Home ახალი ამბები მსოფლიო “სპასიბო ი დოსვიდანია”: ტეფტს რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტი დაატოვებინეს

“სპასიბო ი დოსვიდანია”: ტეფტს რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტი დაატოვებინეს

1135
ჯონ ტეფტი

აშშის ელჩი რუსეთში _ ჯონ ტეფტი შემოდგომაზე პოსტს დატოვებს და მეუღლესთან ერთად მოსკოვიდან წავა, _ განაცხადა ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ლინ ტრეისიმ აშშის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

ტრეისიმ აღნიშნა, რომ ტეფტმა და მისმა მეუღლემ რუსეთ-ამერიკის გართულებული ურთიერთობის რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება, ეხელმძღვანელათ საელჩოსთვის რუსეთში. შემდეგ ტრეისიმ წაიკითხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ რექს ტილერსონის მიმართვა, რომელშიც ის მადლობას უხდიდა ტეფტს მრავალწლიანი სამსახურისთვის დიპლომატიურ ასპარეზზე.

ჯონ ტეფტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ “მოენატრება მეგობრები, რომლებიც რუსეთში შეიძინა”.

“ჩვენ თქვენ არ დაგივიწყებთ”, _ თქვა ტეფტმა, შემდეგ კი რუსულად დასძინა: “სპასიბო ი დოსვიდანია”.

ჯონ ტეფტი რუსეთში აშშ-ის ელჩად ობამას ადმინისტრაციის პერიოდში დაინიშნა _ 2014 წლის 1 აგვისტოს. მისი წინამორბედი იყო მაიკლ მაკფოლი. ტეფტს, სავარაუდოდ, იუტის შტატის ყოფილი გუბერნატორი, ჯონ ჰანტსმანი, შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ტეფტი სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა აშშ-ის საელჩოს 3 ქვეყანაში: ლიტვაში _ 2000-2003 წლებში, საქართველოში _ 2005-2009 წლებში და უკრაინაში _ 2009-2013 წლებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here