Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველო კავკასიაში ფუნქციას კარგავს

სოსო ცინცაძე: თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველო კავკასიაში ფუნქციას კარგავს

1037
სოსო ცინცაძე

სანამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები სამთავრობო სხდომაზე პირბადის ტარების წესებზე საუბრობენ, ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი პროცესები იწყება საქართველოს მონაწილეობის გარეშეამა წლის 11 იანვარს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის განვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტს ხელს აწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. დოკუმენტის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერების ხელმძღვანელობით 2021 წლის იანვრის ბოლომდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის პრიორიტეტი საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა იქნება. 2021 წლის მარტამდე სამუშაო ჯგუფი დასამტკიცებლად წარადგენს იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და აღჭურვის ღონისძიებების სიასა და განხორციელების გრაფიკს, რომლებიც აუცილებელია აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოების ორგანიზებისა და ტრანზიტისთვის. საქართველო ლიდერისა და სატრანზიტო გზის ფუნქციას კარგავს კავკასიაშიამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

_ მადლობა თქვენს გაზეთს იმისთვის, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხზე მიკავშირდებით, დანარჩენ ჟურნალისტებს მხოლოდ პარლამენტში ელისაშვილის შესვლაარშესვლის საკითხი ადარდებთ

საქართველოს, საბედნიეროდ, ჯერ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილად არაფერი დაუკარგავს, რადგან ის, რაც პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა დაგეგმეს, მხოლოდ გეგმაა, რომელიც უდავოდ ანტიქართულია, მაგრამ ამ გეგმას განხორციელება სჭირდება. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან ცუდია, რომ მსგავსი გეგმა პირადად ალიევს მოუვიდა თავში და ამის პასუხი ჩვენს უნიათო საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მოვთხოვოთ. ჩვენი სამი მეზობელი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე რაც ითქვა, ეს მხოლოდ გეგმაა, რომლის განხორციელებასაც, სულ ცოტა, 40 მილიარდი დოლარი სჭირდება, ამ თანხის მოძიება გაჭირდება. ამ თანხის მოძიება სჭირდება მთავარ ფიგურას _ რუსეთს, რომელსაც, ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, მას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავზე დაუმთავრებელი პროექტი “ჩრდილოეთ ნაკადი-2”. მიუხედავად პრობლემებისა, მიუხედავად რუსეთის მოუცლელობისა, საქართველო იმის იმედად არ უნდა დარჩეს, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი 40 მილიარდს ვერ იშოვნიან

აზერბაიჯანმა “სამხრეთის გაზის დერეფანი” აამუშავა. ეს პროექტი ხელს არ აძლევს რუსეთს, წინააღმდეგობა ძალიან ბევრია, ვფიქრობ, მოლაპარაკება, რომელიც გაიმართა სამ სახელმწიფოს შორის, სადაც არ დომინირებს საქართველო, ვერ შედგება, თუმცა, ამ “ვერ შედგებას” იმედზე არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა და როგორმე, რამენაირად უნდა ჩაერთოს პროცესში და შეაჩეროს, ამას კი სერიოზული დიპლომატიური სამსახური და ძალისხმევა სჭირდება. რაც მთავარია, საქართველო რუსეთთან “ბუტიაობას” უნდა მორჩეს.

საქართველომ უნდა აამუშავოს დიპლომატია, რომელიც უზუსტესი მეცნიერებაა. საქართველოს სჭირდება მაღალკვალიფიციური ელჩები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს ამის ფუფუნება, ჩვენთან არ არის დიპლომატიური სასწავლებლები. ყველა დიპლომატიური სკოლა და სასწავლებელი დაიხურა. დაიხურა ჩემი დაარსებული სასწავლებელიც, რომელმაც ქვეყანას 15 მაღალკვალიფიციური დიპლომატი გამოუზარდა. ჩვენმა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საჭიროდ არ ჩათვალა მსგავსი სასწავლებლის არსებობა და დახურა, უფრო მეტიც, მან ჩვენი კურსდამთავრებული 25 დიპლომატი დაითხოვა, გაყარა სამინისტროდან. მას შემდეგ საქართველოში მოკვდა ეს სფერო. სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსანდრე ჩიკვაიძე, ყველაზე კარგი დიპლომატი, და სამწუხაროდ, ამ ამბავს გადაჰყვა კიდეც ეს პატრიოტი ქართველი კაცი, მას გული გაუსკდა.

