Home ახალი ამბები მსოფლიო სოროსის ორგანიზაციები საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სკანდალის გამოწვევას ცდილობენ

სოროსის ორგანიზაციები საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სკანდალის გამოწვევას ცდილობენ

441
სოროსი

ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ ნაკვები ორგანიზაციებისა და მასმედიის ნაწილი ცდილობს, ბერლინში მოკლული ტერორისტული წარსულის მქონე ზელიმხან ხანგოშვილის საქმე საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სკანდალის ასაგორებლად გამოიყენოს.

საუბარია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრზე” (EMC), “რონდელის ფონდსა” და ლიბერალურების რუპორზე სახელწოდებით “ნეტგაზეთი”. სწორედ ეს სოროსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკი ცდილობს, “რონდელის ფონდისა” და “იემსის” ე. წ. ექსპერტების მეშვეობით საინფორმაციო ფონი შექმნას, რომ საქართველო თურმე არ იქცევა მართებულად, როდესაც რუსეთს არ უპირისპირდება ბერლინში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ჩეჩენი ბოევიკის თუ ტერორისტის ლიკვიდაციის გამო. არგუმენტად ამ “ექსპერტებს” მოაქვთ ის, რომ გერმანიამ რუსეთს ბრალი დასდო ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არასაკმარისად აქტიურობაში და ორი რუსი დიპლომატი გააძევა ბერლინიდან.

სოროსის ფონდის დაქირავებულ “ექსპერტებს” იმედი აქვთ, რომ “გერმანიის მიერ რუსეთის დიპლომატების გაძევებისა და საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს დადანაშაულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, გამოხატოს პოზიცია”. ისინი პარალელს ავლებენ სკრიპალების საქმესთან და იხსენებენ, რომ მაშინ საქართველომ ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატი გააძევა.

რონდელის ფონდის “ექსპერტი” შეუვალია: “სიფრთხილე არის არასწორი. რაც უნდა კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირო რუსეთთან, მას მაინც მოჰყვება შემდგომი ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ, ერთადერთი სწორი გზა არის პრინციპული პოზიციის გამოხატვა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით”, _ ამბობს იგი.

რეალურად, “დასავლელმა პარტნიორებმა”, ამ შემთხვევაში _ გერმანელებმა, ხანგოშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსი არ აღირსეს და მას ეჭვით უყურებდნენ, როგორც ყოფილ “ბოევიკს”. მეტიც, ხანგოშვილს მალე გერმანიიდან გაძევება ემუქრებოდა. “ნეტგაზეთის” მიერ შემოპარებული სიცრუისგან განსხვავებით, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთს ბრალი მხოლოდ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში დასდო და არა ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში. ამიტომ კარგი იქნება, ხელისუფლებამ ყური არ ათხოვოს სოროსელების მორიგ პროვოკაციას და რუსეთთან სიმშვიდე შეინარჩუნოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here