Home რუბრიკები პოლიტიკა სოროსის სია

სოროსის სია

ევროპარლამენტში სულ 751 დეპუტატია, მათგან სოროსის მოკავშირეა 226, ანუ მესამედზე მეტი

სოროსი

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ბევრია დასავლეთისგან გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია(ასო), რომელთა დიდი ნაწილი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქრისტიანული განწყობითა და მოქმედებებით გამოირჩევა.

მათი გავლენა ისე დიდია პოლიტიკაზე, რომ, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ამ ასოების, უფრო ზუსტად, მათი პატრონების (დამფინანსებლების) ინტერესების გათვალისწინებით იღებს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მილიარდერ ჯორჯ სოროსის ფულით შექმნილიღია საზოგადოება”, რომლის მავნებლური საქმიანობის შესახებ დოკუმენტები DCLearsის ჰაკერებმა მოიპოვეს და გამოაქვეყნეს. სწორედ ამ დოკუმენტებს ეძღვნება ინტერნეტგამოცემა vz.ru ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა სათაურითჯორჯ სოროსისმეხუთე კოლონასთავისი სახელი უწოდეს”:

“სკანდალებით განთქმული მილიარდერის ძველი მტრის, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ძალისხმევით, როგორც იქნა, გამომზეურდა ე.წ. სოროსის სია. ამ სიაში არიან ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სოროსის პროექტებს ლობირებენ და მისი მითითებით ცვლიან ევროკავშირის კანონმდებლობას. ამ დოსიეებში განსაკუთრებული პუნქტია რუსეთისადმი დამოკიდებულება. სწორედ ამ დამოკიდებულებით განისაზღვრება, პირი სოროსის მეგობარია თუ მტერი.

ლაპარაკი იმაზე, რომ მილიარდერი ჯორჯ სოროსი აქტიურად ერევა მსოფლიოს პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყნების მართვას, კონსპიროლოგიად ითვლებოდა, მაგრამ ახლა გამოჩნდა კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ფინანსისტი მართლაც ახდენს გავლენას ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებაზე: DCLEAKSის ჰაკერებმა გამოაქვეყნეს სოროსის საყვარელი ნაშიერის _ “ღია საზოგადოების” _ მეთოდოლოგია.

ეს არის საკმაო მოცულობის დოკუმენტი, რომელშიც შეკრებილია ინფორმაცია ევროპარლამენტის 226 წევრზე(!) _ “ღია საზოგადოების” იდეურ მოკავშირეებზე. ისინი მოწოდებული არიან, მხარი დაუჭირონ სოროსის იდეებს _ ევროპაში მიგრანტების დასახლებას, “გენდერული თანასწორობის” უზრუნველყოფას, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინებას, უკრაინის დაახლოებას ევროკავშირთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთან დაპირისპირებას.

ევროპარლამენტში სულ 751 დეპუტატია, მათგან სოროსის მოკავშირეა 226, ანუ მესამედზე მეტი.

“ღია საზოგადოებაში” აქვთ დოსიეები ნაკლებად ცნობილ პარლამენტარებსა და ევროპული პოლიტიკის ისეთ მძიმეწონოსნებზეც, როგორიც არის, მაგალითად, მარტინ შულცი (ცოტა ხნის წინათ ევროპარლამენტის თავმჯდომარე) ან კიდევ _ ბელგიის პრემიერმინისტრი გი ვერჰოფსტადტი.

ამ დოკუმენტს საზოგადოებრიობის ყურადღება მიაპყრო უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ის, ბოლო რამდენიმე წელია, ძალისხმევას არ იშურებს თანამემამულესთან საბრძოლველად _ სკანდალებით განთქმული მილიარდერი უნგრეთში დაიბადა. გენდერული თანასწორობისა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების მოთხოვნის პიკზე ორბანმა უნგრეთის კონსტიტუციაში შეიტანა შესწორებები, რომელთა მიხედვით ქვეყანას აერთიანებს ღმერთი და ქრისტიანობა”, ხოლოქორწინება არის მამაკაცისა და ქალის კავშირი”.

2017 წლის მარტიდან ორბანი ცდილობს, დახუროს ბუდაპეშტში სოროსის ფულით შექმნილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელმაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის არაერთი თაობა აღზარდა, თუმცა ორი ცნობილი უნგრელის კამათის მთავარი პუნქტი არის მიგრანტები.