_ თქვენ იმედს იტოვებთ, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, მაგრამ, თუ განხორციელდება, საქართველო კავკასიაში ფუნქციას კარგავს

_ ჩვენი ქვეყანა კავკასიაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა, მაშინაც კი, როდესაც დამოუკიდებელი არ იყო. რუსეთის მთავარმართებლებიც თბილისში ისხდნენ. რუსები გიჟები კი არ იყვნენ, ჩვენს ქვეყანას ამხელა მნიშვნელობას რომ ანიჭებდნენ _ საქართველო მართლაც იყო ძლიერი, გეოპოლიტიკურად საჭირო და დიპლომატიური ქვეყანა.

საქართველოს როლის დაკნინება კავკასიაში უმცროსი ბუშის სტუმრობის შემდეგ დაიწყო. მაშინ განაცხადა მან, რომსაქართველო დემოკრატიის შუქურაა ამიერკავკასიში”, მაგრამ სწორედ ამ სიტყვების შემდეგ მოხდა ისე, რომ ფუნქცია ნელნელა დავკარგეთ. მართალი თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როდესაც განაცხადა, საქართველო რადარებიდან გაქრაო. დიახ, გაქრა, გაქრა მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებამ განაცხადა: “საქართველო არ უნდა იყოს რუსეთამერიკის ურთიერთობის ხელისშემშლელი”. ამ სიტყვების შინაარსი დღემდე ვერ გავიგე. თუმცა, თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა კავკასიაში ფუნქციას კარგავს. საქართველომ ვერ მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ზურაბ აბაშიძეს არანაირი უფლება არ აქვს. ის, ფაქტობრივად, უფუნქციოა და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი მთავრობის თავმჯდომარესაც კი ვერ ხვდება სტაბილურად. არადა, სულ ეს ერთი ადამიანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ჩართული.

_ იყო საუბრები აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე, რომელსაც შეეძლო ურთიერთობის რაღაც ძაფები გაება ჩვენსა და რუსეთს შორის, ჩვენსა და აფხაზეთს შორის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის არაფერი არ გააკეთა

_ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა საჭიროც იყო და აუცილებელიც, მაგრამ მანამდე აუცილებელი და საჭიროა, დაელაპარაკო რუსეთსაც და აფხაზეთსაც, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პირობები და ამისთვის დიალოგია საჭირო. საქართველოდან რუსეთში ხელისუფლების ნაცვლადპატრიოტთა ალიანსიჩადიოდა და, სამწუხაროდ, მათ მხოლოდ ზიანი მოუტანეს ურთიერთობების აღდგენის საკითხს, რადგან გარდა იმისა, რომ მათ მოსკოვში არაფერი ესაქმებოდათ, იქ არ საუბრობდნენ, სადაც საჭირო იყო. დსთის კომიტეტის წევრებთან საუბრობდნენ, კომიტეტის, რომლის წევრიც არ არის საქართველო. თუკი ვინმეს სურს, დაელაპარაკოს რუსეთს საქართველოზე, უნდა დაელაპარაკოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვაგვარად ვერაფერს მივაღწევთ. “პატრიოტებმა”, სამწუხაროდ, ბევრი რამ გააფუჭეს.

დიდი ქვეყანა პატარა ქვეყნების ინტერესების სრულად გამტარებელი არასოდეს იქნება, შესაბამისად, რუსეთიც ვერ იქნება ჩვენი სრულყოფილი პარტნიორი. მაგალითად, აზერბაიჯანს რუსეთში ლობი არ ჰყავს, სომხეთისგან განსხვავებით, მაგრამ აქვს ძალა, ჰყავს დიპლომატები, პროფესიონალები, პატრიოტები… საქართველოს ხელისუფლებაში კი დილეტანტების არმიაა თავმოყრილი.

