Home ახალი ამბები საქართველო სოცდაუცველები და მარტოხელა პენსიონერები ზაფხულიდან 30 დასახელების წამალს თვეში 1 ლარად შეიძენენ

სოცდაუცველები და მარტოხელა პენსიონერები ზაფხულიდან 30 დასახელების წამალს თვეში 1 ლარად შეიძენენ

1009
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან 500-დან 600 ათასამდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი ქრონიკული დაავადებების 4-5 ძირითადი სამკურნალო მედიკამენტის ყიდვას თვეში 1 ლარად შეძლებენ”, _ განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 30 დასახელების მედიკამენტებს შორისაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო წამლები.

“რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, ეს კონკურსის ბოლოს გახდება ცნობილი, მაგრამ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. დიდი იმედი მაქვს, პროგრამა ზაფხულის დასაწყისიდან ამოქმედდება. თუ სოციალურად დაუცველი პენსიონერი თვეში 25-30 ლარის ღირებულების მიდიკამენტს ყიდულობდა, ახლა ეს, სიმბოლური თანაგადახდით, თვეში 1 ლარი დაუჯდება. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში”, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here