2015 წელს ორბანმა განკარგულება გასცა, სერბეთთან საზღვარზე აეშენებინათ კედელი, რომელიც ხელს შეუშლიდა ქვეყანაში ლტოლვილების შესვლას. სოროსი ორბანს თავს დაატყდა კრიტიკით, უწოდა მას დიქტატორი და წარმოადგინა თავისი გეგმა ევროკავშირში მიგრანტების მიღების ორგანიზების შესახებ. სოროსის გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიაზე ყოველწლიურად უნდა შეუშვან მილიონამდე მიგრანტი, ამასთანავე, ზედა ზღვარი დაწესებული არ იყო. თითოეული მიგრანტი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სპეცპაკეტით _ წელიწადში 15 ათასი ევროთი, თანხები ქვეყნებში განაწილდებოდა დაწესებული კვოტების შესაბამისად.

დღეს სწორედ ამ გეგმაზე მსჯელობენ ბრიუსელში. ხოლო ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი), რომლებიც აქამდე წარმატებით უგულებელყოფდნენ კვოტების შესახებ დებულებას, თავგამოდებით იბრძვიან სოროსის ჩანაფიქრის წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინათ, ოქტომბრის ბოლოს, სამოქალაქო თავისუფლების, იურისპრუდენციისა და საშინაო საქმეების ევროპარლამენტის კომიტეტმა წინადადება წამოაყენა, ევროკავშირის კანონმდებლობაში ცვლილება შეეტანათ თავშესაფრის მიცემის თაობაზე, რათა საბოლოოდ დადგენილიყო ეს ყბადაღებული კვოტები ქვეყნებისთვის. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის ლიმიტის ზედა ზღვარი არც ამჯერად არ არის მითითებული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უნგრეთის ხელმძღვანელობამ, თვალი აეხილა ევროპისთვის, რატომ იღებს ევროპისთვის თვითმკვლელ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი. ოფიციალური ბუდაპეშტი, ფაქტობრივად, პიარმენეჯერად იქცა DCLeak-ის ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტისა სახასიათო სათაურით ჩვენი საიმედო მოკავშირეები ევროპარლამენტში (2014-2019)”.

“ეს დოკუმენტი მხოლოდ უნგრეთს რომ ემუქრებოდეს, პრობლემა არ იქნებოდა. უნგრეთის მთავრობა მიეჩვია გაქარწყლებას ცრუ ბრალდებების ნიაღვრისა, რომელსაც თავს ატეხენ “ღია საზოგადოების” იდეოლოგები, _ განაცხადა უნგრეთის სახელმწიფო მდივანმაზოლტან კოვაჩმა, _ მაგრამ დღეს საქმე ეხება არა მხოლოდ უნგრეთს, ეს დოკუმენტი საფრთხეს უქმნის სრულიად ევროპის მომავალს”.

კოვაჩი ამტკიცებს, რომ დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტში მუშაობს სოროსის, სულ ცოტა, “30 აშკარა მხარდამჭერი”. და შემთხვევითი არ არის, რომ მილიარდერი ხშირად ხვდება ევროკავშირის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერს დახურულ კარს მიღმა და არავინ იცის, რა საკითხებზე მსჯელობენ.

სოროსის მიერდემოკრატიისთვის საბრძოლველად” 18 მილიარდის დემონსტრაციულად შეწირვამ მისიღია საზოგადოებამსოფლიოში ყველაზე მძლავრ არასამთავრობო ორგანიზაციად აქცია. სახელდობრ, რამ შეაშფოთა ოფიციალური ბუდაპეშტი ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შიგა მოხმარებისთვის განკუთვნილ მეთოდიკაში?

ზემოხსენებული 226 ევროდეპუტატის დოსიეებში მითითებულია, რომ მათ უკვე ითანამშრომლეს “ღია საზოგადოებასთან” და შეიძლება კვლავაც უხმონ სათანამშრომლოდ. დოსიეები შედგენილია არა მხოლოდ ღია წყაროებიდან, არამედ “საკუთარი ძალებით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად”. დახასიათებების სტილი ძალიან ჰგავს “პირად საქმეებს” ტელესერიალ “გაზაფხულის 17 გაელვებიდან”, ოღონდ ფორმულირებები “ჭეშმარიტი არიელი” და “ნორდული ხასიათი” შეცვლილია ტერმინებით _ “პროევროპელი”, “აქტიური პროევროპელი” და “მეტისმეტად პროევროპელი”.

“მეტისმეტად პროგრესულია, “ღია საზოგადოების” ფასეულობების უპირობო დამცველი უყოყმანოდ გამოდის თავისი ფრაქციის თვალსაზრისის წინააღმდეგ”, _ ასე ახასიათებენ მონიკა მაკოვეის, ევროპარლამენტის დეპუტატს რუმინეთიდან.

“პროგრესულია, მაგრამ ძალიან გატაცებულია ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელობით”, _ ეს უკვე მიქაელა კრემერსის დახასიათებაა, გერმანელი “მწვანეების” წარმომადგენელის.

