Home ახალი ამბები საქართველო სოსო ცინცაძე: თქვენ არ გეგონოთ, რადგან ასოცირება და ვიზალიბრალიზაცია მოგვცეს ევროპელებად...

სოსო ცინცაძე: თქვენ არ გეგონოთ, რადგან ასოცირება და ვიზალიბრალიზაცია მოგვცეს ევროპელებად გვთვლიან!

პოლიტოლოგები: სოსო ცინცაძე და თამარ კიკნაძე
საინფორმაციო პორტალ „tvzvezda.ru“-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სასამართლომ ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით ორგანიზაცია  „იეღოვას მოწმეების“ საქმიანობა აკრძალა. მანამდე, გამოცემა  ,,Город на Бире”-ამ განაცხადა, რომ ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ, ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელების ბრალდებით, რელიგიური ორგანიზაცია „იეღოვას მოწმეების“ თავმჯდომარე დააჯარიმა.

გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში, დარბაზში,  სადაც მორწმუნეთა შეკრება ტარდებოდა, აღმოაჩინეს პაკეტი რელიგიური ლიტერეტურით, რომელიც სასამართლომ ექსტრემისტულად მიიჩნია და ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაშიც შეიყვანა.

,,საქართველო და მსოფლიო“  პოლიტოლოგებს სოსო ცინცაძესა და  თამარ კიკნაძეს დაუკავშირდა, რათა დაედგინა  რამდენად  შესაძლებელია ორგანიზაცია ,,იაღოვას მოწმეების“ საქმიანობის აკრძალვა საქართველოში და უნდა დაიცვას  თუ არა საქართველომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ისე, როგორც ამას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი აკეთებს და  აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მისი არჩევის წუთიდან  სახელმწოფოსა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის არ ერიდება არაფერს.

სოსო ცინცაძე:             

საქართველოს მთავრობა ვერ გაბედავს ანალოგიურს.  ბევრს შეიძლება სურვილი აქვს იაღოველთა საქმიანობა აიკრძალოს, მათ შორის ეკლესიას რასაკვირველია, მაგრამ ევროპა ცალი თვალით უყურებს ხელისუფლებას. თქვენ არ გეგონოთ, რადგან ასოცირება და ვიზალიბრალიზაცია  მოგვცეს ევროპელებად გვთვლიდნენ.

დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი უმცირესობების უფლებები რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ გენდერული. ჩვენ სხვა პრიორიტეტები უფრო გვიჭირს, ვიდრე იაღოველთა  საქმიანობის აკრძალვაა, შედარებისთვის  ისლამი უფრო საშიშია.

თამარ კიკნაძე:

საქართველო სხვა პოლიტიკას ეწევა, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და ევროასოცირებისთვის ხელი აქვს მოწერილი, შეასაბამისად, ასეთ ღონისძიებას ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ მთელი რიგი ვალდებულებები აქვს ნაკისრი.

საქართველოს არ აქვს საკმარისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს  თავისი იდენტობის შენარჩუნება. მითუმეტეს ამერიკის ხელისუფლებაში პრეზიდენტად მოვიდა ტრამპი, რომელიც  ქადაგებს ერის და სახელმწიფოს ინტერესების წინ წამოწევასა  და სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესის დაცვას.

საქართველოში ჯერჯერობით  ამ მხრივ არაფერი იცვლება და რაღაც უნდა შეიცვალოს.  მართმადიდებლობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ელემენტია და ეკლესიაში რა ხდება? მე ვთვლი, რომ აქ სხვა სახის უფლებები ირღვევა.

საერთოდ ლიბერალიზმი, რომელიც მთელ მსოფლიოშია  გამეფებული, დემოკრატიის საწინაღმდეგო მიმართულებაა, იმიტომ რომ დემოკრატიის ძირითადი პოსტულატი არის უმრავლესობის ინტერესების დაცვა. ახალა უმცირესობის უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე უმრავლესობის.  უმრავლესობა, ფაქტობრივად, დისკრიმნაციაშია.

 

ეკა ზარნაძე

 

1 COMMENT

  1. ძველ ევროპის რუქებზე მთელ კავკასიას აწერია ” – ВАРВАРЫ” – География Российской Империи- 1903 год.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here