ზომის ცივი იარაღი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დოკუმენტაცია.
სპეცოპერაცია სოლოლაკში, სასტუმრო “იოტასთან” ამ წუთებშიც გრძელდება.