ღია საზოგადოებისმოკავშირეთა უმრავლესობა იბრძვის მიგრანტების, უმცირესობებისა და ლგბტთა უფლებების დასაცავად, აგრეთვე, ერის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გლობალისტური ჟარგონიდან თუ ვთარგმნით, მხარს უჭერენ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან შეუზღუდავ მიგრაციას, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებასა და შობადობის შეზღუდვას.

ცალკე აღნიშნულია წვლილი მიგრაციის კანონში ცვლილებების შესატანად ბრძოლაში. ამ პუნქტის მიხედვით, პირველობას არავის უთმობენ სილვია გიიომი (ფრანგი სოციალ-დემოკრატი) და ჟანა ლამბერტი (ინგლისელი “მწვანე”). ეს ქალბატონები ლობირებენ ევროკავშირის კანონმდებლობაში თავშესაფრის მიცემის შესახებ ცვლილების შეტანას იმ სულისკვეთებით, როგორსაც ითხოვს სოროსი.

სოროსის მხარდამჭერ ევროპარლამენტარებს შორის არიან მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებიც, თუმცა მათი უმრავლესობა არის სოციალდემოკრატი, ეკოლოგი დამწვანე”. ისინი, ძირითადად, სამეცნიერო და შემოქმედებით ინტელიგენციას წარმოადგენენ; ხშირად წერენ წიგნებს, რომლებშიც აკრიტიკებენ თანამედროვე კაპიტალიზმს, თუმცა ეს სრულიად არ უშლით ხელს, ითანამშრომლონ ერთერთ ოდიოზურ თანამედროვე კაპიტალისტთან.

ამ “დასტაში” ჭარბობენ ევროკავშირის მთლიანობის მომხრეები, თუმცა გვხვდება “ზომიერი ევროსკეპტიკოსების” გვარებიც, რომლებიც ისეთ საკითხებში უნდა გამოიყენონ, როგორიც არის “უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა” და მიგრაცია.

აი, მაგალითად, როგორ ახასიათებენ იანა იგორის ასულ ტოომს (ქალიშვილობის გვარი ჩერნოგოროვა), ტალინის ყოფილ ვიცემერსა და ესტონეთიდან პირველ რუსულენოვან ევროპარლამენტარს: “უარი თქვა, მხარი დაეჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტის შესახებ 2014 წლის ივლისში. შეიძლება იყოს პრორუსი გაურკვეველი დოზით (ასეთ შემთხვევაში მისი თანამშრომლობა “ღია საზოგადოებასთან” საეჭვოა)”.

“ღია საზოგადოების” სიის რამდენიმე წარმომადგენელი, დიდი ხანია, ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. მაგალითად, რებკა ჰარმსი გერმანელი “მწვანეებიდან” რეგულარულად გამოდის ევროპარლამენტში და ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ბელგიელი გი ვერჰოფსტადტი მრისხანე სტატიებს აქვეყნებს მსგავსი სათაურით: “პუტინს მივუთითოთ თავისი ადგილი”, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება დადანაშაულებულია თანამედროვე ევროპისთვის თითქმის ყველა პრობლემის შექმნაში.

სოროსის სია”, ბოლოსდაბოლოს, პასუხს სცემს კითხვას, რომელიც რეგულარულად წამოტივტივდება ხოლმე ევროკავშირის პოლიტიკაზე კამათისას _ რა აიძულებს ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს, ითამაშონ საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ? პასუხი: კორუფციაში ჩაფლულობა. სოროსის მიერ გამოკვებილი პოლიტიკოსები მის პროექტებს ლობირებენ, ხოლო ქვეყნების ხელისუფლებების მხრიდან ამასთან დაპირისპირების ნებისმიერ მცდელობას ამ ქვეყნების ელიტები ეწინააღმდეგებიან.

აი რატომ მარცხდებიან ვიქტორ ორბანის მსგავსი ლიდერები სოროსის სტრუქტურებთან დაპირისპირებისას. “ღია საზოგადოების” გავლენის აგენტურით გაძეძგილი ევროპარლამენტი მიზანმიმართულად მუშაობს ევროპაში მილიონობით მიგრანტის დასახლების შესახებ სოროსის მიერ შემუშავებული გეგმის განსახორციელებლად.

დასავლური დემოკრატიის ფასადის უკან კი იმალება სტრუქტურა, რომელიც ფეოდალიზმს მოგვაგონებს. მემარცხენე პოლიტიკოსები ერთგულებას ეფიცებიან ყაჩაღ ბარონს და ემსახურებიან მის ინტერესებს, ევროპის მოსახლეობის ინტერესები კი ფეხებზე ჰკიდიათ.

ევროპის მოსახლეობა, მიუხედავად ფასეულობებისა და უფლებებისა, ახლაც ისეთივე უუფლებოა, როგორიც იყო შუასაუკუნეებში”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here