ჩვენი საუბრის თემა არ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი: მოქმედი პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს მეცენატი, მაგრამ ივანიშვილი ყველაფერი იყო, როგორ გამოუვიდა ყველაფერი ერთად, ეს სხვა საკითხია…

_ ქვეყანაში არ არის აკადემიური წრეები, არ გვყავს პოლიტიკოსები, დიპლომატები და ამასობაში ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდახომ არ არის დაკავშირებული ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული მოვლენები ყარსის ხელშეკრულებასთან?

_ გურიაში მომხდარი ამბავი ძალიან სახიფათოა. ყარსის ხელშეკრულების პროლონგაცია ისე მოხდება, რომ, სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაიგებს, ჩვენ ვერ გავიგებთ, რა შეიცვლება ხელშეკრულების პუნქტებში და აქაც ის პრობლემაა, რომ სპეციალისტები არ გვყავს, რასაც მოჰყვება საქართველოს დაკნინება.

_ სადაა ჩვენი ქვეეყნის ხსნა და გამოსავალი?

_ საქართველო სტაგნაციაშია, უძრაობაში. ერთი შეხედვით, თითქოს დუღს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა, რადგან ყველა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ელისაშვილის შესვლა პარლამენტში, რათა მან “აიძულოს” მმართველ გუნდს რაღაცის გაკეთება.

თქვენ გსურთ, ჩემგან მოისმინოთ ფუნქციადაკარგული, სტაგნაციაში მყოფი, მარაზმამდე მისული ჩვენი ქვეყნის გამოსავალი რაშია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვერც სხვის შეცდომებზე ვისწავლეთ რამე და ვერც საკუთარზე. ვფიქრობ, ღმერთი არ გაგვწირავსვიმედოვნებ, რომ უფალი ჩაერევა და რუსეთის პრეზიდენტი არ გააკეთებს იმას, რაც ალიევს სურს, არ მოხდება იმ მარშრუტების რეალიზება, რომლებიც დაიგეგმა. რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს არასოდეს დაემთხვევა, მაგრამ მათ საერთო ენა მაინც გამონახეს, ჩვენგან განსხვავებით. ნონსენსია, 3-მილიონიანი ქვეყანა გაებუტოს მეზობელ 140-მილიონიან ქვეყანას. გაბუტვა კი არა, დიპლომატიის ამუშავებაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის დიდი სურვილია, კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან.

_ ხელისუფლება დიდ იმედს ამყარებს 2024 წელიწადზე. ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანენ და წევრობასაც მიაღწევენ

_ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, პერსპექტივა ნულია. ზღაპარია ეს ყველაფერი. ღატაკი ქვეყანა არავის სჭირდება. ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე აკეთებს გათვლას, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამის მწარე გამოცდილება მათ მიიღეს საბერძნეთის დეფოლტისას. საქართველოს მომავალი ბუნდოვანია. ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვა და კავკასიის ქვეყნების ერთიანობა საქართველოს გარეშე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას.

გურიაში მომხდარზე გეტყვით, რომ კადრების, დიპლომატების, არაპროფესიონალების გამო ხდება ყველაფერი…

ჩემი დიპლომატიური სასწავლებლიდან სულ რამდენიმე სტუდენტი გაირიცხა, ერთ-ერთი სწორედ უნიჭობისა და უვიცობის გამო. ახლახან შევიტყვე, რომ სწორედ ის არის დღეს რელიგიის საკითხთა ხელმძღვანელი, გვარად ვაშაყმაძე. მსგავსი ადამიანების ხელისუფლებაში და საკვანძო თანამდებობებზე ყოფნა დაღუპავს ამ ქვეყანას, თუ უკვე დაღუპულები არ ვართ. რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ძალიან საშიშია და მას ჭკვიანი ადამიანი უნდა აგვარებდეს.

საშიშია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და, როდესაც ადამიანებს არ ძალუძთ პრობლემის მოგვარება, უფალი ჩაერევა ხოლმე. ჩვენ ტალეირანები არ გვყავს ქვეყანაში, ამიტომ მხოლოდ უფლის იმედად ვართ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here